TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 122
Previous part

Book: Ju.  
მსაჯულნი


Chapter: 1  
თავი I


Verse: 1   Link to sept   Page of ms. Ga: 344r   Page of ms. Gb: 175r  და იყო შემდგომად აღსრულებისა იისუჲსა და იკითხეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიერ, მეტყუელთა: ვინ აღვიდეს ჩუენდა ქანანელისა მიერ წარმძღომად ბრძოლისყოფად მისდამი?

Verse: 2   Link to sept   
და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს, აჰა, მივეც ქუეყანაჲ ჴელსა მის\სა. Page of ms. Gb: 175v 

Verse: 3   Link to sept   
და ჰრქუა იუდამან სჳმეონსა, ძმასა თჳსსა: აღმოვედ ჩემ თანა, ნაწილ\სა Page of ms. Ga: 344v   ჩემსა, და წყობავყოთ ქანანელისა მიმართ, და წარმოვიდე მე შენ თანა, ნაწილსა შენსა. და წარვიდა მის თანა სჳმეონ.

Verse: 4   Link to sept   
და აღვიდა იუდა და მისცნა უფალმან ქანანელი და ფერეზელი ჴელთა მათთა და განკუეთნეს იგინი ბეზეკს -- ათ ათასნი მამაკაცნი.

Verse: 5   Link to sept   
და ეწინეს აღონიბეზეკსა ბეზეკს შინა და განეწყვნეს მისდა მიმართ და განკუეთეს ქანანელი Page of ms. Ga: 345r   და ფერეზელი.

Verse: 6   Link to sept   
და ივლტოდა აღონიბეზეკი, და სდევდეს შემდგომად მისსა და შეიპყრეს იგი და მოჰკუეთნეს მწუერვალნი ჴელთა მისთანი და მწუერვალნი ფერჴთა მისთანი.

Verse: 7   Link to sept   
და თქუა აღონიბეზეკმან: სამეოცდაათნი მეფენი მწუერვალებსა ჴელთა მათთასა და მწუერვალებსა ფერჴთა მათთასა მოჭრილნი იყვნეს, შეკრებულნი ქუეშე კერძო ტაბლისა ჩემისა, ვითარცა უკუე ვყავ, ეგრეთ მომაგო მე ღმერთმან. და მოიყვან\ეს Page of ms. Ga: 345v   იგი იერუსალიმდ.

Verse: 8   Link to sept   
და ჰბრძოდეს ძენი იუდაჲსნი იერუსალიმსა, და დაიპყრეს იგი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისაჲთა და ქალაქი მოწუეს ცეცხლითა.

Verse: 9   Link to sept   
და ამის შემდგომად ჩავიდეს ძენი იუდაჲსნი ბრძოლად ქანანელისა, დამკჳდრებულისა მთით კერძოსა და სამხარსა და ველობსა და აპილიოტიდ მიმართ.

Verse: 10   Link to sept   
და წარვიდა იუდა ქანანელისა მიმართ, დამკჳდრებულისა ქებრონს, პირველად და გამოვიდა ქებრონი წინააღდგომად. და სახელი ქებრონისაჲ იყო პირველად კარიათარბოკსეფერ და მოსრნა სესი და აქინაამ და თალმი, ნაშობნი ენაკისანი.

Verse: 11   Link to sept   
და აღვიდეს მიერ დამკკდრებულთა მიმართ დაბირისათა, ხოლო სახელი დაბირისაჲ იყო უწინარეს კარიასსოფარი -- "ქალაქი მწიგნობართაჲ".

Verse: 12   Link to sept   
და თქუა ხალებმან: ვინცა დასცეს ქალაქი მწიგნობართაჲ და პირველ დაიპყრას იგი, და მივსცე მას ასხა, ასული ჩემი, ცოლად.

Verse: 13   Link to sept   
და პირველ დაიპყრა იგი გოთონიილ, ძემან კენეზისმან, ძმისა ქალებისმან, ურწემესმან, და მისცა ხალებმან ასული მისი ცოლად.

Verse: 14   Link to sept   
და იყო შესლვასა მისსა, და აღძრა იგი გოთონიილმან თხოად მამისაგან თჳსისა აგარაკი, და დრტჳნვიდა და ჴმობდა კაჰრაულით შთამო: ქუეყანად სამხრად მიმეც მე. და ჰრქუა მას ხალებმან: რაჲ არს შენდა?

Verse: 15   Link to sept   
და ჰრქუა მას ასხანმან: Page of ms. Ga: 346r   მომეც მე კურთხევაჲ, რამეთუ ქუეყანად სამხრად განმეც მე, და მომეც მე საჴსარი წყლისაჲ. და მისცა მას ხალებმან, გულისაებრ მისისა, საჴსარი განსაცხრომელი და საჴსარი მდაბალთაჲ.

Verse: 16   Link to sept   
Page of ms. Gb: 176r  და ძენი იოთორ კინეველისა, სიმამრისა მოსესისანი, აღმოვიდეს ქალაქისაგან ფინიკთაჲსა ძეთა თანა იუდაჲსთა უდაბნოდ, მყოფად სამხრით კერძო იუდაჲსსა, რომელ არს შთასავალსა თანა არადისასა, და წარვიდეს და დავმკჳდრნეს ე\რსა Page of ms. Ga: 346v   თანა ამალიკისასა.

Verse: 17   Link to sept   
და წარვიდა იუდა სჳმეონის თანა, ძმისა თჳსისა, და განკუეთა ქანანელი, დამკჳდრებული საფიკს. და შეჩუენებულ ყვეს იგი და მოსპნეს იგინი, და უწოდეს სახელი ქალაქისაჲ "შეჩუენებულ".

Verse: 18   Link to sept   
და არა დაიმკჳდრა იუდამან ღაზაჲ, არცა საზღვარნი მისნი, არცა ასკალონი, არცა საზღვარნი მისნი, არცა აკარონი, არცა საზღვარნი მისნი, არცა აზოტი, არცა გარემო-სათესავნი მისნი.

Verse: 19   Link to sept   
და უფალი იყო იუდაჲს თანა, Page of ms. Ga: 347r   და დაიმკჳდრა მთაჲ, რამეთუ ვერ შეუძლეს მოსრულებაჲ მკჳდრთა ღელისათაჲ, რამეთუ რიხავმან დააყენნა იგინი და ეტლნი რკინისანმათნი.

Verse: 20   Link to sept   
და მისცეს ხალებსა ქებრონი, ვითარცა ეთქუა მოსესა, და დაიპყრნა მუნით სამნი ქალაქნი ძეთა ენაკისთანი.

Verse: 21   Link to sept   
და იევუსელი, დამკჳდრებული იერუსალიმს, არა აღიღეს ძეთა ბენიამინისთა, და დაიმკჳდრა იევუსელმან ძეთა თანა ბენიამინისთა ვიდრე დღისამდე ამის.

Verse: 22   Link to sept   
და აღვიდეს ძენი იოსიფისნი და იგინიცა ბეთილდ, და უფალი იყო მათ თანა.

Verse: 23   Link to sept   
და დაიბანაკეს და აღჴუარდეს ბეთილი, ხოლო სახელი ქალაქისაჲ იყო უწინა ლუზა.

Verse: 24   Link to sept   
და იხილეს მცველ\თა, Page of ms. Gb: 176v  და აჰა, კაცი გამოვიდოდა ქალაქისაგან, და შეიპყრეს იგი და ჰრქუეს მას: მიჩუენე ჩუენ Page of ms. Ga: 347v   შესავალი ქალაქისაჲ და ვყოთ შენ თანა წყალობაჲ.

Verse: 25   Link to sept   
და უჩუენა მათ შესავალი ქალაქისაჲ, და მოსრეს ქალაქი პირითა მახჳლისაჲთა, ხოლო კაცი და ნათესვობაჲ მისი განავლინეს.

Verse: 26   Link to sept   
და წარვიდა კაცი ქუეყანასა გეტიიმს და აღაშენა მუნ ქალაქი და უწოდა სახელი მისი ლუზა, ესე სახელი მისი ვიდრე დღისამდე ამის.

Verse: 27   Link to sept   
და არა აღსპო მანასსემან ვეთსანი, რომელ არს სკჳთთ ქალაქი, არ\ცა Page of ms. Ga: 348r   ასულნი მისნი, არცა გარე-მოსახლენი მისნი, არცა თანახი, არცა ასულნი მისნი, არცა დამკჳდრებულნი დორისანი, არცა გარემო-სახლებნი მისნი, არცა ასულნი მისნი. არცა მკჳდრნი მაგედდოჲსანი, არცა გარემო-სახლებნი მისნი, არცა ასულნი მისნი. არცა დამკჳდრებულნი იევლაამისანი, არცა გარემოსახლებნი მისნი, არცა ასულნი მისნი. Page of ms. Gb: 177r  და იწყო ქანანელმან და\მკჳდრებად Page of ms. Ga: 348v   ქუეყანასა ამას.

Verse: 23   Link to sept   
და იყო, ოდეს განძლიერდა ისრაელი, და ყო ქანანელი მოხარკე, და აღმჴოცელმან არა აღჴოცა იგი.

Verse: 29   Link to sept   
და ეფრემმან არა აღჴოცა ქანანელი, დამკჳდრებული ღაზერს, და დაიმკჳდრა ქანანელმან შორის მისსა ღაზერს და იყო მოხარკე.

Verse: 30   Link to sept   
და ზაბულონმან Page of ms. Gb: 177v  არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი კედრონს, არცა მკჳდრნი დომნაჲსანი. და დაემკჳდრა ქანანელი საშუალ Page of ms. Ga: 349r   მათსა და იქმნა მოხარკე.

Verse: 31   Link to sept   
და ასირმან არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი ისხოს და დამკჳდრებულნი დორს და დამკჳდრებულნი სიდონას და დამკკდრებულნი დალაფს და ახაზიიმი და ხავდანი და აი და ერეორი.

Verse: 32   Link to sept   
და დაემკჳდრა ასირ საშუალ ქანანელისა, მკჳდრისა მის ქუეყანისა, რამეთუ ვერ უძლო აღჴოცაჲ მისი.

Verse: 33   Link to sept   
და ნეფ[თა]ლიმმან არა აღჴოცნა მკჳდრნი ბეთსამისანი და მკჳდრნი ბეთანათაჲსანი, და დაემკჳდრა ნეფთალიმი საშუალ ქანანელისა. მკჳდრისა მის ქუეყანისა. ხოლო მკჳდრნი ბეთსამისანი და ბეთანათაჲსანი იყვნეს მოხარკე მათდა.

Verse: 34   Link to sept   
და შეაიწრებდა ამორრეველი ძეთა დანისთა მთას შინა, რამეთუ არა უტევეს იგი შთასლვად ღელედ.

Verse: 35   Link to sept   
და იწყო Page of ms. Ga: 349v   ამორრეველმან დამკჳდრებად მთასა შინა კეცოანსა, სადა იყვნეს დათუნი და სადა მელნი, მირსიონს და სალამინს. და დამძიმდა ჴელი სახლისა იოსებისი ამორრეველსა ზედა, და იქმნნეს მათდა მოხარკე.

Verse: 36   Link to sept   
... და მთასა ამორრეველისასა აღსავალითგან აკრავინისაჲთ კლდითგან და აღმართ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.