TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 117
Previous part

Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to sept   და ეტყოდა უფალი იისუსა:

Verse: 2   Link to sept   
არქუ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მისცენით ქალაქნი მისალტოლავნი, რომელნი ვთქუენ თქუენდამი მოსეს მიერ,

Verse: 3   Link to sept   
მისალტოლავი მკლველისაჲ, რომელმან მოკლას სული უნებლიეთ. და იყვნენ თქუენდა ქალაქნი მისალტოლავ და არა მოკუდეს მკლველი ძეძიებელისაგან სისხლისა, ვიდრემდის დადგეს წინაშე შესაკრებელისა საშჯელად.

Verse: 4   Link to sept   
და მიივლტოდინ ერთსა ქალაქთა ამათგანსა და დადგეს კარსა ზედა ქალაქისასა და თქუნეს მოხუცებულთა მიმართ მყოფთა მის ქალაქისათა სიტყუანი ესე. და მიაქციონ იგი შესაკრებელმან მათდა მიმართ და მისცენ მას ადგილი და დაემკჳდროს მათ თანა.

Verse: 5   Link to sept   
და რამეთუ სდევს მეძიებელი სისხლისა მისისაჲ უკუანა, და არა შეაყენონ მკლველი ჴელსა მისსა, რამეთუ არა მეცნიერმან მოკლა მოყუასი თჳსი და არა სძულდა მას იგი გუშინდითგან და მესამით.

Verse: 6   Link to sept   
და დაიმკჳდროს ქალაქსა Page of ms. Ga: 337v   მას შინა, ვიდრემდის დადგეს წინაშე შესაკრებელისა საშჯელად, ვიდრემდის მოკუდეს მღდელი დიდი, რომელი იყოს მათ დღეთა შინა, მაშინ მიიქცეს მკლველი და მივიდეს ქალაქად თჳსა და სახლისა მიმართ თჳსისა და ქალაქისა მიმართ, სადაჲთ ივლტოდა მუნით.

Verse: 7   Link to sept   
და განაჩინეს კედესი გალილეას საზღვარსა ნეფთალიმისსა და სჳქემი -- მთასა ეფრემისსა და ქალაქი არბოკი (ესე არს ქებრონი) -- მთასა შინა იუდაჲსსა.

Verse: 8   Link to sept   
და წიაღ კერძო იორდანისა და იერიქოსა აღმოსავალით მისცა, ბოსორი უდაბნოს ველსა ზედა ტომისაგან რუბენისსა და რაბოთი გალაადს ტომისაგან დანისსა და ღავლონი ბასანელისა შორის ტომისაგან მანასსისსა.

Verse: 9   Link to sept   
ესე ქალაქნი წოდებულნი ძეთა ისრაჱლისათად და მდებარენი მათ შორის მისალტოლავად მუნ ყოვლისა, რომელმან დასცეს სული უნებლიეთ, რაჲთა არა მოკუდეს ჴელისაგან სისხლისმეძიებელისა, ვიდრემდის დადგეს წინაშე შესაკრებელისა საშჯელად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.