TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 77
Previous part

Chapter: 14  
თავი XIV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ძენი იყვნეთ უფლისა ღმრთისა თქუენისანი. არა Page of ms. Ga: 238v   იფივოთ, არა იჩინოთ სიმტიერე საშუალ თუალთა თქუენთა მკუდარსა ზედა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ერი წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა Page of ms. Ga: 239r   შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან ყოფად მისსა ერად საზეპუროდ ყოველთაგან წარმართთა, მყოფთა პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
არა შჭამოთ ყოველი საძაგელი, ესე არიან საც\ხოვარნი Page of ms. Ga: 239v  .

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რომელნი შჭამნეთ ზუარაკი ზროხათაგან და ტარიგი ცხოვართაგან და ვაცი თხათაგან,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ირემი და ქურციკი და კამბეჩი და ვაცირემი, ხარაბუზი, იამური და აქლემვეფხი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ყოველი საცხოვარი ჭლიკგანპებული და მფრცხენალი ორითა ფრცხილითა და აღმომღებელი ნაცოხლისაჲ პირუტყუთა შორის, ესენი შჭამნეთ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ესენი არა შჭამნეთ აღმომღებელთაგან ნაცოხლისათა Page of ms. Ga: 240r   და ჭლიკგანპებულთაგან და მფრცხენალთა ფრცხილითა, აქლემი და ფერჴფაჩუნიერი და მაჩჳ, რამეთუ აღმოიღებენ ნაცოხალსა ესენი და ჭლიკითა არა განპებულ არიან, არაწმიდა იყვნენ თქუენდა ესენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ეშჳ, რამეთუ ორ განპებულ არს ჭლიკითა ესე და ჰფრცხენს ფრცხილითა ჭლიკისაჲთა და ესე ნაცოხალსა არა აღმოიცოხნის, არაწმიდა იყავნ თქუენდა ესე. ჴორცთა მისთაგან არა შჭა\მოთ Page of ms. Ga: 240v   და მძორთა მათთა არა შეეხნეთ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ესე შჭამნეთ ყოველთაგან, რომელნი არიან წყალთა შინა ყოველთა, რომელთა იყვნენ მათ თანა ფრთანი და ქეცნი, შჭამნეთ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ყოველთა, რომელთა არა იყვნენ მათ თანა ფრთანი, არცა ქეცნი, არა შჭამნეთ, არაწმიდა იყვნენ თქუენდა ესენი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ყოველი მფრინველი წმიდაჲ შჭამოთ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ესენი არა შჭამნეთ მათგან:

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არწივი, ორბი, ყანჩი,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ძერაჲ და იკტიონი და მსგავსნი მათნი;

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და სირაქლემი და ღლავკოსი და ლაროსი და ქორი და მსგავსნი მისნი;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ეროდიოჲ და კჳკნოჲ და ივი;

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და კატარრაკტი და ოფოფი და პორფირიონი;

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ღამის ყორანი და ყარყატი და ხარადრიონი და მსგავსნი მისნი, და მღამიობი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ყოველი ოთხფერჴი მფრინველი არაწმიდა იყავნ თქუენდა, არა შჭამოთ მათგანი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ყოველი მფრინველი წმიდაჲ ჭამეთ და ყოველი მძორი არა შჭამოთ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
მსხემსა ქალაქთა შენთასა მიეცით და ჭამოს, ანუ უცხოსა მისცე იგი, რამეთუ ერი წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ. არა შეაგბო კრავი სძითა დედისა მისი\საჲთა, Page of ms. Ga: 241r   რამეთუ საძაგელ არს ღმრთისა იაკობისსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ათეული განაათეული ყოვლისა ნაშრომისა თესლისა შენისაჲ და ნაშრომი აგარაკისა შენისაჲ წელიწადითი წელიწდად.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და შჭამო იგი შინაშე უფლისა ღმრთისა ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელითა მისითა, მუნ მიიღო ათეული იფქლისა შენისა და ღჳნისა შენისა და ზეთისა შენისაჲ, და პირმშონი ზროხათა შენთანი და ცხოვართა შენთანი, რაჲთა შეისწავო შიში უფლისა ღმრთისა შენისაჲ ყოველთა დღეთა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ შორს იყოს შენგან გზაჲ და ვერ გეძლოს მიხუმაჲ მათი, რამეთუ შორს არს შენგან ადგილი, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ, რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და განსცნე იგინი ვეცხლად და მოიღო ვეცხლი ჴელითა შენითა და წარხჳდე ადგიდ, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მისცე ვეცხლი ყოვლისათჳს, რომლისაცა გული უთქუმიდეს სულსა შენსა: ზროხათათჳს ანუ ცხოვართათჳს, ანუ ღჳნისათჳს, ანუ თაფლუჭისათჳს, ანუ ყოვლისათჳს, რომლისა გული უთქუმიდეს სულსა შენსა, და შჭამო მუნ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და განიშუა შენ და სახლმან შენმან

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ლევიტელმან ქალაქთა შენთა შინამან, რამეთუ არა არს მათი კერძი, არცა ნაწილი შენ თანა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
შემდგომად სამისა წლ\ისა Page of ms. Ga: 241v   გამოიღო ყოველი ათეული ნაშრომთა შენთაჲ, მის წელიწადსა დასდვა იგი ქალაქთა შინა შენთა,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ლევიტელი, რამეთუ არა არს მისსა კერძი, არცა ნაწილი შენ თანა, და მწირი და ობოლი და ქურივი ქალაქთა შენთაჲ, და ჭამონ და განძღენ, რაჲთა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა შინა საქმეთა შენთა, რომელთაცა ჰყოფდე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.