TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 111
Previous part

Chapter: 14  
თავი XIV


Verse: 1   Link to sept   და ესენი არიან დამკჳდრებულნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი ქანაანს, რომელნი დაამკჳდრნა იგინი ელეაზარ მღდელმან და იისუ ნავესმან და მთავართა ნათესვობათა ტომობისა ძეთა ისრაჱლისათასა.

Verse: 2   Link to sept   
განნაწილებათაებრ განინაწილეს, ვითარ-სახედ ამცნო უფალმან ჴელითა იისუჲსითა ცხრათა ტომთა და კერძოსა ტომისასა მანასსეს.

Verse: 3   Link to sept   
ამიერ კერძო იორდანისა, რამეთუ მისცა მოსემან ორთა ტომთა და კერძოსა ტომისასა მანასის წიაღ კერძო იორდანისა და ლევიტელთა არა მის\ცა Page of ms. Ga: 330r   ნაწილი მათ შორის.

Verse: 4   Link to sept   
რამეთუ იყენეს ძენი იოსებისნი ორნი ტომნი -- მანასსი და ეფრემ. და არა მიეცა ნაწილი ქუეყანისაგან ლევიტელთა, არამედ ქალაქნი სამკჳდრებელად და განჩინებულნი მათდად და საცხოვართა მათდად ადგილნი.

Verse: 5   Link to sept   
ვითარ-სახედ ამცნო უფალმან მოსესა, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა და განანაწილეს ქუეყანაჲ.

Verse: 6   Link to sept   
და მოუჴდეს ძენი იუდაჲსნი იისუს გალგადს. და თქუა მისდა მიმართ ხალებ იეფონესმან, კენეზელმან: შენ მეცნიერ ხარ სიტყუასა, რომელი თქუა უფალმან მოსეს მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჩემთჳს და შენთჳს კადისბარნეს,

Verse: 7   Link to sept   
რამეთუ ორმეოცთა წელთაჲ ვიყავ, რაჟამს წარმავლინა მე მოსემან, ყრმამან ღმრთისამან, კადისბარნით გან[მ]სტურობად ქუეყანისა, და მიუგეს მას სიტყუაჲ გონებისაებრ მისისა:

Verse: 8   Link to sept   
ძმათა აღმოსრულთა ჩემ თანა განადგინეს გული ერისაჲ, ხოლო მე შევძი\ნე Page of ms. Ga: 330rb   შედგომად უფლის ღმრთისა ჩემისა.

Verse: 9   Link to sept   
და ფუცა მოსემან მას დღესა შინა, მეტყუელმან: ქუეყანაჲ, რომელსა ზედა აღჰხუედ, შენდა იყოს ნაწილად და ძეთა შენთა უკუნისამდე, რამეთუ შეეძინე შედგომად უკუანა უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 10   Link to sept   
და აწ განმზარდა მე უფალმან ღმერთმან ჩემმან, ვითარსახედ თქუა: ესე ორმეოცდამეხუთე წელი არს, რაჲთგან თქუა უფალმან მოსეს მიმართ ესე სიტყუაჲ და ვიდოდა ისრაჱლი უდაბნოს ზედა, და, აჰა, მე დღეს ოთხმეოცდახუთთა წელთაჲ ვარ,

Verse: 11   Link to sept   
მერმეცა დღეს შემძლებელი, ვითარ ოდეს წარმავლინა მე მოსემან, ეგრეთვე შემძლე აწ შესლვად და განსლვად ბრძოლად.

Verse: 12   Link to sept   
და აწ გთხოვ შენ მთასა ამას, ვითარცა თქუა უფალმან მას დღესა შინა Page of ms. Ga: 329vb  . ხოლო აწ ენაკიმნი მუნ არიან, ქალაქნი ძლიერნი და დიდნი, ვინაჲ უკუეთუ უფალი ჩემ თანა იყოს, მოვსპნე იგინი, ვითარ-სახედ მრქუა მე უფლამან.

Verse: 13   Link to sept   
და აკურთხა იგი იისუმან და მისცა ქებრონი ხალებს, ძესა იეფონისსა, კენეზელსა, ნაწილად.

Verse: 14   Link to sept   
ამისთჳს იყო ქებრონი ხალებ იეფონესისა, კენეზელისაჲ, ნაწილად ვიდრე დღესისა დღემდე შედგომისათჳს მისისა ბრძანებასა უფლისა ღმრთისა Page of ms. Ga: 331r   ისრაჱლისასა.

Verse: 15   Link to sept   
სახელი ქებრონისაჲ პირველ ქალაქი არბოკი, დედაქალაქი ენაკიმთაჲ ესე, და ქუეყანაჲ დაყუდნა ბრძოლილი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.