TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 121
Previous part

Chapter: 24  
თავი XXIV


Verse: 1   Link to sept   და შემოკრიბნა იისუმან ყოველნი ტომნი ისრაჱლისანი სილოს და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა და მთავართა მათთა და მწიგნობართა მათთა და მსაჯულთა მათთა და დაადგინნა იგინი წინაშე ღმრთისა.

Verse: 2   Link to sept   
და თქუა იისუმან ყოვლისა მიმართ ერისა უფლისა. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: წიაღ მდინარისა მკჳდრ იყვნეს მამანი თქუენნი პირველად, -- თარრა, მამაჲ აბრაამისი და მამაჲ ნაქორი[სი], და ჰმსახურებდეს ღმერთთა სხუათა.

Verse: 3   Link to sept   
და მოვიყვანე მამაჲ თქუენი აბრაამი წიაღით მდინარისაჲთ და გზა-უყავ მას ყოველსა შინა ქუეყანასა ქანაანისასა და განვამრავლე თესლი მისი და მივეც მას ისაკი,

Verse: 4   Link to sept   
და მივეც ისაკსა იაკობი და ესავი, და მივეც ესავსა მთაჲ სეირი დამკჳდრებად Page of ms. Ga: 344vb   იგი. და იაკობი და ძენი მისნი შთავიდეს ეგჳპტედ და იქმნა მუნ ნათესავად დიდად და მრავლად და ძლიერად.

Verse: 5   Link to sept   
და ძჳრს-უყოფდეს მათ მეგჳპტელნი, და დასცა უფალმან ეგჳპტე სასწაულებითა, რომელნი ქმნნა მათ შორის, და ამათსა შემდგომად გამომიყვანნა ჩუენ და მამანი ჩუენნი

Verse: 6   Link to sept   
ეგჳპტით და შეხუედით ზღუასა მეწამულსა. და სდევდეს მეგჳპტელნი უკუანა მამათა ჩუენთა ეტლებითა და ცხენებითა ზღუასა შინა მეწამულსა.

Verse: 7   Link to sept   
და ღაღად-ვყავთ უფლისა მიმართ და მოსცა ღრუბელი და ალმური საშუალ ჩუენსა და საშუალ მეგჳპტელთასა და მოაწია მათ ზედა ზღუაჲ და დაფარა მათ ზედა. და იხილეს თუალთა ჩუენთა, რაოდენი ქმნა უფალმან ეგჳპტეს შინა და უდაბნოს ზედა, და იყვენით უდაბნოს დღეთა მრავალთა.

Verse: 8   Link to sept   
და შემოგიყვანნა თქუენ ქუეყანასა ამორრეველთა, დამკჳდრებულთასა წიაღ იორდანისა, და წინაგანგეწყვნეს თქუენ და მიგცნა იგინი უფალმან ჴელ\თა Page of ms. Ga: 345r   თქუენთა და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ მათი და მოსრენით იგინი პირისაგან თქუენისა.

Verse: 9   Link to sept   
და აღდგა ბალაკ სეპფორისი, მეფე მოაბისაჲ, და ეწყო ისრაჱლსა. და მიმვლენელმან მიჰხადა ბალაამს, ძესა ბეორისასა, დაწყევად ჩუენდა.

Verse: 10   Link to sept   
და არა ინება უფალმან ღმერთმან შენმან წარწყმედაჲ შენი და კურთხევითა მაკურთხნა ჩუენ და განმარინნა ჩუენ ჴელისაგან მტერთაჲსა.

Verse: 11   Link to sept   
და წიაღმოჰვლეთ იორდანე და მოხუედით იერიქოს და ბრძოლა-ყვეს თქუენდამი მკჳდრთა იერიქოჲსათა: ამორრეველმან და ქანანელმან და ფერეზელმან და ეველმან და ქეტტელმან და იევუსელმან და გერგესეველმან, და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა.

Verse: 12   Link to sept   
და გამოავლინნა უპირველეს ჩუენსა ბზიკნი და განასხნა იგინი პირისაგან ჩუენისა, ათორმეტნი მეფენი ამორრეველთანი არა მახჳლითა შენითა, არცა მშკლდითა შენითა.

Verse: 13   Link to sept   
და მოგ\ცნა Page of ms. Ga: 345rb   თქუენ ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა დაჰშუერით მის ზედა. და ქალაქნი, რომელნი არა აღაშენენით, და დაემკჳდრენით მათ შინა. და ვენაჴოანთა და ზეთისხეოანთა, რომელნი არა დაჰნერგენით, შჭამთ.

Verse: 14   Link to sept   
და აწ ეშიშვოდეთ უფალსა და ჰმსახურეთ მას სისადაგითა და სიმართლითა და აღიხუენით ღმერთნი უცხონი, რომელთა ჰმსახურებდეს მამანი ჩუენნი წიაღ მდინარისა და ეგჳპტეს შინა, და ჰმსახურებდით უფალსა.

Verse: 15   Link to sept   
ხოლო უკუეთუ არა გთნავს თქუენ მსახურებაჲ უფლისაჲ, გამოირჩიეთ თქუენ თავთა თჳსთად დღეს, ვის ჰმსახურებდეთ: ანუ ღმერთთა მამათა თქუენთასა, ანუ ღმერთთა ამორრეველთასა, რომელთა შორის თქუენ მკჳდრ ხართ ქუეყანასა ზედა მათსა, ხოლო მე და სახლი ჩემი ვჰმსახურებთ უფალსა, რამეთუ წმიდა არს.

Verse: 16   Link to sept   
და მიმგებელმან ერმან თქუა: ნუ იყოფინ დატევებად ჩუენდა უფალი, ვითარმცა ვჰმსახურეთ ღმერთთა სხუათა,

Verse: 17   Link to sept   
რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი არს, მან აღმომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით, სახლით მონათაჲთ, და Page of ms. Ga: 345v   რაოდენნი მიყვნა ჩუენ სასწაულნი ესე დიდნი და დამიცვნა ჩუენ ყოველსა შინა ქუეყანასა და გზასა, რომელსა ვიდოდეთ მას ზედა, და ყოველთა წარმართთა, რომელთა წარმოვვლეთ მათ მიერ.

Verse: 18   Link to sept   
და განჴადა უფალმან ამორრეველი და ყოველნი წარმართნი მკჳდრნი ქუეყანისანი პირისაგან ჩუენისა, არამედ ჩუენცა ვჰმსახუროთ უფალსა, რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი.

Verse: 19   Link to sept   
და თქუა იისუმან ერისა მიმართ: ვერ შეუძლოთ მსახურებად უფალსა, რამეთუ უფალი ღმერთი წმიდაჲ არს და შემშურვებელმან ესრეთ არა თავს-ისხნეს უშჯულობანი თქუენნი და ცოდვანი თქუენნი,

Verse: 20   Link to sept   
რაჟამს დაუტეოთ უფალი და ჰმსახუროთ ღმერთთა უცხოთა. და ზედამოწევნულმან ბოროტი გიყოს თქუენ და აღგსპნეს თქუენ ნაცვალად, რომელ კეთილი გიყო თქუენ.

Verse: 21   Link to sept   
და თქუა ერმან იისუჲს მიმართ: არა, არამედ უფალსა ვჰმსახუროთ.

Verse: 22   Link to sept   
და თქუა იისუმან ერისა მიმართ: მოწამე თქუენ ხართ თქუენ ზედა, თქუენ გამოირჩიეთ უფალი მსახურებად იგი.

Verse: 23   Link to sept   
და აწ მოსპენით ღმერთნი სხუა ტომთა თქუენ შორისთანი და წარჰმართეთ გული თქუენი უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა.

Verse: 24   Link to sept   
და თქუა ერმან იისუჲს მიმართ: უფალსა ვჰმსახუროთ და ჴმისა მისისაჲ ვისმინოთ.

Verse: 25   Link to sept   
და აღთქუა იისუმან აღთქუმაჲ ერისა მიმართ მას დღესა შინა და მისცა მას შჯული და მსჯავრი სილოს შინა წინაშე კარავსა უფლისა ღმრთისასა.

Verse: 26   Link to sept   
და დაწერნა სიტყუანი ესე წიგნსა შინა შჯულისა ღმრთისასა და მოიდო ლოდი დიდი და აღჰმართა იგი იისუმან მუნ ბელეკონსა ქუეშე წინაშე უფლისა.

Verse: 27   Link to sept   
და თქუა იისუმან ერისა მიმართ. აჰა, ლოდი ესე იყოს თქუენდა. საწამებელად, ამას Page of ms. Ga: 346r   ესმნეს ყოველნი თქუმულნი უფლისა მიერ, რაოდენნი თქუნა თქუენდამი დღეს, და იყოს ესე თქუენ შორის საწამებელად უკუანაჲსკნელთა დღეთასა, რაჟამს ეცრუვნეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

Verse: 28   Link to sept   
და განავლინა იისუმან ერი და წარვიდა კაცად-კაცადი ადგიდ თჳსსა.

Verse: 29   Link to sept   
და ჰმსახურა ერმან უფალსა ყოველთა დღეთა იისუჲსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთასა, რაოდენნი მზიდველ იყვნეს ჟამსა იისუჲს თანა და რაოდენთა უწყოდნეს ყოველნი საქმენი უფლისანი, რომელნი უყვნა ისრაჱლსა.

Verse: 30   Link to sept   
და იქმნა შემდგომად ამათსა და მოკუდა იისუ, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, წელთა ასდაათთაჲ.

Verse: 31   Link to sept   
და დაჰფლეს იგი საზღვართა თანა ნაწილისა მისისათა თამნასახარს შინა, მთასა ეფრემისსა, ბღოარით კერძო მთისა გალაადისა,

Verse: 31A   Link to sept   
და დასხნეს მის თანა საფლავსა შინა, რომელსა დაჰფლეს იგი მუნ, დანაკნი კლდისანი, რომელთა მიერ დასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა გალგალთა შორის, რაჟამს გამოიყვანნა იგინი ედჳპტით, ვითარცა განუწესა უფალმან, და არიან მუნ ვიდრე დღეს დღედმდე.

Verse: 32   Link to sept   
და ძუალნი იოსებისნი აღმოიხუნეს ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით და შთაჰმარხნეს იგინი სიკიმათა, ნაწილსა შინა აგარაკისასა, რომელი მოიგო იაკობმან ამორრეველთაგან მკჳდრთა სიკიმაჲსათა ტარიგებითა ასითა, და მისცეს იგი იოსებსა ნაწილად.

Verse: 33   Link to sept   
და იყო შემდგომად ამათსა და ელეაზარცა, ძე ა\არონ Page of ms. Ga: 346v   მღდელისაჲ, მღდელი აღესრულა და დაეფლა ღავაათს, რომელი იყო ფინეეზ ძისა მისისაჲ, რომელი მისცა მას მთასა ეფრემისსა.

Verse: 33A   Link to sept   
მას დღესა შინა მიმღებელთა ძეთა ისრაჱლისათა კიდობანსა აღთქუმისა ღმრთისასა მიმოაქუნდა ისრაჱლისა შორის და ფინეეზ მღდელობდა ელეაზარის წილ, მამისა მისისა, ვიდრემდის მოკუდა და დაეფლა მუნვე ღავაათს.

Verse: 33B   Link to sept   
ხოლო ძენი ისრაჱლისანი წარვიდეს თითოეული ადგიდ თჳსსა და ქალაქად თჳსსა. და ჰმსახურებდეს ძენი ისრაჱლისანი ასტარტეს და ასტაროთს და ღმერთთა წარმართთა გარემოჲსთა მათთასა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ეგლომ მეფისა მოაბისათასა და დაეუფლა მათ წელსა ათსადარვასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.