TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 31
Previous part

Part: XV  
King: 81 
Page of ed.: 348  
Line of ed.: 1  
მეფე დავით, პ̂


Line of ed.: 2        და დაჯდა მის ნაცვლად ძე მისი დავით.

Line of ed.: 3        
აქა არღარა იცვალებოდა ერისთავნი და არცა თავადნი, ყოველნივე ჴევსა და
Line of ed.: 4     
სანახებსა და თემთა და ადგილთა მკჳდრ ქმნილიყვნენ, და, ვისცა მამულსა მისცემდა,
Line of ed.: 5     
მკჳდრად მიეცემოდა. და ყოველნივე ძლიერ იყვნეს: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი.

Line of ed.: 6        
ხოლო ამა ალექსანდრესა და კოსტანტინესა ჟამში განდგნენ იმერელნი, ოდიშარნი
Line of ed.: 7     
და გურიელნი, და არღარა მორჩილებდა ათაბაგი, და განდგა კახეთი. რამეთუ
Line of ed.: 8     
თჳთ ძუელად ნაწერი რომელიმე ვპოვეთ კოსტანტინეს ცხოვრება, მაშიგან დაგჳწერი,
Line of ed.: 9     
არღარა შეეწევნიან მოსლვასა სპარსთის ლაშქრისა.

Line of ed.: 10        
ხოლო ესე ვერა ვსცა\ნით, თუ ბატონი იმერეთისა და კახეთისა \ რომლისა თესლისაგან
Line of ed.: 11     
არიან, და ანუ ვითარ უპყრიესთ ქუეყანანი იგი.

Line of ed.: 12        
ხოლო იმერეთისა რომელთამე თქუეს: "ოდეს მამა ალექსანდრესი ბაგრატ \ მეფე
Line of ed.: 13     
ჩავიდა იმერეთს, მაშინ თჳსნი მისნი დაუტევა და მიერითგან ძენი მისნი არიან. ამა
Line of ed.: 14     
ბაგრატისა შემდგომად რაოდენნი მამანი გარდაიცვალნენ არა უწყით ხოლო იმერეთისა
Line of ed.: 15     
მპყრობელისა ბაგრატის ამბავი ქუემორე დავსწერეთ.

Line of ed.: 16        
ხოლო კახეთისა მებატონეთა მამა იყო დავით. და ამა დავითის მამა, არა უწყით
Line of ed.: 17     
თუ ვინ იყო. ესე დავით დიდოეთადამე ჩამოიყვანეს და კახთა გაიბატონეს.

Line of ed.: 18        
მოკუდა დავით და დაჯდა ძე მისი ლევან და შემდგომად ლევანისა ძე მისი
Line of ed.: 19     
ალექსანდრე.

Line of ed.: 20        
ამა კახთა ბატონთა მას ჟამსა ეპყრა: გარდმოღმართი ლეკის მთისა ეპყრა თუშეთი,
Line of ed.: 21     
ხოლო დიდონი არა მორჩილობდეს ნებისაებრ მისისა; ზემოთ ფშავი და
Line of ed.: 22     
თიანეთი, სადა შეერთჳს ფშავისწყალი არაგუსა; მიერითგან ვიდრე არაგუს გაღმართი
Line of ed.: 23     
ჴევ-ძმორამდის; ჴევ-ძმორიდამე გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი სერსა
Page of ed.: 349   Line of ed.: 1     
წყალი გასდის და გაერთჳს მარტყოფის წყალსა; გაყოლით ამართულამდე, გაყოლით
Line of ed.: 2     
ვიდრე აჯი-სუმდე, აჯი-სუს ვიდრე მტკურის შესართავამდე, მას ქუემოთი მტკუარს
Line of ed.: 3     
გაღმართი ვიდრე შაქისის საზღვრამდე.

Line of ed.: 4        
ხოლო ძესა კოსტანტინესასა, მეფესა დავითს, ეპყრა: აჯი-სუს ზეით უდაბნონი,
Line of ed.: 5     
და სამგორს-ქუემოთი. ლილო და ლილოს ქუემოთი, და ჴევძმორას-ქუემოთი, და არაგუს-აქათი,
Line of ed.: 6     
და ფშავისწყალს-აქათი, გუდამაყარი, და ჴევხილაკას-აქათი, და კასრისჴევს აქათი;
Line of ed.: 7     
და წედისის მთის გადმოღმართი, და კუდარო, და ჭალის მთას გარდმოღმართი,
Line of ed.: 8     
ერწო, და მშვილდაურსა და პერანგას გარდმოღმართი, გორასძირს-აქათი, ლიჩი, ღოდორა,
Line of ed.: 9     
ქეფინისჴევი, და ჩხერის ციხე, და მას-ზემოთი ისრე გაყოლით მთის-აქათი;
Line of ed.: 10     
ჴეობა ვიდრე დვირამდის, კოდიანს გარდმოღმართი, ნინოსჴევი რომ ჩამოივლის, -- გაღმით
Line of ed.: 11     
სამგორისკენ, ცივწყაროს ჴევ-ჴევ გაჰყვება, \ გახშული- \ბარშიამის მთა ჩამოივლის
Line of ed.: 12     
ჯანელის ციხე საღამოს თავსა, ბორცვს ზემოთი წაივლის სერ-სერ სათხე ქუნცელის
Line of ed.: 13     
თავსა, გარდავლითა ხენჭურის თავსა, პალაკაციოს მთამდე, რომელსა თურქნი
Line of ed.: 14     
იელდოღდის ეძახიან; პალაკაციოდამე სერ-სერი ჩამოვლის, კარის სოფლის აქათი
Line of ed.: 15     
ერევნის საზღვრამდის, ჩამოყოლით ბანბაკი და ლორე, ვიდრე ყაზახის საზღვრამდე,
Line of ed.: 16     
ეპყრა მეფესა ქართლისასა.

Line of ed.: 17        
\ ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა: წყდისის მთის-აქათი, დიგორის მთის-აქათი.
Line of ed.: 18     
ლენტეხი და თაკუერი, რომელსა აწ რქჳან ლეჩხუმი, -- ცხენისწყალსა ჩაყოლით
Line of ed.: 19     
გამოღმართი, და საჯავახოს-აქათი, გაყოლით ფერხათის მთას-აქათი, ვიდრე ქართლის
Line of ed.: 20     
საზღვრამდის.

Line of ed.: 21        
ხოლო დადიანს ეპყრა: ცხენისწყალს ჩაღმართი ლეჩხუმს ქუემოთი, სუანეთი
Line of ed.: 22     
მთის გარდმოღმართი. აფხაზეთის ზემოთი. და აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს
Line of ed.: 23     
ეპყრა, და ესე შარვაშიძე მორჩილობდა არა ყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა.
Line of ed.: 24     
კუალად ეპყრა დადიანს ზღუას შემოღმართი და რიონს გაღმართი.

Line of ed.: 25        
ხოლო გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას-აქათი გამოსწურივ
Line of ed.: 26     
ღომისციხეს გარდმოღმართი, ერგე აჭარა, და ჭანეთი რკინისპალოს აქათი.

Line of ed.: 27        
ხოლო ათაბაგს ეპყრა: გურიელის საზღვარს ზეითა, ფერხათის მთის გარდაღმართი,
Line of ed.: 28     
დვირს ზეითი, აქათ, ქართლის საზღვრამდის, იქით კარის საზღვრამდის, აზრუმისაკენ
Line of ed.: 29     
გურჯი-ბოღაზს აქათი.

Line of ed.: 30        
ხოლო ამას გარდა საქართველონი, რომელნიმე თავისუფალ შექმნ\ილიყვნენ,
Line of ed.: 31     
რომელნიმე სპარსთა მიეტაცნეს, რომელსამე ხონთქარსა და რომელსამე ხაზართა.

Page of ed.: 350  
Line of ed.: 1        
ხოლო ამან ძემან ალექსანდრესმან კოსტანტინე შვა ხუთნი ძენი. სახელები მათ
Line of ed.: 2     
ხუთთა ესე არს: უხუცესსა დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მეხუთესა მონაზონი
Line of ed.: 3     
მელქისედეკ, რომელი იყო კათალიკოზი კათოლიკე მცხეთისა. და მოკუდა კოსტანტინე
Line of ed.: 4     
ქრისტეს აქათ ჩ̂ფდ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.