TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 33
Previous part

Part: XVII  
Page of ed.: 353  
King: 83 
Line of ed.: 21  
მეფე გიორგი, პ̂ა


Line of ed.: 22        ხანსა რაოდენსამე მეფობდა გიორგი და მას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი მელქისედეკ,
Line of ed.: 23     
ძმა მისი.

Line of ed.: 24        
ხოლო ამას ჟამს წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა
Line of ed.: 25     
იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: "საფლავი
Line of ed.: 26     
ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და
Line of ed.: 27     
შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო".

Page of ed.: 354  
Line of ed.: 1        
ხოლო, რა ესმა მეფესა გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა და კახეთისასა,
Line of ed.: 2     
და ყოველთავე მორჩილთა ბრძანებისა მათისასა, \ განიხარეს და შეიყარეს სპა და გაემართნენ.
Line of ed.: 3     
და რა მივიდნენ იერუსალემსა და ესმა მუნა-მყოფთა მისვლა ამათი, წარმოუგზავნა
Line of ed.: 4     
კაცი და ესრეთ შემოუთუალა: "უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ მტერობა რა
Line of ed.: 5     
არისო, და სტუმრად ბევრნი ხართო, \ და უკეთუ ბრძოლად მოსრულხართ, მცირენი
Line of ed.: 6     
ხართო". ხოლო ამათ მიუმცნეს ბრძოლად მისვლა. რა ესმა მათ საქმე ესე, გამოვიდნენ
Line of ed.: 7     
და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერად. და მოსცა ღმერთმან
Line of ed.: 8     
ძლევა ქართველთა და საფლავმან ქრისტესმან და გაემარჯუათ. და მეოტნი შევიდნენ
Line of ed.: 9     
ქალაქსა შინა და გაამაგრეს. ხოლო მიჰყვნეს ქართველნი და აართვეს ციხე და ქალაქი
Line of ed.: 10     
და მოსრნეს მუნა-მყოფნი მრავალნი ყოველნივე და განათავისუფლეს ქრისტეს საფლავი
Line of ed.: 11     
და ყოველნი წმიდანი ადგილნი. და მიუმცნეს ხვანთქარსა საქმე ესე და წარმოუგზავნა
Line of ed.: 12     
ხალათი და წყალობა მრავალი: და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა,
Line of ed.: 13     
ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ
Line of ed.: 14     
სიგლითა მტკიცითა. ხოლო განიხარა მეფემან გიორგი და ბატონმან ბაგრატ და
Line of ed.: 15     
ლევან, და წარმოვიდნენ თჳსსა ადგილსა და მოვიდნენ მშჳდობით გამარჯუებულნი და
Line of ed.: 16     
განიხარეს.

Line of ed.: 17        
და შემდგომად ამისა ათაბაგი ყუარყუარე მიუდგა ხონთქარსა, და რა სცნა ესე
Line of ed.: 18     
მპყრობელმან იმერეთისამან ბაგრატ, შეიყარა სპა თჳსი იმერელნი \ და მიუვ\ლინა
Line of ed.: 19     
კაცი კახაბერსა გურიელსა, და მოყვა იგიცა ბაგრატს, გარდავლეს მთა და მიუჴდენ
Line of ed.: 20     
ყუარყუარე ათაბაგსა მუჯახეთს. და დახუდა ათაბაგიცა და შეიბნეს და ეწყუნეს ურთიერთას,
Line of ed.: 21     
და იოტნეს ბანაკნი ათაბაგისნი. და მერიქიფემან კახაბერის გურიელისამან,
Line of ed.: 22     
ისაკ ართუმელაძემან, ჩამოაგდო ათაბაგი ყუარყუარე, დაიჭირა და მიართუა გურიელსა
Line of ed.: 23     
და გურიელმან მოართუა ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა. და დაიპყრა
Line of ed.: 24     
ბაგრატ საათაბაგო ქრისტეს აქათ ჩ̂ფლდ -- და გარდაეხუეწა ოთარი შალიკაშვილი,
Line of ed.: 25     
და წარიყვანა შვილი ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო.

Line of ed.: 26        
მას ჟამსა გამოჩნდა შაჰ-ისმაელი, ძე შიხისა. და რაჟამს გამოჩნდა ლანგ-თემურ
Line of ed.: 27     
და დაატყუევა შამი, მუნით მოვიდა არდაველს, მუნ იყო ერთი ვინმე შიხი, მოქმედი
Line of ed.: 28     
გრძნებისა, რომელსა მაჰმადიან[ნ]ი ესევდენ დიდად, უჩნდათ სასწაულად მოქმედად.

Line of ed.: 29        
მაშინ თქუეს ქება მის შიხისა ლანგ-თემურთანა, და თჳთ \ მივიდა ხილვად
Line of ed.: 30     
მისდა. და ქმნა გრძნება რამე წინაშე ლანგ-თემურისა. ხოლო სათნო უჩნდა ლანგ-თემურს
Page of ed.: 355   Line of ed.: 1     
საქმე მისი: უბრძანა, რაცა გნებავს მოგცეო. მაშინ ჰყვანდა ლანგ-თემურს
Line of ed.: 2     
შამელნი დედაწულნი მრავალნი სულნი და სთხოვა შისმან სიმრავლენი მათნი სიტყჳთა
Line of ed.: 3     
ესევითარითა, ვითარმედ: შამელნი," რომელნი ტყუედ გიყოფიეს, ესენი არიან
Line of ed.: 4     
მუსურმანი; არა არს ბრძანებული მაჰმადისა, ვითარმედ მუსურმანი ტყუე ყოს მაჰმადიანმან.
Line of ed.: 5     
ესენი მომეც, რათა თავისუფალ ვყო". მაშინ ისმინა ვედრება შიხისა ლანგ-თემურ
Line of ed.: 6     
და მისცა ყოველი დედაწული და ტყუენი იგი, და უბოძა არდაველი ქალაქი
Line of ed.: 7     
და გარემო სანახები არდაველისა ყოველივე მისი.

Line of ed.: 8        
ხოლო შიხმან განათავისუფლნა ტყუენი შამისანი: რომელიმე დადგა თჳსთა თანა
Line of ed.: 9     
და რომელიმე წარვიდა ქუეყანასა შამისასა. ხოლო
Line of ed.: 10     
გარდაცვალებასა ლანგ-თემურისასა ქუეყანა ერანისა თჳთოეულად განიყვნენ,
Line of ed.: 11     
და დაიპყრეს მას ქუეყანისა მთავართა თჳთოეულად და რომელიმე \ ამბავი მათი
Line of ed.: 12     
ცხოვრებასა სპარსთასა ვრცელად \ წერილ არს.

Line of ed.: 13        
ხოლო ესე შიხი იყო არდაველს და იყო ბრძოლა ყოველსა სპარსეთსა შინა.

Line of ed.: 14        
ხოლო ამა შიხის შვილისშვილი მპყრობელმან შირვანისამან მოკლა. დარჩა ძე
Line of ed.: 15     
ერთი და მან იპერა არდაველი და იგიცა უკეთურებისათა თჳსითა მოიკლა, რომელი
Line of ed.: 16     
სპარსთა ცხოვრებასა შინა ვრცელად წერილ არს.

Line of ed.: 17        
დარჩა ძე ყრმა თჳსი შჳდისა წლისა შაჰ-ისმაელ. და დაუწყეს დევნა სასიკუდინედ
Line of ed.: 18     
მეფემან თავრიზისამან. ხოლო შაჰ-მლუ რომელიმე იყვნენ და წარიყვანეს და დამალეს.

Line of ed.: 19        
და, რაჟამს მოიწიფა, მოიყვანეს, და დაიპყრო სამეფო თჳსი არდაველი და მიერითგან
Line of ed.: 20     
დაუწყო ბრძოლა ყოველთავე და ყოველივე სპარსეთი დაიპყრო.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.