ARMAZI
Proclus Diadochus, Institutio theologica georgice
Part No. 187
Previous part

Chapter: 189  
Line: 1 
თავი 189


Paragraph: 1     
Line: 2       ყოველი სული თჳთცხოველი არს, უკუეთუ უკუმქცევ არს
Line: 3    
თჳსდმი. რამეთუ ყოველი უკუმქცევი თჳსდმი თჳთმდგომ და სულიცა
Line: 4    
ვინაჲვე თჳთმდგომ. რამეთუ წარმოაყენა თჳთებაჲ თჳსი. არამედ
Line: 5    
ცხოველობაცა არს და ცხოველ, და აობაჲ მისი მებრ ცხოველობით.
Line: 6    
რამეთუ ვიეთცა მიექმნას, ცხოველობასა თანმისცემს და თჳსსა მყოფობასა. და იყოს თუ მზიარებელი მომმარჯუ, მსწრაფლ სულიერი და
Line: 7    
ცხოველ იქმნების, რამეთუ არა განმზრახ არს სული/ და არცა წინააღმრჩეველ; და არცა განზრახვით და ბჭობით ცხოველ ჰყოფს,
Line: 8    
არამედ თჳთ თჳსსა მყოფობასა ცხოველობად მზიარებელსა წარმოუდგენს. ვინაჲ მის შორის ერთ და იგივე, ყოფობაჲ მისი და ცხოველობაჲ. ხოლო თუ მყოფობაჲ თჳსი თჳს მიერ აქუს, მყოფობაჲ ვიდრემე ცხოველობისად იგივეობა. ჰქონდის უკუე არსებით ცხოველობაჲ, და თჳთ თჳსისა ცხოველობისა იყოს მპყრობ და თჳს შორის
Line: 9    
მქონ. ხოლო თუ ესრეთ, თჳთცხოველ ვინაჲვე იყოს სული.


Next part



This text is part of the ARMAZI edition of Proclus Diadochus, Institutio theologica georgice.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.