ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 43
Previous part

Chapter: 42  
Page: 101  
Line: 1 
თავი 42


Line: 2       "ყოველი თჳთმდგომი თჳსდა მიმართ არს უკუმქცევ. რამეთუ
Line: 3    
თჳსგნით იწარმოებს, და უკუნქცევასაცა თჳსდა მიმართვე
Line: 4    
ჰყოფს. რამეთუ სადაჲთ წარმოობაჲ თითოეულისაჲ, მისდად და
Line: 5    
შერაბამებული უკუნქცევაჲ". თუ ვითარ უკუნ იქცევიან გუარნი
Line: 6    
უსხეულოთანი და თჳთმდგომნი თჳსთავე თჳთებათა, პირველთა
Line: 7    
შორის გარდაიცა. ხოლო ესე იტყვის, ვითარმედ, სადაჲთცა არსებითი
Line: 8    
და პირველი აღძრვაჲო, მუნადვე კუალად უკუნ ქცევაჲ შერაბამებული.
Line: 9    
გუესმა პირველთა შორის, ვითარმედ ყოველი უსხეულოჲ
Line: 10    
გუარი თჳსდადვე უკუნ იქცევის და ჰყოფს სფეროსა თჳსდამი უკუნ
Line: 11    
ქცევისასა. რამეთუ, ოდეს რაჲ თჳსთა მიზეზთა ეზიარებოდის, პირველ
Line: 12    
თჳს შორის ერთსა ეზიარების და მერმეღა თჳს-შორისისა ერთისა
Line: 13    
მიერ უზესთაესთა ერთთა და მიზეზთა. და ესრეთ ერთითი
Line: 14    
ერთად ვიდრე ერთთაცა ზესთაჲსადმი ერთისა.
Line: 15       
"ხოლო რომელი შემძლე იყოს პყრობად თჳსდა, შეუძლებს,
Line: 16    
უკუე ყოველი მიზეზი თჳს გამო არსებასავე თანა, რომელ მისცა
Line: 17    
და კეთილობასაცა არსებისასა". გუეტყჳს, ვითარმედ რომელი მიზეზთა
Line: 18    
იყოს ესვითაჲ ძალითა, რომელ პირველ თჳთ თჳსსა თჳთებასა
Line: 19    
იპყრობდეს იგი თჳსგნით წარმოარსებულსა, პირველ არსებასა
Line: 20    
წარმოუარსებს და მერმე კეთილ ჰყოფს მას, არა თუ არსებაჲ იყო
Line: 21    
მისი არ კეთილ და შემდგომად გააკეთილა. არამედ რაჲ არს ესე
Line: 22    
თუ კეთილ ჰყოფს? ვითარმედ სრულებად მოიყვანებს, ვითარმედ
Line: 23    
ძალთა მის-შორისთა აღსძრავს მოქმედებად, ვითარმედ კუალად უკუ
Line: 24    
იტრფობს: ამას და ესვითასა ერქუმის კეთილ ქმნაჲ და გაკეთებაჲ.

Line: 25       
"ვინაჲ მისცემს თჳთებასა თჳსსა. რამეთუ ესე არს საკუთარ
Line: 26    
თჳთმდგომარისა და კეთილობა". ვითარ მისცემს თჳთებასა
Line: 27    
თჳსსა? რამეთუ თჳთებანი მიუდრეკელ არიან, რამეთუ არ განევლთის
Line: 28    
მიზეზსა მიზეზობაჲ თჳსი, რაჲთამც იქმნა მიზეზოან, ვითარ
Line: 29    
მამასა მამობაჲ, რაჲთამცა მისცა ძესა თჳსი მამობაჲ. ხოლო აწ რაჲ
Line: 30    
არს ესე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ მისცემს მიზეზოანსა თჳთებასაცა
Line: 31    
თჳსსა? ესე არს ესე, ვითარმედ თითოეულთა სირათა შორის, ვითარ
Line: 32    
ანუ ცხოვლობისასა, ანუ გონებისასა, ანუ სულისასა, ანუ ბუნებისასა,
Line: 33    
ანუ სსეულთასა - ამათ ყოველთა სირათა მთავარნი და პირველნი
Page: 102   Line: 1    
დასაბამნი სირათანი მისცემენ თჳთებათა თჳსთა. რამეთუ გონებაჲ
Line: 2    
პირველი გონება ჰყოფს შემდგომთა; და ცხოველობაჲ პირველი
Line: 3    
ცხოველ შემდგომთა; და სული პირველი სულ შემდგომთა; და ბუნებაჲ
Line: 4    
პირველი ბუნება შემდგომთა; და სხეული პირველი სხეულ შემდგომთა.
Line: 5    
და არ იცვალებიან თჳთებანი, სხუათა სირათანი სხუათადმი.
Line: 6    
ესე არს პირველთაგან და მიზეზთა მიცემაჲ თჳთებათა შემდგომთა
Line: 7    
მიმართ.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.