ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 44
Previous part

Chapter: 43  
Line: 8 
თავი 43
Line: 9 
თჳსდადვე უკუნ ქცევისათვის


Line: 10       "ყოველი თჳსდადვე უკუმქცევი თჳთმდგომარე არს, და
Line: 11    
არსებაჲცა თჳსი თჳს მიერ აქუს". აქა საძიებელი შემოვა დაფრიადებული
Line: 12    
სიღრმითა, თუ ვითარ აქუს თჳსი არსებაჲ თჳს მიერ, რამეთუ
Line: 13    
ზენათა შორის აღმოიჩინა, ვითარმედ ყოველი არსებაჲ სირასა
Line: 14    
შორის მიზეზთაგან მიზეზოანთაჲ, და აწ ვითარ თჳთ თჳს მიერ. ისმინე,
Line: 15    
თუ რაჲ არს თჳსდადვე უკუნ ქცევაჲ უსხეულოჲსა გუარისაჲ.
Line: 16    
გახსოვსა, ოდეს ვიტყოდეთ ზენათა შორის, ვითარმედ ყოველი უკუდავსა
Line: 17    
ხუედრსა ხუედრებული და უსხეულოჲ გუარი პირველ თჳსდამი
Line: 18    
და თჳსისა კენტროჲსადმი უკუ ეტრფისო? ესე არს, განმგონეო
Line: 19    
ხედულო გონებისგან, რამეთუ ყოველთა არსთა შორის დათესულ,
Line: 20    
ვითარ თესლნი მის ერთთა დღისა ერთისა და კეთილობისანი.
Line: 21    
ხოლო, ოდეს რაჲ უკუ ეტრფობოდის უსხულოჲ არსებაჲ თჳსდამი, მას
Line: 22    
თჳს-შორისსა ერთსა უკუ ეტრფის, რომელი მოაქუს მიზეზად თჳსისა
Line: 23    
მყოფობისად და მას ხედავს ღმერთად და თესლად მის ერთისად,
Line: 24    
და მის მიერ კუალად ზესთათა ერთთა უკუ ეტრფის. და ესთავე მის
Line: 25    
გამო უთქჳსა ერთისამდის, რომელი ზესთა ძეს ერთობასაცა და თჳთ
Line: 26    
მას კეთილობასა. მაგრა ესე წადილმან პჳრსოთა ჩუენთა სურვილისამან
Line: 27    
ჰკადრნაო, იტყჳს სოკრატი.

Line: 28       
"ხოლო თუ კეთილობასა თჳსსა დაიცავს, და მყოფობაჲცა თჳსი
Line: 29    
დაიცვას". ესე იგი არს, ვითარმედ თჳს შორის მომგები და მცველი
Line: 30    
კეთილობისაჲ და არსებასაცა თჳსსა დაიცავს უხრწნელად, რამეთუ
Line: 31    
მის-შორისი კეთილობაჲ უკუდავებს და არსებასაცა მისსა, ვითარცა
Line: 32    
ზესთასა ყოველთა სახრწნოთა. რამეთუ ყოველი ხრწნადი თჳთ თჳსისა
Line: 33    
სიჰავისაგან იხრწნების.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.