TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 15
Previous part

Part: X  
King: 67 
Line of ed.: 15  
მესამეოცდაშვიდე მეფე ქართლისა ვახტანგ, ძე დიმიტრი მეფისა და ძმა
Line of ed.: 16  
დავით მეფისა და გიორგი მეფისა, ბაგრატოანი


Line of ed.: 17        ვითარ ცნა მეფემან დავით, რომე ვახტანგს მეფედ ჰყოფენ, წარმოავლინა იგივე
Line of ed.: 18     
ბურსელი ზავისათჳს და აღუთქუა ურდოს წარსლვა, რათა ფიცითა შეაჯერონ და მოსცენ
Line of ed.: 19     
მძევალი. ხოლო ხუტლუბუღა შეჰფიცა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და
Line of ed.: 20     
წარვიდა ბურსელი მეფეს წინაშე. ხოლო მან განიხარა და წარმოავლინა დედოფალი ოლჯათ,
Line of ed.: 21     
და კათალიკოსი აბრაჰამ, და ბურსელი. და მოვიდეს მუხნარს ხუტლუბუღა და
Page of ed.: 309   Line of ed.: 1     
სხუანი ნოინნი და ბაზალეთს წინა-მოეგებნენ, ოლჯათს და ვითარ ყაენს ეგრეთ პატივსცეს,
Line of ed.: 2     
და მოსცეს პირი სიმტკიცისა, და ბეჭედი ყაენისა, და ჴელის მანდილი, რამეთუ
Line of ed.: 3     
ესე აქუნდა სიმტკიცე ფიცის მინდობისა, და აძლიეს ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი
Line of ed.: 4     
მძევლად. გარნა ოლჯათ დაიმჭირა და არღარა წარავლინა, არამედ კათალიკოსი და
Line of ed.: 5     
ყადი და ბურსელი წარგზავნა, რათა მოიყვანონ მეფე. ვითარ მივიდეს მეფეს წინაშე,
Line of ed.: 6     
ცნა ოლჯათის არღარა მისლვა, მიზეზ ყო და არა ინება ნახვა თათართა, რამეთუ
Line of ed.: 7     
დიდი რამე \ რიდი და შიში აქუნდა. წარავლინა იგივე კათალიკოსი ყადი და ბურსელი,
Line of ed.: 8     
ითხოვა ოლჯათ და აღუთქვა ხილვა. და ვითარ მივიდეს ხუტლუბუღას თანა, ცნა
Line of ed.: 9     
არა მოსლვა მეფისა, რქუა ბურსელსა: "კაცო, სატყუარი რა არს. მე მტიცითა ფიცითა
Line of ed.: 10     
შემიფიცავს, და ვერ მოვიდა; აწ მიიღე ტყუილისა ნაცვალი პატიჟი". და განრისხებულმან
Line of ed.: 11     
მოაკუდინა ბურსელი, რომლისა გუამი აღიღო შანშე და წარგზავნა სამარხოსა
Line of ed.: 12     
\ მისსა. ხოლო ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა, და ოლჯათ წარავლინეს ურდოსა.

Line of ed.: 13        
და თათარნი კუალად წარვიდეს მთიულეთს, და გარდავიდეს გუელეთს, რამეთუ
Line of ed.: 14     
მეფე \ შედგომილ იყო, და დიდად ავნებდა სიმაგრეთა შესრულთა თათართა, გარნა
Line of ed.: 15     
სიდიდითა არა აკლდებოდა. ხოლო ვითარ იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა
Line of ed.: 16     
გუელეთისა, აიყარნეს და წარმოვიდეს რამეთუ ქართაცა მოჰბერეს და იწყო თჳთოეულმან
Line of ed.: 17     
მოსლვა, და მოესწრნეს მთიულნი, და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკისჴევს
Line of ed.: 18     
შესრულნი მრავალნი თათარნი მოისრნეს. და შთამოვიდეს ქართლს, და წარვიდეს.
Line of ed.: 19     
ყაზანს წინაშე, და მიჰგუარეს ოლჯათ, და არღარა მოსცეს მეფესა დავითს დედოფალი
Line of ed.: 20     
ოლჯათ. ხოლო ვითარ ცნა მეფემან არღარა მოცელა ცოლისა თჳსისა ოლჯათისი,
Line of ed.: 21     
იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული, ფრიად ქმნულ-კეთილი. \ ამათ
Line of ed.: 22     
შფოთთა რა შინა იყო ქუეყანა ქართლისა არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა
Page of ed.: 310   Line of ed.: 1     
შენება ყოვლადვე, ვითარ დღეთა აქაბ მეფისათა ელიას მიერ სამ წელ და ექუს თუე,
Line of ed.: 2     
გარნა აქა ხუთ წელთა იყო ოჴრება. რამეთუ ესოდენთა სიბილწეთა, სოდომურთა
Line of ed.: 3     
ცოდვათა შემოსრულთათჳს, განრისხდა ღმერთი, და ვიქმნენით მიცემულ პირველად
Line of ed.: 4     
მწერესა ტყუეობასა, და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ჴოცასა, და მესამედ
Line of ed.: 5     
იქმნა პურის მოკლება, რამეთუ ყოვლად არა იპოვებოდა სასყიდლად, არცა დიდითა
Line of ed.: 6     
ფასითა. ესოდენ განძჳნდა შიმშილი, რომელ მძორსა არაწმიდასა ურიდად ჭამდეს.
Line of ed.: 7     
სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი, მინდორნი და ქალაქნი, და სოფელნი
Line of ed.: 8     
მკუდრებითა. ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუთა ლეშკთა სწოვდიან, და უმრავლესი ერი
Line of ed.: 9     
ქართლისა წარვიდა სამცხეს, ქუეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად.
Line of ed.: 10     
ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო
Line of ed.: 11     
ყოვლითურთ შემკობილი.

Line of ed.: 12        
და ვითარცა დამტკიცდა მეფობა ვახტანგისი, რამეთუ ყაზანმან ჴე\ლთ-უდვა
Line of ed.: 13     
სამეფო, დაიპყრა ტფილისი და ყოველი სომხითი, დმანისი და სამშჳლდე, ხოლო არა
Line of ed.: 14     
წინააღუდებოდა ძმასა თჳსსა დავითს, რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითურთ სრულ,
Line of ed.: 15     
სარწმუნოებითა მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელ, \ მშჳდ და მდაბალ, არა მოშურნე,
Line of ed.: 16     
მყუდრო და უშფოთველ.

Line of ed.: 17        
ამათ ჟამთა უმეტეს განდიდნა მთავარი სამცხისა ბექა. ამათ ჟამთა გამოჩნდეს
Line of ed.: 18     
თურქნი საბერძნეთს მყოფნი, რომელნი დაემკჳდრნეს ზაფხულის მთათა პარხლისათა
Line of ed.: 19     
და ზამთრის მახლობელად პონტოსა. და შეკრბა ვითარ სამოცი ათასი, რომლისა
Line of ed.: 20     
თავად იყო აზატ-მოსე, კაცი მჴნე და ძლიერი ესე აზატ-მოსე წარმოვიდა ყოვლითა
Page of ed.: 311   Line of ed.: 1     
ძალითა მისითა მოოჴრებად ყოვლისა საქართველოსა. და ვითარ მოიწია ბასიანს და
Line of ed.: 2     
ტაოს, იწყო მძჳნვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა; ესოდენი სული მოისრა და ტყუე
Line of ed.: 3     
იქმნა, ვითარმედ შეუძლებელ არს მოთხრობა ვითარ ბერნი, ყრმანი და ჭაბუკნი უწყალოდ
Line of ed.: 4     
მოისრვოდეს, და ჩჩჳლთა ყრმათა დედისა ძუძუთა შინა მოჰკლვიდიან. რამეთუ
Line of ed.: 5     
არა ჰგონებიეს თურქთა გამოჩენასა, ამისთჳს ყოველი სოფელი ტაოსა შეუძრავად
Line of ed.: 6     
დახუდა, და ვერასადა-ვინ ივლტოდა. ამისთჳს ურიცხუნი მოისრნეს, და ესეზომ
Line of ed.: 7     
მოოჴრდა ტაო, რომელ ვაშლოვანით წარსრულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და
Line of ed.: 8     
ნიგალისჴევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ჴერჴემელის-ძეთა აზნაურთაგან.
Line of ed.: 9     
მაშინ ერისთავი ტაოსა თაყა ფანასკერტელი უღონო იყო, სიმცროსათჳს ლაშქრისა,
Line of ed.: 10     
გარნა ეგრეცა მცირე წყობა-ყო ციხისა თორთომის ძირსა და დიდად ავნო. გარნა
Line of ed.: 11     
სიდიდისათჳს თურქთასა ქუეყანით მისით ვერ განასხა, \ არამედ თურქნი უმეტეს განძჳნდეს
Line of ed.: 12     
და მოაოჴრებდეს ტაოსა, ხოლო მოიწია ამბავი მთავარსა თანა ბექასა, რომლისათჳსცა
Line of ed.: 13     
დიდად ტკივნეულ იქმნა, ვითარ ხუდებოდა გონიერებასა და სიბრძნესა
Line of ed.: 14     
მისსა. და მოუწოდა ყოველთამის ქუეშე დაწესე\ბულთა, და წარემართა წყობად თურქთა,
Line of ed.: 15     
და ვითარ მიიწია ტაოს და ბასიანად, ესმა, ვითარმედ თურქნი წარვიდეს საზამთროსა
Line of ed.: 16     
სადგურსა მათსა და ვერ ესწრა. შეწუხდა ბექა მოოჴრებისათჳს ტაოსა, გარნა შეიქცა
Line of ed.: 17     
სახლად თჳსად.

Line of ed.: 18        
ეძჳნებოდა სულსა მისსა მოსლვად ტაოს. ვითარ ანტაკრად ეტყინებოდა
Line of ed.: 19     
სული მისი წყობად თურქთა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამცხისათა,
Line of ed.: 20     
შავშ-კლარჯთა, შემოკრიბნა ყოველნი დარქუა: "ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო,
Line of ed.: 21     
ძმანო და თანამონათესავენო ჩემნო, სიტყუა ჩემი. დიდმან და სახელოვანმან,
Line of ed.: 22     
სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დავით
Line of ed.: 23     
დასცა და დაამჴო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტნა სამეფოსაგან მისისა.
Line of ed.: 24     
მიერ ჟამითგან აქამომდე არღარა ჩენილ არიან თურქნი, და აწ ცოდვათა ჩუენთათჳს
Line of ed.: 25     
კუალად აღიძრნეს მძჳნვარედ და მოაოჴრეს ტაო, და ურიცხჳ სული ტყუე \ ყვეს
Page of ed.: 312   Line of ed.: 1     
და მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა, ეკლესიანი დასცეს, და სიწმიდენი შეაგინეს. და
Line of ed.: 2     
\კუალად განმზადებულ არიან ბოროტის ყოფად ქრისტეანეთა და მოოჴრებად, ვინათგან
Line of ed.: 3     
მეფე შემცირებულ არს მძლავრებისაგან თათართასა და კუალად პირნი და თავნი
Line of ed.: 4     
საქართველოსანი განდგომილან, და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ
Line of ed.: 5     
ჩემი, ტომნო და ერთ-ნებანო! შევკრბეთ ყოვლითა ძალითა ჩუენითა და მივმართოთ
Line of ed.: 6     
თურქთა, და არა მივსცნეთ თავნი და შვილნი ჩუენნი, და არა განგუწირნეს ღმერთმან
Line of ed.: 7     
მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი, და მოგუცეს ძლევა მათ ზედა, ვითარ მისცა
Line of ed.: 8     
მამათა ჩუენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩუენი სჯულისა შეუგინებლობისათჳს.
Line of ed.: 9     
და ძმათა ჩუენთათჳს, უეჭუელად ღმერთი მოგუანიჭებს ცხოვრებასა".

Line of ed.: 10        
და ვითარ ესმა მთა\ვართა და სპათა ბექასთა, სიხარულით მიემოწმნეს, და დააპირეს
Line of ed.: 11     
ლაშქრობა თურქთა ზედა. განიყარნეს, და მოიწია არე ზაფხულისა. იწყეს
Line of ed.: 12     
თურქთა აღმომართ სლვა, და შეკრბეს სიმრავლე ვითარ ექუსი ბევრი, რამეთუ ყოველთა
Line of ed.: 13     
ქალაქთაგან გამოჰყვა კაცი სჯულითა სარკინოზი ჴოცად ქრისტეანეთა, და არა
Line of ed.: 14     
თურქნი ოდენ იყვნეს, არამედ სპარსნიცა. და ვითარ ცნა ბექამან მოსლვა თურქთა,
Line of ed.: 15     
მოუწოდა ყოველთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტასისკარითგან ვიდრე ბასიანადმდე:
Line of ed.: 16     
მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა, და უმრავლესთა ტაოელთა,
Line of ed.: 17     
რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველი ქუეყანა, ამათ თანა თმოგუელთა და თორელთა და
Line of ed.: 18     
შეკრბა სიმრავლე \ ერთი ბევრი და ორი ათასი, და მიმართეს თურქთა ზედა. ხოლო
Line of ed.: 19     
იგინი აღმოსრულ იყვნეს მთათა პარხლისათა და დაებანაკა, და წარევლინა მჴედრობა
Line of ed.: 20     
ტყუენვად ვაშლოვანისა, და ეგულებოდა მოსლვად ქუეყანად ბექასა, სამცხეს, და
Line of ed.: 21     
ქართლსა და სომხითს. ხოლო ვითარ მივიდეს თურქნი ვაშლოვანს, კაცი ვითარ ათი
Line of ed.: 22     
ათასი, წინა-განეწყუნეს სპანი ბექასნი, ხუთასი კაცი, რომელნი წარევლინნეს \ მცველად,
Line of ed.: 23     
და დაუდგეს სიმაგრეთა შინა. იქმნა ომი ძლიერი, და ივლტოდეს თურქნი, და
Page of ed.: 313   Line of ed.: 1     
მოსწყჳდეს სიმრავლე ფრიადი ადგილთა სიმაგრითა, და ესრეთ წინა-დაუსახვიდა
Line of ed.: 2     
ღმერთი ძლევასა ბექას თურქთა ზედა.

Line of ed.: 3        
ვითარ ესმა ბექას ვაშლოვნით გაქცევა თურქთა, განიხარა ფრიად, და წარისწრაფა,
Line of ed.: 4     
და მიმართა სპერს და ბაბერდს, სადა იყვნეს თურქნი მდგომარე. ვითარცა
Line of ed.: 5     
იხილეს თურქთა მოწყვედა სპათა მათთა მცირეთა ლაშქართაგან, განძჳნდეს და იღრჭენდეს კბილთა,
Line of ed.: 6     
და მოუწოდა მთავარმან მათმან აზატ-მოსე სპათა თურქთასა, და გამოარჩია
Line of ed.: 7     
კაცი ოცდაათი ათასი, და წარემართა ვაშლოვანს ძებნად სისხლთა სპათა მისთასა,
Line of ed.: 8     
რამეთუ მისლვა და დაახლება ბექასი არა უწყოდა. ოცდაათი ათასი სხუა წარმოავლინა
Line of ed.: 9     
ტაოს და რქუა: "მე წარვალ ვაშლოვანს და მოვაოჴრებ, და აღვიზღავ სისხლსა
Line of ed.: 10     
ჩემსა, და თქუენ მიდით ტაოს და მოსწყჳდეთ თუღა სადა დარჩომილ იყოს, და დადეგით
Line of ed.: 11     
ბანას, და მეცა განმარჯუებული შემოვიქცევი \ და მოვალ ბანა, შევკრბეთ, და მივმართოთ
Line of ed.: 12     
ყოველსა საქართველოსა". და ესრეთ წარემართა ვაშლოვნით კერძო.

Line of ed.: 13        
მაშინ აღიჭურა მანდატურთ-უხუცესი ბექა და ყოველი სპა მისი, და მიმართეს
Line of ed.: 14     
თურქთაკენ, რამეთუ არა უწყოდეს წარსლვა თურქთა ვაშლოვანს. ვითარ წარვლო
Line of ed.: 15     
მცირე, ოთხნი თურქნი მიმავალნი დაიპყრეს და მოუსხეს ბექასა. ხოლო მან ჰკითხა
Line of ed.: 16     
ამბავი თურქთა, თუ სადა არიან, და ოთხნივე ცალკე გაყო, და ოთხნივე ერთსა
Line of ed.: 17     
იტყოდეს წარსლვასა თურქთასა ვაშლოვანს, ვითარმედ: აზატ-მოსე" ოცდაათი ათასითა
Line of ed.: 18     
მჴედრითა წარვიდაო ვაშლოვანს, და ორმოცი ათასი დაუტევა და წარმოავლინა ტაოს,
Line of ed.: 19     
ხვალე ანუ ზეგე მოვალსო".

Line of ed.: 20        
ირწმუნა სიტყუა მათი, და ორად განყო ლაშქარი თჳსი; რჩეული და უმრავლესი
Line of ed.: 21     
ლაშქრისა მისისა მისცა შვილსა მისსა პირმშოსა სარგისს, რომელი ოდენ აღზრდილ
Line of ed.: 22     
იყო აბჯრის მტჳრთველად, და წარავლინა ვაშლოვანს აზატ-მოსეს ზედა. ხოლო წარისწრაფა
Line of ed.: 23     
სარგის, და მიეწია \ ვაშლოვანის მთათა ზედა მიმავალსა თურქსა. და ვითარ
Line of ed.: 24     
იხილეს უკანა კერძო ლაშქარი, განკჳრდეს და მსწრაფლ მოაქციეს ჰუნენი სარგისის
Page of ed.: 314   Line of ed.: 1     
კერძო. იხილეს სიმცრო ლაშქრისა, რამეთუ იყვნეს მესხნი ხუთასი, ხოლო თურქნი
Line of ed.: 2     
ოცდაათი ათასი, \ განიხარეს და ჰგონეს მოწყუედა ყოველთა. მაშ მჴედარნი სარგისისნი
Line of ed.: 3     
ზედა მოეტევნეს უშიშრად, ხოლო სა\რგის წინა განეწყო, და სპანი მისნი
Line of ed.: 4     
მიეტევნეს მჴნედ. იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა მიდრკეს თურქნი
Line of ed.: 5     
სივლტოლად და იოტნეს ძლიერად. და ესოდენ მოსრეს, რომელ შექცეულთა აღრიცხეს
Line of ed.: 6     
სარაზმოთა ზედა მდებარე მკუდარი თურქი, პოვეს ხუთას და ცამეტ, თჳნიერ
Line of ed.: 7     
რომელი დევნასა შინა მოკუდა. და დევნეს მზისა დასვლისა ჟამამდე. ხოლო მოხედნა
Line of ed.: 8     
ღმერთმან წყალობით მოსავთა ჯუარისათა, რამეთუ განსაკჳრვებელ არს სმენად, რომელ
Line of ed.: 9     
ეგოდენსა წყობასა შინა არა მოიკლა ბექას ლაშქარი ხუთთა კაცთა კიდე, იგინიცა
Line of ed.: 10     
უსახელო ვინმე. ესრეთ მოსცა ღმერთმან ძლევა და გამარჯუება ბექას ლაშქართა
Line of ed.: 11     
თურქთა მათ ზედა. ხოლო სარგის, დაღათუ ყრმა იყო, არამედ მჴნედ იბრძოდა,
Line of ed.: 12     
რამეთუ გუარისაგან მოაქუნდა სიმჴნე და მამაცობა მამურ-პაპეულად.

Line of ed.: 13        
ხოლო ბექამან მიმართა თურქთა დედაწულთაკენ, და მომავალნი წინა დაემთხჳვნეს;
Line of ed.: 14     
და იხილეს რა თურქთა შორით მთით მომავალი ბექა და სპანი მისნი, მსწრაფლ
Line of ed.: 15     
გარე-შეიქცეს და ივლტოდეს, ხოლო დედაწულთა მათთა მიმართეს მთათა, არღარა
Line of ed.: 16     
ესვიდეს საფასეთა სიმდიდრეთა, არამედ ყოველსავე დაჰყრიდეს. ხოლო ბექამან და
Line of ed.: 17     
სპათა მისთა მსწრაფლ დევნა უყვეს, იპყრობდეს და ჴოცდეს, რომლისა არა იყო
Line of ed.: 18     
რიცხჳ. \ და თურქნი მცირედნი რამე შეივლტოდეს ქალაქსა და ციხესა სპერისასა და
Line of ed.: 19     
რომელნიმე ნორქალაქს. მიეწივნეს სპანი ბექასნი, შესჯარეს, გზათა სივიწრითა და
Line of ed.: 20     
დედაწულთა სიმრავლითა არა სადა აქუნდა გზა სივლტოლისა. დაიჭირნეს თურქნი,
Line of ed.: 21     
ვითა ცხოვარსა დაჯრილსა და ჯოგსა ეგრეთ იპყრობდეს და ჴოცდეს. გარნა იქმნა
Page of ed.: 315   Line of ed.: 1     
ესეცა, რამეთუ შვილისა მისისა სარგისისგან ლტოლვილნი თურქნი, უკანა მოეწივნეს
Line of ed.: 2     
მანდატურთ-უხუცესსა ბექასა, სადა-იგი მიმართეს მესხთა, და კუალად მოსწყჳდეს, და
Line of ed.: 3     
გარე-მოადგეს ქალაქსა სპერსა. \ და პირველსავე ომსა აღიღეს ქალაქი თჳნიერ ციხისა,
Line of ed.: 4     
და აღივსნეს საქონლითა, ოქროთა, ვერცხლითა, ლარითა, ჯოგითა, ცხენითა და
Line of ed.: 5     
აქლემითა, ძროხითა და ცხურითა, ანგარიში ვისგან ითქმის. და თჳთ მათთავე საჴედართა
Line of ed.: 6     
აჰკიდეს, და ძლით წარმოიღეს. ეზომი ძლევა მისცა ღმერთმან ბექას, რომელ
Line of ed.: 7     
მისთა სპათაგან ერთი კაცი არა დააკლდა.

Line of ed.: 8        
მოიცვა ბექამან ქალაქი სპერი, და თურქნი გაქცეულნი ორასნი ჩავიდეს პონტოს კერძ.
Line of ed.: 9     
და ვითარ განემარჯუა სარგისს, მომართა ჟამისა-კერძ, და მომავალმან აღაოჴრა
Line of ed.: 10     
ნორაქალაქი, და აღავსნა სპანი, რომელნი იყვნეს, საქონლითა, ალაფითა და ტყჳთა,
Line of ed.: 11     
და ესრეთ ძლევა-შემოსილი მივიდა მამას წინაშე. ხოლო ვითარ განძლიერდა სპერელთა
Line of ed.: 12     
გარედგომა ბექასი, მოუგზავნა მოციქული, ვითარმედ: "ჩუენ ყაენისა ყაზანისანი
Line of ed.: 13     
ვართ და [თურქნი] ძლით გარდაიხუეწნეს პონტოსა-კერძ და აწ გევედრები მე მოურიდო
Line of ed.: 14     
და უკუ-სდგე, და უზომო ოქრო და ვეცხლი, ჯორი და ცხენი მოგცეთ". ისმინა
Line of ed.: 15     
ბექამან, და აღიღო განძი ურიცხჳ სპერით და ბაბერდით, და ძლევა-შემოსილი მობრუნდა.
Line of ed.: 16     
და მოეგებნეს კარნუ-ქალაქით მთავარნი, და მოართუეს მათცა ძღუენი, ალაფი,
Line of ed.: 17     
და არცა-რა მათ ავნო, და ესრეთ ბრწყინვალე ძლევა მიანიჭა ღმერთმან ბექასა, და
Line of ed.: 18     
მოვიდეს შინა საქონლითა უამრავითა. რამეთუ იყო ბექა მონასტერთა და ეკლესიათა
Line of ed.: 19     
მაშენებელი, და მონაზონთა და ხუცესთა და მოწესეთა კაცთა პატივისმცემელი, და \ არა
Line of ed.: 20     
დააკლდის ეკლესიასა მისსა წესი ლოცვისა ცისკრად, სამხარ და მიმწუხრი. და ლაშქარნი
Line of ed.: 21     
მისნი ვერ დააკლდებოდიან სამსა ამას ლოცვასა. და ამისთჳს უმარჯუებდა
Line of ed.: 22     
ღმერთი, და მოსცა ყაენმან ყაზან კარი და მიმდგომი მისი ქუეყანა.

Line of ed.: 23        
ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა აღვიდეთ. მას ჟამსა იწყო ყაზან ყაენმან
Line of ed.: 24     
ამჴედრება მეგჳპტელთა ზედა, და მოუწოდა მეფესა ვახტანგს, და მისცა ბექამანცა
Line of ed.: 25     
ლაშქარი მისი რჩეული, რომელი დივნითა ხუდებოდა. წარემართა ყაზან, და შევიდეს
Line of ed.: 26     
ქუეყანასა ასურასტანისასა და შამისასა, და მოაოჴრებდეს, რამეთუ იყო სიმრავლე ლაშქრისა
Line of ed.: 27     
მისისა ათცამეტი ბევრი. და ვითარ ესმა სულტანსა მისრისასა, რომელსა სახელად
Page of ed.: 316   Line of ed.: 1     
უწოდდეს, ნასარ მელიქსა, შეკრიბა სპა მისი ყოველი და მივიდა და დევნად
Line of ed.: 2     
განეწყო. და იქმნა ომი სასტიკი ესოდენ, რომელ ხუტლუბუღა ნოინი ათასისა მჴედრითა
Line of ed.: 3     
წინა დაუდგა ყაზანს, ამად რომელ დიდთა მიმართეს ყაზანს ზ\ედა, და ათასისა კაცისაგან
Line of ed.: 4     
ექუსასი დაჴოცეს, და ოთხასიღა დარჩა, რომლითა სძლო და იოტნა, რომელსა
Line of ed.: 5     
თანაშემწე ექმნა ჩოფან სულდურ ხუთასითა კაცითა, სადა ვახტანგ და სპანი მისნი მჴნედ
Line of ed.: 6     
ბრძოდეს. და ვითარ სწყდებოდა ორგნითვე ურიცხჳ, ივლტოდეს მეგჳპტელნი
Line of ed.: 7     
და სულტანი ნასარ მელიქი. და უკმობრუნდა ყაზან ყაენისაგან და სამ დღე განისუენა,
Line of ed.: 8     
და მეოთხესა დღესა დევნა უყვეს და მიეწივნეს მცირედნი და ამოსწყჳდნეს. და განიბნივნეს
Line of ed.: 9     
თათარნი, ტყუევნა ყვეს, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე წმიდად ქალაქად
Line of ed.: 10     
იერუსალიმად, სადა-იგი მრავალი სული მოისრა ქრისტეანე, და უმეტეს სპარსნი.
Line of ed.: 11     
ხოლო ყაზან მიმართა დაიმუმყსა ზედა, რომელ არს დამასკო. ხოლო მათ ზენარისა
Line of ed.: 12     
მთხოველთა მოსცეს ქალაქი და საქონელი ურიცხჳ და დაამყარა ყაზან დამასკო და
Line of ed.: 13     
მიმდგომნი მისნი ქალაქნი, და დაყო ვითარ ოთხ თუე. და დაუტევნა მცველნი ქალაქისანი,
Line of ed.: 14     
და წარმოვიდეს სახლად თჳსად თავრეზად. და ვითარ მოიწია ზაფხული, განდგეს.
Line of ed.: 15     
დამასკელნი, და გამოასხეს მცველნი ყაზანისანი. ცნა რა ესე ყაზან, მოუწოდა სპასპეტსა
Line of ed.: 16     
მისსა ხუტლუბეღასა და მეფესა ვახტანგს, და ყოველთა მთავართა საქართველოსათა,
Line of ed.: 17     
და წარავლინნა სულტანსა ზედა ლაშრად. მივიდეს და შევიდეს შამად და დამასკოდ,
Line of ed.: 18     
და აოჴრებდეს დამასკოს, და ვეღარ აიღეს. განვლეს დიდი ანტიოქია, და მივიდეს
Line of ed.: 19     
ვიდრე ღაზამდე. და ვერ შემართა სულტანმან ომი მათი, და მოაოჴრეს ექუს თუე,
Line of ed.: 20     
და მით უკმოიქცეს და მივიდეს ყაზანს წინაშე გამარჯუებულნი.

Line of ed.: 21        
და ვინათგან მეფე დავით არა მიენდო თათართა, ზაფხულ მთიულეთს იყვის და
Line of ed.: 22     
ზამთარ ქართლსა. ამისთჳს იშლებოდა ქუეყანა ქართლისა, და მთავარი ბაყათარ განდიდებულ
Line of ed.: 23     
იყო და აოჴრებდა ქართლსა, თრიალეთსა, და განასხმიდა მამულისაგან
Line of ed.: 24     
აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკჳდრთა ქართლისათა. და მეფემან დავით შეკრიბთ
Line of ed.: 25     
ყოველი მთიული, წარვიდა და მივიდა ტფილისს, და ჰყვა კაცი ცხენოსანი და ქუეითი,
Line of ed.: 26     
ვითარ ათხუთმეტი ათასი, და მოუჴდა ყივჩაყთა საზაფხულოდ მომავალთა. \ ხოლო
Line of ed.: 27     
ყივჩაყნი რომელნიმე ქალაქსა ეწივნეს, და ზოგნი მტკურის პირით ივლტოდეს. ესმა
Line of ed.: 28     
ესე ვახტანგს ტაბაჴმელას მდგომსა, მივიდა მცირითა კაცითა, განვლო \ ჴიდი და
Line of ed.: 29     
სახიუდაბელი, და განვიდა მახათას, რამეთუ დავით და ლაშქარი მისი მახათას დგეს,
Line of ed.: 30     
თავსა ქედისასა და ვახტანგ ქუემოთ მიუდგა, და დადგა და ვერ შემართა შებმა, სიდიდითა
Line of ed.: 31     
დავითის ლაშქრისათა. მაშინ მცირედნი ვინმე ჩამოვიდეს და აქათ მცირენი
Page of ed.: 317   Line of ed.: 1     
ვახტანგისნი მიეგებნეს, შეიბნეს, და დავითის კერძნი გაიქცივნეს, და ორნი ძმანი და
Line of ed.: 2     
შვილნი დაჴოცნეს. და ვითარ შენივთდებოდა ომი, ათასი ყივჩაყი გაქცეული შეკრბა
Line of ed.: 3     
ვახტანგს თანა ჯარად. მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა, და ივლტოდა დავით, და სპა
Line of ed.: 4     
მისი ძლიერი უომრად იყო. დავით მოვიდა, და ომისა არა შემმართი მიუდგეს უკანა
Line of ed.: 5     
ყივჩაყნი და ქართველნი, და სდევდეს ვიდრე ჯაჭუადმდე, დაჴოცეს კაცი ურიცხჳ. არათუ
Line of ed.: 6     
ვახტანგ მტერი იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება. ოტებული რა
Line of ed.: 7     
ცნა დავით, უმძჳნვარესად აოჴრებდა ბაყათარ ქართლსა, და მეფე დავით ვერ წინააღუდგებოდა.
Line of ed.: 8     
მით სენიცა შეედვა ბოროტი, მიკრისი, ჴელთა და ფერჴთა, და უჴმარ
Line of ed.: 9     
იქმნა, და იყოცა კაცი ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ამისთჳს ბოროტსა სენსა ჩავარდნილი
Line of ed.: 10     
უღონოებდა, და ბაყათარ აოჴრებდა ქუეყანათა, და ჴოცდა კაცთა, დაღაცათუ
Line of ed.: 11     
სურამელი აჰმადა და რატი ძლიერად ებრძოდეს. მაშინ ბაყათარ წარუღო გამრეკელსა,
Line of ed.: 12     
კახას ძესა, ციხე ძამისა. ცნა ესე ბექამან, მოუჴდა დიდითა ლაშქრითა, ხოლო ბაყათარ,
Line of ed.: 13     
ციხით გამოსრული, წინ დახუდა წინმავალთა ბექასთა. იქმნა ომი ფიცხელი,
Line of ed.: 14     
და პირველსავე შებმასა გაიქცა ბაყათარ, და შევიდა ციხესა. მივიდა ბექა და მოადგა
Line of ed.: 15     
ძლიერად \ ციხესა. და ვითარ განძლიერდა, ითხოვეს ოვსთა ზენაარი და აღუთქუეს
Line of ed.: 16     
არა წყენა, და ესრეთ მოვიდა ბექას წინაშე გაუშავებელი, და უკანას მოკუდა ბაყათარ.

Line of ed.: 17        
აწ ვიწყოთ თათართა მოთხრობად. და ვითარ გამოასხნეს მეგჳპტელთა მცველნი
Line of ed.: 18     
დამასკოსანი, ამისთჳს გამწყრალმან ყაზან გაგზავნა იგივე ხუტლუბუღა სპითა ძლიერითა
Line of ed.: 19     
და ვახტანგ სპითა საქართველოსათა. და ვითარ ცნა სულტანმან \ მისლვა მათი, მიეგება
Line of ed.: 20     
სულტანი ომად, და იქმნა ძლიერი ომი, დაიჴოცნეს ორგნითვე ურიცხუნი. და
Line of ed.: 21     
მას დღესა სწორი ძლევა არა იქმნა, და ღამემან განყარნა. და ვითარ უკუდგეს, პოვეს
Line of ed.: 22     
ქედი დიდი თათართა და მას ზედა შემოდგეს ხუტლუბუღა ერითურთ, უსეინ, სევინჯი.
Line of ed.: 23     
გარნა სიბუჩი, ხუტლუბუღას შვილი, მივიდა მახლობელად სულტნისა და დადგა ვაკედ,
Line of ed.: 24     
რომელსა ახლდეს ბექას ლაშქარნი, და ყველასა ცხენი ჴელთა ჰყვა. მოიჴელოვნა
Line of ed.: 25     
სულტანმან, რამეთუ ჩამოუშვა წყალი უკანა კერძი თათართა, და მას ღამესა ესეთი
Line of ed.: 26     
ლამი შეიქმნა, ცხენი და კაცი ორნივე უჩინო იქმნიან ლამსა შიგან. და განთენა რა,
Line of ed.: 27     
იხილეს თათართა უკანა კერძო ლამი, დაწინათ ლაშქრისა სიმრავლე, უღონო იქმნნეს,
Line of ed.: 28     
პოვეს მცირე უგანო ადგილი ლამისა, და მაშიგანცა დაიჴოცნეს სიმრავლე კაცისა და
Line of ed.: 29     
ცხენისა; და რაჟამს აღივსო კაცითა და ცხენითა, მეოტმან ლაშქარმან ზედა-განსლვა
Line of ed.: 30     
დაიწყო. დაღათუ მოსწყდეს ურიცხჳ თათარი და ქართველნი, და ვახტანგ და ნოინნი
Line of ed.: 31     
მშჳდობით დარჩეს და მოვიდეს ყაზანს წინაშე, რომელი განწყრა და საპყრობილესა
Page of ed.: 318   Line of ed.: 1     
მისცნა ყო\ველნი ნოინნი. და ეკაზმოდა კუალად სულტანსა ზედა. გარნა დასნეულდა
Line of ed.: 2     
სენითა მუცლისათა და მოკუდა, რომელი იგლოვა ყოველმან კაცმან სიმართლისათჳს,
Line of ed.: 3     
რომელ ავის მოქმედი და მეკობრე და უსამართლო კაცი აღარ იპოვებოდა საყაენოსა
Line of ed.: 4     
მისსა, და ამისთჳს დაუტევა მწუხარება ყოველთა.

Line of ed.: 5        
ხოლო შემდგომად მისსა დასუეს ტახტსა ყაენთასა ძმა მისი სახელით ხარბანდა,
Line of ed.: 6     
რომლისა უკანასკნელ ოლჯათა სულტანსა მისცა, რომელ ერთითა თუალითა არა
Line of ed.: 7     
მხედველ იყო, და ვითარ ეძლო, იპყრობდა წესთა ძმისა მისისა ყაზანისთა, დაღათუ
Line of ed.: 8     
იყო ესეცა კაცი კეთილი. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი მისი, და ფრიად
Line of ed.: 9     
კეთილსა უყოფდა ვახტანგს. ამან ხარაბანდამან ინება გილანს წარსლვა, და მოუწოდა
Line of ed.: 10     
ყოველთა სპათა თათართა და თჳთ მეფესა ვახტანგს, და ოთხად განყო სპა თჳსი:
Line of ed.: 11     
უკეთესი და უწარჩინებულესი სპა მან დაიჭირა და მეფე ვახტანგ; და ერთი ნაწილი
Line of ed.: 12     
მისცა ხუტლუბუღასა და ბექასა, ლაშქარი თჳთ პირველვე მისი იყო; ერთი ნაწილი
Line of ed.: 13     
ლაშქარი ჯალაიარს მისცა, და ოვსნი გორს მსხდომნი; ერთი ნაწილი სალდუხსა
Line of ed.: 14     
ჩოფანსა მისცა; და თჳთო თავადი თჳთოსა გზასა ჩაგზავნა, და ერთს გზას თჳთ ყაენი
Line of ed.: 15     
ხარბანდა, სადა-იგი წინამბრძოლად მეფე ვახტანგ აჩინეს გილანს ყოველგნით. ხოლო
Line of ed.: 16     
გილანელნი დაღათუ მცირენი იყვნეს, არა შეშინდეს, რამეთუ იყვნეს გილანსაცა \ ოთხნი
Line of ed.: 17     
მთავარნი, რომელთა სახელები იყო: ერქაბაზნ და უბაში, როსტან და ასან. ესე თჳთ
Line of ed.: 18     
დადგა სიმაგრეთა შინა, შეკრა ხარხალი და ერიქაბაზნ ყაენს ხარბანდს დაუდგა წინა
Line of ed.: 19     
და შემოება, და იქმნა ომი ძლიერი, რამეთუ ვახტანგ წინამბრძოლობდა. ქუეითნი
Line of ed.: 20     
გზისა სივიწრისაგან და ტყისა სიჴშირისაგან ვერა იარებოდეს; და სადაცა მცირე ვაკე
Line of ed.: 21     
იყვის, იგიცა ლამი იყვის.

Line of ed.: 22        
ხოლო ვითარ გაგრძელდა ომი, პირველ ისრითა და მერმე ჴრმლითა იბრძოდეს
Line of ed.: 23     
თათარნი და ქართველნი, და ხარბანდ თჳთ უჭურეტდა. მცირედნი შეეწეოდეს, და ჴმითა
Page of ed.: 319   Line of ed.: 1     
განამჴნობდეს. ვითარ შენივთდა ომი, არა შეაქცევდა მეფე ვახტანგ ზურგსა, არცა სპა
Line of ed.: 2     
მისი, არამედ სივიწრითა მოისრვოდეს ესოდენ, რომელ ათისაგან ძლივ ორნი ცოცხალ
Line of ed.: 3     
იყვნიან; სომხითარნი ახლდეს, რაოდენიცა იპოვებოდეს ცხენსა ზედა მდგომი, და
Line of ed.: 4     
ესრეთ მოსწყჳდეს; მრავალნი აზნაურნი უმკჳდრო გახდეს, რამეთუ მამა, შვილი და ძმა,
Line of ed.: 5     
ყოველნივე მუნ ახლდეს. გარნა რომელნიმე დარჩეს თჳთ ვახტანგ არა გარე-მიაქცევდა
Line of ed.: 6     
პირსა, არამედ მჴნედ და ძლიერად იბრძოდეს. განკჳრდეს თათარნი სიმჴნესა
Line of ed.: 7     
ზედა ქართველთასა, რამეთუ ვახტანგ მჴნე იყო ომსა შინა, და მჴნედ იბრძოდა, და
Line of ed.: 8     
მცირედ დაიკოდა ბარკალსა, და მიდრკა მზე და მოეახლა ღამე, და განიყარნეს.

Line of ed.: 9        
ხოლო ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქუეყანისა, ტყითა და კლდითა, ღამე
Line of ed.: 10     
ყოვლ წარმოვიდა. ცნეს გილანელთა, და დევნა უყ\ვეს, და რომელთა ეწივნეს, დიდად
Line of ed.: 11     
ავნეს, ხოლო ერთ-კერძო ხუტლუბუღას შვილი დაუდგა წინა; ხოლო თავადმან გილანელთა
Line of ed.: 12     
უბიშმან შეკრა მანცა ხარხალი, და შეაბა კარი იწროსა შესავალსა, და დაუდგა
Line of ed.: 13     
ხუტლუბუღას. ხოლო იგი გარდაჴდა ცხენისაგან და დაჯდა სკამითა, და უბრძანა ბექას
Line of ed.: 14     
ლაშქართა ქუეითად შესლვა, და ყვეს. შევიდეს ტაძარსა და \ გარდვიდეს, და შეიქმნა
Line of ed.: 15     
ომი ძლიერი აქაცა, ქართველთა და მესხთა ზედა. არცა ამათ შეაქციეს ზურგი, არამედ
Line of ed.: 16     
მჴნედ ბრძოდეს, და უფროსნი გილანელნი მოისრვოდეს. მაშინ სტყორცა ვინმე ისარი,
Line of ed.: 17     
და დაეცა შიშუელსა თავსა ხუტლუბუღა ნოინსა, და მყის -- მკუდარი შთაიჭრა სკამისაგან.
Line of ed.: 18     
ვითარცა იხილა შვილმან მისმან სიბუჩი სიკუდილი მამისა, მსწრაფლ ივლტოდა,
Line of ed.: 19     
იგი და სპა მისი, ხოლო მესხნი დარჩეს ტაძარსა შინა. მცირედნი ივლტოდეს, და
Line of ed.: 20     
უმეტესნი მოისრნეს, და მოიწია უზომო რისხვა ღმრთისა თათართა და მესხთა ზედა,
Line of ed.: 21     
რამეთუ უკანით, სადა ბრინჯი დგომილ იყო ვაკესა შინა, ღამით წყალი ჩაეგდოთ, და
Page of ed.: 320   Line of ed.: 1     
ესრეთ ლამი შექმნილ იყო, რომელ ვერცა ცხენი და ვერცა ქუეითი ვერ. გაიარდა
Line of ed.: 2     
და იქმნა მოსრვა მლიერი.

Line of ed.: 3        
ხოლო ჩოფანსცა შემოება როსტან მელიქი ვაკესა ადგილსა, გარნა ჩოფან სძლო
Line of ed.: 4     
და იოტა, და სიმაგრესა შინა არღარა შეჰყვა არამედ წყნარად დაბრუნდა და აჩინა
Line of ed.: 5     
მჴედარნი მისნი უკანამავლად. ჯავახის-შვილი გამრეკელი მჴნედ იბრძოდა ომსა მას,
Line of ed.: 6     
და გარდამოვიდეს მშჳდობით. ეგრეთვე უსენს \ და ოვსთა შეება ასან, და სწორი
Line of ed.: 7     
ძლევა იქმნა, და იგინიცა გამოქცეულნი ივლტოდეს, და მივიდეს და შეკრბეს უჟანს
Line of ed.: 8     
ხარბადან ყაენს წინაშე. სულდუხი ჩოფან მჴედართ-მთავრად განაჩინეს, მონაცვალედ
Line of ed.: 9     
ხუტლუბუღა ნოინისა. \ ხოლო მეფე ვახტანგ პატივცემულ ყვეს და დიდებულნი მისნი
Line of ed.: 10     
ყოველნი მჴნედ ბრძოლისათჳს, და ნიჭითი დიდითა წარმოავლინეს შინა.

Line of ed.: 11        
და წარვიდა ვახტანგ, მოუჴდეს კაცნი ხოდრისელნი, სჯულითა სარკინოზნი
Line of ed.: 12     
და მტერნი ქრისტეს აღმსარებელთანი და ყოველთა ქრისტიანეთა, და რქუეს
Line of ed.: 13     
ყაენსა ხარბადანს: "უკეთუ არა ყოველთა ქრისტეანეთა დაატევებინო სჯული, და ეკლესიანი
Line of ed.: 14     
არა დააქცივნე, არა განგემარჯოს მტერთა ზედა, და არა წარგემართოს მეფობა
Line of ed.: 15     
შენი და ჴელმწიფებათ ესე სიბილწე წარმოსთხიეს ცუდრჯულთა, და ამათ ძლით
Line of ed.: 16     
ისმინა ყაენმან და იწყო რღუევად ეკლესიათა. და წარმოავლინა ლაშქარი, და ერთი
Line of ed.: 17     
ნოინთა მთავარი, რათა მოვიდეს საქართველოსა და მეფესა და ყოველთა ქართველთა
Line of ed.: 18     
დაატევებინოს სჯული და სარკინოზად შექმნას, და ყოველსა საქართველოსა შინა
Line of ed.: 19     
დაარღჳვნეს ეკლესიანი. და ეწია ნახჭევანს წარმოსლვასა ვახტანგს ესე წარმოვლინებული
Line of ed.: 20     
ნოინი, ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განმჴნდა, და უმეტეს
Line of ed.: 21     
მოაჴსენებდა სიმჴნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათჳს, და რქუა სპათა თჳსთა:
Page of ed.: 321   Line of ed.: 1     
"კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტდ აღმსარებელნო
Line of ed.: 2     
უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა და უწყით
Line of ed.: 3     
ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა
Line of ed.: 4     
შინა მათსა ურიცხუნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა,
Line of ed.: 5     
ვითარმედ: "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინშე მამისა
Line of ed.: 6     
ჩემისა ზეცათასა", და კუალად: "მოვედიო ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი,
Line of ed.: 7     
და მე განგისუენო თქუენ". და აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე,
Line of ed.: 8     
და დავდვათ სული ჩუენი მისთჳს, რომელმან დადვა სული თჳსი ჩუენთჳს. პირველად
Line of ed.: 9     
ჩუენ მივსცნეთ თავნი ჩუენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა, და მან დაიცვას
Line of ed.: 10     
სამწყსო თჳსი".

Line of ed.: 11        
ვითარ ესმა სპათა ვახტანგისთა, სიხარულით შეიწყნარეს ბრძანებული მისი,
Line of ed.: 12     
და მყის წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო ყაენი განკჳრდა
Line of ed.: 13     
მისლვასა მეფისასა, და მივიდეს კარსა ყაენისასა, და მუჴლნი დაიდგნეს, და რქუა
Line of ed.: 14     
მეფემან ჴმითა მაღლითა: "ისმინე, მაღალი, და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება
Line of ed.: 15     
რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტეოთ სჯული ჩუენი, აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა
Line of ed.: 16     
და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა,
Line of ed.: 17     
და აროდეს გუასმიეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ
Line of ed.: 18     
ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა
Line of ed.: 19     
ყაენთა. ამისთჳსცა იგინი მოსწყჳდნეს, რამეთუ იყვნეს მწამლველ და მამათ-მავალ და
Line of ed.: 20     
კაცის-მკველ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა,
Line of ed.: 21     
და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენს წინაშე არიან, და მე მზა ვარ სიკუდილლად
Line of ed.: 22     
სჯულისა\თჳს ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი, შენს წინაშე მყოფნი
Line of ed.: 23     
ქრისტეანენი, აჰა თავნი ჩუენნი წარგუკუეთენ". და წარუპყრაცა ქედი. და ვითარ ესმა
Page of ed.: 322   Line of ed.: 1     
ყაენსა სიტყუა ესე, განკჳრდა და პატივ-სცა მეფესა, და სიტყჳთა ტკბილითა აღადგინა,
Line of ed.: 2     
და შეინანა, და აბრალა რომელთა აქმნევინეს.

Line of ed.: 3        
ხოლო იქმნა ესეცა, რომელ არღუევდეს თავრეჟს ეკლესიათა, არამედ ოთხსა
Line of ed.: 4     
დღესა შინა ოთხნი შვილნი ხარბანდასნი დაიჴოცნეს, სახელით ბარტამ და მას-ზედანი,
Line of ed.: 5     
და ესრეთ წარდგომილმან მეფემან დაჴსნა შური და შფოთი მომავალი საქართველოსა
Line of ed.: 6     
ზედა. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ პატივცემული, და მოვიდა მუნვე ნახჭევანს, შეედვა
Line of ed.: 7     
სალმობა მუცლისა და მოკუდა, შემკული გჳრგჳნითა მეფობისათა, და წარმოიყვანეს
Line of ed.: 8     
და დამარხეს დმანისს. და დარჩეს შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის.
Line of ed.: 9     
დმანისი აქუნდა, და გიორგის სამშჳლდე. და ვითარ ჴელთ-უდვეს მჴედართ-მთავრობა
Line of ed.: 10     
თჳთ ხუტლუბუღასი ჩოფანს, წარმოემართა ესე ჩოფან, ერითა ურიცხჳთა. პირველად
Line of ed.: 11     
მოვიდა კოლას და არტანს, ვიდრე არსიანამდე, და აწუევდა ბექას, რათა ყაენი ანუ
Line of ed.: 12     
ჩოფან ნახოს, რომელ-ესე არა თავს-იდვა ბექამან, არამედ შვილი მისი უმრწამესი,
Line of ed.: 13     
სახელით შალვა, წარატანა თანა. წარვიდა და ჩავლო სომხითი, და დარჩა ქუეყანა
Line of ed.: 14     
ბექასი მშჳდობით.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.