TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 113
Previous part

Chapter: 16  
თავი XVI


Verse: 1   Link to sept   და იქმნეს საზღვარნი ძეთა იოსებისთანი იორდანით კერძოჲთგან და იერიქოჲთ კერძოჲთ აღმოსავალით კერძო უდაბნოჲ და აღვალს იერიქოჲთ ბეთელდ.

Verse: 2   Link to sept   
და გამოვალს ბეთილდ ლუზად და გარემოჰვლის საზღვართაა აპატაიმისათა.

Verse: 3   Link to sept   
ვიდრე საზღვართამდე ვეთორონისათა ქუენა\თა Page of ms. Ga: 333r   და არს გამოსავალი მათი ზღუასა ზედა.

Verse: 4   Link to sept   
და დაიმკჳდრეს ძეთა იოსებისათა, ეფრემმან და მანასემან.

Verse: 5   Link to sept   
და იქმნეს საზღვარნი ძეთა ეფრემისთანი ერობისაებრ მათისა. და იქმნეს საზღვარნი მკჳდრობისა მათისანი აღმოსავალით კერძო ზენაჲსა და ზარაჲსაჲ.

Verse: 6   Link to sept   
და მიიწევიან საზღვარნი ზღუასა ზედა მახთოთს ჩრდილოჲთ კერძო და გარემოჰვლის აღმოსავალით კერძო ვინაესლოდ მიმართ და თანაწარჰვლის აღმოსავალით კერძო იანოდ,

Verse: 7   Link to sept   
და ატაროთდ მიმართ და ნაარათაჲ და დაბანი მათნი და წარჰვლის იერიქოსა ზედა და შთაიწევის იორდანედმდე.

Verse: 8   Link to sept   
და თაფფუჲთგან თანაწარჰვლიან საზღვარნი ზღუად მიმართ ნაღუარევსა თანა კანაჲსასა და არს გამოსავალი მისი ზღუასა ზედა, ესე სამკჳდრებელი ტომისა ძეთა ეფრემისთაჲ ერობისაებრ მათისა.

Verse: 9   Link to sept   
Page of ms. Ga: 333rb   და ქალაქნი განსაზღვრებულნი ძეთა ეფრემისთანი საშუალ სამკჳდრებელსა ძეთა მანასისთასა, ყოველნი ქალაქნი და დაბანი მათნი.

Verse: 10   Link to sept   
და არა წარწყმიდა ეფრემმან ქანანელი დამკჳდრებული ღაზერს, და მკჳდრ იყო ქანანელი მთა[სა] ეფრემისსა ვიდრე დღედმდე ამად, ვიდრემდის აღმოვიდა ფარაო მეფე ეგჳპტისაჲ და დაიპყრა ქალაქი და მოწუა იგი ცეცხლითა და ქანანელთა და ფერეზელთა და დამკჳდრებულთა ღაზერისათა უწერტა, და მისცა იგი ფარაომან ენფერნის, ასულსა თჳსსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.