TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 13
Previous part

Part: VIII  
King: 65 
Line of ed.: 11  
მესამეოცდახუთე მეფე ქართლისა დავით, ძე დიმიტრი მეფისა, ბაგრატოანი


Line of ed.: 12        ხოლო მოსცა ყაენმან დაჲ მისი ოლჯათ, რომელი ვახტანგს ცოლად ესუა. და
Line of ed.: 13     
დაიპყრა ყოველი სამეფო მამისა მისის დიმიტრისი, თჳნიერ ბექას სამცხის მპყრობელისა
Line of ed.: 14     
მთავრისა, ხოლო იგი პატივ-სცემდა მეფესა დავითს მრავალთა ნიჭთა და
Line of ed.: 15     
ძღუენთა წარმოუვლენდის. ხოლო \ დავით უმეტესთა ჟამთა იყვის წინაშე ყაენისა.
Line of ed.: 16     
დაღათუ ფარეჯან ოვსთა მთავარი მსახურებდა კეთილად მეფესა, არამედ აქუნდა[თ]
Line of ed.: 17     
მტერობა ქართველთა [და ოვსთა]: ესოდენ გარდაეკიდნიან ერთმანეთსა, რომელ რომელიცა
Line of ed.: 18     
მძლე ექმნის, მოკლის. მაშინ წარვიდეს ქალაქს ოვსნი ვაჭრობად, და ვითარ
Line of ed.: 19     
მოიქცეს, იხილეს გლახაკი, და მისცეს ქველის საქმე ოვსთა, რომელსა უპირველესსა
Page of ed.: 298   Line of ed.: 1     
ეწოდა სათხისა და მეორესა უზურაბეგ, და რქუეს: "გლახაკო, ევედრე ღმერთსაი რათა
Line of ed.: 2     
დღეს ჩუენი და სურამელის ბეგას შვილის ჴრმალი ერთგან შეიყარნენი, და ვითარ
Line of ed.: 3     
წარვლეს მცირედ, დახუდა ნადირობასა შინა მყოფი რატი მცირითა კაცითა, უსაჭურვლო.
Line of ed.: 4     
მყის ზედა მიეტევნეს, აღიღო თარი და დაუდგა სივიწრესა წყლის გასავალსა,
Line of ed.: 5     
და პირველ სათხეს უხეთქნა მუზარადსა, განუპო და ჩამოაგდო, და მოკუდა. მერმე
Line of ed.: 6     
უზურაბეგ მოუჴდა, ჰკრა მასცა მჴარსა ჯაჭჳანსა, განუკვეთა მჴარი, და ჩამოაგდო, და
Line of ed.: 7     
ყრმათა რატისთა მოაკუდინეს. იხილეს სხუათა ოვსთა და ივლტოდეს. ამისთჳს იტყჳს
Line of ed.: 8     
წინასწარმეტყუელი: "უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს", კუალად სხუა ჴმობს: "აღჴოცენინ
Line of ed.: 9     
უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუარნი, და ენა დიდად მეტყუელი".

Line of ed.: 10        
ხოლო მოვიდა მწოდებელი ყაენ თუქალისი წინაშე დავით მეფისა. და წარვიდა
Line of ed.: 11     
დავით წინაშე თუქალისა, რომელი იდგა მთათა არარატისათა. და ვითარ იხილა
Line of ed.: 12     
თუქალ დავით მეფე, პატივითა შეიყუარა. ინება, რომელ ფიცთა მიერ ქმნან ერთობა
Line of ed.: 13     
სიყუარულისა. დაამტკიცეს ერთობა, და წარმოვიდა მეფე შინა, და მისცა დმანისი,
Line of ed.: 14     
რომელ აქუნდა ხუტლუბუღას, ძმასა მანგასარისსა.

Line of ed.: 15        
და ვითარ გარდაჴდა მცირედი ჟამი, წარვიდეს ნოინნი, რომელნი თუქალისაგან
Line of ed.: 16     
ლტოლვილ იყვნეს, ვითარ ნავროზ დიდისა არღუნის შვილი, რომელი იყო კაცი
Line of ed.: 17     
მჴნე, ძლიერი, ახოვანი, მანქანი, შემმართებელი უმეტესობისა, ალიყანის შვილი
Line of ed.: 18     
ყურუმჩი, რომლისა ძმა ბუღა მოეკლა თუქალს. \ ესენი მივიდეს ხუარასანს, არღუნის.
Line of ed.: 19     
შვილის ყაზანის თანა, რომელსა აქუნდა მამისაგან საუფლისწულოდ ხუარასანი. შეიყარნეს
Line of ed.: 20     
და ინებეს, რათა ყაზან ყონ მთავრად და ყაენად. შეკრბეს ესე ყოველნი, და წარმოემართნეს
Line of ed.: 21     
ბრძოლად ბაიდოსსა. და ვითარ ცნა მოსლვა ყაზანისა, მოუწოდა მანცა
Line of ed.: 22     
ლაშქართა, და წარვიდა თუქალცა სისწრაფლ. ვერღარა \ მიიცადეს მეფე, აქაცა დაიცვა
Line of ed.: 23     
ღმერთმან, რომე არა დახუდა. მიეგებნეს მცირესა ქალაქსა ზანბანს, შეკრბეს ურთიერთას
Page of ed.: 299   Line of ed.: 1     
და სწორი ძლევა იქმნა, უკუდგეს ორნივე და გაიყარნეს, რამეთუ ყაზან მუნ
Line of ed.: 2     
არა იყო, ნავროზ და ხუტლუბუღა წარმოევლინეს. ნავროზ ჴელთ იგდეს და ძლიერი
Line of ed.: 3     
ბრძოლა ყო ჯალირმან, და წარვიდა ყაზან ხუარასნით. ხოლო ევედრა ნავროზ თუქალს,
Line of ed.: 4     
რათა განუტეო, და ფიცით დაუმტკიცა, რათა ყაზან ჴელ-შეკრული მოსცეს. ირწ\მუნა
Line of ed.: 5     
და განუტევა. და ვითარ მივიდა ყაზანს თანა, შეკრა ქუაბი სპილენძისა, და წარმოგზავნა
Line of ed.: 6     
თუქალს წინა, რამეთუ ენითა თურქულითა ქუაბსა ყაზან ეწოდების. მოვიდა
Line of ed.: 7     
ქუაბი შეკრული საბლითა, განუკჳრდა და დაუმძიმდა თუქალს, რამეთუ მოსრულ იყო
Line of ed.: 8     
არარატისა მთათა.

Line of ed.: 9        
მაშინ კუალად წარმოემართა ყაზან, უმრავლესითა სპითა, უგრძნეულად, და უჟანს
Line of ed.: 10     
დაესხა ბაიდოს. შეკრეს და მოაშთუეს, და მის თანა მრავალნი ნოინნი. ხოლო აქაცა
Line of ed.: 11     
დაიცვა ღმერთმან მეფე. და ვითარ ცნა სიკუდილი ბაიდო ყაენისა, თუქალ ივლტოდა
Line of ed.: 12     
და მივიდა სამცხეს, ბექასას, \ რომელი მთავრობდა ტასისკარითგან ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე.
Line of ed.: 13     
და შვილი წარგზავნა მეფისა დავითს წინაშე, და მას შევედრა. და ვითარ
Line of ed.: 14     
მოვიდა ყაზან ადარბადაგანს, რომელ არს თავრეზი, წარმოუვლინა მოციქული მეფესა
Line of ed.: 15     
და ბექასა, რათა მისცენ თუქალი და შვილი მისი, ერთგზის და ორგზის. და არა
Line of ed.: 16     
მისცეს, არამედ იურვეს, რათა შეუნდონ. და მოსცა პირი და ბეჭედი უვნებელობისა,
Line of ed.: 17     
და მისცეს თუქალი. ვითარ ცნა ყურუმჩი წარყვანა თუქალისა ურდოსა, მოეგება ელჩსა
Line of ed.: 18     
ყაენ ყაზანისსა ნაჴიდურს, და წარგუარა თუქალი, და მოკლა, სიკუდილისათჳს ბაიდოსა,
Line of ed.: 19     
ძმისა მისისა. და მეფემან დავით მოსცა შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე,
Line of ed.: 20     
რომელი შეევედრა თვსთა მთავრის ფარეჯანისა, რომელი იდვა ციხესა ატენისასა,
Line of ed.: 21     
რამეთუ ესე დაიმადლა ყაენმან ყაზან. გარნა მეფემან ვერ გულს-იდგინა წარსლვა
Page of ed.: 300   Line of ed.: 1     
ურდოსა შიშისათჳს, რომელ აქუნდა სიყუარული \ თუქლისი. და კუალად სხუაცა იყო
Line of ed.: 2     
შიში ურდოს წარსლვისა, რამეთუ \ ზემოჴსენებული იგი ნავროზ, არღუნ-აღას შვილი,
Line of ed.: 3     
მტერი იყო ყოველთა ქრისტიანეთა; რამეთუ ვისცა ჰგონებდა სჯულისა დატევებასა,
Line of ed.: 4     
დაჰპატიჟებდა და მუსულმანად მიაქცევდა, თჳნიერ ცნობისა ყაზან ყაენისასა. და კუალადცა
Line of ed.: 5     
რამე ბოროტი აქუნდა, ამისთჳსცა ბოროტად მოკუდა, ვითარ ქუემორე სიტყვამან
Line of ed.: 6     
ცხად ყოს.

Line of ed.: 7        
ესე ნავროზ განდიდნა, თჳნიერ ყა\ენისა განაგებდა საქმეთა საურავთა, და აქუნდა
Line of ed.: 8     
მტერობა ქრისტიანეთა. და განემზადა სრულიად დაჴოცად და დაქცევად ეკლესიათა
Line of ed.: 9     
თავრეზსა და ყოველთა ქალაქთა შინა. და მოიყვანა ეპისკოპოსი მარღის ქალაქისა,
Line of ed.: 10     
ნათესავით და სარწმუნოებით ნასრანი, რომელი იყო კაცი მოწყალე და სახიერი,
Line of ed.: 11     
ფრიად სათნოებიანი, პირველთა ყაენთაგან პატივცემული, და მამად ყაენთაგან სახელდებული.
Line of ed.: 12     
ესე პყრობილ ყო და მრავალნი გუემანი და ბასრობანი შეამთხჳვნა დატევებისათჳს
Line of ed.: 13     
სჯულისა. ხოლო იგი ახოვნად წინააღუდგებოდა, და მოითმენდა შეურაცხყოფად სჯულისა
Line of ed.: 14     
მოამადის მიერ ქადაგებულისა. ამისთჳს ექსორიობად დაისაჯა, რამეთუ
Line of ed.: 15     
იყო ფრიად მოხუცებულ. ამას ზედა ესეცა შესძინა ბოროტი ნავროზ: წარმოავლინა
Line of ed.: 16     
კაცი ერთი უკეთური- ნათესავი მისი, რათა მოაოჴრნეს ეკლესიანი ყოველსა საქართველოსაც
Line of ed.: 17     
პირველად მოაოჴრნეს საყოფელი ყოვლად-წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა
Line of ed.: 18     
საყდარი, და ყოველსა საქართველოსა რაცა პოვოს, და წარმოიღოს რაცა რა
Line of ed.: 19     
პოვოს მას შინა სიმდიდრე, რამეთუ ჰგონებდა უზომოსა სიმდიდრესა, ოქროსა და
Line of ed.: 20     
ვეცხლსა, თუალთა და მარგალიტთა პატიოსანთა მრავალთა ვარძიას.

Line of ed.: 21        
პირველად უკუე წარმოვიდა, და მოიწია ნახჭევანს, იწყო რ\ღუევად ეკლესიათ. მოიწია
Page of ed.: 301   Line of ed.: 1     
რისხვა ყოვლად-წმიდისა ვარძიის ღმრთისმშობელისა მას ზედა, რომელ მოვიდოდა მოსაოჴრებლად
Line of ed.: 2     
ვარძიისა ღვთისმშობელისა და პატიოსნისა ჯუარისა დასამჴობლად. ამისთჳს
Line of ed.: 3     
მეხდატეხილ იქმნა, და განგალა მეხმან სრულიად, და დაიწუა ძუალითურთ. ესრეთ
Line of ed.: 4     
საკჳრველებითა დაიცვა სამყოფი თჳსი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. ხოლო ნავროზს.
Line of ed.: 5     
ზედაცა მოიწია \ რისხვა ღმრთისა, რამეთუ განრისსდა ყაენი ყაზან უსამართლობისათჳს.
Line of ed.: 6     
და ბოროტთა საქმეთა მისთთჳს იყო ყაზან ფრიად რამე კეთილ და უბოროტო გონება
Line of ed.: 7     
და სიმართლის მოქმედ, უფროს ყოველთა უწინარესთა ყაენთა, ესოდენ, რომელ ჯაჭჳ
Line of ed.: 8     
განება ორთა შეშათა ზედა და ეჟუნები მოება მრავლად, რათა გლახაკნი უღონონი და
Line of ed.: 9     
უქონელნი, ყაენისა და ნოინთა წინა მისლვისა უღირსნი და მოჩივარნი მივიდოდენ
Line of ed.: 10     
და შეარყევდენ შეშასა და ჯაჭუსა, და ესმოდის ყაენსა ჴმა ეჟუანთა და ცნის, რომელ
Line of ed.: 11     
სასჯელი უც გლახაკთა და შეურაცხთა კაცთა რომელი თჳთ განიკითხის პირისპირ.
Line of ed.: 12     
ესოდენ უყუარდა სამართალი, რომელ დღეთა მისთა არა იქმნებოდა მალი და უსამართლობა,
Line of ed.: 13     
არა დიდთა -- და არცა მცირეთაგან. \ ამისთჳს რისხვეული ნავროზ ივლტოდა
Line of ed.: 14     
ხუარასანს, რომელ დევნა უყო ზემოჴსენებულმან ხუტლუბუღა ნოინმან, მიეწია და
Line of ed.: 15     
მოაკუდინა იგი, და შვილი მისი, და ყოველი ნათესავი მისი, მოისპო ქუეყანით საჴსენებელი
Line of ed.: 16     
მისი, ვითარცა წერილ არს: "მოისპენ უღმრთოდ, რათა არა იხილოს დიდება
Line of ed.: 17     
ღმრთისა". და კუალად წარწყმდა საჴსენებელი მისი, და ესრეთ დამშჳდდეს თათარნი.
Line of ed.: 18     
იწყო ყაზან ყაენმან განგება ქუეყანისა სიმართლითა და მსჯავრთა კეთილთა.

Line of ed.: 19        
ამათ ჟამთა წარმოავლინა მოციქული ყაზან ყაენმან, და იწყო მის წინაშე დავით
Line of ed.: 20     
მეფე. ხოლო იგი მსწრაფლ განემზადა, და მოიწ\ია კახეთს და ჰერეთს. მივიდეს
Line of ed.: 21     
ჰერ-კახნი დიდებულნი და აზნაურნი დავით მეფის წინაშე, ერისთავი სამადავლა, კაცი
Page of ed.: 302   Line of ed.: 1     
ყოვლითა სამჴედროთა ზნითა შემკობილი, და მოისარი რჩეული, მსგავსი მოსომახოსა
Line of ed.: 2     
ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პიღასი რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ
Line of ed.: 3     
მოძღურისა, დაყო მცირედი ჟამი ჰერეთს, და განეზრახა ვაზირთა: "უკეთუ წარვიდე
Line of ed.: 4     
ურდოსა, გინა არა". დაუმტკიცეს ვაზირთა წარსლვა, ხოლო მეფემან არა ისმინა მათი
Line of ed.: 5     
და შეიქცა გარე, რამეთუ აქუნდა შიში თათართა ყაენის ხილვისა. და მოვიდა მთიულეთს,
Line of ed.: 6     
უკუდგა ჟინვანს შეკრა სიბა, \ და მცველნი დაუდგინნა. ხოლო მეფე დავით
Line of ed.: 7     
მთიულეთს დგა, და წარავლინა ძმა თჳსი ურწამესი \ ვახტანგ ელჩად წინაშე დიდისა
Line of ed.: 8     
ბათოს შვილის შვილისა ყაენისა, და უქადა გზა გამოსლვად ყაენის ზედა, და მან
Line of ed.: 9     
კეთილად შეიწყნარა, და უქადა ქუეყანა და საჭურჭლე მრავალი. ვითარ ცნა დავითის.
Line of ed.: 10     
უკუდგომა ყაზან, წარმოგზავნა ხუტლუბუღა მჴედართ-მთავარი, რომელსა იგინი ბეგლარ-ბეგობით
Line of ed.: 11     
უჴმობდეს, სპითა დიდითა. მოვიდეს და დადგეს ტფილისს, გაგზავნეს
Line of ed.: 12     
მოციქული მეფესა დავითს წინაშე, და ითხოვეს კაცნი სარწმუნონი მისანდობელად,
Line of ed.: 13     
და აძლევდეს ზავსა, და სთხოვდეს ერთგულობასა ყაზანისასა, და არა მიქცევასა მტერთა
Line of ed.: 14     
კერძო. და მან წარმოგზავნა კათალიკოსი აბრაჰამ, ბურსელი ივანე და ტფილისის.
Line of ed.: 15     
ყადი, და ითხოვნა მძევალნი და ფიცად მიჰპირდა. ხოლო მათ ფიცეს სჯულისაებრ
Line of ed.: 16     
მათისა, და მისცეს მძევლად ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი, ყურუმჩის ძმა არფა და
Line of ed.: 17     
სხუათა ნოინთა შვილნი. და მისცეს ბეჭედი ყაენისა, და სიმტკიცე უვნებელობისა. და
Line of ed.: 18     
იგი მოვიდა ნახვად მათდა, და აღუთქუა წარსლვად ურდოსა. ხოლო ხუტლუბუღა
Line of ed.: 19     
\ შეიწყნარა პატივითა და განუტევა. ხოლო დავით იქცა თჳსადვე, და მძევალთა მისცა
Line of ed.: 20     
ნიჭი დიდი და განუტევნა.

Line of ed.: 21        
და ვითარ მოიწია არე გაზაფხულისა, აწჳეს კუალად მეფე დავით ურდოსა, და
Page of ed.: 303   Line of ed.: 1     
არა ინება წარსლვად, რამეთუ აქუნდა შიში. ამისთჳს წარავლინა ძმა მისი ბადურ
Line of ed.: 2     
დიდისა ყაენისა თოხთას წინაშე. ვითარ ცნა ყაზან ყაენმან, კუალად წარმოავლინა
Line of ed.: 3     
მჴედართ-მთავარი ხუტლუბუღა, სპითა ურიცხჳთა. მოვიდეს სომხითს და კუალადცა აწჳეს
Line of ed.: 4     
მეფე მისლვად, და აღუთქმიდეს ნიჭთა დიდთა. და კუალადცა წარავლინა კათალიკოსი
Line of ed.: 5     
აბრაჰამ, ყადი ტფილისისა და ივანე ბურსელი, და აღუთქუა მისლვად. ცნეს თათართა
Line of ed.: 6     
რამეთუ მიზეზობდა, შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს, კათალიკოსი და ყადი განუტევეს
Line of ed.: 7     
უვნებელად, და მომართეს შესლვად მთიულეთს; მოაოჴრეს სომხითი, ქართლი,
Line of ed.: 8     
თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხნარს, ხერკს, ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს და ვერ
Line of ed.: 9     
ეტეოდეს სადგომად, და არბევდეს ქართლსა და ზემოჴსენებულთა ქუეყანათა. \ ტყუე
Line of ed.: 10     
ყვეს, რომლისა არა იყო რიცხჳ, და მოსრეს პირითა მახჳლისათა რავდენ პოვეს,
Line of ed.: 11     
და მიეცა ქუეყანა განსარყუნელად, ცოდვათა ჩუენთათჳს. \ რამეთუ ამას წელსა გამოჩნდა
Line of ed.: 12     
ვარსკულავი კჳმატი, ლახურის სახე, ჩრდილოთ კერძო, და დადგა ვიდრე ოთხ თუედმდე,
Line of ed.: 13     
და ყოველთა ღამეთა იხილვებოდა ვარსკულავი იგი ლახურის სახე, და იტყოდეს:
Line of ed.: 14     
"ლახურითა მოწყუედასა მოასწავებს".

Line of ed.: 15        
კუალადცა ინებეს თათართა ზავის ყოფა მეფისა და გაუგზავნეს მოციქული, რათა
Line of ed.: 16     
მეფემან შეჰფიცოს ერთგულობასა ზედა ყაზანისსა, და არა მისცეს \ გზა ბათოს შვილის
Line of ed.: 17     
შვილსა დიდსა ყაენსა თოხთას, და ესრეთ ჟამად შინა იყოს, მისცეს სამეფო მისი. და
Line of ed.: 18     
ყვეს ფიცი და აღთქმა ურთიერთას, და წარმოგზავნა დედა თჳსი დედოფალი, და ძმა
Line of ed.: 19     
მისი უმრწამესი მანოველ, და კათალიკოსი აბრაჰამ და დედოფალი ცოლი მეფისა,
Line of ed.: 20     
ოლჯათ, წარმოავლინა, რათა წარვიდეს ურდოსა და იურვოს საქმე მისი. და მოიწინეს
Line of ed.: 21     
რა ურდოსა, იხილნა ხუტლუბუღა და პატივითა შეიწყნარნა. მსწრაფლ უკურიდა და
Line of ed.: 22     
მოსცა ტფილისი და სამეფო მისი, და წარვიდა ურდოსა და წარიტანა დედოფალი
Line of ed.: 23     
ოლჯათ და კუალად დამშჳდდა მოოჴრებული ქუეყანა.

Line of ed.: 24        
და ვითარ გარდაჴდა ზამთარი იგი, და მოიწურა არე ზაფხულისა, წარმოავლინეს
Line of ed.: 25     
მოციქული მეფისა დავითის, წინაშე, რათა ცნან, \ უკეთუ არს ერთგულობასა ზედა
Page of ed.: 304   Line of ed.: 1     
ყაენისასა, ანუ არა. და ცნა კაცმან მან, რომელ ბადურ წარევლინა დავითს ყაენ თოხთას
Line of ed.: 2     
თანა, და გზა ექადა გამოსლვად. აცნობა ყაზანს, ხოლო იგი განწყრა და წარმოავლინა
Line of ed.: 3     
ყურუმჩი, და აღნაჯი ვინმე შინაური მისი, და შანშე მჴარგრძელი. და მოუწოდეს
Line of ed.: 4     
ძმასა დავითისსა მცირესა გიორგის, რომელი ესვა ასულსა ბექასსა, და მას აღეზარდა,
Line of ed.: 5     
რომელი მარტო ეშვა დედასა, ვითარცა მარტორქა, რამეთუ ვერ შემძლებელ
Line of ed.: 6     
იყო ბუნება დედათა სხჳსა ეგევითარისა შობად, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.

Line of ed.: 7        
ხოლო ესე გიორგი იყო სახლსა ბექასსა, რამეთუ ესე ბექა განდიდებულ იყო,
Line of ed.: 8     
და აქუნდა ტასის-კარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღუამდე: სამცხე, აჭარა, შავშეთი,
Line of ed.: 9     
კლარჯეთი, ნიგალისჴევი, ხოლო ჭანეთი სრულიად მოსცა ბერძენთა მეფემან
Line of ed.: 10     
კომნინოსმან კირ მიხაილ, და ასული ბექასი ცოლად მიიყვანა; ამასვე აქუნდა უმრავლესი
Line of ed.: 11     
ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორა და კარი, ამათ შორის ქუეყანანი და ციხენი,
Line of ed.: 12     
არტანუჯი, და უდაბნონი ათორმეტნი კლარჯეთისანი, და დიდებულნი აზნაურნი და
Line of ed.: 13     
მონასტერნი, ყოველნი მას აქუნდეს, და \ ხარაჯას \ მისცემდა ყაზანსა, და ლაშქრითა
Line of ed.: 14     
შეეწეოდა. ამას სთხოვეს ყრმა გიორგი, რათა მოსცეს და მეფე ყონ ქართლსა დავითის
Line of ed.: 15     
წილ ძმისა მისისა, რომელი აღასრულა და მისცა, და თანა წარატანა ლაშქარი
Line of ed.: 16     
დიდი. ხოლო წარიყვანეს ესე გიორგი, და დასუეს მეფედ, და დაღათუ მცირე იყო,
Line of ed.: 17     
არამედ წინა-დაუსახვიდეს უძლეველობასა მეფობისასა და წინა-მოასწავებდეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.