ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 22
Previous part

Chapter: 21  
Line: 9 
თავი 21
Line: 10 
არსთა დაწყებისათჳს


Line: 11    ვითარ სრულ მყოფი განყოფასა არსთა და ზესთ არსთა მხოლოთასა,
Line: 12    
მხოლოდ უკუე ვიტყჳთ პირველთა შორის ნათსზსა სირაჲსასა
Line: 13    
რაჲც რაჲვე იყოს, ვითარ მხოლოჲ სხეულთაჲ ცაჲ, და მხოლოჲ
Line: 14    
ბუნებათაჲ საყოველთაოჲ ბუნებაჲ, და მხოლოჲ სულთაჲ საყოველთაოჲ
Line: 15    
სული, და მხოლოჲ გონებათაჲ ნამდჳლ მყოფი, და
Line: 16    
მხოლოჲ ერთთაჲ მზე იგი ერთთაჲ. ესე ყოველნი პირველსა შორის
Line: 17    
ხედვასა განყვნა კმასაყოფელთა მიერ აღმოსაჩენთა. ვინაჲ აწ ამას
Line: 18    
თავსა შორის დააწყობს გუარსა სირაჲსასა და იტყჳს: "ყოველი წესი
Line: 19    
მხოლოობისაგან დამწჲებელი იწარმოებს სიმრავლისადმი შედარებულად
Line: 20    
თჳისისა მხოლოჲსა". ესე არს ესე, ვითარმედ ყოველი მხოლოჲ
Line: 21    
თჳსსა შესადარსა და ბუნებისა თჳსისა მებუნებესა წარმოსთხზავს
Line: 22    
სირასა. რამეთუ ერთი ერთთა წარმოსთხზავს, და გონებაჲ გონებათა,
Line: 23    
და სული სულთა, და ბუნებაჲ ბუნებათა, და სხეული ცისაჲ
Line: 24    
სხეულთა; და არ შერევენ თჳსთა თჳთებათა არცა დასაბამნი მათნი,
Line: 25    
რომელ არიან მხოლონი, და არცა ნათხზი სირათა მათთაჲ შეირწყუმის,
Line: 26    
არამედ გათჳთებულად დაიცავს ყოველი წესსა თჳსსა და
Line: 27    
მისცემს შემდგომითი შემდგომად თჳს-ქუეშეთა ყოველთა თჳსსა
Line: 28    
თჳთებასა, რომელი არა აქუს სხუათა. ხოლო სირასა შორის ერთისა
Line: 29    
და უპირველესისა მოახლე უძლიერეს და უერთისგუარეს. და ესრეთ
Line: 30    
შემდგომითი შემდგომად სხუაჲ სხჳსა მიზეზ, ვითარ ორი სამისა, ესთადვე
Line: 31    
და ერთნი ნამდჳლ მყოფისა, ხოლო ნამდჳლ მყოფი გონიერისა არსისა,
Line: 32    
ხოლო გონიერი არსი სულისა, ხოლო სული სულთა, ხოლო
Page: 60   Line: 1    
სულნი ბუნებისა, ხოლო ბუნებაჲ ცისა, ხოლო ცაჲ ოთხთა კავშირთა,
Line: 2    
ხოლო ოთხნი კავშირნი ყოველთა ქმნისა და ხრწნისა ქუეშეთა.
Line: 3    
ხოლო ერთი იგი და ზენაჲ ყოველთაჲ სწორებით ყოველთა მიზეზ
Line: 4    
და მიუწუთო, ამით რომელ სწორებით მიზეზ არს ყოველთა, პირველთა,
Line: 5    
შემდგომთა, საყოველთაოთა ნაწილებთა მსგავსთა უმსგავსოთა,
Line: 6    
უკუდოთა, მეკუდოთა.

Line: 7       
და კუალად: "სიმრავლე ყოვლისა წესისაჲ ერთისადმი აღიყვანების
Line: 8    
მხოლოჲსა". რამეთუ სხეული ყოველი ცისადმი, ხოლო
Line: 9    
ცაჲ ბუნებისადმი ყოველთა ბუნებათა თანა, ხოლო ბუნებაჲ სულისადმი
Line: 10    
ყოველთა სულთა თანა, ხოლო სული ნამდჳლ მყოფისადმი
Line: 11    
ყოველთა სულთა თანა, ხოლო ნამდჳლ მყოფი ერთთადმი ყოველთა
Line: 12    
გონებათა თანა, ხოლო ერთნი ერთისადმი ყოველთა მყოფთა თანა.
Line: 13    
ვინაჲ შეისწავე, რამეთუ ყოველსა სირასა შორის თჳსი თჳთებაჲ
Line: 14    
დაცვულ არს შესაბამი თჳსთა დასაბამთაჲ.

Line: 15       
და კუალად იტყჳს, უკუეთუ უშვ და უნაყოფო იყოსო დასაბამი,
Line: 16    
არცა წარმონათხზი ეგოს, და არცა მხოლოჲ დასაბამისაჲ ჰბაძვიდეს
Line: 17    
პირველსა ერთსა. უშვო, იტყჳს, თუ იყოს, არა ჰბაძავს პირველსა
Line: 18    
მიზეზსა მხოლოჲსა სირაჲსასა, მით რომელ უნაყოფო ხოლო ყოველი
Line: 19    
უნაყოფოჲ უქმ, ხოლო ყოველი უქმი უმსგავსო ზესთ მექმისა.

Line: 20       
და არცა სირაჲ ერთ იყოს: ესე ესე არს, თუ მხოლოჲ სირაჲსაჲ
Line: 21    
არ მექმე დაარცა მეშვე იყოს, არ ებაძვოს ერთსა ერთსა ერთთასა,
Line: 22    
და არ მბაძი მისი პირველ ვერცა წარმოშობს, მეორედ ვერცა
Line: 23    
ათჳთებს რიცხუს შორის ერთთა, მესამედ ვერცა ურთიერთას ზიარებასა
Line: 24    
მისცემს და თხზვასა. ხოლო რომელი სირაჲ სამისა ამისგან
Line: 25    
იყოს დაკლებულ, ვერ სადაჲთ მოიგოს მყოფობაჲ და ვერცა დგომაჲ.

Line: 26       
კუალად იტყჳს: "თითოეულსა წესსა შორის დამცველი ერთსა
Line: 27    
საზღვარსა და მორთულებასა და თჳს შორის მექონე დაწესებულთა,
Line: 28    
ურთიერთასცა და ყოვლობისადმი". ისმინე, რამეთუ ყოველი
Line: 29    
რიცხჳ სირაჲსაჲ სამთა ხედვათ შორის განიცდების. პირველ, თუ
Line: 30    
რაჲ საზომი აქუს ბედსა და ხუედრებასა მისსა მის ერთისა მიმართ
Line: 31    
ზესთაჲსა, თუ ვითარ პატივცემულა სიახლითა მისითა. მეორედ,
Line: 32    
თუ ვითარ ზიარებასა შორის ურთიერთობითსა, და თუ რომლისა
Line: 33    
ხუედრისაჲ არს: საზღვრისა, ანუ უსაზღვროჲსა, არტიოჲსა ანუ
Line: 34    
პერიტტოჲსა. ხოლო იმეცნე, რამეთუ არტიოჲ უსაზღვროობისადმი
Line: 35    
აღიყვანების პირველად, ხოლო პერიტტოჲ გუარსდმი პირველად,
Page: 61   Line: 1    
რომელი თჳსსა ადგილსა მიეცეს გავრცელებულად. მესამედ
Line: 2    
ყოვლობისადმი, ვითარ გუარისად ნაწილნი გუარისანი, რაჲცა რაჲვე
Line: 3    
იყოს გუარი: ანუ ათი, ანუ ასი შენაკეცი ათისაჲ, სუული სრულისგან.
Line: 4    
ვინაჲ ესე ყოველი იხილო ხელოვნებასა შინა კეთილმბადისა
Line: 5    
მთხზველისასა, ბუნებითთა რიცხუთა შორის.

Line: 6       
რაჲ არს ხედი ამის სიტყჳსაჲ, რომელი იტყჳს, ვითარმედ "არ
Line: 7    
ვითა ეს რაჲვე თითოეული, არამედ ეს ვითაჲ ამის ვინაჲსავე წესისა
Line: 8    
მყოფი". გესმა, რამეთუ პირველვე ითქუა, ვითარმედ სხუაჲ არს
Line: 9    
ოდეს რასავე გუარს რიცხჳსასა, ვითარ ნათხზსა და სირასა თან
Line: 10    
შეატყუებდე, რამეთუ მაშინ არა არს ეს ვითა თჳსი, არამედ ეს ვითა
Line: 11    
მის ნათხზისაჲ და სირაჲსა. და კუალად ოდეს რაჲ განიცდიდე, ვითარცა
Line: 12    
თჳთ მას თჳთებასა თჳსსა შორის მყოფად და უსქეტოდ,
Line: 13    
მერმე ჰპოვო თჳთგუარად და ბუნებად თჳსისა თჳთებისად.

Line: 14          
"ვინაჲ შემდგომად ერთისა პირველისა ერთნი, და შემდგომად
Line: 15    
გონებისა პირველისა გონებანი, და შემდგომად სულისა პირველისა
Line: 16    
სულნი, და შემდგომად ყოველთა ბუნებისა სიმრავლე
Line: 17    
ბუნებათაჲ." ესე ხედვაჲ კეთილმდებარე ყო ღმერთმან ზენასა შორის
Line: 18    
ნახედსა, რომელი იტყოდა მის-გამოობასა ყოველთასა, და კუალად
Line: 19    
უკუბამობასა თჳსთა მხოლოთადმი, და თჳსით მხოლოჲთ მხოლსადმი
Line: 20    
მხოლოთაჲსა, და კუალად მხოლოჲ მხოლოთაჲ ერთთადმი, და
Line: 21    
კუალად ერთნი ერთისადმი ერთთაჲსა.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.