ARMAZI
Proclus Diadochus, Institutio theologica georgice
Part No. 12
Previous part

Chapter: 12  
Line: 13 
თავი 12
Paragraph: 1     
Line: 14 
არსთა დასაბამისათჳს *


Paragraph: 2     
Line: 15       ყოველთა მყოფთა დასაბამი და მიზეზი უპირატესი კეთილობაჲ
Line: 16    
არს. ვინაჲ უკუეთუ ერთისა მიზეზისა მიერ იწარმოებიან
Line: 17    
მყოფნი, ამის უკუე მიზეზისა ანუ კეთილად ხამს თქუმაჲ ანუ უმჯობეს
Line: 18    
კეთილობისა. ხოლო უკუეთუ უმჯობეს კეთილობისა, რაჲ უკუე
Line: 19    
წარმოვლოს რამანმეა პირველისა მისგან მიზეზისა მყოფთადმი ანუ
Line: 20    
არა? და თუ არა, იყოს უჯერო; რამეთუ არა დაუცავთ მას წესსა
Line: 21    
მიზეზისასა, რამეთუ სათანადო არს, რაჲთა წარმოვლიდეს რაჲმე
Line: 22    
მიზეზისგან მიზეზოანთადმი, და უფროჲს ხოლო მის უპირატესისგან,
Line: 23    
რომლისადმი ყოველი აღკრულ არს და რომლისა მიერ იარსებს თითოეული
Line: 24    
მყოფთაჲ. ხოლო თუ არს თანმიარსებაჲ მისი მყოფთადმი
Line: 25    
ვითარ და კეთილობისაჲ, იყოს ვიდრემე უმჯობეს კეთილობასა შორის
Line: 26    
მყოფთასა, წარმომვლელი პირველისა მიზეზისგან; რამეთუ უმჯობესი
Line: 27    
კეთილობისაჲ და უზესთაესი არ თან მისცემს თჳს-გამო მიზეზოანთა
Line: 28    
უდარეს კეთილობისა რათავე შემდგომთა თჳს-გამოთადმი.
Line: 29    
მაგრა რაჲმც იყო უმჯობეს კეთილობისა? ვინაჲ და თჳთ მას უმჯობესობასა
Line: 30    
უმეტესისა კეთილობისა ვიტყჳ თანმიმღებელად და მზიარებელად,

Page: 13  
Line: 1    
რომლისათჳსცა არცა თუ უმჯობეს ითქუა არ კეთილობაჲ
Line: 2    
კეთილობისა. უკუანაჲსკნელ უკუე და შემდგომ კეთილობისა არ კეთილობაჲ.
Line: 3    
ხოლო თუ მყოფნი ყოველნი კეთილობისა არიან მეტრფე
Line: 4    
რამეთუ უკუეთუ იწადებს მას, რად უფრო ეტრფობის კეთილობასა? /
Line: 5    
ხოლო თუ არ ეტრფობის, ვითარ ყოველთა მიზეზსა არ ეტრფოს
Line: 6    
წარმოჩენილი მისგან? ხოლო თუ კეთილობაჲ არს, რომლისადმი ყოველნი
Line: 7    
მყოფნი აღკრულ არიან, იყოს დასაბამი და მიზეზი უპირატესი
Line: 8    
ყოველთაჲ კეთილობაჲ.


Next part



This text is part of the ARMAZI edition of Proclus Diadochus, Institutio theologica georgice.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.