TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 36
Previous part

Part: XX  
Page of ed.: 380  
King: 86 
Line of ed.: 3  
მეფე გიორგი


Line of ed.: 4        ხოლო ძე მისი გიორგი პატრონობდა ქა\რთლსა ზედან და წარგზავნა კაცი
Line of ed.: 5     
სტამბოლს და შეუკუეთა საჴსარი მამისა თჳსისა. და ესეცა თქმულ არს, რომე ხონთქარმან
Line of ed.: 6     
მრავალი წყალობა და დიდება აძლია მეფესა სჳმონს რომე ქართლს ბეგარა დასდეო
Line of ed.: 7     
და მეყმეო, მაგრამ არა ქმნა მეფემან. ქართლს ყაენის ბეგარა სჳმონ მეფემ
Line of ed.: 8     
დასდვა კუამლის თავს მარჩილი გლეხსა, და იმ თეთრითა იყიდდა შჳდს \ ტყუესა და
Line of ed.: 9     
გაუგზავნიდა ყაენსა, -- მიერითგან დადებულ არს ტყუე ქართველთა ზედა, -- და
Line of ed.: 10     
არა დასდვა ხვანთქრისა. და საჴსარი შეუკუეთა და გამოგზავნა ძესა თჳსსა თანა გიორგისსა
Line of ed.: 11     
კაცი და რაოდენი მათთჳს საჴსარი ეთქუა, იგი თეთრი სთხოვა. და მაშინ
Line of ed.: 12     
გაუგზავნა გიორგი საქონელი, რაოდენიცა ან მამისა დარჩომოდა, და ან თჳსი ჰქონდა
Line of ed.: 13     
გიორგის, და ან რაოდენიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ. ანუ საყდრისა და
Line of ed.: 14     
მონასტრისა იყო საქონელი, ყოველივე გაუგზავნეს. და სანამდის საქონელი ესე მივიდოდა,
Line of ed.: 15     
მანამდი მეფე სჳმონ მომკუდარიყო პატიმრობაში და საქონელიც იქ დარჩა.

Line of ed.: 16        
ხოლო მეფე გიორგი მოადგა ციხესა ლორისასა და აღიღო ციხე და დაიპყრა
Line of ed.: 17     
ლორე.

Line of ed.: 18        
შემდგომად ამისა მოკუდა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქათ ჩ̂ქიდ,
Line of ed.: 19     
და არა დარჩა ძე. ხოლო მჴევლისა ნაშობი ჰყვა ძე ერითი გიორგი და დასუეს მის
Line of ed.: 20     
წილად პატრონად იმერეთისა.

Line of ed.: 21        
ხოლო მოკუდა დადიანიცა მანუჩარ და ჰყვა მას ძე ერთი სახელად ლევან, ნაშობი
Line of ed.: 22     
კახის ბატონის ქალის ნესტან-დარეჯანისაგან. და ესე ლევან წარმოეყვანა კახეთს კახს
Line of ed.: 23     
ბატონს ალექსანდრეს, პაპასა მისსა, და გაეზარდა. და რაჟამს მოკუდა მანუჩარ დადიანი,
Line of ed.: 24     
გამოგზავნეს ოდიშართა კაცი და სთხოვეს იგი და წარიყვანეს, მიიყვანეს და მუნ
Line of ed.: 25     
დადიანად დასუეს და გაძალიანდა.

Line of ed.: 26        
ხოლო კახეთს იჯდა ალექსანდრე.

Line of ed.: 27        
მაშინ მოვიდა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა და იჴმო მან მეფე გიორგი და
Line of ed.: 28     
პატრონი კახეთისა ალექსანდრე შუელად და აღებად ერევნისა. და წარვიდენ ორნივე
Line of ed.: 29     
ესენი სპითა \ თჳსითა. და სამს კუთხეს თჳთან თავისის ჯარით ადგა და ერთს კუთხეს
Line of ed.: 30     
ესენი დააყენა. და, რაჟამს ბრძანა ყაენმან იერიში, მაშინ უმეტესად ყოველთა ქართველთა
Page of ed.: 381   Line of ed.: 1     
მოიჭირვეს და გარდავიდენ გალავნებში და იომეს დიდად და, სანამდი ყიზილბაშნი
Line of ed.: 2     
შევიდოდეს, ქართველთა აიღეს სიმაგრენი, უჩუენეს ძალი და მოჭირვება ყაენსა
Line of ed.: 3     
და აღიღეს ციხე.

Line of ed.: 4        
მაშინ დაიპყრა ერევანი, და მერმე დაუწყო ყაენმან მეფეს გიორგის ლაპარაკი:
Line of ed.: 5     
"რადგან ხვანთქარი ჩემი მტერიც იყო და შენიცაო \ და ახლა რადგან მე გავრჯილვარ
Line of ed.: 6     
და აქ მოველო, ლორე ჩემი იყოსო". მაშინ მეფემან გიორგი ჯერეთ შორს დაიჭირა
Line of ed.: 7     
და, რადგან მოჭირვებით სთხოვა, სხუა ღონე აღარა ჰქონდა და დაანება. მაშინ დაიპყრა
Line of ed.: 8     
ციხე ლორისა შააბაზ და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას შინა. შეიქცა და წარვიდა
Line of ed.: 9     
თჳსსა სამეფოსა. და ესე უყო შააბაზ მეფესა გიორგის მამისა მისისა სამსახურისა და
Line of ed.: 10     
თჳსისა სამსახურისა მაგიერად, რამეთუ ესე შააბაზ [იყო] კაცი მცბიერი და მოყუარე
Line of ed.: 11     
მზაკუარებისა, მცთუნებელი კაცთა და მატყუარი.

Line of ed.: 12        
და ვითარცა მოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა
Line of ed.: 13     
თჳსსა, მაშინ ინებეს ხილვა და სტუმრობა მეფის გიორგისა ბატონის ალექსანდრეს
Line of ed.: 14     
ძეთა, დავით და გიორგი, რამეთუ მეფის გიორგის ბიძაშვილნი იყვნენ დედით. და,
Line of ed.: 15     
რა მიიწივნენ, მიეგება მეფე ავლაბარში და შემოუძღუა და დააყენნა. დიდად იამათ
Line of ed.: 16     
შეყრა ერთმანერთისა და ილხინნეს დღესა როდენსამე. და მერმე კუალად უჴმო შიგან
Line of ed.: 17     
თჳსსა სერსა ზედა და წარვიდა დავით. ხოლო გიორგი მიზეზ ყო ღჳნის უსმელობა
Line of ed.: 18     
და წყენა ღჳნისაგან და არა წარვიდა, და წარვიდენ იგინი. მაშინ გიორგი მოუწოდა
Line of ed.: 19     
მის თანა მყოფთა კაცთა იდუმალ, რამეთუ წინათვე განეგულვა აღრჩევით საქმე ბოროტი,
Line of ed.: 20     
შურითა ბელზებულთათა სიკუდილი ძმისა \ თჳსისა უხუცესისა დავითისი.
Line of ed.: 21     
რამეთუ ესე დავით იყო კაცი მრისხანე და ამაყი, ხოლო გიორგი იყო კაცი შუენიერი
Line of ed.: 22     
ხილვითა და კეკლუცი, და ყმათათჳს კეთილი და უხჳ. და ამისთჳს უმეტეს მისდა
Line of ed.: 23     
მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა.

Line of ed.: 24        
და ჰგონებდა გიორგი, ვითარმედ მთვრალ იქმნების ღჳნითა იგიცა და მისთანანი
Line of ed.: 25     
კახნიცა და მაშინ აღასრულებს ხენეშთა გულის-ნებასა თჳსსა. და აუწყა ყოველივე
Line of ed.: 26     
მუნ მყოფთა და შემოიფიცნა კახნი და იმარჯუებდა ჟამსა მარჯუესა და უთხრობდა
Line of ed.: 27     
ყმათა: "მომყევით და მოვკლავ ძმასა ჩემსა და დავიპყრობ კახეთსა".

Line of ed.: 28        
და რა შეფიცნა ყმანი თჳსნი, მაშინ იყო ვინმე ჩოლაყაშვილი, \ კაცი ღმრთის
Line of ed.: 29     
მოშიში, სახელით ბარამ. ესე წარვიდა მსწრაფლ და აუწყა ყოველივე დავითს და
Line of ed.: 30     
მოაჴსენა საიდუმლოდ, რაცა განეგო მისთჳს გიორგის ძმასა მისსა. და, რა ესმა საქმე
Page of ed.: 382   Line of ed.: 1     
ესე დავითს, მყის წარმოდგა სერისაგან და წარმოვიდა და გამოჰყვნენ ყოველივე კახნი;
Line of ed.: 2     
და ვითარცა მოიწია ძმისა კა\რავსა შინა, მაშინ იხილა გიორგი, რამეთუ იჭურვოდა
Line of ed.: 3     
საჭურველით მაშინ რქუა: "ძმაო, რას საქმეზედ იჭურვებიო" და ვერარა სიტყუა უგო.
Line of ed.: 4     
მაშინ შეიპყრა ძმა თჳსი გიორგი და რაოდენიცა იყვნენ კახნი შეფიცულნი მის თანა.
Line of ed.: 5     
და ვეღარც მეფემან გიორგი უსაყუედურა საქმე ესე დავითს ამისთჳს, რომ უმართლე
Line of ed.: 6     
იყო. და წარმოიყვანა ძმა თჳსი და თორღას ციხეში პატიმარ ყო, და თორმეტნი
Line of ed.: 7     
ყმანი, მისნი შეფიცულნი, ჭოეთის ციხიდამე გარდმოყარნა და დაჴოცნა, სხუანი შეფიცულნი
Line of ed.: 8     
მისნი პატიმარ ყვნა. და თჳთ ბატონობა მისი მიუღო მამასა თჳსსა და თჳთ
Line of ed.: 9     
გაბატონდა. და თუესა ექუსსა იბატონა და მოევლინა რისხვა ღმრთისა მამისა უსამართლობითა
Line of ed.: 10     
და მოკუდა.

Line of ed.: 11        
და კუალად დაიპყრა მეფობა მამამან მისმან ალექსანდრე და გამოიყვანა ძე მისი
Line of ed.: 12     
გიორგი ციხიდამე, რამეთუ არღარა ჰყვანდა ძე მის მეტი, და ამყოფა თჳსთა თანა.

Line of ed.: 13        
ხოლო ამა დავითს ჰყვანდა ცოლად ასული აშოთან მუხრანის ბატონისა \ ქეთევან,
Line of ed.: 14     
და დედისიმედისა, რომელი შემდგომად მოწამე იქმნა, და. ესე ქეთევან იყო გონიერი;
Line of ed.: 15     
და მაშინ სცნა, ოდეს მოკუდა ქმარი მისი დავით, დარჩა კახეთი გიორგის. და ამას
Line of ed.: 16     
ქეთევანს ჰყვანდა ძე ერთი დავითთან, თეიმურაზ, და შეეშინა ქეთევანს ახსოვდა, ოდეს
Line of ed.: 17     
დაიჭირა დავით ძმა მისი გიორგი და დაატყუევა ციხესა შიგან, ეშინოდა ქეთევანს
Line of ed.: 18     
ძმისა მისა მისთჳს, და წარგზავნა ყრმა თჳსი ყაენთან შიშისათჳს გიორგისა. რამეთუ
Line of ed.: 19     
ეშინოდა გიორგისგან, მაზლისა თჳსისა, და მისთჳს გამოგზავნა ყაენთანა და თანაგამოატანა
Line of ed.: 20     
შერმაზან ჩოლაყაშვილი. \ და მივიდნენ შააბაზთან, და შააბაზ ვითარცა ძე
Line of ed.: 21     
ეგრეთ შეიტკბო.

Line of ed.: 22        
ხოლო ამას შააბასს სწადოდა დაპყრობა საქართველოსა, და მრავალი ღონე და
Line of ed.: 23     
ჴერჴი იჴმარა და ცდილობდა, რათამცა დაეპყრა საქართველო, და ვერ შეუძლო. მოიპოვა
Line of ed.: 24     
ღონე ესევითარი: რომელი მიეცა კახ-ბატონს ალექსანდრეს ძე თჳსი კოსტანტინე
Line of ed.: 25     
ესე გაეზარდა შააბაზს და გაეწუართა სჯულსა \ ზედა მაჰმადისასა. და ამა კოსტანტინეს
Line of ed.: 26     
ჴელით გაუგზავნა ხალათი მამასა მისსა ალექსანდრეს, და გაატანა თანა
Line of ed.: 27     
ჯარი და შირვანელი, და ესრეთ დააბარა კოსტანტინეს: დავით" ხომ მომკუდარა და
Line of ed.: 28     
სხუა აღარავინ დარჩომილა მამის შენის მეტი, წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი,
Line of ed.: 29     
და კახეთიც შენ დაიჭირე".

Line of ed.: 30        
და წარვიდა და წარიტანა ჯარიცა თანა და რა მიახლოვდა გაუგზავნა კაცი
Line of ed.: 31     
მამასა თჳსსა და ესრე შეუთუალა, ვითარმედ: "ყაენმან ხალათი გამოგზავნა და მეც
Page of ed.: 383   Line of ed.: 1     
დასტური მომცა და გამომგზავნა შენად სანახავად" და რა მოუვიდა მახარობელი,
Line of ed.: 2     
ესრეთ განიხარა დიდად, რამეთუ მაშინ იდგა გრემს, წარმოვიდა და მოეგება ბაზარს
Line of ed.: 3     
ძესა თჳსსა და შეიყარნენ მუნა. და მუნ ჩააცვა ალექსანდრე ხალათი და დიდად განიხარა
Line of ed.: 4     
შეყრა და ნახვა ძისა თჳსისთ. და დღესა რაოდენსამე იყვნენ ლხინითა და
Line of ed.: 5     
მოსუენებითა.

Line of ed.: 6        
დღესა ერთსა აწჳა თჳსსა კარავსა მამაცა და ძმაცა თჳსი და \ უთხრა ესრეთ,
Line of ed.: 7     
ვითარმედ: "ყაენის საქმე მაქუს", და დაითხოვნა კაცნი და წარვიდენ კარვად თჳსად,
Line of ed.: 8     
და დარჩა მას თანა რუსთველი და ძმა მისი. და რაჟამს ესრეთ დააჴელა, მაშინ დაპირებული
Line of ed.: 9     
ჰყვანდა ყიზილბაშის ჯარი და შემოცვივდენ კარავშია და უღალატა და დაჴოცეს.
Line of ed.: 10     
მაშინ მოკლა მამა და ძმაცა თჳსი და რუსთველი, ყორჩიბასიცა ძმა მისი, ქრისტეს
Line of ed.: 11     
აქათ ჩ̂ქიე.

Line of ed.: 12        
ხოლო რაჟამს აღასრულა ესევითარი უკეთურება და კუალად შესძინა უკეთურება
Line of ed.: 13     
უკეთურებასა ზედა: და მაშინ მიუგზავნა რძალსა თჳსსა \ ქეთევანს კაცი, რომელი იყო
Line of ed.: 14     
ცოლი დავითისა და დედა თეიმურაზისა, და შეუთუალა, ვითარმედ: "შეგირთავ ცოლად
Line of ed.: 15     
და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩუეულება სჯულად მაჰმადისა".

Line of ed.: 16        
და რა ესმა საქმე ესე ქეთევანს, და შეწუხნა დიდად და მოუწოდა რაოდენთამე
Line of ed.: 17     
კახთა და უთხრა საქმე და შეეხუეწა მოდგომასა საქმესა ამას ზედა. მაშინ მისცეს კახთაცა
Line of ed.: 18     
პირობა და შეჰფიცეს, რომე შენს მეტი ბატონი ჩუენ არ გვინდაო. და შეიყარნენ
Line of ed.: 19     
და წარვიდენ და შეებნენ. \ და მისცა ღმერთმან ძლევა ქეთევანს და განემარჯუა კოსტანტინესა
Line of ed.: 20     
ზედა: და მოკლეს კოსტანტინე კახთა და გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშთა.

Line of ed.: 21        
და რა გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშისა, მოართუეს ამბავი ესე შააბაზს. და რა
Line of ed.: 22     
ესმა საქმე ესე, მაშინ მოიჴმო შააბაზ თეიმურაზ, ძე კახის ბატონისა, რომელი წარეგზავნა
Line of ed.: 23     
დედასა მისსა ქეთევანს ყრმა მცირე, და აგინა დიდად კოსტანტინეს, დაგმო და
Line of ed.: 24     
უთხრა თეიმურაზს: კოსტანტინეს" დაუჴოცია მამა და ძმა თჳსი და აწ იგიცა მოუკლავთ,
Line of ed.: 25     
ახლა შენთჳს მომიცემია კახეთი და წადი ჩაფრად და დაიჭირე კახეთი".
Line of ed.: 26     
რამეთუ ამისთჳს ქმნა საქმე ესე შააბაზ, რომე დიდად ეშინოდა ქართველის მეფისაგან,
Line of ed.: 27     
ნუუკუე კახეთი მან დაიპყრასო, და ამისთჳს გამოგზავნა თეიმურაზ ჩაფრად.

Line of ed.: 28        
მაშინ წარმოვიდა თეიმურაზ ჩაფრად და მოვიდა კახეთს. და მივიდა დედისა თჳსისა
Line of ed.: 29     
თანა. და იქმნა სიხარული დიდი და მხიარულ იქმნენ კახნი ფრიად. და გაბატონდა
Line of ed.: 30     
თეიმურაზ, და მაშინ იყო \ წლისა ცამეტისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.