TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 141
Previous part

Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაელისანი და ეკკლესია იქმნა ყოველი შესაკრებელი, ვითარ კაცი ერთი, დანითგან ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ გალაადისაჲ უფლისა მიმართ მასსიფას.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დადგეს წინაშე უფლისა ყოველნი ტომნი ისრაელისანი ეკკლესიასა შინა ღმრთისასა ოთხასნი ათასეულნი კაცთა მკჳრცხლთანი, მჴდელნი მახჳლსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესმა ძეთა ბენიამინისთა, ვითარმედ აღმოვიდეს ძენი ისრაელისანი მასსიფას და მოსრულთა თქუეს ძეთა ისრაელისათა: თქუთ, სადა იქმნა უკეთურებაჲ ესე?

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიუგო კაცმან ლევიტელმან, ქმარმან დედაკაცისა მოკლულისამან, და თქუა: დავაას ბენიამინისსა მოვედ მე და ცოლი ჩემი დავანებად,

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი ღავაჲსანი და გარე-მოიცვეს ჩემ ზედა სახლი ღამე და ჩემი ენება სიკუდილი, და ხარჭი ჩემი დაამდაბლეს და მოკუდა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უპყარ ხარჭსა ჩემსა და განვაასოე იგი და წარვეც ყოველსა საზღვარსა მკჳდრობისა ძეთა ისრაელისათაჲსასა, რამეთუ ყვეს უცნობელობაჲ და განვრდომილობაჲ ისრაელსა შორის.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა, ყოველნი თქუენ ძენი ისრაელისანი, მიეცით თავთა თჳსთა სიტყუაჲ და განზრახვაჲ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღდგა ყოველი ერი, ვითარ კაცი ერთი, მეტყუელნი: არა წარვიდეთ საყოფლად თჳსსა და არა მივაქციოთ კაცმან სახიდ თჳსსა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ ესე სიტყუაჲ, რომელი იქმნეს ღავასა ზედა: აღვიდეთ მის ზედა ნაწილსა შინა,

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გარნა მივიხუნეთ ათნი კაცნი ასთაგან ყოველთა შორის ტომთა ისრაელისათა და ასნი -- ათასთაგან და ათასნი -- ბევ\რთაგან Page of ms. Ga: 388v   მოღებად საზრდელსა ერისასა, ქმნად მოსლვასა მათსა ღავაად ბენიამინისსა, ყოფად მისსა ყოვლისაებრ განვრდომილებისა, რომელი უყო ისრაელსა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეკრბა კაცი ისრაელისაჲ, ვითარცა კაცი ერთი, ბრძოლად მოსრულნი.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიავლინეს ტომთა ისრაელისათა კაცი ყოვლისა მიმართ ტომისა ბენიამინისსა, მეტყუელთა: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, ქმნილი თქუენ შორის?

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ მოგუცენით კაცნი, ძენი უშჯულოთანი, ღავაელნი, და მოვაკუდინნეთ იგინი და განვწმიდოთ უკეთურებაჲ ისრაელისაგან.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეკრბეს ძენი ბენიამინისნი ქალაქთა მათთაგან ღავაას განსლვად წყობად ძეთა მიმართ ისრაელისათა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღხილულ იქმნეს ძენი ბენიამინისნი მას დღესა შინა ბრძოლისა მიმართ, ოცდახუთნი ათასეულნი კაცთანი, კაცი მჴდელი მახჳლისაჲ, თჳნიერ მკჳდრთა ღავაჲსათასა, რომელნი აღხილულ იქმნეს შჳდასნი კაცნი, რჩეულნი ყოვლისაგან Page of ms. Gb: 198r  ერისა,

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ორ კერძო მარჯუენენი, ყოველნი ესე კაცნი შურდლოსანნი, ქვებითა თმისა მიმართ და არა დამცილებელნი.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი კაცი ისრაელისაჲ აღხილულ იქმნეს თჳნიერ ბენიამინისსა, ოთხასნი ათასეულთა კაცთა მჴდელთა მახჳლისათანი, ყოველნი ესე კაცნი წყობისანი.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღდგეს და ავიდეს ბეთილდ და იკითხეს ღმრთისა მიერ, და თქუეს ძეთა ისრაელისათა: ვინ აღვიდეს ჩუენდა დამწყებელად ბრძოლისა ძეთა მიმართ ბენიამინისთა? და თქუა უფალმან. იუდა აღვიდეს წინაწარ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღდგეს ძენი ისრაელისანი განთიად და დაიბანაკეს ღავაასა ზედა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვიდა ყოველი კაცი წყობად ბენიამინის მიმართ და შეაწყუდინეს იგინი ღავაას შინა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოვიდეს ძენი ბენიამინისნი ღავაჲთ და განხრწნეს ისრაელისაგან მას დღესა შინა ორი და ოცი ათასეული კაცთაჲ ქუეყანასა ზედა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განძლიერდა კაცი ისრაელისა მიმართ და შესძი\ნეს Page of ms. Ga: 389r   შენივთებად ბრძოლაჲ ადგილსა, სადა შეენივთა მას დღესა შინა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღვიდეს ძენი ისრაელისანი და იტირეს წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრამდე და იკითხეს უფლისა მიერ, მეტყუელთა: უკუეთუ შევსძინოთ მიახლებად წყობაჲ ძეთა მიმართ ბენიამინისთა, ძმათა ჩუენთა? და თქუა უფალმან: აღვედით მათდამი!

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიუჴდეს ძენი ისრაელისანი ძეთა ბენიამინისთა დღესა მეორესა,

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 389v   და გამოვიდეს ძენი ბენიამინისნი შემთხუევად მათდა ღავაჲთ დღესა მეორესა და განხრწნეს ძეთაგან ისრაელისათა მერმეცა რვაჲ და ათი ათასეულნი კაცთანი ქუეყანასა ზედა, ყოველნი ესე მჴდელნი მახჳლისანი.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღვიდეს ყოველნი ესე ძენი Page of ms. Gb: 198v  ისრაელისანი და ყოველი ერი და მივიდეს ბეთილდ და იტირეს და დასხდეს მუნ წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა შინა ვიდრე მწუხრამდე. და მოიდ\ეს Page of ms. Ga: 390r   ყოვლად-დასაწუველი და სრულნი წინაშე უფლისა,

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მუნ იყო კიდობანი აღთქუმისა ღმრთისაჲ მათ დღეთა შინა.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ფინეეზ, ძე ელეაზარისი, ძისა აარონისი, წარმდგომ წინაშე მისსა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიერ, მეტყუელთა: უკუეთუ შევსძინოთ მერმე განსლვაჲ წყობად ძეთა მიმართ ბენიამინისთა, ძმათა ჩუენთა, ანუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: Page of ms. Ga: 390v   აღვედით, რამეთუ ხვალე მიგცნე იგინი ჴელთა თქუენთა.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაუდვეს ძეთა ისრაელისათა მზირი ღავაასა გარემო.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღვიდეს ძენი ისრაელისანი ძეთა მიმართ ბენიამინისთა დღესა მესამესა და შებმა-უყვეს ღავაასა, ვითარცა ერთგზის და ერთგზის.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოვიდეს ძენი ბენიამინისნი შემთხუევად ერისა და გამოიცალნეს ქალაქით და იწყეს სრვად ერისაგან წყლულებთა, ვითარცა ერთგზის და ერთგზის გზათა ზედა, რომელ არს ერთი აღმავალი Page of ms. Ga: 391r   ბეთილდ და ერთი ღავაად, ველსა ზედა, ვითარ ოცდაათთა კაცთა ისრაელისაგან.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუეს ძეთა ბენიამინისთა: დაეცემიან წინაშე ჩუენსა, ვითარცა პირველ. და ძეთა ისრაელისათა თქუეს: ვივლტოდით და გამოვსცალნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა. და ყვეს ეგრეთ.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი ისრაელისაჲ აღდგა ადგილით მათით და შეეცემნეს ვაალთამარს შინა, და მზირი ისრაელისაჲ ზედა-მიუვიდა ადგილით თჳსით მაარაჲთ ღავაასა.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს პირისპირ ღავაასა ათნი ათასეულნი, გამორჩეულნი ყოვლისაგან ისრაელისა, და წყობაჲ მძიმე. და მათ არა უწყოდეს, ვითარმედ მოწევნულ არს მათ ზედა სიბოროტე.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Gb: 199r  და დასცა უფალმან ბენიამინი წინაშე ძეთა ისრაელისათა და განხრწნეს ძეთა ისრაელისათა ბენიამინისგან მას დღესა შინა ოცდახუთი ათასეული და ასნი კაცნი -- და ყოველნი ესე მჴდელნი მახჳლსა.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იხილეს ძეთა ისრაელისათა ბენიამინი, რამეთუ იწყლნეს. და მისცა კაცმან ისრაელისამან ადგილი ბენიამინსა, რამეთუ ესვიდეს მზირსა, რომელ დაედვა ღაბაასა ზედა.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მათ ძლით მიჰრიდეს და მზირი აღიძრა და მიიმართეს ღავაასა ზედა და გარდაითხია მზირი, და დასცა ყოველი ქალაქი პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნიშანი იყო ძეთა ისრაელისათაჲ მზირსა თანა ბრძოლისასა აღჩენად მათთჳს ნიში კუამლისაჲ ქალაქით.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიქცეს კაცი ისრაელისაჲ ბრძოლასა შინა. და ვითარცა იხილეს ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ წინა-დაიპყრა მზირმან ღავააჲ, და დაადგინეს ბრძოლაჲ და ბენიამინმან იწყო კუალად დაცემად წყლულებთა კაცთა შორის ისრაელისათა, ვითარ ოცდაათთა კაცთა, რამეთუ თქუვს: "კუალად დაცემით დაეცნენ წინაშე ჩუენსა, ვითარცა განწყობილი პირველი".

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნიშანი აღვიდა ქალაქით მერმე უმეტეს, ვითარცა სუეტი კუამლისაჲ, და მიიხილა ბენიამინმან უკუანაჲთ თჳსსა, და აჰა, აღვიდა მოსრულებაჲ ქალაქისაჲ ვიდრე ცამდე.

Verse: 41   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 391v   და კაცმან ისრაელისამან მოაქცია და ისწრაფდეს კაცნი ბენიამინსა ზედა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ დაუჴდა მათ ზედა სიბოროტე.

Verse: 42   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიხილეს წინაშე ძეთა ისრაელისათასა გზად მიმართ უდაბნოჲსა და ივლტოდეს და წყობაჲ ეწია მათ ზედა, და ქალაქისაგანნი განიხრწნნეს იგინი საშუალ მათსა.

Verse: 43   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაშჭრიდეს ბენიამინსა და სდევდეს მათ ნუაჲთგან კუალის-კუალ მისსა ვიდრე პირის-პირამდე ღავააჲსა, აღმოსავალით მზისაჲთ.

Verse: 44   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაეცნეს ბენიამინისგან რვანი და ათნი ათასეულნი კაცნი. ყოველნი ესე კაცნი ძალისანი.

Verse: 45   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიხილეს ნეშტთა და ივლტოდეს უდაბნოდ, კლდედ მიმართ რემმონისსა, და მოილერწმნეს მათგან ძეთა ისრაელისათა გზათა ზედა ხუთგზის ათასნი კაცნი, და შთავიდეს უკუანა მათსა ძენი ისრაელისანი ვიდრე ღავაამდე და დასცნეს მათგანნი ათასნი კაცნი.

Verse: 46   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნეს ყოველნი დაცემულნი ბენიამინისგან ოცდახუთ ათასეულნი და ას კაცთა მჴდელთანი მახჳლსა მას დღესა შინა, ყოველნი ესე ძენი ძალისანი.

Verse: 47   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიხილეს ნეშტთა და ივლტოდეს უდაბნოდ, კლდედ მიმართ რემმონისსა, ექუსასნი კაცნი, და იყვნეს კლდესა შინა რემმონისსა ოთხ თთუე.

Verse: 48   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ძენი ისრაელისანი მიიქცეს ძეთა მიმართ ბენიამინისთა და დასცნეს იგინი პირითა მახჳლისაჲთა ქალაქითგან მეთლაჲთ და ვიდრე საცხოვართამდე და ვიდრე ყოვლად პოვნილადმდე, ყოველთა შინა ქალაქთა პოვნილნი დაწუნეს ცეცხლითა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.