ARMAZI
Proclus Diadochus, Institutio theologica georgice
Part No. 13
Previous part

Chapter: 13  
Line: 9 
თავი 13
Line: 10 
ერთისა და კეთილობისათჳს *


Paragraph: 1     
Line: 11       ყოველი კეთილობაჲ მაერთებელი არს მზიარებელთა მისთაჲ, და
Line: 12    
ყოველი ერთობაჲ კეთილობა, და კეთილობაჲ ერთისად იგივეობა.

Paragraph: 2     
Line: 13       
ხოლო თუ კეთილობაჲ არს მაცხოვრებაჲ ყოველთა მყოფთაჲ
Line: 14    
(ვინაჲ და საწადელ მათდა ითქუმის), ხოლო მაცხოვნებელი და
Line: 15    
მპყრობელი არსებასა თითოეულისასა არს ერთი (რამეთუ ერთისა
Line: 16    
მიერ ცხოვნდების ყოველი, ხოლო განმრავლებაჲ თითოეულისაჲ განაყენებს
Line: 17    
თჳსისა არსებისგან), რამეთუ, ვიეთცა კეთილობაჲ წარმოუდგეს,
Line: 18    
აღიქუამს მათ ერთად და იპყრობს ერთებრივად. და თუ ერთი
Line: 19    
შემომკრებელი არს და შემაერთებელი თითოეულთა მყოფთაჲ, სრულ
Line: 20    
ჰყოფს მათ თჳსისა მიერ წარმოდგომისა. ვინაჲკეთილობა თითოეულისა არს ერთქმნაჲ ყოვლისაჲ.
Line: 21    
ხოლო თუ ერთქმნაჲკეთილ მებრ ბუნებით,
Line: 22    
და კეთილობაჲცა ერთმქმნელ, რამეთუ მარტივი კეთილობაჲ და
Line: 23    
მარტივი ერთი იგივეობა, იერთებვიან ურთიერთას და აკეთილებენ
Line: 24    
მყოფთა. ვინაჲ, რაჲთავე სახითა დასცილდეს რაჲვე კეთილობასა, და
Line: 25    
ერთისა ზიარებასაცა დასცილდეს; და იქმნეს რაჲ უნაწილო ერთისგან, მიდმო განწვალებითა აღივსოს და ამითვე სახითა კეთილობისგანცა მოაკლდეს. არს ვიდრემე კეთილობაჲ ერთობა, და ერთობაჲ კეთილობა, და კეთილობაჲ ერთ, და ერთი პირველი კეთილობაჲ.

Page: 14  


Next part



This text is part of the ARMAZI edition of Proclus Diadochus, Institutio theologica georgice.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.