ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 9
Previous part

Chapter: 8  
Line: 23 
თავი 8
Line: 24 
პირველისა კეთილობისათჳს


Line: 25       სრულ ყო რაჲ სიტყუაჲ მეშჳდე, მერვესა ზედა მოჰმართა.
Line: 26    
და იტყჳს: "ყოველთა რაჲთავე კეთილის მზიარებელთა ეწინაების
Line: 27    
პირველი კეთილობაჲ". რაჲ არს ესე თუ ეწინაებისო? ვითარმედ
Line: 28    
ეთჳთმყოფების ზესთა მყოფობასაცა, რამეთუ ყოველი ზიარებითა
Line: 29    
მისითა აკეთილდების.

Line: 30       
"რომელი არა არს სხუაჲ თჳნიერ კეთილობა",. რაჲ არს ესე?
Line: 31    
გესმა, მეტყუელისაჲ, ვითარმედ არა არს სხუაჲ თჳნიერ კეთილობაჲ.
Line: 32    
რამეთუ რაჲც მისცე გასაგონსა, ბუნებასა და ძალსა შესაბამსა
Page: 33   Line: 1    
ბუნებისასა თანწარმოდგომილ არს, და არს რაჲვე არსი ოდენ ზიარებითა
Line: 2    
კეთილისაჲთა კეთილ არს. და არა არს იგი თჳთკეთილობა,
Line: 3    
რამეთუ თჳთკეთილობაჲ არღა რაჲ არს სხუა თჳნიერ თჳთკეთილობაჲ.
Line: 4    
ხოლო სხუანი, და ოდენ ზიარებითა კეთილისაჲთა გაკეთებულნი,
Line: 5    
პირველ სხუა არიან რასაც თანა იყვნენ ბუნებასა შეკრულ,
Line: 6    
და შემდგომად გაკეთებულ. ხოლო იგი ბუნებათა ზესთაჲ კეთილობაჲ
Line: 7    
ყოველთა თანშეუკრველად დაუზევდების. და ამით საცნაურ,
Line: 8    
რომელ ყოველნი არსნი, რანიცა სთქუნე, იწადებენ მას და
Line: 9    
იგულმეთქუებენ. ხოლო ყოველი საწადოჲ და საგულისთქუმოჲ სხუა
Line: 10    
არს მწადისგან, რამეთუ ემდევრების ყოველი მწადი საწადსა და მეტრფე
Line: 11    
სატრფოსა თჳსსა, ვითარცა იმრსა და მეზესთაესა თჳსსა.

Line: 12       
ხოლო "უკუეთუ ანუ ვითარ ნაწილი იყოს მყოფთაჲ ანუ ერთ
Line: 13    
და იგივე მყოფი და კეთილობაჲ, არღა ვიდრემე იყოს მყოფი
Line: 14    
ტრფიალ და მოწადე კეთილობისა, ამისთჳს რომელ თჳთ იყოს კეთილობა".
Line: 15    
ისმინე თუ ვითარ იტყჳს. ესე ვითარ ზენათა შორის სიტყუამან
Line: 16    
აჩინა, ვითარმედ სხუა არს მეწადე საწადოჲსგან და მეტრფე
Line: 17    
სატრფოჲსგან საცნაურ, ამით რომელ სდევს მეტრფე სატრფოსა და
Line: 18    
მეწადე საწადოსა, და სხუაჲ ყოველი დევნილი მდევრისგან. ხოლო
Line: 19    
სდევს მას არა თუ ვითარ სავლტოსა, არამედ რაჲთა თან მიიღოს
Line: 20    
და ეზიაროს და იკეთილოს სიკეთისგან მისისა, რამეთუ ყოველი მეტრფე
Line: 21    
სდევს თჳსსა სატრფოსა, რაჲთა იკეთილოს და გაკეთდეს მისგან,
Line: 22    
დაღათუ იყოს კერპი და აჩრდილი არსისაჲ, არამედ საქმით
Line: 23    
ცთომილი ბუნებით კეთილობასა სდევს ანუ თჳთ მას და თჳსსა კეთილობასა,
Line: 24    
ანუ ხატსა კეთილობისასა, ანუ კერპსა და აჩრდილსა კეთილობისასა.
Line: 25    
და არაჲ არს მყოფთაჲ,თუმცა არ ემდევრებოდა რეც
Line: 26    
თუ განყენებული და დამგდე თჳსისა არსებისაჲ და ყოვლითურთ მისდად
Line: 27    
ქმნილი, და რეც თუ უარ მქნე თჳსისა აობისაჲ. ხოლო თუ
Line: 28    
სადაჲთ აქუს სულთა, გონებათ და თჳთ ამას გაგუარებულსა ცასა
Line: 29    
ძალი ესე, აწ სიტყუამან თანწარვლის სახედ აღმოაჩინოს. პირველად
Line: 30    
ვიხილოთ, თუ რაჲ არს სიკეთე ანუ რაჲ კეთილობაჲ. სიკეთე უკუე
Line: 31    
არს წინაბჭე და ეზოჲ კეთილობისაჲ, ვითარცა სოკრატი "ფედროსა"
Line: 32    
შორის აღმოაჩინა. რამეთუ კეთილობად იტყჳს პირველსა
Line: 33    
წყაროსა, და ერთთა წარმომაყენებელსა, ზესთასა გონებათა მზესა, და
Page: 34   Line: 1    
ზესთ მარტივად დასდებს მას და სატრფოდ და საწყურად ნამდჳლ მყოფისად.
Line: 2    
ხოლო სიკეთესა გაჰყოფს მისგან და ახარისხებულსა საზომსა მისცემს.
Line: 3    
ხოლო თავს ზედა სიკეთისა ხარისხთაჲსა თჳთ მას ერთსა და კეთილობასა
Line: 4    
დააფუძნებს. ვინაჲ იტყჳს, ვითარმედ "ყოველი ბუნებაჲ და კეთილობაჲ
Line: 5    
შედგმასა და მორთულებასა შორის". ხოლო პირველი შენადგი
Line: 6    
და პირველი მორთულებაჲ ანაქუსი და არსებაჲ ნამდჳლ მყოფისაჲ. რამეთუ
Line: 7    
ესე ზესთაჲ ნამკი მის ერთისა მიერ მოირთო და იმკო, შეზავნა
Line: 8    
რაჲ ზესთ არსმან ზესთ არსნი და პირველნი მხოლონი. ხოლო სადა პირველი
Line: 9    
შენადგი და პირველი შეწყობაჲ, მუნცა პირველი შუენიერებაჲ
Line: 10    
და სიკეთე, ვითარ ოდეს მასვე "ფედროსა" შორის იტყოდის, მოედ
Line: 11    
და თჳთ ატტიკურად დავლექსო: "ტი ტონ ონტონ არისტონ
Line: 12    
ტონ ნოუმენონ კალლისტონ?" ესთ ხედვაჲ ამისი, რეც
Line: 13    
თუ კითხვის სახედ შემოიღებს: "რაჲო მყოფთა ურჩეულეს, გასაგონთა
Line: 14    
უნანარესი?" ესთა ეცჳბრების, რეც თუ განკრთომით მათ ზესა ნადაშთა
Line: 15    
შუენიერებათა პირველისა მორთულისათა, სადა იწყო პირველმან ყვავილმან
Line: 16    
შეწყობისამან და პირველმან ნართმან სამუსთამან მის რჩეულ
Line: 17    
მეჴელოვნისა მიერ წარმოდღეებად გუართა გონიერთა, რომელსა უკუნ
Line: 18    
საქცოდ აქუს და სატრფოდ თჳსდა ზესთაჲ ზესთათაჲ ერთი და პირველი
Line: 19    
კეთილობაჲ. ხოლო სათჳთთაცა ჰკადრებს სოკრატი მას ზესთასა
Line: 20    
მიუწუდომელსა, იტყჳს: იტრფობს და მისცემსო თჳთებათა თჳსთა ყოველთა
Line: 21    
მეტრფე მეწადთა თჳსთა, დაუჰაზრავსო რეც თუ შეპყრობად
Line: 22    
და თანმიღებად თჳსდა, დაათრობსო მყოფთა ნეკტართა მიერ,
Line: 23    
დაამტკიცებს აკმეთა მათთა ამვრო ამვროსიაჲთა. და არც ყოვლითურთ
Line: 24    
თანმიუდებელ, რაჲთა არა უსასოებამან თანმეწადისამან განკუეთოს
Line: 25    
თჳსი საწადოჲ. და არცა კუალად მისცემს საცნოსა უწყებისასა
Line: 26    
უთქუსა ყოველთაგან ზესთაარსებასა და ზესთაობასა თჳსსა,
Line: 27    
რაჲთა არა მისაწუთო ყოს თჳთებაჲ თჳსი უთჳთოჲ, რამეთუ აქუსო,
Line: 28    
იტყჳს, სულსა და გონებასა, ცნან რაჲ სადევნოჲ საწადთა თჳსთაჲ
Line: 29    
და შეიპყრან იგი გასაგონოჲსა მიერ, რეც თუ თან წარჴდებიან მას
Line: 30    
და სხჳსად იმეცადინეობენ ცნობად. ხოლო ამის ზესთაჲსა უწყება
Line: 31    
საოცთა ორივე ესე თან შეურწყუამს; რამეთუ მისცემს თჳთებასა
Line: 32    
თჳსსა და აღადგენს მეტრფესა წყურილთა მიერ საწადოჲსათა. და
Line: 33    
კუალად დაუუცნაურდების მიყოფასა შორის გასაგონოჲსასა, ვითარცა
Line: 34    
იტყოდა ვინმე ღმრთისმეტყუელთაჲ, ვითარმედ "მე ევესთე
Line: 35    
მე თეოს ანანკასი ტეკეან დე აპეკოლჳსენ". ვინაჲ
Page: 35   Line: 1    
აწ ხედვაჲ ამისი ესთა იტყჳს, ვითარმედ "იძულებაჲ ღმრთისა სატრფოთაჲ
Line: 2    
ამქუმელ მყოფს მე, ხოლო შობად დამიცილებს". ესე იგი არს,
Line: 3    
რამეთუ ყოველი ამქუმელი საშვოთა შობადმი აჩუევს და ამეცადინებს.
Line: 4    
და კუალად ზედა დაურთავს, ვითარმედ "შობად დავიცილეო". ისმინე,
Line: 5    
რამეთუ ყოველი შობაჲ ნიშნავს წარმოყენებასა ნაშვისასა, ვითარცა
Line: 6    
გონებაჲ გასაგონსა და სული ნასულსა. ხოლო ხედვაჲ მის ერთისა
Line: 7    
მზისაჲ არ ესთა, რამეთუ სწადის შობად გაგონებულსა და წარმოყენებად
Line: 8    
გაარსებულსა, არამედ ვერ ეკმაების მას. ვინაჲ საკჳრვო ესე,
Line: 9    
რომელ არცა უტევებს მეტრფესა დაცხრომად იძულებათაგან შობისათა,
Line: 10    
რამეთუ ეამქუმელების მას ასქეტოჲ წადილი. და კუალად
Line: 11    
ვერცა შობს რასავე გასაგონთასა, და ესრეთ ზედადართვით გამხედველდების,
Line: 12    
და სწყურის წყურილსა ზედა, და ელმის გემოსა ზედა,
Line: 13    
და სურის სურვილსა ზედა. და ესე სატრფოჲსათჳს საღმრთოჲსა
Line: 14    
თანწარვლის სახედ იმღდელმოქმედა აწ ჩუენ მიერ.

Line: 15       
ხოლო აწ კუალად იტყჳს, ვითარმედ "ხხუაჲ არს კეთილობაჲ
Line: 16    
ზიარებული მყოფისგან". ესე ესე არს ნაწილებითი და არ მარტივი
Line: 17    
კეთილობაჲ, რამეთუ სხუაჲ არს მყოფთა-შორისი კეთილობაჲ და
Line: 18    
სხუაჲ თჳთკეთილობაჲ; რამეთუ თჳთკეთილობისა და პირველისგან
Line: 19    
მიიღებენ მყოფნი და გაკეთილდებიან; რამეთუ მიიღონ რაჲ ერთ
Line: 20    
ქმნაჲ თჳსთა თჳთებათაჲ, კეთილ მათდა არს ერთ და იგივე
Line: 21    
ერთი და კეთილობაჲ. და სადაცა მიჰყარნა ერთმან თჳსნი ერთებრნი
Line: 22    
ნაკადნი, მუნცა აერთნა და აკეთნა თჳსნი შემწყნარებელნი. რომლისათჳსცა
Line: 23    
პირველი კეთილობაჲ არა არს სხუა თჳნიერ კეთილობისა.
Line: 24    
ესე არს ესე, ვითარმედ ყოველივე რაჲც რაჲვე მისცე გასაგონსა,
Line: 25    
იყოს ანუ გონებაჲ, ანუ სული, ანუ ბუნებაჲ, ანუ ესე განზიდული, რომელ
Line: 26    
არს ცაჲ. ესე ყოველნი ერთქმნილ და ნაწილთა მიერ შედგმულ
Line: 27    
და თჳთ ურთიერთას განნაწილებულ; და ვითარცა მიიღებენ ნაწილებით
Line: 28    
ერთსა და კეთილ იქმნებიან, ესრეთვე მიიღებენ და კეთილობასა.
Line: 29    
რამეთუ ესე აღმოიჩინა, ვითარმედ ერთ ერთი და კეთილობაჲ;
Line: 30    
და რაოდენ გაერთდებიან, გაკეთილდებიან; და რაოდენ გაკეთილდებიან,
Line: 31    
გაერთდებიან.

Line: 32       
ხოლო "რაჲცა სხუაჲ დაჰრთო კეთილობასა, დაგიკნინებია
Line: 33    
კეთილობაჲ". ვითარ თუ რაჲცაღა დაჰრთო ერთსა, არღარა გაქუს
Line: 34    
უზადოჲ ერთი. ეგ სასედვე რაჲცა დაჰრთო კეთილობასა, ანუ ძალი,
Line: 35    
ანუ ნათელი, ანუ სხუაჲ რაჲვე ეს ვითათაჲ დაგიკნინებია; რამეთუ
Page: 36   Line: 1    
ზესთა ძეს ამათ ყოველთა; და არს ეს ვითაჲ ყოველი შემდგომთაჲ.
Line: 2    
და არსთაჲ და არა ზესთ არსისაჲ.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.