TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 35
Previous part

Part: XIX  
Page of ed.: 366  
King: 85 
Line of ed.: 28  
მეფე სვიმონ


Line of ed.: 29        და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილად მეფე სჳმონ და ეკურთხა მუნვე მცხეთას.
Line of ed.: 30     
და ამას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი ნიკოლოზ. და მოკუდა კათალიკოზი ნიკოლოზ
Line of ed.: 31     
და დაჯდა დომენტი.

Page of ed.: 367  
Line of ed.: 1        
და მაშინღა დაემძახლა მეფე სჳმონ კახს ბატონსა ლევანსა. და მოსცა ბატონმან
Line of ed.: 2     
ლევან ქა\ლი თჳსი, ნაშობი შამხლის ქალისაგან, და ყვეს ქორწილი სახელოვანი.
Line of ed.: 3     
და იყვნენ წელსა ხუთსა განსუენებით. და დაიპყრა საქართველო და პატრონობდა
Line of ed.: 4     
კეთილად.

Line of ed.: 5        
ამისა შემდგომად იწყო ამანცა მტერობა. შემოიყარა სპა თჳსი და ჩამოვიდა ციხედიდს.
Line of ed.: 6     
და მიუმცნო ცოლის ძმასა თჳსსა კახ-ბატონიშვილს გიორგის, ითხოვა მისგან
Line of ed.: 7     
შეწევნა. და მოვიდა გიორგი, ცოლის ძმა მისი, და შემოეყარა ციხედიდს.

Line of ed.: 8        
მაშინ სცნეს სპარსთა და წარმოვიდეს მსწრაფლ იდუმალ რამეთუ მაშინ ხუნანი,
Line of ed.: 9     
[ღვინჭრობი] და ვაშლოვანი, და თელეთები აოჴრებული იყო, მოვიდნენ და დადგნენ
Line of ed.: 10     
იაღლუჯას. მუნითგან წარმოვიდნენ იდუმალ. რამეთუ მაშინ ტფილისის ციხე თათართა
Line of ed.: 11     
ეპყრა და მათ არა განთქუეს, და ღამე წარმოვიდენ. და ვერა აგრძნა მეფემან სჳმონ
Line of ed.: 12     
ამისთჳს, რომე ფარეშად გერმანოზის-შვილი ყარაულად იდგა მუხათგუერდს, და ის
Line of ed.: 13     
ღამე აღდგომის ღამე იყო. და ასულიყო სოფელსა მუხათგუერდისასა ამისთჳს, რომ
Line of ed.: 14     
აღდგომის სასწაულსა და წირვას გარდიჴდიდა და მერმე წარმოვიდოდა და გზის მცველად
Line of ed.: 15     
დადგებოდა. ამაშიგან შემვლოთ ყიზილბაშთა, და ვერა ეგრძნა ფარეშადს, და
Line of ed.: 16     
დაესხნეს მეფესა სჳმონს.

Line of ed.: 17        
მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, ქრისტეს აქათ ჩ̂ფო, რამეთუ იბრძოდეს ქართველნი
Line of ed.: 18     
მჴნედ და მეფე სჳმონ, და მაშინ მოიკლა ძე ბატონის ლევანისა გიორგი, და
Line of ed.: 19     
მოსწყდა თავადნი და აზნაურნი და მრავალნი მსახურნი, და მოსწყდა ყიზილბაშნი
Line of ed.: 20     
ორი წილი. მაგრამ ბოლოს იძლივნეს ქართველნი, და ივლტოდა მეფე სჳმონ და
Line of ed.: 21     
სპანი მისნი, ხოლო ყიზილბაშნი \ შეიქცენ გამარჯუებულნი, და წარვიდენ თჳსად.
Line of ed.: 22     
და იქმნა გლოვა დიდი \ ძისათჳს ბატონის ლევანისა; და წარიღეს და დამარხეს სამარხოსა
Line of ed.: 23     
თჳსსა ალავერდს. და რა იხილა ძმამან მეფის სჳმონისამან დავით საქმე ესე
Line of ed.: 24     
(და ესე დავით იყო კაცი უღმრთო, მოყუარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე, რომლისა
Line of ed.: 25     
გულსა არარა იყო ზრუნვა სულისა და ქუეყნისა ამის, თქმულ არს, ვითარმედ მამის
Line of ed.: 26     
სიკუდილშიაც ერივაო, მეფის ლუარსაბისაშიაო) -- და ამან განცა ძმა და ქუეყანა თჳსი
Line of ed.: 27     
და წარვიდა ყაენთან, და მივიდა შაჰ-თამაზთანა ყაზმინს, და გაჰყვნეს რომელნიმე
Line of ed.: 28     
თავადნი აზნაურნი და მსახურნი, გათათრდა და უწოდეს დაუთხან. და მუნ დიდად
Line of ed.: 29     
პატივ-სცა შაჰ-თამაზ, და უწოდა ძმად თჳსად, და ასწავლა სჯული მაჰმადისა. და გაგზავნა
Line of ed.: 30     
ტფილისსა და რაოდენი ადგილი ეპყრა საქართველოსანი. და მოუმცნო სულთანსა
Line of ed.: 31     
განძისასა შემწეობა მისი. და მოვიდა დაუთხან ტფილისსა, და დაიპყრა ტფილისი.

Page of ed.: 368  
Line of ed.: 1        
ეძჳნებოდა მეფესა სჳმონს და ყოველსა საქართველოსა საქმე ესე შეიყარა ჯარი
Line of ed.: 2     
მეფემან სჳმონ \ და წარვიდა დაუთხანზედა, ქრისტეს აქათ ჩ̂ფჲჱ. და მოვიდა მეფე
Line of ed.: 3     
სჳმონ დიღვამს; და რა სცნა დაუთხან, მოიცა ძალი ყაენისაგან და, რაოდენი ჯარი
Line of ed.: 4     
ჰყვანდა ტფილისსა და გარეშემო საქართველოსნი, შემოიყარა და წარმოვიდა და
Line of ed.: 5     
მოეგება წინა მეფესა სჳმონს დიღვამს. და ეწყუნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა
Line of ed.: 6     
ძლიერი, და მოისრა დაუთხანის სპისაგან მრავალი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა
Line of ed.: 7     
სჳმონს, და ივლტოდა დაუთხან და შევიდა ციხესა ტფილისისასა, და მოადგა მეფე
Line of ed.: 8     
სჳმონ გარე, და დაიპყრა ყოველნივე გარემონი, და დადგა მრავალხან. და შეაწუხეს,
Line of ed.: 9     
და ადგნენ ხანსა რაოდენსამე.

Line of ed.: 10        
და რა შეწუხდა დაუთხან, გაგზავნა კაცი სარდალს უსეინ ბეგთანა ყარამანლუსა,
Line of ed.: 11     
და აუწყა შეწუხება თჳსი და ითხოვა მისგან შეწევნა. და რაჟამს ესმა უსეინ ბეგს,
Line of ed.: 12     
მსწრაფლ წარვიდა. და ვერა სცნა მეფემან სჳმონ მოსვლა მისი, და შემოვიდა ციხესა
Line of ed.: 13     
ტფილისისასა, დაუდვა იმედი დაუთხანს, განიხარა.

Line of ed.: 14        
და რა სცნა სჳმონი, \ უკუ-ეცალა, და ავიდა ტაბაჴმელასა. და რა სცნა დაუთხან
Line of ed.: 15     
საქმე ესე, განლაღდა და განვიდა ბრძოლად. და ეწყუნეს ურთიერთას ტაბაჴმელას.
Line of ed.: 16     
შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. და გალომდა მეფე სჳმონ და ქართველნი, და მოსრეს სპა
Line of ed.: 17     
დაუთხანისა \ ურიცხჳ და იოტეს ბანაკი მისი. და შემოადგა ციხესა მეფე სჳმონ და
Line of ed.: 18     
შეაწუხა დაუთხან, და უზრახა სჳმონ მეფესა, რომელნი მას თანა ჰყვნეს ქართველნი,
Line of ed.: 19     
ხოლო მათ არა ინებეს მოსვლა მის თანა. და სცნა მეფემან სჳმონ სიმაგრე ციხისა
Line of ed.: 20     
და უკუ-ეცალა.

Line of ed.: 21        
და მიუმცნო დაუთხან შაჰ-თმაზს საქმე ესე. მაშინ მოუწერა შაჰ-თამაზ ჩერქეზსშამხალს
Line of ed.: 22     
სულთანსა შაქისასა, რათა წარვიდეს ლაშქრითა შაქელითა და ყარაბაღელისათა.
Line of ed.: 23     
და წარმოემართა შამხალ-სულთანი სპითა მრავლითა და მოვიდა ქართლად.

Line of ed.: 24        
რა სცნა სჳმონ მეფემან, შეიყარა სპა თჳსი და მოვიდა აწუფისს, და ისინი
Line of ed.: 25     
მოვიდეს ფარცხისს. ხოლო წარვიდა კახაბერი ყორღანაშვილი და მიეგება განჯას და
Line of ed.: 26     
მიერითგან მოუძღოდა იგი \ და ეტიკობდა. და ეძჳნებოდა ყიზილბაშთა მოსვლა ქართლად,
Line of ed.: 27     
და ამან ყორღანაშვილმან გაუადვილა და ესრეთ უთხრა: "სისხლი თქუენი ჩემსა
Line of ed.: 28     
ქედსაო, უკეთუ გევნოსთო რამეო". და მან წარმოიყვანა.

Page of ed.: 369  
Line of ed.: 1        
და რა სცნა მეფემან სჳმონ მოსვლა მათი ფარცხისს, ჩავიდა და ეწყო მუნ. და
Line of ed.: 2     
იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსწყდეს ორგნითვე მრავალი. შეუტივა მეფემან სჳმონ
Line of ed.: 3     
ყიზილბაშსა ერთსა და სცა ოროლი და მოკლა იგი. და შეუტივა სხუათა და განშორდა
Line of ed.: 4     
სპასა თჳსსა. მაშინ უთხრა კახაბერ ყორღანაშვილმან ყიზილბაშთა, ვითარმედ
Line of ed.: 5     
მეფე სჳმონ განშორდა სპასა თჳსსა, და აცნობა. და რა სცნეს ყიზილბაშთა, შემოეხჳვნეს
Line of ed.: 6     
მეფესა სჳმონს და შეიპყრეს მეფე სჳმონ და ივლტოდეს სპანი ქართველთანი.

Line of ed.: 7        
და წარიყვანეს მეფე სჳმონ შაჰ-თამაზთანა და რა მივიდა შაჰ-თამაზ დიდად
Line of ed.: 8     
პატივ-სცა მეფესა სჳმონსა და მიანიჭა ნიჭი მრავალი და ხანსა მრავალსა აიძულა
Line of ed.: 9     
დატეობა სჯულისა. ხოლო მეფემან \ სჳმონ არა დაუტევა სჯული ქრისტესი და ეგო
Line of ed.: 10     
სიმტკიცესა ზედა, ამისთჳს შეიპყრა და ტყუე-ყო ციხესა ალამუთისასა.

Line of ed.: 11        
ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა ბატონი ლევან, მპყრობელი კახეთისა, წელსა
Line of ed.: 12     
ქრისტეს აქათ ჩ̂ფოვ. და დაჯდა მის წილად კახეთს ძე მისი პირმშო ალექსანდრე.
Line of ed.: 13     
ხოლო ნაშობნი შამხლის ქალისანი, ელიმირზონ ძე ლევანისა და ხოსრო-მირზა, უწინ
Line of ed.: 14     
სჳმონ მეფის მოყურობით გათამამებულნი იყვნენ და განძლიერებულნი. არა უმდაბლეს
Line of ed.: 15     
ალექსანდრესა. და \ მიერთნენ რომელნიმე კახნი და -- რამეთუ ჩუეულებაცა არს
Line of ed.: 16     
კახთა, -- და მივიდეს თორღას ელიმირზონ და ხოსრო-მირზა.

Line of ed.: 17        
და რა სცნა ბატონმან ალექსანდრე, შეიყარა მანცა სპა თჳსი და წარვიდა მათ
Line of ed.: 18     
ზედა. მივიდა და ეწყუნენ ურთიერთას. და ქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე
Line of ed.: 19     
სპანი მრავალნი და მოიკლნეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა ორნივე ძმანი.

Line of ed.: 20        
და დაჯდა ბატონი ალექსანდრე. და ჰყვა ნაშობი დედისა თჳსისა \ გურიელის
Line of ed.: 21     
ქალთან ძმა ერთი, და მოკუდა სენითა თჳსითა იგიცა. და დარჩა ბატონი ალექსანდრე
Line of ed.: 22     
მარტოდ.

Line of ed.: 23        
ხოლო დაიპყრა დაუთხან საბარათიანო და დაჯდა დმანის-ჴევსა ციხესა ქუეშე.

Line of ed.: 24        
და ცოლი მეფისა სჳმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან, ასული კახის ბატონისა,
Line of ed.: 25     
იყო კავთისჴევს და ჰყვა ძე მისი მცირე გიორგი. და რა ნახეს ქსნის ერისთავმან და
Line of ed.: 26     
ამილახორმან, ნესტან-დარეჯან დედოფლის ქმარი ალამუტის ციხეში დაატყუევეს, და
Line of ed.: 27     
ძმანი მისნი მოსრნა ალექსანდრე. და ალექსანდრეც არ იყო კარგი იმისთჳს, ამისთჳს
Line of ed.: 28     
რომე არ იყო ნაშობი დედისა თჳსისა, ამაზედ დრო იცეს ამილახორმან და ქსნის
Line of ed.: 29     
ერისთავმან, და შეესივნეს დედოფალს ნესტან-დარეჯანს და აიფორაქეს და წარიღეს
Line of ed.: 30     
საქონელი ყოველივე, რაცა ჰქონდა რამე. თუ დაუთხანსა არ ენაღულებოდა. და მიერითგან
Line of ed.: 31     
ითქუა: "ვაი ბატონის სჳმონის საქონელიო", რომელსა აწცა იტყჳან ქართველნი.

Page of ed.: 370  
Line of ed.: 1        
ხოლო საჩინო ბარათაშვილი იყო სპასპეტი, \ კაცი ყოვლის კეთილით შემკული
Line of ed.: 2     
და არა მორჩილი დაუთხანისა და არცა ყიზილბაშთა, სიყუარულისათჳს სჳმონისა.
Line of ed.: 3     
ხოლო დღესა ერთსა მოვიდოდა კოჯრისაკენ და, რა მოვიდა ჴევის თავსა გელიყარისასა,
Line of ed.: 4     
მუნ კახაბერი ყორღანაშვილი შემოეყარა წინა, რომელმან უწინამძღურა ყიზილბაშთა
Line of ed.: 5     
და დააჭერინა მეფე სჳმონ. და რა იცნა საჩინომ კახაბერი ყორღანაშვილი,
Line of ed.: 6     
შეიპყრა და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა. და რა მიგორევდა ჩაღმა, იტყოდა
Line of ed.: 7     
თჳთვე ლექსსა ამას:


Line of ed.: 8        
ყორღან-ოღლი" ქარაფინდა, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა"


Line of ed.: 9        
ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა. და ესხნეს
Line of ed.: 10     
ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე, როსტომ, ასული ერთი ნესტან-დარეჯან.
Line of ed.: 11     
ხოლო ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანსა მანუჩარს, ძესა მამიასასა,
Line of ed.: 12     
ზითჳთა დიდითა. ხოლო ძე მისი ერეკლე გაუარშივდა \ ალექსანდრეს და წარვიდა
Line of ed.: 13     
სტამბოლს.

Line of ed.: 14        
და რა ესმა შაჰ-თამაზს წარსვლა მისი სტამბოლს, განრისხდა შაჰ-თამაზ და
Line of ed.: 15     
ჰგონებდა ბატონის ალექსანდრესაგან საქმესა ამას. და წარემართა შაჰ-თამაზ სპითა
Line of ed.: 16     
ურიცხჳთა ალექსანდრესა ზედა და მოვიდა შაჰ-თამაზ ყარაბაღს.

Line of ed.: 17        
შეწუხდა ბატონი ალექსანდრე. ხოლო იყო სახლთ-უხუცესი ჩოლაყაშვილი და მან
Line of ed.: 18     
უთხრა კახთა და ბატონს ალექსანდრეს, რომე "რაც ამაზედ ცოდვა იქნას ყველასი
Line of ed.: 19     
იყოსო და მე მოვარჩენ კახეთსაო ამოწყვეტისაგანო". და მაშინ მისცეს ჴელით-წერილი
Line of ed.: 20     
ყოველთავე მკჳდრთა კახეთისათა, რაც მაშიგ ცოდვა იქმნას, ჩუენი იყოსო.

Line of ed.: 21        
მაშინ განიზრახა ესრეთ: ქაისოსრო ათაბაგი მომკუდარიყო და ძე მისი მანუჩარ
Line of ed.: 22     
მცირე დარჩომილიყო, არა ეძლო პყრობა ზემო ქართლისა მანუჩარს და დედისიმედი
Line of ed.: 23     
პატრონობდა. ესე არჩია კახ ბატონის სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა, რომ დედისიმედი
Line of ed.: 24     
უღ(ვ)თო ქალი არისო და გლისპიო, და მიუმცნოთ ესრეთ:

Line of ed.: 25        
ვარაზას" შაჰ-თამაზ ყაენი მანდ მოჰყავსო, \ ნებავს ამოწყუეტა სამცხისაო და ძისა
Line of ed.: 26     
შენისაო მანუჩარის სიკუდილიო, და მრავალგზის მოგაყივნა ქუეყანასა ზედაო და
Line of ed.: 27     
თჳთონ უნდა ეგ ქუეყანა დაიჭიროსო. და მანდ გაბატონდესო. და დაიჭირე ვარაზა,
Line of ed.: 28     
მოჰკალ და მერმე შაჰ-თამაზ ყაენი ვეღარ მოვა და გაბრუნდება და წავა და მორჩება
Line of ed.: 29     
ქუეყანაო".

Line of ed.: 30        
და რა ესმა დედისიმედსა, დაიჯერა ამისთჳს, რომ იყო უჭკუო და უმეცარი,
Line of ed.: 31     
გლისპი და ღმრთის უშიშარი ქალი იყო, და შეიპყრა ვარაზა შალიკაშვილი ღალატითა
Line of ed.: 32     
და მოკლა. ესე ვარაზა იყო შვილი ოთარ შალიკაშვილისა და ცოლის-ძმა
Line of ed.: 33     
შაჰ-თამაზ ყაენისა.

Page of ed.: 371  
Line of ed.: 1        
და რა ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი მისი, განწერა შაჰ-თამაზ და წარვიდა სამცხეს
Line of ed.: 2     
და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოჴრა და ამოსწყჳტა სამცხე და მრავალი
Line of ed.: 3     
ბოროტი შეამთხჳა სამცხესა, და შემდგომად ამისსა შემოიქცა და წარმოვიდა.

Line of ed.: 4        
მაშინ გაუგზავნა კაცი სულტანსა ოსმალისასა და მიუწერა ესრეთ: "ვყოთ მშჳდობა
Line of ed.: 5     
ურთიერთას, რამეთუ \ სჯულითა ვართ მოსავნი მაჰმადისანი", რამეთუ მაშინ ბრძოლა
Line of ed.: 6     
იყო მათ შორის. უსმინა სულტანმან და შერიგდენ. მაშინ განყვეს ქუეყანანი და დარჩა
Line of ed.: 7     
სულტანს იმერეთი, ოდიში, გურია, ზემო ქართლი საზღვრამდე ქართლისა, და კარი
Line of ed.: 8     
საზღვრამდე \ აბოცისა და ერვნისა, სომხითი, რომელსა აწ ქურთისტანად სახელსდებენ,
Line of ed.: 9     
ვიდრე ბაღდადამდე. ხოლო შაჰ-თამაზს დაუგდო ქართლი კახეთი, ერევანი
Line of ed.: 10     
და ქურთისტანს აქათი. და მშჳდობა ჰყვეს ურთიერთას და მიერითგან იყო შაჰ-თამაზ
Line of ed.: 11     
მოსუენებით, აღარავინ უძლო მტერობად მისად, და იყო ხანსა რაოდენსამე
Line of ed.: 12     
განსუენებით.

Line of ed.: 13        
ხოლო ბატონმან ალექსანდრე გაუგზავნა ძე მისი კოსტანტინე და მრავალი
Line of ed.: 14     
ძღუენი და თავის-მართლება შეუთუალა, რომე ძე ჩემი ერეკლე ჩემად უნებურად წავიდა
Line of ed.: 15     
სტამბოლსო, და შეეხუეწა და წავიდა. ისმინა ვედრება ბატონის ალექსანდრესი, შესჯერდა
Line of ed.: 16     
და წარვიდა ადგილსა თჳსსა.

Line of ed.: 17        
და ხანსა რაოდენსამე შინა მოკუდა შაჰ-თამაზ და დაჯდა მის წილ ძე მისი
Line of ed.: 18     
ისმაილ-მირზა. ამან გამოიყვანა მეფე სჳმონ ალამუტის ციხიდამე და მოიყვანა მის
Line of ed.: 19     
თანა. და ესე ისმაილ-მირზა იყო კაცი მესისხლე და მრავალნი კაცნი დაჴოცნა. და
Line of ed.: 20     
შეიძულეს ყიზილბაშთა და რჯულით სუნობასაც ეწამებოდენ, და ექუს თუეს იბატონეს
Line of ed.: 21     
და მოკლეს. და დასუეს მის წილად ძმა მისი შახუდაბანდა. და ესე იყო შახუდაბანდა
Line of ed.: 22     
კაცი უღონო და თუალითა ბრმა, და ვერა იპყრა მეფობა ყიზილბაშთა წესისაებრ.

Line of ed.: 23        
ამას ჟამსა შინა გამოვიდა ხონთქარის ჯარი, და თავრეზი, ერევანი, განჯა და
Line of ed.: 24     
ყარაბაღი და ვიდრე სულთანიამდე დაიპყრეს ყოველივე ადგილი ადარბაგანისა. და
Page of ed.: 372   Line of ed.: 1     
ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა ლალა ფაშა, რომელი იყო გამზრდელი ხონთქრისა,
Line of ed.: 2     
ქრისტეს აქათ ჩ̂ფოთ.

Line of ed.: 3        
მაშინ დახუდა მანუჩარ ათაბაგი, ძე ქაიხოსროსი და დედისიმედისა, -- და ამას
Line of ed.: 4     
ესუა ცოლად დაჲ სჳმონ მეფისა, -- და დახუდა ესე მანუჩარ ათაბაგი და დაესხა რომელსამე
Line of ed.: 5     
თარეშსა და ნაწყუედსა ჯარისასა, და მოსრა რაოდენიმე, და მერე ვეღარა დაუდგა
Line of ed.: 6     
და გარდმოვარდა ქართლს თავის სიდედრთანა.

Line of ed.: 7        
ხოლო ლალა ფაშამ ამოსწყჳტა ყოველი სამცხე და დაიპყრა ციხე და სიმაგრენი.

Line of ed.: 8        
ხოლო მიესმა შაჰ-ხუდაბანდას საქმე ესე და შაჰ-ხუიაბანდას დედამ მოიყვანა, ოთარ
Line of ed.: 9     
შალიკაშვილის ქალმან, მეფე სჳმონ, ვითარცა წესი არის, ქართველთა დედანი ლეჩაქს
Line of ed.: 10     
მოიხუევენ, -- და იგიცა ქართველი იყო, -- მანცა ეგრეთვე ყო და წარმოუგზავნა \ ლეჩაქი
Line of ed.: 11     
თჳსი და მოუმცნო: "მეფე სჳმონ, გწადდეს ლეჩაქი ესე აიღეო და გწადდეს
Line of ed.: 12     
ჴრმალიო, ჩუენც მოგუეჴმარე და შენს საბატონოსაცა". და მისცა ნიჭი მრავალი და
Line of ed.: 13     
სამოსელი სამეფო და წარმოგზავნა თჳსსა ქართლად და წარმოვიდა.

Line of ed.: 14        
რა სცნა დავით, უღონო იქმნა, რამეთუ ყიზილბაშთ იგი გაუშუეს და მეფეს
Line of ed.: 15     
სჳმონს მოეკიდნენ, და ქართველნიც არა ჰყუარობდნენ და თჳთ მეფესი სჳმონისა
Line of ed.: 16     
ერჩივნათ. და ვეღარც დადგებოდა ქართლსა და ვეღარც ენდობოდა ყი\ზილბაშთა. და
Line of ed.: 17     
მიუგზავნა კაცი ლალა ფაშას, და მისცა რაოდენი ციხენი იყვნენ ქართლსა შინა; და
Line of ed.: 18     
შეაყენნა მცველნი მათნი, და თჳთან წარვიდა სტამბოლს ხონთქარსა თანა.

Line of ed.: 19        
ხოლო სჳმონ მოვიდა ქართლსა, ქრისტეს აქათ ჩ̂ფოთ, და აიღო ციხე გორისა
Line of ed.: 20     
და დაიჭირა ქართლი და სომხითი, საბარათაშვილო და ლორე და ყოველნი სიმაგრენი,
Line of ed.: 21     
თჳნიერ ციხეს გარდა.

Line of ed.: 22        
და შეუშინდა ქსნის ერისთავი და ამილახორი დედოფლის ურიგოს კადრებისათჳს.
Line of ed.: 23     
ხოლო დაუწყეს ხუეწნა, და ქსნის ერისთავმან მიართუა საუპატიოდ მეჯუდისჴევი
Line of ed.: 24     
და ახალგორი, და ამილახორს გამოართუეს კარბი და კასპი. ხოლო ყორღანაშვილის
Line of ed.: 25     
კახაბერის ცოლი და შვილი და სახლეულნი დაიპყრნეს და გარდაყარეს კლდესა გელიყარისასა
Line of ed.: 26     
და იტყოდენ პირველსავე მას ლექსსა. ხოლო სხუანი ნათესავნი მისნი ივლტოდნენ
Line of ed.: 27     
და წარვიდეს რომელნიმე ყიზილბაშად და რომელნიმე ზემო ქართლად.

Line of ed.: 28        
ხოლო დარჩა დაუთხანს მეუღლესა მისსა თანა ძე ერთი, სახელით ბაგრატ.

Line of ed.: 29        
შემდგომად ამისსა ჰქონდა შური კახს ბატონს ალექსანდრეს, ცოლის ძმები რომ
Line of ed.: 30     
დაუჴოცა სჳმონ მეფესა, -- და ალექსანდრე დავითის ცოლის ნათესავიც იყო, -- ამ ორის
Line of ed.: 31     
საქმისათჳს ემტერებოდა მეფეს სჳმონს. და რაჟამს იდგა მეფე სჳმონ დიღვამს დედოფლითა
Line of ed.: 32     
ხუბათა, მოუჴდა კახი ბატონი ალექსანდრე, დაესხა თავსა და თჳთ მეფე სჳმონ
Line of ed.: 33     
თავკაცად ძლივ გარდაესწრა; საქონელი და თუ რამე ჰქონდა ყოველივე აუფორაქა.
Page of ed.: 373   Line of ed.: 1     
და საფარველი ცოლისა, რომელ არს სამოსელი წჳსისა, შუბის წვერზედ მოახჳა
Line of ed.: 2     
და ესრეთ წარიღი.

Line of ed.: 3        
და მეფე სჳმონ წარვიდა ლტოლვილი და შემოიყარა სპა ქართლისა. და ალექსანდრეს
Line of ed.: 4     
დაებანაკებინა \ მარტყოფს ზეით, ადგილსა ჭოტორსა. და რაჟამს შეყრილი
Line of ed.: 5     
წარმოვიდა მეფე სჳმონ, მიუგზავნა ალექსანდრეს მოციქული და ესრეთ შეუთუალა:
Line of ed.: 6     
"შენ რომ შეუტყობრად, ქურდულად მოხველ და თავს დამესხი, მე ხომ მაგას არა ვიქ
Line of ed.: 7     
და თუ კაცი ხარ, \ დამხუდი, ამა და ამ დღეს მოვალო.

Line of ed.: 8        
და მივიდა იმავ თქმულსა სიტყუასა ზედა მეფე სჳმონ, ქრისტეს აქათ ჩ̂ფპბ,
Line of ed.: 9     
შეიბნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა სჳმონს და ივლტოდა
Line of ed.: 10     
ალექსანდრე და კახნი თავადნი სულ ერთპირად ჴელად დარჩა მეფესა სჳმონს. და
Line of ed.: 11     
წარმოვიდა გამარჯუებული მეფე სჳმონ და მოვიდა მცხეთას. და მუნ დააფიცნა კახნი
Line of ed.: 12     
დარბაისელნი ესრეთ, ვითარმედ: "ღმერთმან კახს კაცს მის დღეში ქართველს კაცზედ
Line of ed.: 13     
ნუ გაუმარჯოსო". და მისცა ხალათებს და გაისტუმრა.

Line of ed.: 14        
შემდგომად ამისა გამოვიდა სარდალი ხვანთქრისა მაჰმად ფაშა, და ჩამოვლო ზემო
Line of ed.: 15     
ქართლი, და აიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი შინა; თჳთ წარმოვიდა და
Line of ed.: 16     
მოვიდა მუხრანს. დახუდა მუნ მეფე სჳმონ შეყრილი სპითა თჳსითა. ეწყუნენ ურთიერთას.
Line of ed.: 17     
და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღ(ვ)თით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და ფაშა
Line of ed.: 18     
ლტოლვილი წარვიდა და შეეხუეწა ქალაქს ციხეში, ქრისტეს აქათ ჩ̂ფპბ.

Line of ed.: 19        
\ ჩამოვიდა მეფე სჳმონ დიღვამს და დადგა მუნ, შეჰყარნა თავადნი თჳსნი ჯალაბობრივ
Line of ed.: 20     
და წარვიდა თჳთ დედოფალით და დარბაისელნი და დარბაისლის ცოლნიც
Line of ed.: 21     
თან წარიყვანნა, წარვიდა, დადგა ტბასა ლილოსასა, თავსა, რომელი არს გორა
Line of ed.: 22     
მაღალი, და თან ახლდა ჯარი და სპა თჳსი. და რაჟამს გამოვიდა ქალაქის ციხიდამე
Line of ed.: 23     
მროწეული ურუმთა, გაუსია მეფემან სჳმონ მცირე ჯარი და დაატაცებინა მროწეულნი,
Line of ed.: 24     
და რა იხილნეს მემროწლეთა, ივლტოდენ და ამცნეს ციხესა მყოფთა ურუმთა, და
Line of ed.: 25     
გამოვიდა სიმრავლე ჯარი ურუმთა. და რა იხილა ესე მეფემან სჳმონ, თჳთცა შემოუტივა
Line of ed.: 26     
სპითა თჳსითა და ეწყუნენ ურთიერთას. და მაშინ უყურებდენ დედოფალი და
Line of ed.: 27     
დარბაისლის ცოლები, და ამოსწყჳტა მეფემან სჳმონ ურუმნი და დაჴოცნეს მრავალნი
Line of ed.: 28     
და ციხის კარამდი მიჰჴოცდენ, ამოსწყჳტეს, და ციხე ვერა აიღეს.

Line of ed.: 29        
\ მაშინ გამობრძანდა მეფე სჳმონ გამარჯუებული და განისუენა და იხარებდა მცირეთა
Line of ed.: 30     
ჟამთა. და მაშინ კუალად შეჰყარა სპა თჳსი და წარემართა ლორესა ზედა. რა
Line of ed.: 31     
მივიდა, გამოვიდა ფაშა მუნებური და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერი
Page of ed.: 374   Line of ed.: 1     
და ღ(ვ)თით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და მოსწყდა ურუმი მრავალი, კაცი ოთხას
Line of ed.: 2     
სამეოცდაცამეტი, ქრისტეს აქათ ჩ̂ფპვ. და აღიღო ქუაბები ლორისა, დაიპყრა ლორე,
Line of ed.: 3     
და ციხე მათვე ურუმთ ეჭირა.

Line of ed.: 4        
და გამოვიდა ხანი, მცირედთა ჟამთა შეისუენა და კუალად შეიყარა და წარმოვიდა
Line of ed.: 5     
და მოადგა ციხესა ლორისასა, დაუწყო ბრძოლა და აღიღო ციხე ლორისა აპრილსა
Line of ed.: 6     
ერთსა, და დაიპყრა ლორე და გამობრუნდა მუნითგან, დადგა სახლად თჳსად.

Line of ed.: 7        
და ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა და დადგა ტაბაჴმელასა. და რა სცნა ასან
Line of ed.: 8     
ფაშამან, რომელი იყო ქალაქის ციხეშიგან, შეიყარა და გამოვიდა, სწადდა თავს-დასხმა
Line of ed.: 9     
მეფისა სჳმოინისა. შეიბნენ და იქმნა ბრძოლა \ ძლიერი და ღვთით გაემარჯუა მეფესა
Line of ed.: 10     
სჳმონს, და შეუტივა ერთსა კაცსა მეფემან სჳმონ და გაიქცა კაცი იგი ძლიერად,
Line of ed.: 11     
გამოუდგა მეფე სჳმონ და იგი გაქცეული კაცი გარდავარდა ჴევსა მას ტაბაჴმელისასა.
Line of ed.: 12     
და ეგრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მოკუდა კაცი იგი ცხენ-კაციანად გარდავარდნილი.
Line of ed.: 13     
და მოისრა მუნ ურუმნი ვითარ ხუთასნი.

Line of ed.: 14        
მაშინ წარმოვიდა მეფე სჳმონ და მოადგა ციხესა ტფილისისასა და აღიღო ციხე
Line of ed.: 15     
ტფილისისა და ქალაქი დაიპყრა თჳთან და მოსრა ყოველივე, რაოდენიცა იყვნეს
Line of ed.: 16     
ციხესა ტფილისისასა ურუმნი.

Line of ed.: 17        
და რა ესმა ესე ხონთქარსა, წარმოგზვნა ლაშქარი და სარდალი ერთი. წარმოემართა
Line of ed.: 18     
და მოვიდა ლორეს და აღიღო ციხე ლორისა და დაიპყრა. მოვიდა და დადგა
Line of ed.: 19     
ხატის-სოფელის ბოლოს.

Line of ed.: 20        
რა სცნა ესე მეფემან სჳმონ, შეიყარა სპა თჳსი, მივიდა და დადგა ხრამის
Line of ed.: 21     
გამოღმა. \ მაშინ მოიჴელოვნა და მოირთო ელჩად მეფე სჳმონ და მივიდა ფაშასთანა.
Line of ed.: 22     
სჳმონ მეფის მაგიერად წარმოუთხრნა სიტყუანი ესრეთ, ვითარმედ: სჳმონ" მეფემან
Line of ed.: 23     
\ მოგაჴსენათ: მეყოფა ამდენის ჴრმლის ქნევა და ომი ყაენის გულისათჳსო; თუ გინდათ
Line of ed.: 24     
თქუენ იყავით ჩემი ბატონი, თუ ენდა ისი. აწ თქუენთჳსაც სჯობს და ჩუენთჳსა,
Line of ed.: 25     
შევრიგდეთ და მოვისუენოთ ამდონის ლაშქრობისაგან".

Line of ed.: 26        
მაშინ, რა ესეა ფაშას სიტყუანი ესე, განიხარა და შემოუთუალა ესრეთ, რომე
Line of ed.: 27     
კარგად შემოგითულია და სჯობს, რომ შევრიგდეთო. და წარმოგზავნა მეფე სჳმონ
Line of ed.: 28     
და მოვიდა თჳსსა ჯარში. მაშინ მეფემან სჳმონ გასჩხრიკა ყოველივე ძალი და დგომა
Line of ed.: 29     
და საქმე მათი, და მოუარა ხატის-სოფლის გორებიდამე ღამე; და დაესსა თავსა
Page of ed.: 375   Line of ed.: 1     
ურუმთა, ამოსწყჳტა და გაემარჯუა მეფესა სჳმონს და რომელიმე დაჴოცეს, რომელიმე
Line of ed.: 2     
შეიპყრეს და რომელიმე ლტოლვილი წარვიდეს.

Line of ed.: 3        
მოვიდა მეფე სჳმონ გამარჯუებული ტფილისს, და შეიყარა \ სპა თჳსი, და მიადგა
Line of ed.: 4     
დმანისს. რამეთუ მაშინ დმანისი ეპყრათ ურუმთა. და მოსრნა ყოველნივე დმანისს
Line of ed.: 5     
მყოფნი ურუმნი, და დაიპყრნა ყოველნივე გარემონი. და განასხნა ყოველნივე ურუმნი
Line of ed.: 6     
საქართველოსაგან და თჳთ დაიპყრა, თჳნიერ ერთი გორისა და ლორის მეტი.

Line of ed.: 7        
და წარვიდა მანუჩარ ათაბაგიცა თჳსსა ადგილსა და დაიჭირა ზემო ქართლი და
Line of ed.: 8     
საათაბაგო და ვეღარ შესძინეს ურუმთა მოსვლად.

Line of ed.: 9        
რამეთუ მას ჟამსა ყიზილბაშთ შაჰ-ხუდაბანდა ყაენი გარდაეგდოთ თავის ჴელმწიფობიდამე
Line of ed.: 10     
თავის ყმათა,და მის წილად დაესუათ ძე მისი შააბაზ. და ამან შააბაზ
Line of ed.: 11     
დაიპყრა თავრიზი და, რაოდენი ადრაბაგანი იყო, ყოველივე დაიპყრა, თჳნიერ ერევნისა
Line of ed.: 12     
და ბაღდადისა.

Line of ed.: 13        
და ჟამსა ამას შინა გადიდდა მეფე სჳმონ და მოირჭმო ძლიერად. ყაენი აძლევდა
Line of ed.: 14     
მრავალსა, და სხუაცა მრავალი ეშოვნა ომითა, და თავისის ქუეყნებიდამ შესდიოდა მრავალი,
Line of ed.: 15     
და [მტერი] არღარა სადა ჰყვანდა, რამეთუ კახ-ბატონს \ მოესწრა ძე თჳსი და
Line of ed.: 16     
ამასაც მოესწრა შვილები. ამისი შვილები და კახის ბატონის შვილი თჳთ ეყოდენ
Line of ed.: 17     
ერთმანერთს და ნათესავნი იყვნენ ერთმანერთისა და, რათგან ორისავე ძენი ერთმანერთს
Line of ed.: 18     
არას ეცილებოდენ და იყვნენ სიყუარულითა, მამებმაც მშჳდობა ყვეს და იყვნეს მოსუენებით
Line of ed.: 19     
და თავის მამულის მჭირველნი მშჳდობით.

Line of ed.: 20        
და ჟამსა ამას შინა მტერი აღარავინ ჰყვანდა მეფესა სჳმონს, განძლიერდა და
Line of ed.: 21     
იწადა დაპყრობა იმერეთისა, შეიყარა სპა და გაემართა იმერეთსა ზედა.

Line of ed.: 22        
ამას ჟამსა მომკუდარიყო პატრონი იმერეთისა გიორგი და ძე მისი კოსტანტინე
Line of ed.: 23     
გაბატონებულ იყო. იგიცა მომკუდარიყო და ძმა მისი ლეონ გაბატონებულიყო. დადიანს
Line of ed.: 24     
მანუჩარსა და იმას შუა მტერობა იყო. და ამა მანუჩარს ჰყვანდა კახი-ბატონის ალექსანდრეს
Line of ed.: 25     
ქალი ნესტან-დარეჯან, რომელი მიათხოვა დიდის მზითჳთა და დიდებითა.
Line of ed.: 26     
ჰყვანდა მასთან ძე ერთი, რომელსა სახელად ეწოდა ლეონ. შე\მდგომად შობისა ყრმისა
Line of ed.: 27     
ამის მომკუდარიყო ქალი იგი და შეერთო ათაბაგის ქალი ქურივი, ცოლ-ყოფილი
Line of ed.: 28     
ვახტანგ გურიელისა, დედა ქაიხოსროსი, რომელი შემდგომად გურიელ იქმნა, და
Line of ed.: 29     
ოდიშს იგი ბატონობდა. და გურიას გიორგი გურიელი მკუდარიყო და ვახტანგ,
Line of ed.: 31     
ძე მისი დამჯდარიყო გურიელად.

Page of ed.: 376  
Line of ed.: 1        
ხოლო არცა ერთი, ემწენ მეფესა სჳმონზედა იმერეთის ბატონსა ლევანს. შეჰყარა
Line of ed.: 2     
რაოდენნი ჰყვანდა, და დადგა გოფანთოს. და მეფე სჳმონც[ა] წარვიდა მის ზედა, შემოიყარა
Line of ed.: 3     
ზემოური იმერლები და მივიდა გოფანთოს. შეიბნეს მუნ გოფანთოსა და იქმნა
Line of ed.: 4     
ბრძოლა ძლიერი. გაემარჯუა მეფესა სჳმონს, ქრისტეს აქათ ჩ̂ფჟბ, და გაიქცა ლევან,
Line of ed.: 5     
მპყრობელი იმერეთისა, და ივლტოდა ხოლო სჳმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი,
Line of ed.: 6     
რომელთამე. მძევალი გამოართუა. რომელიმე ვერა ჩაიგდო ჴელში. და ქართლისაც
Line of ed.: 7     
ფიქრი ჰქონდა, გორის ციხეში რომ ურუმნი იდგნენ მისგან, \ და წარმოვიდა მეფე
Line of ed.: 8     
სჳმონ ქართლსავე. გარდმოვლო მთა ლიხისა და ჯარიც შემოეცალა, დასტური მისცა.

Line of ed.: 9        
და რა გარდმოვიდა მეფე სჳმონ ქართლად, კუალად ჩამოვიდა პატრონი \ იმერეთისა
Line of ed.: 10     
ლევან და დაიპყრა იმერეთი მაშინ ლევან და დადიანი მდურობდენ ამისთჳს,
Line of ed.: 11     
რომე. მეფე სჳმონ რომ შეება ლევანს, დადიანი არ მოჰჴმარებოდა, და უწინდელი
Line of ed.: 12     
სამდურავიც იყო. დაუწყო სამდურავი და მტერობა ჩამოვარდა ორთავეს შინა ესრეთ ვითარი,
Line of ed.: 13     
რომე აქეთ ეს შეიყარა და იქით ისი, და შეიბნენ. და გაემარჯუა დადიანსა,
Line of ed.: 14     
და ბატონი ლევან ჴელთ დარჩა, წარიყვანა და პატიმრობაში მოკუდა ამავე ქრონიკონსა
Line of ed.: 15     
ჩ̂ფჟბ.

Line of ed.: 16        
რა სცნა მეფემან სჳმონ, კუალად შეიყარა სპა თჳსი და გარდავლო იმერეთი,
Line of ed.: 17     
ქრისტეს აქათ ჩ̂ფჟგ, ჩავიდა ქუთაისს, და ძმისწულსა იმერლის ბატონისასა, ბაგრატს,
Line of ed.: 18     
გაემაგრებინა ციხე. და მიადგა ციხესა და წაართუა ციხე და გამოიყვანა თჳთცა, დამძევლა
Line of ed.: 19     
იმერეთი და დაიპყრა თჳთ და წარმოვიდა.

Line of ed.: 20        
ხოლო \ ლევან, იმერელი ბატონი, უძეო დარჩა და ძმისა მისისა ძე, კოსტანტინესი,
Line of ed.: 21     
როსტომ დარჩომილიყო და სხუა აღარავინ იყვნენ. და დაუწყო როსტომ მანუჩარ,
Line of ed.: 22     
დადიანს ლაპარაკი შეწევნისა და შერიგებისა. და უსმინა დადიანმან და მოვიდა,
Line of ed.: 23     
დააპყრობინა იმერეთი. და მოადგენ ციხესა ქუთაისისასა იმერელნი. შემდგომად ამისა
Line of ed.: 24     
აღიღეს იგიცა.

Line of ed.: 25        
და რა ესმა მეფესა სჳმონს საქმე ესე, შეიყარა სპა, გარდავიდა და აიღო ციხე
Line of ed.: 26     
კუარისა, კაცხისა და სკანდა, და მოვიდა ქუთაისს და აღიღო ციხე. ხოლო როსტომ
Line of ed.: 27     
ვერა წინააღუდგა და ივლტოდა, და წარვიდა დადიან მანუჩართანა. და წარვიდა მეფე
Line of ed.: 28     
სჳმონ ოდიშზედა, ჩავიდა და დადგა ოფიშკჳტს დიდებითა დიდითა და ძალითა
Line of ed.: 29     
მრავლითა.

Page of ed.: 377  
Line of ed.: 1        
ხოლო მანუჩარ დადიანმან მოუგზავნა კაცი და შემოუთვალა "შეარიგე როსტომ და
Line of ed.: 2     
და მეც შენ ყმად ვიქმნები, ამას იმერეთი დაანება და დაგჳმონე და დაგრჩება ქუეყანა".
Line of ed.: 3     
რა მოუსმინა \ მოციქულობა მეფემან სჳმონ, გაჯავრდა და ასე შემოუთვალა: "მოვალ და
Line of ed.: 4     
დამხუდიო". და რა ესმა დარდიანს მანუჩარს საქმე ესე, შემოიყარა მანცა ჯარი თჳსი
Line of ed.: 5     
და, რომელნიმე იმერელნი გარდაჰყოლოდნენ როსტომს თანა, იგინიცა თანა წარმოიყვანა,
Line of ed.: 6     
მოვიდა, დაესხა თავსა გარიჟრაჟზედ მეფეს სჳმონსა. შეჯდა მეფე \ სჳმონ და
Line of ed.: 7     
სპა თჳსი.

Line of ed.: 8        
ხოლო მეფესა სჳმონს ჰყვა ორი რჩული ცხენი: ერთსა ერქუა ფალავანი და
Line of ed.: 9     
მეორესა შურდანი. უკეთუ შეჯდის ფალავანსა, გაემარჯუებოდა: იცოდა და იყო ომში
Line of ed.: 10     
გამოცდილი, და მრავალი ომი ენახა და გარდახდოდა, და შეატყობდა და, თუ გაემარჯუებოდა,
Line of ed.: 11     
ფალავანზედ შეჯდებოდა. და, უკეთუ შეატყჳს ომსა და გამარჯუება მისკენ
Line of ed.: 12     
არ იყვის, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა და წამოვიდოდა.

Line of ed.: 13        
ხოლო ესე ყოველივე ზნე და საქციელი. ძისი უწყოდა ერთმან ვინმე თურქისტანისშვილმან,
Line of ed.: 14     
რომელი იყო შეზრდილი მეფისა სჳმონისი, და ესე მან უწყოდა. და
Line of ed.: 15     
რაჟამს გაჭირდა \ ომი და შეატყო მეფემან, რომე გამარჯუება დადიანს დარჩებოდა,
Line of ed.: 16     
მაშინ მოითხოვა მარქაფა შურდანი მომგუარეთო.

Line of ed.: 17        
მას ჟამსა მოაჴსენა თურქისტანიშვილმან: "მეფევ, წასვლის დრო თუ არ არისო,
Line of ed.: 18     
რასთჳს მოითხოვე შურდანიო". წარდგა თურქისტანისშვილი და თქუა: "აქედამ შუბმოუქნეველი
Line of ed.: 19     
არ წავალო. შეუტივა და ჩამოაგდო კაცი და იყო გულსრულად დამარცხებულს
Line of ed.: 20     
ომში თურქისტანიშვილი.

Line of ed.: 21        
ხოლო მეფე სჳმონ წარმოვიდა მარტო. მაშინ მეფემან სჳმონ რომ გარდმოვლო
Line of ed.: 22     
კოლბეურის მთა, მივიდა ერთი დედაკაცი კოლბეურელი და მოაჴსენა მეფესა სჳმონს
Line of ed.: 23     
და შეეხუეწა, რომე ჩემი შვილი იახელითო. ხოლო მეფემან ასე უბრძანა: "დედაკაცო,
Line of ed.: 24     
მე კაცითა მთვრალი ვარო. კაცი არ მეჭირებაო". და ოდეს დაუმარცხდა მეფესა სჳმონს
Line of ed.: 25     
და წარმოვიდა მარტო, რომ ერთი კაცი აღარ ახლდა, მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა
Line of ed.: 26     
ახოსა. და განგებით მოჰჴდა, რომე მეფე სჳმონ იმავ დედაკაცსა შეეყარა. და იცნა დედაკაცმან
Line of ed.: 27     
და სცნა, რომ დამარცხებიაო. მაშინ მოაჴსენა: "მეფეო, ვეჭობ, მაშინ რომ
Line of ed.: 28     
კაცით მთვრალი იყავ, გამოგნელებიაო" და რა ესმა ესე მეფესა, მისცა მადლობა
Line of ed.: 29     
ღმერთსა და წარმოვიდა მსწრაფლ და გარდმოვლო. მთა და მიიწია ქართლად.

Page of ed.: 378  
Line of ed.: 1        
ხოლო შეიბა თურქისტანისშვილი და წარმოვიდა \ იგიცა. და მეფე მოვიდა კავთისჴევს
Line of ed.: 2     
და მიადგა ერთისა კაცისა სახლსა, რომელი იყო მდაბალი გლეხი, რამეთუ
Line of ed.: 3     
მეფე დამაშურალ იყო და ითხოვა მისგან განსუენება. და გამოვიდა ქალი ერთი და
Line of ed.: 4     
ვერა იცნა, შეუძღუა და დააყენა კარგად, რამეთუ ქმარი მის ქალისა ლაშქარში იყო.
Line of ed.: 5     
და რაჟამს მოუმზადა სერი და მოართუა და იჴმია მეფემან, შეატყო არღარა ნდომა
Line of ed.: 6     
საჭმლისა. მაშინ ჰკითხა ამბავი მეფისა და სპისა მისისა, თუ მეფე რა იქმნაო. ხოლო
Line of ed.: 7     
სჳმონ მეფემან ესრეთ თქუა: "არა უწყი მეფისა, თუ რა იქმნა". და რაჟამს ესმა დედაკაცსა
Line of ed.: 8     
მას სიტყუა ესე, დიდად იწყინა და \ იმწუხარა და იტირა. და შემდგომად ამისა
Line of ed.: 9     
ჰკითხა ქმრისა მისისა, ნიშნეულად ანიშნა, რომე ამგუარი და ამისთანა კაცი იყო, და
Line of ed.: 10     
ის რა იქმნაო. მეფემან მისიცა უთხრა, არა უწყიო. მაშინ დედაკაცმან უთხრა, რომე,
Line of ed.: 11     
თუ ღმერთმან იპრიანა და მეფე მორჩაო და ის მშჳდობით არისო, ჩემი ქმარიც იმისი
Line of ed.: 12     
ჭირის სანაცვლო იყოსო, და სხუანი, რომელნიცა მყვანანო, იგინიცაო. მაშინ დიდად
Line of ed.: 13     
იამა მეფესა სჳმონს სიტყუა ესე ერთგულობისა დედაკაცისა მისგან, და შემდგომად ხანსა
Line of ed.: 14     
რაოდენსამე დაუწყო წყალობა მეფემან სჳმონ დედაკაცსა მას და ქმარიცა მოუვიდა და
Line of ed.: 15     
განააზნაურიშვილა. და არიან ახლაც გაკეთებულნი კაცნი იგი, რომელნი არიან
Line of ed.: 16     
ქულივიძენი.

Line of ed.: 17        
და რაჟამს სმენოდა ლორეს მყოფთა ურუმთა დამარცხება მეფისა, მას ჟამსა გამოსულიყვნენ
Line of ed.: 18     
ურუმნი ციხიდამე და \ მოერბიათ კერძონი რამე ქართლისანი და დამდგარიყვნენ
Line of ed.: 19     
ტაშირზედა და იხარებდენ. მაშინ მეფემან სჳმონ შემოიყარა ჯარი მცირე,
Line of ed.: 20     
სპა თჳსი, რომელიცა დარჩომილიყვნენ ქართლსა შიგან. წარვიდა მეფე და მიუჴდა
Line of ed.: 21     
ლორეს ურუმთა და გაემართა, და ამოსწყჳტა. და აღიღო ციხე იგი და გამარჯუებული
Line of ed.: 22     
წარმოვიდა. კუალად დაიპყრა ციხე ლორისა, შემოიქცა და მოვიდა თჳსად სახლად.

Line of ed.: 23        
ხანსა რაოდენსამე უკანა წარვიდა ზემო ქართლად და რა მიიწია გორის\ჯუარს, --
Line of ed.: 24     
და მას ჟამსა ეჭირა გორის ციხე ურუმთა, -- მაშინ დაჯდა სჳმონ მეფე გორიჯუარსა
Line of ed.: 25     
და დაუწყო ღჳნოს სმა, რამეთუ, რაჟამს დაეტყუევებინა ყაენსა სჳმონ მეფე ციხესა
Line of ed.: 26     
ალამუტისასა, მაშინ გასწყობოდა თრიაქის ჭამასა და ღჳნის სმასა და მიერითგან
Line of ed.: 27     
ეწეობოდა თრიაქსა. და მაშინცა, გორისჯუარს რომ მივიდა, ჭამა თრიაქი და გამხიარულდა.
Line of ed.: 28     
გახედა გორისაკენ და ნახა, რომე ახალი მწუანილი ამოსულიყო და გაზაფხულის
Line of ed.: 29     
პირიც იყო. ოდეს გამხიარულდა, მოუნდა აფიონი, ვითარცა წესია აფიონის
Line of ed.: 30     
\ მჭამელთაგან მონთომება საჭმლისა რისამე.

Page of ed.: 379  
Line of ed.: 1        
მაში ქართველნიცა თანა ახლდენ და თქუა მეფემან: "ესე როგორ გეკადრებათ
Line of ed.: 2     
ქართველთა, რომე მე მწვანილი მინდა და თქუენ გორიდამ მწუანილს არ მომიტანთო".
Line of ed.: 3     
მაშინ გავიდნენ ქართველნი და ჩავიდენ გორის ბოსტნებში და დაგლიჯეს მწუანილი.
Line of ed.: 4     
და დაუშინეს ციხიდამ ურუმთა და ისროლეს მრავალი და ამოსწყჳტეს ქართველნი
Line of ed.: 5     
მრავალნი, დიდნი და მცირენი, და მაშინ მოკლეს ბატონიშვილი გოჩა, რომელი იყო
Line of ed.: 6     
პაპის ძმისწულის შვილი მეფისა სჳეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი ამოსწყჳტეს.
Line of ed.: 7     
და მაშინ დაგმეს მეფე სჳმონ უჭკუობაზედ, რომ მწუანილისათჳს ამდენი
Line of ed.: 8     
კარგი კაცი ამოსწყჳტეს, და ამას ურუმნიცა და ყიზილბაშნიცა დელუ-სჳმონს ეძახდენ,
Line of ed.: 9     
რომელი ითარგმანების ხელი სჳმონ ჴელმწიფე.

Line of ed.: 10        
ხოლო რა ნახა სჳმონ მეფემან საქმე ესე ურუმთაგან, ეწყინა და შეიყარა სპა
Line of ed.: 11     
და მცირეცა ხანსა შემოადგა გორსა და აიღო ციხე და მოსრა ყოველი ოსმალი,
Line of ed.: 12     
რომელი იყო ციხესა გორისასა.

Line of ed.: 13        
და ესმა რა საქმე ესე ხვანთქარს, იწყინა და წარმოავლინა სარდალი ჯაფარ ფაშა
Line of ed.: 14     
და სხუა სპა მრავალი. და მოვიდნენ და დადგნენ ნაჴიდურის მინდორშია და დაიბანაკეს.
Line of ed.: 15     
მუნ შეიყარა მეფემან სჳმონცა სპა თჳსი და მივიდა, დადგა თავსა საღირაშნისასა.
Line of ed.: 16     
და მცირეთა ხანთა შინა წარვიდა თჳთ მარტო დასახედავად ჯარისა ათი-ოდენის
Line of ed.: 17     
ცხენოსნითა და წარიყვანა თანა ერთი \ მექანარე. და მივიდა და გარდადგა თავსა
Line of ed.: 18     
ნაჴიდურისასა; რომელ არს მცირე ეკლესია, მუნითგამო უჭურეტდა და სჩხრეკდა ჯარსა
Line of ed.: 19     
ოსმალთასა, რომელსა იდგა ურუმნი, რათა დასხმოდა თავსა. და, რა დახედა, რქუა
Line of ed.: 20     
მექანარესა დაძახება ქანარისა, რათა შეეტყო მეფესა, თუ ვითარ, უშიშრად არიან.
Line of ed.: 21     
და რა ესმა ჴმა ქანარისა ურუმთა, უთუოდ მეფე სჳმონ მოვიდაო, დაიწყეს კაზმა და
Line of ed.: 22     
შესხდენ ცხენებსა.

Line of ed.: 23        
ხოლო რაჟამს იხილა მეფემან სჳმონ, წარმოვიდა თჳსისა ჯარისაკენ. ოსმალნიცა
Line of ed.: 24     
მის ქანარის ჴმისაკენ გამოუდგნენ უკანა. და მოვიდა \ ფარცხისსა, და მომავალსა დახუდა
Line of ed.: 25     
ლია და დაეფლა ცხენი ლიაშიგან. და ვირემ ცხენსა შეჯდებიდა და ანუ გაარჩევდა
Line of ed.: 26     
საქმესა მისსა, ამაზედან ოსმალნიცა მიესწრნენ. და გაიცნეს რა მეფედ, შემოესვივნეს
Line of ed.: 27     
გარე. და მეფე, ვითა სიკეთესა მისსა ჰფერობდა, ეგრე იყო, მაგრამ მარტოობით
Line of ed.: 28     
ვეღარა გააწყო რა და შეიპყრეს მეფე, ქრისტეს აქათ ჩ̂ქ. ხოლო ძე მეფისა სჳმონისა,
Line of ed.: 29     
გიორგი ლაშქართა შინა იყო და მიერითგან აღიყარნეს და წარვიდენ, და მეფეცა
Line of ed.: 30     
თანა წარიყვანეს და წარვიდეს მსწრაფლ, რამეთუ ეშინოდათ ქართველთაგან და ძისა
Line of ed.: 31     
მისისა გიორგისგან, რომე ამას არ გაგუატანებენო უსიკუდილოდო.

Line of ed.: 32        
ხოლო სცნეს რა ესე ქართველთა და გიორგი, გამოუდგნენ უკანით და სდიეს
Line of ed.: 33     
მოჭირვებით და ვერღარა მიეწივნენ. ხოლო ურუმნი მივიდეს ლორეს და აღიღეს
Page of ed.: 380   Line of ed.: 1     
ციხე ლორისა და შეაყენეს შიგან ჯარი თჳსი, და წარვიდეს და წარიყვანეს მეფე
Line of ed.: 2     
სჳმონ და მიიყვანეს სტამბოლს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.