TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 36
Previous part

Chapter: 9  
თავი IX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ უდაბნოსა სინაჲსასა მეორესა წელსა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა პირველსა, მეტყუელი:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არქუ და ჰყოფდენ ძენი ისრაელისანი პასექსა ჟამსა მისსა:

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მეათოთხმეტესა [დღესა] თთჳსა პირველისასა, მიმწუხრი, ყონ იგი ჟამსა მისსა შჯულთაებრ მისთა, თანა-შეტყუებისაებრ მისისა ჰყონ იგი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაელისათა ყოფად პასექისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
დაწყებასა მეათოთხმეტისა დღისა თთჳსა მის პირველისასა უდაბნოსა სინაჲსასა ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაელისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს კაცნი, რომელნი იყვნეს არაწმიდა სულითა მათთითა და ვერ ეძლო ყოფაჲ პასექისაჲ მას დღესა შინა, და მოვიდეს Page of ms. Gb: 49v  წინაშე მოსესსა და აარონისსა მას დღესა შინა,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და თქუეს კაცთა მათ მათდა მიმართ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა კაცისაჲთა. ნუუკუე დავაკლდებით შეწირვად ძღუენსა უფლისა ჟამსა Page of ms. Ga: 120r   მისსა ძეთა შორის ისრაელისათა?

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და თქუა მათდა მიმართ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ-მიბრძანოს უფალმან თქუენთჳს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი მოსეს, მეტყუელი:

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ეტყოდე ძეთა ისრაელისათა და თქუ მათდა მიმართ: კაცი-კაცი, რომელი იქმნეს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა ანუ გზასა შინა შორსა, ანუ თქუენ შორის, ანუ ნათესავთა შორის თქუენთა, და ყოს Page of ms. Ga: 120v   პასქაჲ უფლისაჲ;

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
თთუესა მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა,მიმწუხრი ყონ იგი, უცომოჲსა და ველისყრდელისა თანა ჭამონ იგი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
არა დაუტეონ მისგანი განთიად და ძუალი არა შემუსრონ მისგან, შჯულისაებრ პასექისა ყონ იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და კაცი-კაცი, რომელიცა წმიდა იყოს და გზასა გრძელსა არა იყოს და დააკლდეს ყოფად პასექისა, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა, რამეთუ ძღუენი უფლისა არა შეწირა, ჟამსა თჳსსა ცოდვაჲ მისი მიიღოს კაცმან მან.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ მოსლვით მოვიდეს თქუენდა მომართ მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს პასექი უფლისაჲ შჯულისაებრ პასექისა და განწესებისაებრ მისისა, ეგრეთ ყოს იგი, შჯული ერთი იყოს თქუენი -- მწირისაჲ და მსოფლელ\ისა Page of ms. Gb: 50r  მის ქუეყანისაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და დღესა, რომელსა აღემართა კარავი, დაფარა ღრუბელმან კარავი, სახლი წამებისაჲ, და მიმწუხრი იყო კარავსა ზედა სა\ხე Page of ms. Ga: 121r   ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადამდე.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ესრეთ იქმნებოდა მარადის: ღრუბელმან დაფარის იგი დღისი და სახემან ცეცხლისამან -- ღამე.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს ამაღლდის ღრუბელი კარვისაგან, და ამის შემდგომად იტრნიან ძენი ისრაელისანი, და ადგილსა, რომელსა დადგის ღრუბელი, მუნ დაიბანაკებედ ძენი ისრაელისანი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ბრძანებითა უფლისაჲთა იტრვოდეს ... ყოველთა დღეთა, რომელთა აგრილობდის ღრუბელი კარავსა ზედა, დაბანაკებულ იყვნიან ძენი ისრაელისანი;

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს დაადგრის ღრუბელი დღეთა მრავალთა, დასცვიდიან ძენი ისრაელისანი საცავსა ღმრთისასა და არა იტრნიან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყვის, ოდეს ჰფარვიდის ღრუბელი დღეთა რიცხუსა კარავსა ზედა უფლისასა, დაბანაკებულ იყვიან და ბრძანებითა უფლისაჲთა იტრიან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და არნ, ოდეს დგან ღრუბელი მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე, და ამაღლდის ღრუბელი განთი\ად Page of ms. Ga: 121v   და იტრნიან; დღისი ანუ ღამე, და უკუეთუ ამაღლდის ღრუბელი, იტრნიან დღისი

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ანუ დღეთა თთჳსათა განმრავლდის ღრუბელი მაგრილობელად მისსა, დაბანაკებულ იყვნიან,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ბრძანებითა უფლისაჲთა იტრვოდეს, საცავსა უფლისასა სცვიდეს ბრძანებითა უფლისაჲთა, ჴელითა მოსესითა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.