TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 74
Previous part

Chapter: 11  
თავი XI


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და დაიცვნე დასაცველნი მისნი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი მისნი ყოველთა დღეთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და გულისჴმა-ჰყოთ დღეს, ვითარმედ არა ყრმათა თქუენთა, რომელთა არა უწყიან, არცა იხილეს წურთაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და დიდებულებანი მისნი და ჴელი მტკიცე და მკლავი მაღალი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი, რომელნი ქმნნა შორის ეგჳპტისა ფარაოს მეფესა ეგჳპტისასა და ყოველსა ქუეყანასა მისსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და რაოდენი უყო ძალსა მეგჳპტელთასა, ეტლთა მათთა და ცხენსა მათსა, ვითარ დაფარნა წყალმან ზღჳსამან წინაშე პირსა მათსა, გუდევდეს რაჲ იგინი შემდგომად ჩუენსა, და წარწყმიდნა იგინ უფალმან ვიდრე დღენდელად დღემდე,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და რაოდენი გიყო თქუენ უდაბნოს ზედა, ვიდრემდის მოხუედით ადგილსა ამას,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და რაოდენი უყო დათანს და აბირონს, ძეთა ელიაბისთა, ძისა რუბენისთა, რომელნი განმღებელმან პირისა თჳსისა\მან Page of ms. Ga: 231r   ქუეყანამან შთანთქნა იგინი და სახლნი მათნი და კარავნი მათნი და ყოველი საცხორებელი მათი მათ თანა შორის ყოვლისა ისრაელისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
თუალნი თქუენნი ჰხედვიდეს ყოველთა საქმეთა უფლისათა დიდთა, რომელნი გიყვნა თქუენ დღეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენით ყოველნი მცნებანი მისნი, რაოდენთა მე გამცნებ თქუენ დღეს, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ და განჰმრავალწილნეთ და შეხჳდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ, რომლისა მიმართ თქუენ განჰვლით იორდანესა მუნ დამკჳდრებად მისსა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რაჲთა იდღეგრძელოთ ქუეყანასა ზედა, რომელსა ეფუცა უფალი მამათა თქუენთა მიცემად მათდა და თესლისა მათისა მათ თანა, ქუეყანაჲ დამომდინარე სძისა და თაფლისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არს ქუეყანაჲ, რომლისა მიმართ თქუენ შეხუალთ მუნ დამკჳდრებად მისსა, არა ვითარ ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ არს, ვინაჲ გამოხუედით მუნით, რაჟამს დასთესიან თესლი და მორწყიან ფერჴებითა, ვითარ მტილი მხლისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ხოლო ქუეყანაჲ, რომელსა შეხუალ შენ დამკჳდრებად მისსა, ქუეყანაჲ მთოანი და Page of ms. Ga: 231v   ველოანი წჳმისაგან ცისა სუამს წყალსა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ, რომელსა უფალი ღმერთი ზედა-ჰხედავს მას მარადის, თუალნი უფლისა ღმრთისანი მას ზედა დასაბამითგან წელიწდისაჲთ ვიდრე აღსასრულამდე წელიწდისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ სმენით ისმინნეთ ყოველნი მცნებანი მისნი, რომელთა მე გამცნებ თქუენ დღეს, შეყუარებად მისსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამიერი ჟამსა თჳსსა მსთოაჲ და მცხუედი და შეიკრიბო იფქლი შენი და ღჳნოჲ შენი და ზეთი შენი,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოცემაჲ თივათაჲ ველთაგან შენთა საცხოვართა შენთათჳს, და შჭამო რაჲ, და განსძღე,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუსადა განზრქნეს გული შენი და გარდაჰჴდეთ და ჰმსახუროთ ღმერთთა სხუათა და თაყუანის-სცეთ მათ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და გულისწყრომით განრსხნეს უფალი თქუენ ზედა და შეკრას ცაჲ და არა იყოს წჳმაჲ და ქუეყანამან არა მოსცეს ნაყოფი მისი, და წარსწყმდეთ Page of ms. Ga: 232r   მწრაფლ ქუეყანისაგან კეთილისა, რომელი მოგცა თქუენ უფალმან.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შეიხუენით სიტყუანი ესე გულად თქუენდა და შეიბენით ესენი სასწაულად ჴელსა თქუენსა და იყვნენ შეუძრველ წინაშე თუალთა თქუენთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ასწავენით ესენი შვილთა თქუენთა, მსხდომარეთა სახლსა შინა და მავალთა გზასა ზედა და მწოლარეთა და მდგომარეთა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და დაწერენით წყირთლთა ზედა სახლთა თქუენთასა და ბჭეთა თქუენთა,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რაჲთა იმრავალდღეოთ და დღენი ძეთა თქუენთანი ქუეყანასა ზედა, რომელსა ეფუცა უფალი მამათა თქუენთა მიცემად მათდა, ვითარცა დღენი ცისანი ქიეყანასა ზედა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ სმენით ისმინეთ ყოველნი ესე მცნებანი, რომელთა მე დღეს გამცებ ქმნად: შეყუარებად უფლისა ღმრთისა თქუენისა და სლვად ყოველთა შინა გზათა მისთა და შედგომად მისსა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და განასხნეს უფალმან ყოველნი ესე წარმართნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდრენით ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი უფროჲს, ვიდრე თქუენ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ყოველი ადგილი, რომელიცა დატკებნოს კუალმან ფერჴთა თქუენთამან, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან და წინაშე ლიბანესა და მდინარითგან დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუადმდე დასავალისა იყვნენ საზღვარნი თქუენნი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
არა წინა-აღგიდგეს არავინ წინაშე პირსა თქუენსა. შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენგან დასდვას უფალმან ღმერთმან თქუენმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, რომელსაცა ზედა მიხჳდეთ მას ზედა, ვითარ-სახედ იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
აჰა, მე მივ\სცემ Page of ms. Ga: 232v   წინაშე თქუენსა დღეს კურთხევათა და წყევათა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
კურთხევათა, უკუეთუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელტა მე გამცნებ თქუენ დღეს;

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და წყევათა, უკუეთუ არა ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რაოდენთა მე გამცნებ თქუენ დღეს, და შესცთეთ გზისაგან, რომელი გამცენ თქუენ მავალნი მსახურებად ღმერთთა სხუათა, რომელნი არა უწყოდენით.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანად, რომელსა წიაღ-ხუალ მუნ დამკჳდრებად მისსა, და მისცე კურთხევაჲ მთასა ზედა ღარიზინსა და წყევაჲ -- მთასა ზედა გებალსა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
არა, აჰა, ესენი წიაღ იორდანესა, უკუანა კერძო გზასა მზის დასავალისასა, ქუეყანასა ქანაანისასა, დამკჳდრებულსა მზის დასავალით კერძო თანაშე ღოლღოლისა მახლობელად მუხისა მაღლისა?

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თქუენ განჰვლით იორდანესა შემავალნი დამკჳდრებად უეყანისა, რომელსა უფალი ღმერთი თქუენი მოგცემს თქუენ წილად ყოველთა დღეთა, დაიმკჳდრეთ იგი და დაემკჳდრენით მას ზედა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და დაიცევით ქმნაჲ ყოველთა ბრძანებათა მისთაჲ და მშჯავრთა მისთაჲ, რომელთა მე მივსცემ წინაშე თქუენსა დღეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.