TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 75
Previous part

Chapter: 12  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ესე არიან ბრძანებანი და მშჯავრნი, რომელთაჲ დაიცევით ქმნაჲ ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი მამათა თქუენთაჲ მიგცემს თქუენ წილად ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
წარწყმედით წარსწყმიდენით ყოველნი ადგილნი, რომელთა შინა ჰმსახურებდეს მუნ წარ\მართნი Page of ms. Ga: 233r   ღმერთთა მათთა, რომელნი თქუენ დაიმკჳდრნეთ იგინი მთათა ზედა მაღალთა და ბორცუთა ზედა და ხესა ქუეშე ვარჯოანსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და დააქციენით ბომონნი მათნი და სერტყნი მათნი მოკაფენით და ქანდაკებულნი ღმერთთა მათთანი დაწუენით ცეცხლითა და წარწყმიდეთ სახელი მათი ადგილსა მისგან.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არა ესრეთ უყოთ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
არამედ ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ერთსა შინა ტომთა თქუენგანსა სახელის-დებად სახელი მისი მუნ ხადად, და გამოიძიეთ და მიცედით მუნ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შეწირენით მუნ ყოვლად დასაწველნი თქუენნი და სამსხუერპლენი თქუენნი და ძღუენნი თქუენნი და აღსაარებანი თქუენნი და პირმშონი ზროხათა თქუენთანი და ცხოვართა თქუენთანი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ჭამეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იშუებდით ყოველსა ზედა, რომელსაცა მიჰყვენით ჴელნი თქუენნი თქუენ და ძეთა თქუენთა, რამეთუ გაკურთხა უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
არა ჰყვნეთ ყოველნი, რომელთა ჰყ\ოფთ Page of ms. Ga: 233v   თქუენ აქა კაცად-კაცადი სათნოსა წინაშე თჳსსა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არღა მიწევნულ ხართ ვიდრე აქამომდე განსასუენებელსა და სამკჳდრებელსა, რომელი უფალმან ღმერთმან მიგცეს თქუენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და განჰვლოთ იორდანე და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა, რომელი უფალმან ღმერთმან დაგიმკჳდროს თქუენ და განგისუენოს თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა გარემოთა, და დაემკჳდრნეთ განკრძალულად.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან წოდებად სახელი მისი მუნ, მუნ შესწირნეთ ყოველნი, რომელთა გამცნებ თქუენ დღეს: ყოვლად დასაწუველნი თქუენნი და დასაბამნი ჴელთა თქუენთანი და ძღუენნი თქუენნი და ყოველი ურჩეულესი ძღუენთა თქუენთაჲ, რაოდენიცა აღუთქთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იხარებდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა თქუენ და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, მონანი თქუენნი და მჴევალნი თქუენნი და ლევიტელი, მყოფი ბჭეთა ზედა ტქუენთა, რამეუ არა არს მისსა ნაწილი, არცა წილ\გდებულებაჲ Page of ms. Ga: 234r   თქუენ თანა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
იგულე თავი შენი, ნუ შესწირავ ყოვლად დასაწუველთა შენთა ყოველსა ადგილსა, რომელიცა იხილო,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არამედ ადგილსა, რომელიცა თჳთ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ერთსა შინა ქალაქთა შენთაგანსა, მუნ შესწირო ყოვლად დასაწუველი შენი და მუნ ჰყვნე ყოველნი, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
არამედ ყოვლითა გულისთქუმითა შენითა დაჰკლა და შჭამო ჴორცი გულისთქუმისაებრ სულისა შენისა, კურთხევისაებრ უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი მოგცა შენ ყოველსა შინა ქალაქსა. არაწმიდაჲ შენ შორის და წმიდაჲ ერთბამად ჭამდენ მას, ვითარ ქურციკსა ანუ ირემსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ სისხლი არა შჭამოთ, ქუეყანასა ზედა დასთხიეთ იგი, ვითარცა წყალი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ვერ ძალ-გიც ჭამად ქალაქთა შინა შენთა ათეული იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა, პირმშონი ზროხათა შენთანი და ცხოვართა შენთანი, ყოველთა აღთქუმათა შენთა, რომელნი აღსთქუნე, და აღსაარებათა თქუენთა და დას\აბამთა Page of ms. Ga: 234v   თქუენთა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შჭამდე მათ ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან მისთჳს შენ და ძენი შენნი და ასული შენი და მონაჲ შენი და მჴევალი შენი და მწირი ქალაქთა შინა შენთა. და იხარო წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ყოველთა ზედა, რომელსაცა მიჰყო ჴელი შენი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
იგულე თავი შენი, ნუ დაუტეობ ლევიტელსა ყოველსა ჟამსა, რაოდენ ცოცხალ იყო ქუეყანასა ზედა შენსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ განავრცნეს ღმერთმან საზღვარნი შენნი, ვითარცა თქუა შენდა მიმართ, და სთქუა: ვჭამო ჴორცი, უკუეთუ გულისმთქუმელობდეს სული შენი, რაჲთა შჭამო ჴორცი, ყოველი გულისსათქუმელი სულისა შენისაჲ, ჭამე ჴორცი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთჴ შორს მდებარე იყოს შენგან ადგილი, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ, და დაჰკლა ზროხათაგან შენთა და ცხოვართაგან შენთა, რომელნიცა მოგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა-სახედ გამცენ შენ, და შჭამო ქალაქთა შინა შენთა გულისთქუმ\ისაებრ Page of ms. Ga: 235r   სულისა შენისა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იჭამის ქურციკი და ირემი, ეგრეთცა ჭამოს იგი არაწმიდამან შენ შორის და წმიდამან ეგრეთ ჭამოს იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა ძლიერად ჭამისათჳს სისხლისა, რამეთუ სისხლი მისი სულ არს, არა იჭამოს სული ჴორცსა თანა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
არა შჭამოთ, ქუეყანასა ზედა დასთხიოთ იგი, ვითარცა წყალი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
არა შჭამო იგი, რაჲთა კეთილ იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა უკუნისამდე, უკუეთუ ჰყოფ კეთილსა და სათნოსა წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
გარნა წმიდათა შენთა, რომელნიცა იყვნენ შენდა, და აღთქუმათა შენთა მიმხუმელი მივედ ადგილსა, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან მისდად წოდებად სახელი მისი მუნ,

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ჰყვნე ყოვლად დასაწუველნი შენნი, ჴორცი აღიღო საკურთხეველსა ზედა ღმრთისა შენისასა, ხოლო სისხლი მსხუერპლთა შენთაჲ აპკურო ხარისხთა საკურთხეველისა უფლისა ღმრთისა შენისათა და ჴორცი შჭამო.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
დაიცევ და ისმინე და ჰყვნე ყოველნი სიტყუანი, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს, რაჲთა კეთილ იყოს შენდა და ძეთა შენთა საუკუნოდ, უკუეთუ ჰყო კეთილი და სათნოჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი, რომელთა მიმართ შენ შეხუალ მუნ დამკჳდრებად ქუეყანისა მათისა პირისაგან შენისა და დაიმკჳდრნე იგინი და დაიპყრა ქუაყანაჲ მათი,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
იგულე თავი შენი, ნუ გამოიძიებ შედგომად მათსა შემდგომად მოსრვისა მათისა პირისაგან შენი\სა, Page of ms. Ga: 235v   ნუ გამოძიებ ღმერთთა მათთა, მეტყუელი: ვითარ იქმან წარმართნი ამათ მათდა მიმართ, ვქმნა მეცა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
არა უყო ესრეთ უფალსა ღმერთსა შენსა, რამეთუ საძაგელებანი, რომელნი უფალმან მოიძულნა, ყვნეს ღმერთ მათდა, რამეთუ ძეთა მათთა და ასულთა მათთა დაუწუვენ ცეცხლითა ღმერთთა მათთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.