TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 118
Previous part

Chapter: 21  
თავი XXI


Verse: 1   Link to sept   და მოვიდეს ტომთმთავარნი ძეთა ლევისთანი ელეაზარის მომართ მღდელისა და იისუჲს მომართ, ძისა ნავესსა, და ტომთმთავართა მომართ ნათესავთაჲსა ტომთაგან ძეთა ისრაჱლისათასა.

Verse: 2   Link to sept   
და თქუეს მათდამი სილოს, ქუეყანასა ქანაანისასა, მეტყუელთა: ამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა მოცემად ჩუენდა ქალაქნი სამკჳდრებელად და გარემოსათესავნი მათნი საცხოვართა ჩუენთა.

Verse: 3   Link to sept   
და მისცნეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა Page of ms. Ga: 338r   სამკჳდრებელად მათდა ბრძანებითა უფლისაჲთა ქალაქნი და გარემოსათესავნი მათნი.

Verse: 4   Link to sept   
და აღმოუჴდა წილი ერსა კაათისსა. და იქმნა ძეთა აარონისთა, მღდელთა ლევიტელთაჲ, ტომისაგან იუდაჲსსა და ტომისაგან სჳმეონისსა და ტომისაგან ბენიამენისსა, ნაწილი ქალაქნი ათსამე\ტნი. Page of ms. Ga: 338v  

Verse: 5   Link to sept   
და ძეთა კაათისთა ნეშტთა ტომისაგან ეფრემისსა და ტომისაგან დანისსა და ნახევარ ტომისაგან მანასესსა, ნაწილად -- ქალაქნი ათნი.

Verse: 6   Link to sept   
და ძეთა გედსონისთა ტომისაგან ისახარისსა და ტომისაგან ნეფთალიმისსა და ნახევარ ტომისაგან მანასესსა ბასანს. ნაწილად -- ქალაქნი Page of ms. Ga: 339r   ათსამეტნი.

Verse: 7   Link to sept   
და ძეთა მერარისთა ერობისაებრ მათისა ტომისაგან რუბენისსა და ტომისაგან გადისსა და ტომისაგან ზაბულონისსა, ნაწილად -- ქალაქნი ათორმეტნი.

Verse: 8   Link to sept   
და მისცნეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა ქალაქნი და გარემოსათესავნი მათნი. ვითარ-სახედ ამცნო უფალმან მოსესა სამკჳდ\დრებელად. Page of ms. Ga: 339v  

Verse: 9   Link to sept   
და მისცნეს ტომმან იუდაჲსმან და ტომმან სჳმეონისმან და ტომმან ბენიამენისმან და ტომისაგან ძეთა მანასსისთა ქალაქნი და სახელ-ისხნეს:

Verse: 10   Link to sept   
ძენი აარონისნი ერისაგან კაათისსა, ძეთაგან ლევისთა, რამეთუ ამათდად იქმნა სამკჳდრებელი.

Verse: 11   Link to sept   
და მისცეს მათ კათარი-არბოკი, დედაქალაქი Page of ms. Ga: 340r   ენაკისი (ესე არს ქებრონი) მთასა შინა იუდაჲსასა, ხოლო გარემოსათესავნი გარემოჲს მისსა.

Verse: 12   Link to sept   
და აგარაკნი ქალაქისანი და დაბანი მისნი მისცნა იისუმან ძეთა ხალების, ძისა იეფონისთა, დასამკჳდრებელად.

Verse: 13   Link to sept   
და ძეთა აარონ მღდელისათა მისცა მისალტოლავი კაცისმკლველისაჲ ქებრონი და განჩინებულნი მისდამი, და ლემნაჲ და განჩინებულნი მისდამი.

Verse: 14   Link to sept   
და იეთერი და განჩინებულნი მისდამი, და ესთემოჲ და განჩინებულნი მისდამი,

Verse: 15   Link to sept   
და ოლონი და განჩინებულნი მისდამი, და დაბირი და განჩინებულნი მისდამი,

Verse: 16   Link to sept   
და აირი და განჩინებულნი მისდამი, და ატანი და განჩინებულნი მისდამი, და ბეთამისი და განჩინებულნი მისდამი, ქალაქნი ცხრანი და თჳნიერ ორთა ამათ ტომთასა.

Verse: 17   Link to sept   
და თჳნიერ ტომისა ბენიამენისსა გაბაონი და განჩინებულნი მისდამი,

Verse: 18   Link to sept   
ანათოთი და განჩინებულ\ნი Page of ms. Ga: 340v   მისდამი, და ალმონი და განჩინებულნი მისდამი ქალაქნი ოთხნი.

Verse: 19   Link to sept   
ყოველნი ქალაქნი ძეთა აარონისთა მღდელთანი, -- ქალაქნი ათსამმეტნი და გარემოსათესავნი მათნი.

Verse: 20   Link to sept   
და ერთა ძეთა კაათისთად, ლევიტელთა, დაშთომილთა ძეთაგან კაათისთა. და იქმნა ქალაქი საზღვართაჲ მათდა ტომისა ეფრემისა.

Verse: 21   Link to sept   
და მისცნეს მათ ქალაქნი მისალტოლავნი მოსისხლისანი: სჳქემი და განჩინებულნი მისდამი, და ღაზარაჲ და განჩინებულნი მისდამი,

Verse: 22   Link to sept   
და კავასაიმი და განჩინებულნი მისდამი, და ანუ ბეთორონი და განჩინებულნი მისდამი, ქალაქნი ოთხნი.

Verse: 23   Link to sept   
და ტომისაგან დანისსა ელთოკამი და განჩინებულნი მისდამი, და გებანი და განჩინებულნი მისდამი.

Verse: 24   Link to sept   
და აილომი და განჩინებულნი მისდამი, და გეთერმონი და განჩინებულნი მისდამი, ქალაქნი ოთხნი.

Verse: 25   Link to sept   
და ნახევარ ტომისაგან მანასისა თანაკი და განჩინებულნი მისდამი, და[იებათა] Page of ms. Ga: 339vb   და განჩინებულნი მისდამი, ქალაქნი ორნი.

Verse: 26   Link to sept   
ყოველნი ქალაქნი ათნი და განჩინებულნი მათდამი ერთა ძეთა კაათისთასა დაშთომილთა.

Verse: 27   Link to sept   
და ძეთა გედსონისთა, ლევიტელთა, ნახევარ ტომისაგან მანასისსა ქალაქნი განსაზღვრებულნი მკლველთათჳს, ღავლონი ბასანელისა შორის და განჩინებულნი მისდამი, და ვეესთარანი და განჩინებულნი მისდამი, -- ქალაქნი ორნი.

Verse: 28   Link to sept   
და ტომისაგან ისსახარისსა კისიორი და განჩინებულნი მისდამი,

Verse: 29   Link to sept   
და რემაათი და განჩინებულნი მისდამი, და ღომაჲ და განჩინებულნი მისდამი, და პიგინი მწიგნობართაჲ და განჩინებულნი მისდამი, -- ესე ქალაქნი ოთხნი.

Verse: 30   Link to sept   
და ტომისაგან ასირისა ვასელანი და განჩინებულნი მისდამი, და ნავდონი და განჩინებულნი მისდამი.

Verse: 31   Link to sept   
და ქელკათი და განჩინებულნი მისდამი, და რაადი და განჩინებულნი მისდამი, -- ქალაქნი ოთხნი.

Verse: 32   Link to sept   
და ტომისაგან ნეფთალიმისა ქალაქი, რომელ განუჩინეს მოსისხ\ლესა, Page of ms. Ga: 341r   კედესი გალილეას და განჩინებულნი მისდამი, და ემათდორი და განჩინებულნი მისდამი, და ნოემმოთი და განჩინებულნი მისდამი, -- ქალაქნი სამნი.

Verse: 33   Link to sept   
ყოველნი ქალაქნი გედსონისნი ერობისაებრ მათისა, -- ქალაქნი ათსამმეტნი.

Verse: 34   Link to sept   
და ერთა ძეთა მერარისთასა ლევიტელთა ნეშტთა ტომისაგან ძეთა ზაბულონისთაჲსა მაანი და გარემო სათესავნი მისნი, და კადი და გარემოსათესავნი მისნი,

Verse: 35   Link to sept   
და სილათი და გარემოსათესავნი მისნი, -- ქალაქნი ოთხნი.

Verse: 36   Link to sept   
და გარემოსათესავნი იორდანისანი იერიქოჲ ტომისაგან რუბენისა, ქალაქი მისალტოლავი მკლველისაჲ, ბოსორი უდაბნოს შინა, მისორი და გარემოსათესავნი მისნი, და იაზირი და გარემოსათესავნი მისნი.

Verse: 37   Link to sept   
და გედნონი და გარემოსათესავნი მისნი, და მათათი და გარემოსათესავნი მისნი, -- ქალაქნი ოთხნი.

Verse: 38   Link to sept   
და ტომისაგან გადისა ქალაქი მისალტოლა\ვი Page of ms. Ga: 341rb   მკლველისაჲ რამოთი გალაადს და გარემოსათესავნი მისნი, და მაანი და გარემოსათესავნი მისნი,

Verse: 39   Link to sept   
და ესებონი და გარემოსათესავნი მისნი, და იაზირი და გარემოსათესავნი მისნი, -- ყოველნი ქალაქნი ოთხნი.

Verse: 40   Link to sept   
ყოველნი ქალაქნი ძეთა მერარისთანი ერობისაებრ მათისა დაშთომილთანი ტომისაგან ლევისსა. და იქმნეს ქალაქნი საზღვართანი ათორმეტნი.

Verse: 41   Link to sept   
ყოველნი ქალაქნი ძეთა ლევისთა დანაპყრობისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა შორისთანი -- ორმეოცდარვა ქალაქნი და გარემოსათესავნი მათნი გარემოჲს ქალაქთა ამათ.

Verse: 42   Link to sept   
ქალაქი და გარემოსათესავნი ყოველთა ამათ ქალაქებთა გარემოჲს ქალაქსა.

Verse: 42A   Link to sept   
და დაასრულა იისუმან, განმყოფელმან ქუეყანისამან, საზღვართა შორის მისთა.

Verse: 42B   Link to sept   
და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა იისუსა ნაწილი Page of ms. Ga: 341v   ბრძანებისაებრ უფლისა მისცეს ქალაქი, რომელი ითხოა, თამნასარახი მისცეს მას მთასა შინა ეფრემისსა.

Verse: 42C   Link to sept   
და აღაშენა იისუმან ქალაქი და დაემკჳდრა მას შინა.

Verse: 42D   Link to sept   
და მოიხუნა იისუმან დანაკნი კლდისანი, რომელთა მიერ წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა, იშვნეს რაჲ გზასა ზედა უდაბნოს შინა, რამეთუ არა წინადაცჳთა-ყე უდაბნოს, და დასხნა იგინი თამნასარახს.

Verse: 43   Link to sept   
და მისცა უფალმან ისრაჱლსა ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა ეფუცა მიცემად მამათა მათთა, და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენა მას შინა.

Verse: 44   Link to sept   
და დააწყნარნა იგინი უფალმან გარემოჲს, ვითარ-იგი ეფუცა მამათა მათთა. არა წინააღუდგა არავინ წინაშე მათსა ყოველთაგან მტერთა მათთა, ყოველნი მტერნი მათნი მისცნა უფალმან მათ ჴელთა მათთა.

Verse: 45   Link to sept   
არა დავარდა ყოველთაგან სიტყუათა კეთილთა, რომელთა ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი მოიწინეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.