TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 123
Previous part

Chapter: 2  
თავი II


Verse: 1   Link to sept   და აღვიდა ანგელოზი უფლისაჲ გალგალით "ტირილად" მიმართ და ბეთილდ მიმართ და სახლად მიმართ ისრაელისა და თქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი: აღმოგიყვანენ თქუენ ეგჳპტით და შემოგიყვანენ თქუენ ქუეყანად, რომლისა ვეფუცე მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა, და ვთქუ: "არა განვხეთქო აღთქუმაჲ ჩემი თქუენ თანა საუკუნეთა,

Verse: 2   Link to sept   
და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მსხდომარეთა ქუეყანასა ამას შინა, არცა ღმერთთა მათთა თაყუანის-სცეთ, არამედ ქანდაკებულნი მათნი შეჰმუსრნეთ და საკურთხეველნი მათნი დაარღჳნეთ"! და არა ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, რაჲთამცა ჰყვენით ესენი.

Verse: 3   Link to sept   
და მეცა ვთქუ: "არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და იყვნენ თქუენდა მაურვებლებ და ღმერთნი მათნი იყვნენ თქუენდა საფრჴე".

Verse: 4   Link to sept   
და იყო, ვითარცა თქუნა ანგელოზმან უფლისამან სიტყუანი ესე ყოველთა მიმართ ძეთა ისრაელისათა, და აღიღო ერმან ჴმაჲ მათი და იტირეს.

Verse: 5   Link to sept   
და სახელ-სდვეს სახელი ადგილისაჲ მის "ტირილნი". და უმსხუერპლეს მუნ უფალსა.

Verse: 6   Link to sept   
და განავლინა ღმერთმან ერი და წარვიდეს ძენი ისრაელისანი კაცადი სახიდ თჳსსა და კაცადი სამკჳდრებელად თჳსსა დამკჳდრებად ქუეყანისა.

Verse: 7   Link to sept   
და ჰმსახურა ერმან უფალსა ყოველთა დღეთა იისუჲსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთასა, რაოდენთა იდდეგრძელეს შემდგომად იისუჲსა, რაოდენთა უწყოდეს ყოველი საქმე უფლისაჲ დიდი, რომელი ქმნა ისრაელისა ზედა.

Verse: 8   Link to sept   
და აღესრულა იისუ, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ას და ათთა წელთაჲ.

Verse: 9   Link to sept   
და დაჰფლეს Page of ms. Gb: 178r  იგი მთასა ნა\წილისა Page of ms. Ga: 350r   მისისასა თამნათარესს, მთასა ეფრემისსა, ბღოარით კერძო მთისა გაასისა.

Verse: 10   Link to sept   
და ესრეთ ყოველი ნათესავი იგი შეკრბეს მამათა მათთა მიმართ. და აღდგეს ნათესავნი სხუანი, რომელთა არა უწყოდეს უფალი და საქმე, რომელი უყო ისრაელსა.

Verse: 11   Link to sept   
და ქმნეს ძეთა ისრაელისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურეს ბალიმთა.

Verse: 12   Link to sept   
და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთაჲ, გამომყვანებელი მათი ქუეყანით ეგჳპტით, და წარვიდეს უკუანა ღმერთთა სხუათა, ღმერთთა მიმართ წარმართთა, გარემოჲსთა მათთათასა, და თაყუანის-სცეს მათ და განარისხეს უფალი.

Verse: 13   Link to sept   
და ჰმსახურეს ბაალსა და ასტარტეთა.

Verse: 14   Link to sept   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაელსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთასა, და წარსტყუენვიდეს მათ. და განსცნა იგინი ჴელსა მტერთა მათთასა გარემოჲს, და ვერ შეუძლეს მერმე წინა-ადდგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთა, რომელთა მიმართ განვიდოდეს.

Verse: 15   Link to sept   
და ჴელი უფლისაჲ იყო მათ ზედა ბოროტებად, ვითარცა იტყოდა უფალი, ვითარცა ეფუცა უფალი მათ, და შეაჭირვა მათ ფრიად.

Verse: 16   Link to sept   
და აღუდგინნა მათ უფალმან მსაჯულნი და განარინნა იგინი უფალმან ჴელისაგან წარმტყუენავთა მათთაჲსა.

Verse: 17   Link to sept   
და მსაჯულთაცა არავე ერჩდეს, რამეთუ განისიძვეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს მათ. და განარისხეს უფალი: და მისდრკეს მსთუად გზისაგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი სმენად სიტყუაჲ უფლისაჲ, და არა ყვეს ესრეთ.

Verse: 18   Link to sept   
და ოდეს აღუდ\გინნა Page of ms. Ga: 350v   მათ უფალმან მსაჯულნი და იყო უფალი მსაჯულისა თანა, და განარინნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთაჲსა ყოველთა დღეთა მსაჯულისათა, რამეთუ ლმობიერ იქმნა უფალი სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან წარმტყუენავთა მათთაჲსა და მაჭირვებელთა მათთაჲსა.

Verse: 19   Link to sept   
და იყვის, ვითარცა მოკუდის მსაჯული, და მიიქცეოდეს და კუალად განიხრწნებოდეს უფროჲს მამათა მათთასა სლვად შემდგომად ღმერთთა სხუათა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა, არა განყარნეს სიმარჯუენი მათნი და გზანი მათნი ფიცხელნი.

Verse: 20   Link to sept   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაელსა ზედა და თქუა: მის წილ, რაოდენ დაუტევა ნათესავმან ამან აღთქუმაჲ ჩემი, და ვამცენით მათ და მამათა მათთა და არა ისმინეს ჴმისა,

Verse: 21   Link to sept   
და მეცა არღა შევსძინო აღჴოცად კაცი პირისაგან მათისა წარმართთაგან, რომელნი დაუტევნა ქუეყანასა შინა იისუმან, ძემან ნავესმან.

Verse: 22   Link to sept   
და დაუტევნა გამოცდად მათ მიერ ისრაელი, უკუეთუ დაიცვენ გზასა უფლისასა სლვად მას ზედა, ვითარ-სახედ დაიცვეს მამათა მათთა, ანუ არა.

Verse: 23   Link to sept   
და დაუტევნა უფალმან წარმართნი ესე არა აღჴოცად მათდა მსთუად, Page of ms. Gb: 178v  და არა მისცნა იგინი ჴელსა იისუჲსსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.