TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 76
Previous part

Chapter: 13  
თავი XIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ყოველი სიტყუაჲ, რომელსა მე გამცნებ შენ დღეს, იგი დაიცევ ქმნად, არა შესძინო მას ზედა, არცა დააკლო მისგან.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
აღ-თუ-დგეს Page of ms. Ga: 236r   შენ შორის წინაწარმეტყუელი ანუ ზმანებული სიზმრისაჲ და მოგცეს შენ სასწაული ანუ ნიში

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იქმნეს სასწაული ანუ ნიში, რომელი თქუა შენდა მიმართ, მეტყუელმან: მივიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთთა სხუათა, რომელნი არა უწყოდენით.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არა ისმინოთ სიტყუაჲ მის წინაწარმეტყუელისა ანუ ზმანებულისაჲ მის სიზმარსა, რამეთუ განმოგცდის უფალი ღმერთი თქუენი თქუენ ცნობითა, უკუეთუ გიყუარსყე უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუნითა და Page of ms. Ga: 236v   ყოველთა სულითა თქუენითა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
შემდგომად უფლისა ღმრთისა ქუენისა, სლვად მისსა შიშად და მცნებათა მისთა დაცვად და ჴმისა მისისა სმენად და მისსა მონებად და მისსა შეყოფად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და წინაწარმეტყუელი იგი ანუ სიზმრის ზმანებული მოაკუდინეთ, რამეთუ თქუა შეცთუნებაჲ შენი უფლისაგან ღმრთისა შენისა, გამომყვანებელისა შენისა ქუეყანით ეგჳპტით, გამომჴსნელისა შენისა მონებისაგან, განშორებაჲ შენი გზისაგან, Page of ms. Ga: 237r   რომელი გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან სლვად მას ზედა, და უჩინო-ყავთ ბოროტი იგი თქუენგან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ გლოცვიდეს შენ ძმაჲ შენი მამითი შენი ანუ დედითი შენი, ანუ ძე შენი, ანუ ასული შენი, ანუ ცოლი შენი, მყოფი წიაღთა, ანუ მოყუარე შენი, სწორი სულისა შენისაჲ, იდუმალ მეტყუელი: მივიდეთ და ვმსახუროთ ღმერთთა სხუათა, რომელნი არა უწყნი შენ და მამათა შენთა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
წა\რმართთაგან Page of ms. Ga: 237v   გარემოჲს თქუენსა, მახლობელთა შენთაგან ანუ მშოროდელთა შენგან კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
არა თანა-მნებებელ ექმნე მას და არა ისმინო მისი და არა ჰრიდოს თუალმან შენმან მის ზედა, არცა დაჰფარო იგი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მოთხრობით მიუთხრა მისთჳს და ჴელი შენი იყოს მის ზედა მოკუდინებად მისსა პირველად და ჴელი ყოვლისა ერისაჲ უკუანაჲსკნელ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ქვადაკრებულ-ყონ იგი ქვებითა და მოკუდეს, რამეთუ იძია განყენებაჲ შენი უფლისაგან ღმრთისა შენისა, გამომყვანებელისა შენისა ქუეყანით ეგჳპტისაჲთ, სახლისაგან მონებისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ყოველსა ისრაელსა, მსმენელსა, შეეშინოს და არა შესძინოს მერმე ქმნად სიტყჳსა ამისებრ ბოროტისა თქუენ შორის.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ გესმას ერთსა შინა ქალაქთაგანსა, რომელნი მოგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამკჳდრებად შენდა, მუნ მეტყუელთაჲ:

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განვიდეს კაცნი უშჯულონი ჩუენგან და განადგინნეს ყოველნი Page of ms. Ga: 238r   მკჳდრნი ქალაქისა მათისანი, მეტყუელთა: ვიმიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთთა, რომელნი არა უწყნით,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და გამოიკულიო და გამოიკითხო და გამოიძიო და გამოიკრკჳნო ფრიად და, აჰა, ჭეშმარიტად ცხად იქმნეს სიტყუაჲ ეს საძაგელი თქუენ შორის,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მომსრველმან მოჰსრნე ყოველნი მკჳდრნი ქალაქსა მას შინა სიკუდილითა მახჳლისაჲთა, შეჩუენებით შეჩუენებულ-ჰყოთ იგი და ყოველი, რაოდენი იყოს მას შინა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ყოველი იავარ მათი შეჰკრიბო თანაწარსავალსა ზედა მათსა და მოსწუა ქალაქი ცეცხლითა და ყოველი იავარი მისი ყოველმან ერმან წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, და იყოს უმკჳდრო უკუნისამდე, არღარა აღეშენოს მერმე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არა აღეწებოს ჴელსა შენსა არარაჲ შენაჩუენებისაგან, რაჲთა მოიქცეს უფალი გულისწყრომისაგან და რისხვისა მისისა და მოგცეს შენ წყალობაჲ და შეგიწყალოს შენ და განგამრავლოს შენ, ვითარცა ეტყოდა ღმერთი მამათა შენთა,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ ისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელთა მე გამცნებ თქუენ დღეს, ქმნად კეთილი და სათნოჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.