და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთაჲ სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედჱსი და იოვანე, ძმაჲ მისი.
ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოს მეზუერჱ, იაკობ ალფჱსი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს,
სიმონ კანანელი და იუდა სკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა მას წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ,
არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიიღეთ, უსასყიდლოდცა მისცემდით.
ნუ მოიღებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,
ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლსა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ, ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე.
და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
და უკუეთუ იყოს სახლი იგი ღირს, მოვედინ მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ, არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ.
ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინჱს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
აჰა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უბიწო, ვითარცა ტრედნი.
ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ,
და მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათა და წარმართთა.
და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან -- შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს, იგი სრულიად ცხონდეს.
რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად; და მიერღა თუ გდევნიდენ თქუენ, ივლტოდეთ სხუად კერძო. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძჱ კაცისაჲ მოვიდეს.
არა არს მოწაფჱ უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
კმა არს მოწფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რავდენ უფროჲს სახლეულთა მისთა?
ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.
რომელი გრქუან თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმეს, ქადაგებდით ერდოთა ზედა,
და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
ანუ არა ორი სირი ერთის ასარის განისყიდების? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.
ნუ გეშინინ მათა, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობჱს ხართ თქუენ.
ყოველმან რომელმან აღიაროს ჩედამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა. არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა,
რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული -- დედისაგან თჳსისა და სძალი -- დედამთილისაგან თჳსისა.
და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
რომელსა უყუარდეს მამაჲ, ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძჱ, ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და მომდევდეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
რომელმან პოვოს თავი თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და, რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი.
რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარა მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
რომელმან შეიწყნაროს წინაწარმეტყუელი სახელად წინაწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაწარმეტყუელისაჲ მოიღოს. და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მოიღოს.
და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწფისა; ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.