TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 115
Previous part

Chapter: 18  
თავი XVIII


Verse: 1   Link to sept   და ეკკლესია ყო ყოველმან შესაკრებელმან ძეთა ისრაჱლისათამან სილოს და აჰმართეს მუნ კარავი წამებისაჲ და ქუეყანაჲ დაპყრობილ იქმნა მათ მიერ.

Verse: 2   Link to sept   
და დაშთეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა არა მიიღეს წილი, შჳდნი ტომნი.

Verse: 3   Link to sept   
და ჰრქუა მათ იისუმან: ვიდრემდის სდაჴსნილობთ (!) დამკჳდრებად ქუეყანისა, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან?

Verse: 4   Link to sept   
მოსცენით თქუენგანნი სამნი მამაკაცნი ტომისაგან და აღდგომილთა მოვლედ იგი და მოწერედ იგი წინაშე ჩემსა, ვითარ სათანადო არს განყოფაჲ მისი. და მოვიდეს მისდამი

Verse: 5   Link to sept   
და განუყო მათ შჳდად ნაწილად: იუდა დგეს ზღვრად მათდა სამხრით კერძო და ძენი იოსებისნი დგენ მათდა ჩრდილოჲთ.

Verse: 6   Link to sept   
ხოლო თქუენ განყავთ ქუეყანაჲ შჳდ ნაწილად და მოედით ჩემდამო აქა და განგისწორო თქუენ წილი ერთი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

Verse: 7   Link to sept   
რამეთუ არა არს ნაწილი Page of ms. Ga: 334v   ძეთა ლევისთაჲ თქუენ შორის, რამეთუ მღდელობაჲ უფლისაჲ ნაწილ მისსა. და გად და რუბენ და დან და კერძომან ტომისამან მანასსი[სმან] მიიღეს სამკჳდრებელი მათი წიად იორდანესა აღმოსავალით კერძო, რომელი მისცა მათ მოსემან, ყრმამან ღმრთისამან.

Verse: 8   Link to sept   
და აღდგომილნი კაცნი წარვიდეს. და ამცნო იისუმან კაცთა წარმავალთა მოხილვად ქუეყანისა, მეტყუელმან: წარედით და მოიხილეთ ქუეყანაჲ და მოედით ჩემდამო აქა და განგისწორო ნაწილი წინაშე უფლისა სილოს.

Verse: 9   Link to sept   
და წარვიდეს და მოიხილეს ქუეყანაჲ და იხილეს იგი და დაწერეს იგი ქალაქადად შჳდ ნაწილებად წიგნად და მოიღეს იისუჲსა სილოს.

Verse: 10   Link to sept   
და განუგდო მათ წილი სილოს შინა წინაშე უფლისა.

Verse: 11   Link to sept   
და გამოვიდა წილი ტომისა ბენიამენისი პირველად ერობისაებრ მათისა. და გამოვიდა საზღვარი ნაწილისა მათისა საშუალ იუდაჲსსა დაPage of ms. Ga: 334vb   საშუალ ძეთა იოსებისთა.

Verse: 12   Link to sept   
და იქმნნეს საზღვარნი მათნი ჩრდილოჲთ კერძო იორდანითგან. და აღვლენ საზღვარნი სამხრით კერძო იერიქოჲსა ჩრდილოდ მიმართ და აღვალს მთად მიმართ ზღჳთ კერძოდ და საზღვარნი მისნი და არს გამოსავალი მათი მავდარიტი ვართონისაჲ.

Verse: 13   Link to sept   
და წარჰვლის მიერ საზღვარსა ლუზაჲსასა სამხრით ლუზისა ჩრდილოდ მიმართ (ესე იგი არს ბეთილი) და შთააწევს საზღვარი ატაროთით კორეკისაჲთ მთეულეთად მიმართ, რომელ არს სამხრით კერძო ვეთორონისა.

Verse: 14   Link to sept   
და წარჰვლის საზღვარი და გარემოჰვლის ნაწილსა, მხედველსა ზღჳს კიდისასა, სამხრით კერძო მთათაჲთაგან, წინაშე პირსა ბეთორონთასა სამხრით. და არს გამოსავალი მისი კარიათვაას (რომელ არს კარიათიარიმი, ქალაქი ძეთა იუდაჲსთაჲ) ესე არს ნაწილი ზღჳთ Page of ms. Ga: 335r   კერძოჲ.

Verse: 15   Link to sept   
და ნაწილი სამხრად მიმართ კერძოჲთ კარიათვააალისაჲთ. და წარჰვლის საზღვარი გაინსა, წყაროსა თანა წყლისა ნეფონისასა.

Verse: 16   Link to sept   
და შთააწევს საზღვარი კერძოთა მთისათა, ესე იგი არს წინაშე პირსა აპისსა, ძისა ენნომისსა და სომნაჲსა, რომელ არს კერძოჲსაგან ემეკრაფაინისა ბღოარითგან და შთაიწევის გეონომით იევუსსა ზედა სამხრით გამო და შთააწევს ქუეყანად მიმართ როვილდ.

Verse: 17   Link to sept   
და წარჰვლის ვათსამსა ზედა და თანაწარჰჴდების ღალიკოლსა, რომელ არს წინაშე აღსავალსა ნათამითისასა, და შთავალს ქვასა ზედა ვეოთსა, ძისა რუბენისსა.

Verse: 18   Link to sept   
და გამოვალს სამხრით კერძო ვეტტანასა ჩრდილოდ მიმართ და შთაიწევის არავათსა ზედა.

Verse: 19   Link to sept   
და შთააწევა საზღვართა თანა სამხრით კერძო ბეთღალაჲ\სა Page of ms. Ga: 335rb   ჩრდილოჲთ გამო. და არს გამოსავალი საზღვართაჲ ჴევსა თანა ზღჳსა მარილთაჲსასა ბღოარით გამო. კერძოსა იორდანისასა სამხრით გამო. ესე საზღვარნი არიან სამხრითგან.

Verse: 20   Link to sept   
და იორდანით საზღვარნი კერძოთა აღმოსავალისათანი. ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთაჲ, საზღვარნი მათნი გარემოჲს ერობისაებრ მათისა.

Verse: 21   Link to sept   
და იყვნეს ქალაქნი ტოჰმისა ძეთა ბენიამენისთანი ერობისაებრ მათისა: იერიქოჲ და მელღალი და იავეკკათისი,

Verse: 22   Link to sept   
და თერავაჲ და სამვაჲ და ვესანააჲ,

Verse: 23   Link to sept   
და ინი და ფარაჲ და ეფრათა.

Verse: 24   Link to sept   
და კარეფაჲ და კაფირაჲ და მონი და ღავააჲ, -- ქალაქნი ათორმეტნი და დაბანი მათნი.

Verse: 25   Link to sept   
დავაოთი და რემათი და ვეიროთი,

Verse: 26   Link to sept   
და მასსიფაჲ და ფერირაჲ და ამუი,

Verse: 27   Link to sept   
და ნაკანი და დლაფანი და თარსილაჲ,

Verse: 28   Link to sept   
და სელალაკი და იევუსი Page of ms. Ga: 335v   (რომელ არს იერუსალემი) და გაბაონი და ქალაქნი იარიმისანი, -- ქალაქნი ათსამმეტნი და დაბანი მათნი. ესე სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთაჲ ერობისაებრ მათისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.