TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 78
Previous part

Chapter: 15  
თავი XV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   შჳდთა წელიწადთა მიერ ჰყო მიტევებაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ესე არს ბრძანებაჲ მიტევებისაჲ: მიუტეო ყოველი ვალი თჳსი, რომელი თანა-ედვას შენი მოყუასსა და ძმასა შენსა, არა მიჰჴადო, რამეთუ წოდებულ არს მიტევებაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
უცხოსა მიჰჴადო, რაოდენიცა თანა-ედვას მას, ხოლო ძმასა მიტევებაჲ უქმნა ვალისა შენისაჲ,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა არს შენ შორის ნაკლულევანი, რამეთუ სიტყჳსა ამისთჳს კურთხევით გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა ზედა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ წილითა დამკჳდრებად იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და უ\კუეთუ Page of ms. Ga: 242r   სმენით ისმინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისა დაცვად და ქმნად ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალმან ღმერთმანგაკურთხოს შენ, ვითარ-სახედ გეტყოდა შენ. და ავასხო ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხო. და ჰმთავრობდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა გმთავრობდნენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ იქმნეს შენ შორის ნაკლულევანი ძმათა შენთაგან ერთსა შინა ქალაქთა შენთაგანსა, ქუეყანასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, არა გარე-მიიქციო გული შენი, არცა შემოიმჯუღო ჴელი შენი ძმისაგან შენისა ნაკლულევანისა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
განღებით განუღო ჴელი შენი მას და ვასხებით ავასხო მას, რაოდენისაცა მოქენე იყოს და რაოდენ ნაკლულევან იყოს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუსადა იქმნეს სიტყუაჲ ფარული გულსა შინა შენსა უშჯულოებისა მეტყუელი: მოასხ წე\ლიწადი Page of ms. Ga: 242v   მეშჳდე, წელიწადი მიტევებისაჲ, და ეძჳროს თუალი შენი ძმასა შენსა მოქენესა და არა სცე მას და ღაღად-ყოს შენთჳს უფლისა მიმართ და იყოს შენ ზედაცოდვაჲ დიდი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მიმცემელმან მისცე მას და მავასხებელმან ავასხო მას, რაოდენსაცა მოქენე იყოს, და არა შეწუხნეს გული შენი, მისცემდე რაჲ შენ მას, რამეთუ ამისთჳს გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა, რომელთაცა მიჰყავ ჴელი შენი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა მოაკლდეს ნაკლულევანი ქუეყანისაგან შენისა, ამისთჳს გამცნებ მე შენ ყოფად სიტყჳსა ამის მეტყუელი: აღმხუმელმან აღუხუნე ჴელნი შენნი ძმასა შენსა დავრდომილსა, მოქენესა ქუეყანასა ზედა შენსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ იყიდო ძმაჲ შენი ებრაელი ანუ ებრაელლაჲ, გმონოს შენ ექუს წელ და მეშჳდესა განავლინო იგი თავისუფლად შენგან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ხოლო რაჟამს განავლინებდე მას თავისუფლად შენგან, არა განავლინო იგი ცალიერი,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
საგზლითა განჰსაგზლოთ იგი ცხოვართაგან Page of ms. Ga: 243r   შენთა და იფქლისაგან შენისა და საწნახელისაგან შენისა, ვითარცა გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, მისცე მას.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მოიჴსენე, რამეთუ მრწემ იყავ ქუეყანასა ეგჳპტეს და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან მუნით. ამისთჳს მე გამცნებ შენ ყოფად სიტყჳსა ამის.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ თქუას შენდამი: არა განვალ შენგან, რამეთუ შეგიყუარა შენ და სახლი შენი, რამეთუ კეთილ იქმნა მისსა შენ მიერ,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ყური მისი კართა თანა ზღურბლსა ზედა და იყოს შენდა მრწემ უკუნისამდე, და მჴევალსაცა შენსა ესრეთვე უყო.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არა ფიცხელ იყოს წინაშე შენსა განვლენილთა მათ განთავისუფლებულთაჲ შენგან, რამეთუ წელიწდეული სასყიდელი მორეწისაჲ გმსახურა შენ ექუს წელ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა შენა, რომელთა იქმოდე.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ყოველი პირმშოჲ, რომელი იშვეს ზროხათა შორის შენთა და ცხოვართა შორის შენთა წული, განსწმიდო უფლსა ღმრთისა შენისა. არა აშრომო პირმშოჲ ზუარაკი სენი და არა განჰრისო პირმშოჲ ცხოვართა შენ\თაჲ Page of ms. Ga: 243v  .

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შჭამო იგი წლითი წლად ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, შენ და სახლმან შენმან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ იყოს მას თანა ბიწი: მკელობელი იყოს, ანუ ბრმაჲ, ანუ ყოველივე ბიწი ბოროტი, არა დაუკლა იგი უფალსა ღმერთსა შენსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ქალაქთა შინა შენთა შჭამო იგი. წმიდამან შენ შორის და არაწმიდამან ერთბამად ჭამეთ, ვითარცა ქურციკი ანუ ირემი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ სისხლი მისი არა შჭამო, ქუეყანასა ზედა დასთხიოთ იგი, ვითარცა წყალი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.