TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 119
Previous part

Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to sept   მაშინ მოუწოდა იისუმან რუბინიანთა და ძეთა გადისთა და კერძოსა ტომისა მანასის.

Verse: 2   Link to sept   
და ჰრქუა მათ: თქუენ ისმინენით Page of ms. Ga: 341vb   ყოველნი, რაოდენნი გამცნნა თქუენ მოსემან, ყრმამან უფლისამან, და ერჩდით ჴმასა ჩემსა ყოველთაებრ, რომელთა გამცნებდი თქუენ.

Verse: 3   Link to sept   
არა დაუტევენით ძმანი თქუენნი ამათ დღეთა და უმრავლესთა ვიდრე დღესის დღემდე, არამედ დაიმარხეთ მცნებაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ.

Verse: 4   Link to sept   
ხოლო აწ დააწყნარნა უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანი თქუენნი, ვითარ-სახედ ჰრქუა მათ: აწ უკუე კუალად ქცეულნი წარედით სახიდ თქუენდა და ქუეყნად დამკჳდრებისა თქუენისად, რომელი მიგცა თქუენ მოსემან წიაღ იორდანისა.

Verse: 5   Link to sept   
არამედ დაიცევით ფრიად ქმნად მცნებანი და შჯული, რომელი გამცნო თქუენ მოსემან, ყრმამან უფლისამან, შეყუარებად უფალი ღმერთი თქუენი, სლვად ყოველთა გზათა მისთა, დაცვად მცნებათა მისთა და მიახლებად მისსა და მსახურებად მისსა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა.

Verse: 6   Link to sept   
და აკურთხნა იგინი იისუმან და გამოავლინნა იგინი და წარვიდეს სახიდ მათდა.

Verse: 7   Link to sept   
და ნახევარსა ტომისა მანასისსა მისცა იისუმან ბასანელი და ნახევა\რთა Page of ms. Ga: 342r   მისცა იისუმან ძმათა თანა მათთა წიაღ იორდანისა ზღჳთ კერძო. და რაჟამს წარავლინნა იგინი იისუმან სახიდ მათდა, აკურთხნაცა იგინი,

Verse: 8   Link to sept   
მეტყუელმან: საჴმრებითა მრავლითა აღიწიენით სახიდ თქუენდა. და წარვიდეს სახლთა მათთა და საცხოვარი მრავალი ფრიად და ვეცხლი და ოქროჲ და რვალი და რკინაჲ და საშესამოსლე მრავალი ფრიად. მოიგეს ნატყუენავი მტერთა მათთაჲ ძმათა მათთა თანა.

Verse: 9   Link to sept   
და წარვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და კერძოჲ ტომისა მანასსისი ძეთაგან ისრაჱლისათა სილონით, ქუეყანისაგან ქანაანისსა, წარსლვად ქუეყანად გალაადისა,ქუეყანად სამკჳდრებელისა მათისა, რომელი დაიმკჳდრეს იგი ბრძანებითა უფლისაჲთა ჴელითა მოსესითა.

Verse: 10   Link to sept   
და მოვიდეს ქუეყანად გალაადისა იორდანისა, რომელ არს ქუეყანასა ქანაანისასა, და აღაშენეს ძეთა გადისთა და ძეთა რ\უბინისთა Page of ms. Ga: 342rb   და კერძომან ტომისა მანასსისმან ქმნეს ბომონი იორდანესა ზედა, ბომონი დიდი ხილვად.

Verse: 11   Link to sept   
და ესმა ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელთაჲ: აჰა, აღაშენეს ძეთა გადისთა და ძეთა რუბინისთა და კერძომან ტომისა მანასესმან ბომონი საზღვართა ქუეყანისა ქანაანისათა და გალაადდ მიმართ იორდანისა, წიაღ კერძო ძეთა ისრაჱლისათაჲსა.

Verse: 12   Link to sept   
და შეკრბეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი სილონს, რაჲთა აღსრულთა ბრძოლა უყონ მათ.

Verse: 13   Link to sept   
და წარავლინეს ძეთა ისრაჱლისათა ძეთა მიმართ რუბინისთა და ძეთა მიმართ გადისთა და კერძოჲსა მიმართ მანასის ტომისა ქუეყანად გალაადისა ფინეეზ, ძე ელეაზარისი, ძისა აარონ მღდელისაჲ.

Verse: 14   Link to sept   
და ათნი მთავართაგანნი მის თანა, მთავარი ერთი სახლისაგან ნათესავთა ყოველთა ტომთა ისრაჱლისათაჲსა, მთავარნი სახლთა ნათესავთანი არიან ათასისთავნი ისრაჱლისანი.

Verse: 15   Link to sept   
და მიიწინეს ძეთა მიმართ რუბინისთა და ძე\თა Page of ms. Ga: 342v   მიმართ გადისთა და კერძოჲსა მიმართ ტომისა მანასისსა ქუეყანად გალაადდ და ისაუბნარეს მათდამი, მეტყუელთა:

Verse: 16   Link to sept   
ამას იტყჳს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ: რაჲ არს ბრალი ეგე, რომელ იბრალეულეთ წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა გარემიქცევად დღეს უფლისაგან, აღიშენეთ თქუენ თავთა თქუენთათჳს ბომონი განდგომილყოფად თქუენდა უფლისაგან?

Verse: 17   Link to sept   
მცირე ცოდვა ჩუენდა იყო ფოღორი, რამეთუ არა განვწმდით მისგან ვიდრე დღესის დღემდე, და იქმნა შესაკრებელი უფლისაჲ წყლულებასა შინა?

Verse: 18   Link to sept   
და თქუენ გარემიიქცევით დღეს უფლისაგან და ხვალე ყოველსა ისრაჱლსა ზედა იყოს რისხვაჲ უფლისაჲ.

Verse: 19   Link to sept   
და აწ უკუეთუ მცირე არს თქუენდა ქუეყანაჲ მკჳდრობისა თქუენისაჲ, მოწიაღდით ქუეყანად სამკჳდრებელისა უფლისა, სადა მოკარვობს მუნ კარავი უფლისაჲ, და დაემკჳდრენით ჩუენ შორის და უფლისაგან ნუ იქმნებით განდგომილ და თქუენ ნუ ურწმუნოებთ აღშენებითა თქუენ Page of ms. Ga: 342vb   მიერ ბომონსა გარეშე საკურთხეველისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 20   Link to sept   
არა, აჰა, ახარმან [ზარ]ისმან არა ბრალი ბრალაა შენაჩუენებისაგან და ყოველსა ზედა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა იქმნა რისხვაჲ? და იგი ერთი მხოლოჲ იყო. არა მხოლოჲ მოკუდა იგი ცოდვითა მისითა?

Verse: 21   Link to sept   
და მიუგეს ძეთა რუბინისთა და ძეთა გადისთა და კერძომან ტომისა მანასისმან და ჰრქუეს ფინეეზს მღდელსა და ათასისთავთა ისრაჱლისათა, მეტყუელთა:

Verse: 22   Link to sept   
ღმერთი ღმერთი უფალი არს და ღმერთმან ღმერთმან უფალმან მან იცის და ისრაჱლმან თჳთ ცნას, უკუეთუ განმდგომობით ვიბრალეულეთ წინაშე უფლისა, ნუ მიჴსნის ჩუენ ამას დღესა შინა!

Verse: 23   Link to sept   
და უკუეთუ ვიშენეთ თავთა თჳსთად ბომონი, ვითარცა აღღებად მას ზედა მსხუერპლი ყოვლადდასაწუველთაჲ, ვითარცა მას ზედა ქმნად მსხუერპლი მაცხოვარებისაჲ, გამოძიებად უფალი!

Verse: 24   Link to sept   
არამედ კრძალულებითისა სიტყჳსათჳს ვყავთ ესე, მეტყუელთა, რაჲთა არა ჰრ\ქუან Page of ms. Ga: 343r   ხვალე შვილთა თქუენთა შვილთა ჩუენთა, მეტყუელთა: რაჲ არს თქუენი და უფლისაჲ -- უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ?

Verse: 25   Link to sept   
საზღვარი დადვა უფალმან საშუალ ჩუენსა და თქუენსა ძეთა რუბინისთა და ძეთა გადისთა და კერძოჲსა ტომისა მანასისა იორდანე, და არა არს თქუენ შორის ნაწილი უფლისაჲ. და განაუცხოვნენ ძეთა თქუენთა ძენი ჩუენნი, რაჲთა არა ეთმნებოდინ უფალსა.

Verse: 26   Link to sept   
და ვთქუთ ყოფად ესრეთ აღშენებად ბომონი ესე არა ნაყოფებთათჳს, არცა მსხუერპლთათჳს,

Verse: 27   Link to sept   
არამედ რაჲთა იყოს ესე საწამებელად შორის ჩუენსა და შორის თქუენსა და შორის ნაშობთა თქუენთა შემდგომად თქუენსა მსახურებად მსახურებასა უფლისასა წინაშე მისსა ნაყოფებათა მიერ ჩუენთა და მსხუერპლთა მიერ ჩუენთა და მსხუერპლთა მიერ მაცხოვარებისა ჩუენისათა. და არა ეტყოდინ შვილნი თქუენნი შვილთა ჩუენთა ხვალე: არა არს თქუენი ნაწილი უფლისა თანა.

Verse: 28   Link to sept   
და ვთქუთ: უკუეთუ Page of ms. Ga: 343rb   იყოს ოდესმე და თქუან ჩუენდამო ანუ ნათესავთა ჩუენთა ხვალე და თქუან: იხილეთ მსგავსებაჲ საკურთხეველისა უფლისაჲ, რომელი ქმნეს მამათა ჩუენთა არა ნაყოფებათათჳს, არცა მსხუერპლთათჳს, არამედ საწამებელი არს შორის ჩუენსა და შორის თქუენსა და შორის ძეთა ჩუენთა.

Verse: 29   Link to sept   
ნუ იყოფინ უკუე ჩუენდა განდგომაჲ უფლისაგან დღესისა დღესა, ვითარმცა აღგუეშენა ჩუენ საკურთხეველი ნაყოფებათაჲ და მსხუერპლთა სალამინთაჲ და მსხუერპლისა მაცხოვარებათაჲსაჲ გარეშე საკურთხეველისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომელ არს წინაშე კარვისა მისისა.

Verse: 30   Link to sept   
და ესმნეს ფინეეზს მღდელსა და ყოველთა მთავართა შესაკრებელისა ძეთა ისრაჱლისათაჲსათა ათასის თავთა, რომელნი იყვნეს მის თანა, სიტყუანი, რომელნი თქუნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ძეთა მანასისთა, და სთნდეს მათ.

Verse: 31   Link to sept   
და ჰრქუა ფინეეზ მღდელმან ძეთა რუბინისთა და ძეთა გადისთა და ძეთა მა\ნასისთა: Page of ms. Ga: 343v   დღეს ვცანთ, ვითარმედ თქუენ შორის არს უფალი მით (!), რამეთუ არა იბრალეთ წინაშე უფლისა ბრალი და რამეთუ იჴსნენით ძენი ისრაჱლისანი ჴელისაგან უფლისა.

Verse: 32   Link to sept   
და მიიქცა ფინეეზ მღდელი და მთავარნი ტომთანი ძეთაგან რუბინისთა და ძეთაგან გადისთა და კერძო ტომისაგან მანასსისსა გალაადით ქუეყანად ქანაანისა ძეთა მიმართ ისრაჱლისათა. და მიუგნეს მათ სიტყუანი

Verse: 33   Link to sept   
და ითნნეს ძეთა ისრაჱლისათა. და აკურთხნეს იგინი ძეთა ისრაჱლისათა და არა მერმეცა თქუეს აღსლვაჲ მათდამი ბრძოლის ყოფად, მოსპობად ქუეყანაჲ ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთაჲ და კერძოთა ძეთა მანასსესთაჲ და დაემკჳდრნეს მას ზედა.

Verse: 34   Link to sept   
და სახელსდვეს ბომონი რუბენისი და გადისი და ნახევრისა ტომისა მანასისი და თქუეს, ვითარმედ. საწამებელი არს შორის მათსა, რამეთუ ვითარმედ უფალი ღმერთი ღმერთი მათი არს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.