ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,
რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
ანუ რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შიდა შენსა არა განიცდი?
ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და, აჰა, ეგერა, დირჱ თუალსა შიდა შენსა!
ორგულო, აღმოიღე პირველად დირჱ თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
ნუ მისცემთ სიწმიდესა ჩემსა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.
ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძჱ თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას?
გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?
უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!
ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრჱთ არს შჯული და წინაწარმეტყუელნი.
შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭჱ და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას.
ვითარ-იგი იწრო არს ბჭჱ და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას.
ეკრძალენით ცრუწინაწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.
ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?
ესრჱთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის.
ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.
ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
საქმეთა მათთაგან სამე იცნნეთ იგინი.
არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.
მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?
მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი.
ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას გონიერსა, რომელმან აღაშჱნა სახლი თჳსი კლდესა ზედა.
და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე და არა ყვნეს იგინი, ემსგავსა იგი კაცსა მას ცოფსა, რომელმან აღაშჱნა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.
და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი,
რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.