TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 37
Previous part

Part: XXI  
King: 87 
Page of ed.: 384  
Line of ed.: 1  
მეფე ლუარსაბ


Line of ed.: 2        და მას ჟამსა მოკუდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ლუარსაბ
Line of ed.: 3     
პატარა. და ამას ჟამსა შინა იყო ქართლი ფრიად გლახაკი და საჴმართაგან უღონო:
Line of ed.: 4     
ლაშქრობისა და ოჴრებისაგან პირველად იავარ ქმნილიყო ურუმთაგან, და უფროსად,
Line of ed.: 5     
სჳმონ მეფე რომ ურუმთ ტყუედ ჰყვეს, მაშინ \ გამოიღეს საჴსარი მრავალი და არღარა
Line of ed.: 6     
დაზოგეს რა ქართველთა თავისის ბატონის გამოჴსნისათჳს. და ამაში მეტად გლახაკ
Line of ed.: 7     
და უპოვარ იყო ქართლი, ხოლო კახეთი იყო ფრიად მორჭმული და მდიდარი.

Line of ed.: 8        
ოდეს მოკუდა გიორგი მეფე, დარჩა ორი ასული შუენიერი და სატრფიალო:
Line of ed.: 9     
სახელი ერთსა ხორაშან და მეორესა თინათინ. და რაჟამს გამეფდა პატარა ლუარსაბ,
Line of ed.: 10     
მაშინ სთხოვა ყაენმან შააბაზ დაჲ თჳსი ცოლად. და მისცა დაჲ თჳსი თინათინ და
Line of ed.: 11     
ესუა ცოლად შააბაზს.

Line of ed.: 12        
და მაშინ კეთილად პატრონობდა ბატონი თეიმურაზ კახეთსა. და რა იქმა წლისა
Line of ed.: 13     
ათხუთმეტისა, მაშინ ითხოვა ქალი გურიელისა და ქმნა ქორწილი პატიოსანი დიდად
Line of ed.: 14     
\ გამოჩუენებით. და ხანსა რაოდენსამე უკანა მიეცა ძე ორი: სახელი ერთისა მის
Line of ed.: 15     
ალექსანდრე, მეორისა ლევან. და ამისა შემდგომად მიიცვალა ცოლი ბატონის თეიმურაზისა,
Line of ed.: 16     
ასული გურიელისა. და ყო მწუხარება და გლოვა დიდი ბატონმან თეიმურაზ
Line of ed.: 17     
და სრულიად კახთა, და იყვნენ დიდსა ურვასა შინა.

Line of ed.: 18        
მაშინ მიესმა საქმე ესე შააბაზს, გლოვა და მწუხარება კახის ბატონისა, წარმოგზავნა
Line of ed.: 19     
კაცი და შემოუთუალა, ვითარმედ: "მესმა შენი მაგ[გ]უარი მწუხარება და შეჭირვება,
Line of ed.: 20     
და წარმოვედ ჩემდა, და მნახე და განიხარე, და მოგცემ წყალობასა და საბოძვარსა
Line of ed.: 21     
მრავალსა".

Line of ed.: 22        
წარვიდა თეიმურაზ და მივიდა ყაენთანა და დახუდა ყაენი დიდად კარგად
Line of ed.: 23     
და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან. დიდად ლხინობდენ და შეექცეოდენ.
Line of ed.: 24     
და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მიიჴმო ბატონი თეიმურაზ საიდუმლოდ და უთხრა
Line of ed.: 25     
ყაენმან ესრეთ, ვითარმედ: "მეფესა ლუარსაბს სთხოვე დაჲ მისი ხორაშან და შეირთე
Line of ed.: 26     
ცოლად, რამეთუ იქმნები ქუისლი ჩემი და მოყუარე ლუარსაბისა და არღარა იქმნება
Line of ed.: 27     
თქუენსა და იმას შუა მტერობა და შური". ხოლო მეფემან თეიმურაზ უთხრა უარი,
Line of ed.: 28     
რამეთუ ეყოდენ და ნათესავნი იყვნენ, პაპიდაშვილი იყო, და ამისთჳს უთხრა დიდი
Line of ed.: 29     
უარი. მაშინ არა უსმინა შააბაზ და უწყინა და, რადგან დაუჟინა, ნება დართო თეიმურაზ
Page of ed.: 385   Line of ed.: 1     
და მორჩილ ექმნა და ჩამოჰყვა შერთვასა ხორაშანისასა. და წარმოგზავნა თჳს[ს]ა
Line of ed.: 2     
ადგილსა და მოვიდა თეიმურაზ კახეთსა. ხოლო ყაენმანც მოსწერა \ ლუარსაბს მოყურობა
Line of ed.: 3     
თეიმურაზისა. და სთხოვა ქალი თეიმურაზ, და ყაენის სიტყუას ვერცა ლუარსაბ
Line of ed.: 4     
გარდავიდა და მისცა დაჲ თჳსი ხორაშან. და წარიყვანა ქალი და ქმნა ქორწილი პატიოსანი
Line of ed.: 5     
თეიმურაზ.

Line of ed.: 6        
ხოლო ამა ჟამსა შინა ხონთქარი სულთან მურად ბაღდადს მიწევნულიყო და
Line of ed.: 7     
ყირიმის ჯარი თან ახლდენ. და რაჟამს ხვანთქარს სულთან მურადს ბაღდადის საქმე
Line of ed.: 8     
გაერიგებინათ, მაშინ \ ყირიმის ჯარისათჳს დასტური მიეცა. მაშინ ერთსა ვისმე თათარხანთათჳს
Line of ed.: 9     
ერჩია, რომე, რადგან წავალთ, ქართლის გზა დიაღ კარგი არის და ჩუენზედაც
Line of ed.: 10     
მარჯუე არის, და იმაზედ გავიაროთ და საშოვარიც მრავალი ვიშოვნოთ და წარვიდეთ
Line of ed.: 11     
უზიანოთ. და წარმოემართნენ ქართლზედ ვითარ სამოცი ათასი კაცი.
Line of ed.: 12     
და მას ჟამსა მეფე ლუარსაბ იდგა ქრცხინვალს. და ამ ჟამში გამდიდრებულ იყო
Line of ed.: 13     
ქართლს მოურავი სააკაძე გიორგი, რომელი იყო მოურავი ტფილისისა, და ესრეთ
Line of ed.: 14     
გამდიდრებულიყო, რომე შემდგომად მეფისა იგი იყო. და ამას უთხრეს ქუეყნის არევის
Line of ed.: 15     
მოყუარეთა და მეჩხუბართა კაცთა, ვითარმედ: "მეფე სიკუდილს გიპირებს, რამეთუ
Line of ed.: 16     
სძაგს სიმდიდრე და მორჭმა შენი". ხოლო მოურავს რა ესმა საქმე ესე, დაიწყო რჩევა
Line of ed.: 17     
და ლაპარაკი. მაშინ მიუგზავნა მეფემან კაცი და შეუთუალა, ვითარმედ: "რა გნებავს.
Line of ed.: 18     
ყოფად, რომე დღითი-დღე არა დასცხრები ლაპარაკისაგან და ჩურჩულისაგან". ხოლო
Line of ed.: 19     
მოურავმან მიუგზავნა მროველი \ ავალიშვილი დომეტი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ:
Line of ed.: 20     
"სიკუდილსა და ღალატს მიპირებო და რას მემართლები, დანაშაული რა მაქუსო,
Line of ed.: 21     
რომ მიწყრებიო და გნებავს სიკუდილი ჩემიო". ხოლო მეფემან უარყო და ფიცით
Line of ed.: 22     
შეიჯერა, ვითარმედ: "არა მწადს სიკუდილი შენიო".

Line of ed.: 23        
და ამა ჟამსა შინა მოუვიდათ ამბავი, რომე თათარხანი თრიალეთზედ მოვიდაო.
Line of ed.: 24     
მაშინ გუნება ვერ დაასერეს მართლა და გაგზავნეს იარალი, რომე წადი და მართალი
Line of ed.: 25     
შეიტყევო, და გზები შეკარო, და ადრე გვაცნობეო ამბავი, თუ მოსულანო. რამეთუ
Line of ed.: 26     
მაშინ მეფე \ იყო სუბათ და არავინ ახლდენ დარბაისელნი ქართველნი, რამეთუ იყვნენ
Line of ed.: 27     
თავისა, და წარმოვიდა და დადგა მეფე ცხირეთს.

Line of ed.: 28        
მაშინ წარვიდა იარალი და დახერგა გზები და ერთსა მოსავალსა ალაგსა დადგნენ
Line of ed.: 29     
თჳთან. და თჳთ უგრძნობლად თავს წამოადგენ თათარნი და მძინარენი ამოსწყჳტეს
Line of ed.: 30     
და დაჴოცეს, და ერთიცა მათგანი არავინ განერა.

Line of ed.: 31        
და წარმოვიდნენ თათარნი და მოვიდეს და დაწვეს მანგლისი და კუელთა. \ და
Page of ed.: 386   Line of ed.: 1     
მუნ კუელთას შეიპყრეს მღდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში
Line of ed.: 2     
ღმრთისა და ერთგული მეფისა თჳსისა. და რა მოვიდენ გოსტიბის თავსა, დაუწყეს
Line of ed.: 3     
მღდელს თევდორეს ლახტითა ცემა და ეტყოდენ, ვითარმედ: "მიგვიძეღ მეფეზედა",
Line of ed.: 4     
და სწადდათ სიკუდილი მეფისა. და მღდელმან გულში ასე თქუა: "ჩემის ორის დღის
Line of ed.: 5     
სიცოცხლისათჳს ამას რატომ ვიქ, აწ მიუძღუე და მეფე მოვაკულევინო და ქართლიც
Line of ed.: 6     
გააოჴრონ, მე რაღა მეშუელებაო და ან ჩემს სულსაო". მაშინ მღდელი წამოუძღუა და
Line of ed.: 7     
ქუენადრისის გზაზედ ჩამოუძღუა, ერთაწმიდასა და ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩნენ;
Line of ed.: 8     
და მაშინ სცნეს ყირიმთა, რომ მეფეზედ შორს იყვნენ, და გააგდებინეს თავი მღდელს
Line of ed.: 9     
თევდორეს. და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა.

Line of ed.: 10        
და რა მოიცვეს ერთაწმიდა, ახალქალაქი, მაშინ წამოხედეს ცხირეთიდამ მეფემან
Line of ed.: 11     
და სპათა მისთა, რამეთუ ქრცხინვალიდამ წამოსულიყო მეფე და ცხირეთს მოსულიყო,
Line of ed.: 12     
და ნახეს ჯარისა სიმრავლე. მაშინ თანა-ახლდა მოურავი გიორგი და ციციშვილი
Line of ed.: 13     
ზაზა. მაშინ მოაჴსენა მოურავმან მეფესა ვითარმედ: "ნუ ასჩქარდებითო და ვნახოთ
Line of ed.: 14     
ღმერთმან რა მოახდინოსო". რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი
Line of ed.: 15     
სარდალი, ჭკუიანი და გონიერი. და წარვიდა მოურავი, და რომელიმე იყვნენ გარემონი
Line of ed.: 16     
ჯარნი, მოვიდა და შემოეყარა მეფესა, და სხუანიცა ბარათიანნი და რომელნიცა
Line of ed.: 17     
იყვენ მის-კერძონი ქართველნი; შეიყარა ჯარი თჳსი, რაოდენიცა ჰყვანდა, და ზაზაცა
Line of ed.: 18     
თანა-ახლდა. და წარვიდა მოურავი ყირიმის ჯარზედ და ჩავიდა ნიაბთ ბოლოსა სხერტის
Line of ed.: 19     
ჭალაზედა და მუნ დახუდენ ყირიმნი. მაშინ შეუტივეს მოურავმან და დაჴოცა ჯარი
Line of ed.: 20     
მრავალი \ და ყვეს მრავალი მარცხი და ზიანი. ხოლო ზაზა ციციშვილმან მოკლა
Line of ed.: 21     
ერთი დიდი ფაშა და ჩამოჴდა, თავსა სჭრიდა. ამაზედან წამოადგნენ მრავალნი ყირიმნი
Line of ed.: 22     
და, რა სცნა, ზაზამან მოჭრილი თავი წუერით კბილში დაიჭირა და მოახტა ცხენსა
Line of ed.: 23     
და წარმოვიდა. და სხუანიცა მრავალნი სახელნი ქმნეს იმ დღესა. მოვიდენ \ და
Line of ed.: 24     
მოართუეს მეფესა მრავალნი თავნი და ნატყუენავი.

Page of ed.: 387  
Line of ed.: 1        
შემდგომად ამისა აიყარნენ თათარხანნი და წავიდენ საციციანოსაკენ. ხოლო
Line of ed.: 2     
მისწერეს მეფემან წიგნი ერისთავებსა და მუხრანის ბატონსა და შიდა ქართლელთა
Line of ed.: 3     
ყოველთავე, რათა შეიყარონ ჯარი თჳსი და სურამის ბოლოს დახუდენ. ხოლო ყირიმნი
Line of ed.: 4     
წარვიდენ, მივიდენ დოეს[ს]. და, რა მივიდოდენ, მაშინ ერთი ტერტერა გორელი
Line of ed.: 5     
გორიდამ მოვიდოდა თავლსთჳს უგრძნობელად. და მიმოიხედვიდა იმიერ და ამიერ
Line of ed.: 6     
ტერტერა იგი და იხილა დოესი და ველნი იგი დოესისანი აღვსებულნი ჯარითა.
Line of ed.: 7     
და მაშინ სცნა ტერტერამან, რომე არა იყვნენ ქართველთაგან[ნ]ი, და სცნა, რომე
Line of ed.: 8     
უსჯულოთაგანნი არიან ვინმე და მარბეველნი ქუეყნისანი. და მსწრაფლ უკუნიქცა
Line of ed.: 9     
ტერტერა იგი, და მიივლტოდა გორის-კერძო; განვლო ჴიდი მტკურისა, და გარდაყარა
Line of ed.: 10     
ფიცრები ჴიდისა სრულიად, და ჩაყარა წყალსა შიგან, და აშალა ჴიდი; და მივიდენ
Line of ed.: 11     
ყირიმნიცა ზედა-მიწევნით, და დახუდა ჴიდი აყრილი და შეუძნდათ ფრიად და
Line of ed.: 12     
ვეღარა გაიარეს ჴიდზედა.

Line of ed.: 13        
მაშინ დაჭმუნებულნი მიიქცენ და წავიდენ გზასა საციციანოსასა და შევლეს
Line of ed.: 14     
საციციანოსა ზედა, დაწვეს და დადაგეს საციციანო. და წარვიდეს და მივიდეს ბრბონას
Line of ed.: 15     
და დაიბანაკეს მუნ. მაშინ დააქციეს სახლები, გადვეს ჴიდი და გავიდენ მტკუარსა,
Line of ed.: 16     
მივიდენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს ნახვეტაში.

Line of ed.: 17        
ხოლო მეფე ლუარსაბ და მოურავი წარმოვიდენ და მოვიდენ ახალდაბას. მაშინ იყო
Line of ed.: 18     
მტკუარი დიდი, რამეთუ თუე იყო ივნისი, და არა იყო \ ფონი. მას ღამესა ათივეს
Line of ed.: 19     
ღამე ვედრებითა და ლოცვითა მჴურვალითა, და მიანდვეს საქმე ღმერთსა და დაასკვნეს.
Line of ed.: 20     
შესვლა მტკუარშია ფონად, და ეგრეთ განვლად მიერ წიაღად. და ვითარცა გათენდა,
Line of ed.: 21     
შევიდეს წყალსა მას შინა. და იყო მაშინ მტკუარი სავსე და არა ეტეოდა კალაპოტში.
Line of ed.: 22     
და იყო ღმრთისა საფარველი მათ ზედა და განვიდეს უვნებელად ესრეთ, რომე არაფერისთანა
Line of ed.: 23     
არა წამჴდარა რა, არცა კაცი და არც ბარგი, და ეგრეთ განვიდეს, ვითარცა
Line of ed.: 24     
ძენი ისრაელისანი ზღუასა მას მეწამულსა, და ჩამოვლეს იდუმალ მათ, და უგრძნობელად
Line of ed.: 25     
მტკურის პირ-პირ ასე ჩამოვლეს, რომე მათ ყირიმთა \ ვერა უგრძნეს რა,
Line of ed.: 26     
გამოიარეს და მოვიდენ და შემოიყარეს ქართველნი, რომელნი იდგეს სურამის ბოლოს.

Line of ed.: 27        
მაშინ არჩივა მოურავმან: "თხრილის პირს გარეშემო მეთოფე[ე]ბი შემოვახვიოთო
Line of ed.: 28     
და ცხენოსანი მინდვრად მივიდეთო". და დაუჯერეს მოურავსა და მივიდენ ეგრეთ,
Page of ed.: 388   Line of ed.: 1     
როგორადაც არჩივა. მაშინ იქმნა ომი დიდი იქით და აქეთ, და დიდად მოჭირვებით
Line of ed.: 2     
და გულსრულად შეიბნენ, ძუელთა გმირთაგა ცა ძნელად შესაძლებელად საგონებელ
Line of ed.: 3     
იყო, რომე მაშინ მეფე და მოურავი და სრულად ქართველნი იბრძოდენ. და მისცა
Line of ed.: 4     
ღმერთმან ძლევა მეფესა ლუარსაბს, ვითარცა პირველ აბრაჰამს და გედეონს. და
Line of ed.: 5     
აღსრულდა წინასწარმეტეუელისა მოსეს მიერ თქმული ლევიტელთათჳს ბრძანება
Line of ed.: 6     
უფლისა, ვითარმედ: "ხუთმან თქუენგანმანო წარიქციოს ასი და ასმან თქუენგანმან
Line of ed.: 7     
ბევრეულ", და მოციქულისა პავლეს მიერ თქმული: "ძმანო, ღმრთის-მოყარეთა
Line of ed.: 8     
ზოველივე განუმარჯვოს კეთილად". ეგრეთვე ამათ სასოებითა ღ\მრთისათა მიეცა
Line of ed.: 9     
ძლევა დიდი და ესრეთ განემარჯუა ურჯულოთა ზედა და მოსრეს სრულიად, ბანაკი
Line of ed.: 10     
მათი იავარ ყვეს: "რაცა ოდენ ქართლიდამ ეშოვნათ, ტყუე თუ საქონელი იგიცა
Line of ed.: 11     
ყოველივე წამოიღეს და მათიცა მრავალი წაართუეს. და რაც ოდენ შეიპყრეს ყირიმნი
Line of ed.: 12     
მოსრნეს პირითა მახჳლისათა.

Line of ed.: 13        
კნინღა მცირედი რამე ნეშტი განერნენ. იჴმიეს სივლტოლა და წარვიდნენ მოსაკიდელზედა
Line of ed.: 14     
შეშინებულნი და დანქრეულნი. შევიდენ ტყესა და სიმაგრესა მოსაკიდლისასა,
Line of ed.: 15     
არა აქუნდათ \ ღონე გზის განგებისა. და მაშინ ჰპოვებდენ დედანი მოსაკიდლის
Line of ed.: 16     
სოფლისანი ტყეთა შინა დამალულთა ყირიმთა კაცთა, შეიპყრობდენ, მოჰჴდიდნენ
Line of ed.: 17     
დოლბანდსა და, თუ რამე ჰქონდათ, წაართმევდენ და კაცთა შეიწყალებდენ და განუტევებდნენ.
Line of ed.: 18     
ესეთი გამარჯუება მოსცა ღმერთმან ქართველთა. და შემოიქცენ გამარჯუებულნი
Line of ed.: 19     
და აღსავსენი საქონლითა და ჰქონდათ ლხინება და სიხარული.

Line of ed.: 20        
მაშინ არჩივეს, რაოდენცა კაცნი დაეჴოცათ ყირიმთაგანი, დასჭრეს თავები და
Line of ed.: 21     
წარმოუგზავნეს ყაენსა და \ მიულოცეს გამარჯუება. და გაუძღუანეს წინა გარასპი
Line of ed.: 22     
ფავლენისშვილი და, რა მივიდა და მიართუეს ყაენსა თავები, იამა დიდად და დაუმადლა
Line of ed.: 23     
მეფესა. გამოუგზავნა მრავალი წყალობა და მოულოცა მანცა გამარჯუება.

Line of ed.: 24        
და ამას შინა უფროსად გამდიდრდა მოურავი: მოიპოვა ღონე ესე, რამეთუ ცოლი
Line of ed.: 25     
არა ესუა მეფესა ლუარსაბს, ყმაწვილიცა იყო, არჩივა მოურავმან, დაჰპატიჟა მეფესა
Line of ed.: 26     
და დახუდა კეთილად. და გამოჩუენებით. და სმაშიგან გამხიარულდა დიდად მეფე ლუარსაბ.
Line of ed.: 27     
მაშინ ჰყვანდა მოურავსა დაჲ ერთი მეტად შუენიერი და კეკლუცი და დააყენა
Line of ed.: 28     
მეღჳნედ თავს მეფესა. და მოეწონა მეტად დიდად და ეტრფიალა.

Line of ed.: 29        
მაშინ მოურავს წინათვე განეგულა გულსა შინა, რამეთუ წინათ რომ მოურავმან
Line of ed.: 30     
ღალატი დასწამა მეფეს, ჰგონებდა არ დამინდობსო, ესრეთ განიზრახა, ვითარმედ
Line of ed.: 31     
მოეწონება დაჲ ჩემი მეფესა და ეტრფიალება და მაშინ მოინდომებს დასა ჩემსა
Page of ed.: 389   Line of ed.: 1     
და მივცემ ცოლად, და, უკეთუ არა ინდომ\ებს ცოლად, მაშინ ვინცა-ვინ ჩემნი მოკიდებულნი
Line of ed.: 2     
კაცნი არიან, უფროსად ყოველნივე მე მომიდგებიან, და მეფეს შეუორგულდებიან
Line of ed.: 3     
და ამით წავაჴდენო, და თუ ცოლად შეირთავს, მტერნი ჩემნი გაუორგულდებიან
Line of ed.: 4     
და მეფეს ჩემის მეტი ღონე არ ექნება, და რა ჴელთ ჩამივარდება, რასაც
Line of ed.: 5     
მინდა ვიქო. დაასკუნა რჩევა ესე.

Line of ed.: 6        
და იყვნენ ლხინზედა დიდად მხიარულნი და მოეწონა მეფესა ქალი იგი. დღესა
Line of ed.: 7     
მეორესა მიუგზავნა კაცი მეფემან. და სთხოვა ცოლად დაჲ თჳსი მოურავსა.

Line of ed.: 8        
მაშინ მოურავმან მოაჴსენა \ ჴერჴით: "მეფეო, მე ვარ ერთი მდაბალი ყმა შენი,
Line of ed.: 9     
დაღაცათუ ჟამსა ამის წყალობითა და თქუენის მრავლი კეთილის ბოძებითა განმდიდრებულ
Line of ed.: 10     
ვარ და დიდად არს სახელი ჩემი, არამედ მტერნი ჩემნი დასა ჩემსა დედოფლად
Line of ed.: 11     
არავინ მიიჩნევს და არცავინ განდომებს თავსა ჩემსა, დაგიწყებენ ბეზღობასა და გამიწყრომობენ
Line of ed.: 12     
თქუენს თავსა".

Line of ed.: 13        
და ამისი რა მოციქული გაუგზავნა, მაშინღა კუალად აცნობა \ მოურავმან დედასაცა
Line of ed.: 14     
მეფისასა, კუალად ჴერჴით, და შეეხუეწა, რომე თქუენი შვილი, მეფე ლუარსაბ,
Line of ed.: 15     
ჩემს დას მთხოვსო ცოლად, და მე ჩემის ნებით არ ვაძლეო და მაზედ მომეჴმარენით,
Line of ed.: 16     
რომე კაის საქმით მომარჩინოთო".

Line of ed.: 17        
მაშინ სცნა რე ეს საქმე მეფემან, არა უსმინა და შეირთო დაჲ მოურავისა.

Line of ed.: 18        
ხოლო დედა მეფისა იყო ქალი ლიპარტიანისა, სახელითა მარიამ. მაშინ, რა
Line of ed.: 19     
სცნა ქორწილი, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვეღარა გააწყო რა. და მოიყვანა ქალი
Line of ed.: 20     
ტურფად შუენიერი და ჰყვანდა თუესა როდენსამე.

Line of ed.: 21        
მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არა იყო მოურავის
Line of ed.: 22     
მოყუარე იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა. და ეტყოდეს მეფესა მტერნი მოურავისანი,
Line of ed.: 23     
ვითარმედ: "მოურავი კაცი დიდად კარგი არისო, მაგრამ ჩუენზედ დიდად
Line of ed.: 24     
უმცირესი არისო და [უ]მრწმესი გუარითაო. ჩუენ იმათ ცოლნი და შვილნი და თავნი
Line of ed.: 25     
ყმად რად მივსცეთო, და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან \ დაუცადებლად
Line of ed.: 26     
დაუწყო ბეზღობა მოურავსა.

Line of ed.: 27        
დაღაცათუ არა ენება მეფესა მოურავის გამომეტება, არამედ დიდად იიძულეს
Line of ed.: 28     
სიტყჳთა და ჟამ ყოველ განზრახებდეს მეფესა განტევებასა ს[ჯ]ულიერისა მის წმიდასა
Line of ed.: 29     
ქორწინებისაგან, და დიდად უარის ყოფასა და არა რწმუნებასა წმიდისა სახარებისასა,
Line of ed.: 30     
ვითარმედ: "რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ", და ამისთჳს
Page of ed.: 390   Line of ed.: 1     
დიდად უბრალო იყო მეფე და სწადოდა განტევება ღმრთისაგან მოცემულისა მეუღლისა
Line of ed.: 2     
დიდად მიაჭირვეს სიტყჳთა, და დაჰყვა მეფე რჩევასა მათსა და ებრძანა განტევება.

Line of ed.: 3        
და რა ამაზედ დაიყოლიეს \ მეფე, კუალად იკადრეს სრულიად ამოწყუეტა და
Line of ed.: 4     
გათავება მოურავისა. და შეატყუეს მეფესა, რომ ყრმა არისო, და რასაც მოვაჴსენბთ, ვერ
Line of ed.: 5     
ურჩ გუექმნებაო. კუალად შესძინეს ბოროტი ბოროტსა ზედა და მოაჴსენეს: "ვინათგან
Line of ed.: 6     
დაუტეობ და დაუგდებ მოურავსა დასა, ესე უწყით, რომე ამას მოურავი არ დასთმობს,
Line of ed.: 7     
დიდად სახელოვანი კაცი არის, გაგიორგულდება \ და ბევრი ავი მოჰჴდებაო". მაშინ
Line of ed.: 8     
ურჩიეს ღალატი და სიკუდილი მოურავისა.

Line of ed.: 9        
და იდგა მეფე ლუარსაბ მას ჟამსა წავკისის თავსა. და მაშინ იჴმეს მოურავი და
Line of ed.: 10     
აწჳეს, ვითარმედ ყარაიას ვინადირებთო, მოდით და შევექცეთო. მაშინღა მსწრაფლ
Line of ed.: 11     
მოვიდა მოურავი უზაროდ და არა უწყოდა საქმე გაგებული მას ზედა. და სწადდა
Line of ed.: 12     
მეფესა ხვალისა დღე სიკუდილი მოურავისა ღალატითა.

Line of ed.: 13        
დაასკუნეს რა საქმე ესე. არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იჴსნა მეფე
Line of ed.: 14     
ლუარსაბ უბრალოს კაცის სიკუდილისაგან და სისხლისაგან; და მოვიდა მოურავთანა
Line of ed.: 15     
ფარეშთუხუცესი, ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე.

Line of ed.: 16        
ხოლო სცნა რა ესე მეფემან ფარეშთუხუცესისაგან რომელ არაოდეს უყოფიეს
Line of ed.: 17     
კაცსა გონიერსა განთქმა საიდუმლო მეფისა თჳსისა, შეიპყრა ფარეშთუხუცესი და
Line of ed.: 18     
დააჭრეს ცხვირ-პირი. და, რაც ოდენ ამას ქუემოთ წერილ არს, მოთხარა სახლისა
Line of ed.: 19     
მეფისა და აოჴრება საქართველოსი, ყოველივე სიტყჳთა \ ბააკასითა იქმნა.

Line of ed.: 20        
ხოლო სცნა რა მოურავმან საქმე ესე, გარდიხუეწა შიშუელა სახურავიანის ცხენითა
Line of ed.: 21     
და განვლო გზა გელიყარისა და მივიდა ნოსტევს, აჰყარა ცოლშვილი თჳსი და
Line of ed.: 22     
მივიდა დიდგორის მთასა. გაჰყვნენ ყმანი თჳსნი.

Line of ed.: 23        
ხოლო გამოუსია მეფემან სპა და მოვიდენ ნოსტევს და მოიცვეს ნოსტევი და
Line of ed.: 24     
შეკრეს გზები ყოველგნით. მაშინ მოურავი შეჯდა და წარმოვიდა ცოლშვილიანად
Line of ed.: 25     
მთა-მთა, ჩამოვლო უგზოდ მთები, უგრძნობელად ყოველთა მდევართაგან, და ჩამოვიდა
Line of ed.: 26     
მცხეთას. და დახუდა საბაჟოს გზა შეკრული და ჴიდიცა. და მაშინღა განვლო უგრძნობელად
Line of ed.: 27     
მცველთა, და განვიდა არაგუს ზეით ღამით ადიდებულსა \ მტკუარსა ცხენის
Line of ed.: 28     
ცურვითა ცოლშვილიანად უზიანოდ, რომე არარა წაჴდენია წყლითა.

Line of ed.: 29        
მაშინ განსრულმან თაყუანის-ცა მჴურვალად სუეტსა ცხოველსა ღ(ვ)თივ-აღმართებულსა
Line of ed.: 30     
და წარვიდა არაგჳს ერისთვის ნუგზარისასა.

Line of ed.: 31        
ხოლო ესე ნუგზარ არაგჳს ერისთვის მამა-პაპათა ამოსწყჳტეს პატრონი ჴევისა
Line of ed.: 32     
თექთურმანისძე და დაიჭირეს ჴევი, და მიერითგან \ მისცა მეფემან რომელთამე
Page of ed.: 391   Line of ed.: 1     
ჴადა, რომელთამე მთიულეთი და რომელთამე დუშეთი და ანანური. და იქმნეს ჴევისა
Line of ed.: 2     
მის ერისთავად.

Line of ed.: 3        
და ამა ნუგზარ ერისთვისა ქალი ედგა მოურავსა. და რა სცნა ნუზარ საქმე მოურავისა
Line of ed.: 4     
და მოსლვა მისი სახლად მისა, მიეგება წინა მისაქციელსა, სოფელსა მუხრანისასა,
Line of ed.: 5     
და წარუძღუა წინა და წარიყვანა სახლსა თჳსსა დუშეთს.

Line of ed.: 6        
და ესე მოურავი იყო კაცი მცდელი და ილათიანი, და ურჩია ნუგზარს გაყოლა
Line of ed.: 7     
თჳსთა თანა მრავლითა რჩევითა, საქმისა ჩუენებითა. და დაუჯერა ნუგზარ ერისთავმანცა
Line of ed.: 8     
და დაასკუნეს წარსვლა ყაენთანა, და მუნ მეფისა გამაგრება არა შეეძლოთ, და
Line of ed.: 9     
გაჰყვა ნუგზარცა. და წარვიდენ მუნით და განვიდენ ლილოსა, და მუნით გაჰჴდეს ყურყუთას
Line of ed.: 10     
მტკუარს ფონად, და განვიდენ და მივიდენ აღჯაყალასა.

Line of ed.: 11        
და რა ნახეს მისვლა მათი აღჯაყალას მყოფთა თათართა, განიხარეს და მიაპყრეს.
Line of ed.: 12     
პატივი დიდი. ხანსა რაოდენსამე მუნ იყვნენ და მოურავმან ცოლშვილი იქ \ დააგდო,
Line of ed.: 13     
და თჳთ წარვიდა შააბაზ ყაენთანა. და რა ნახა შააბაზ, განიხარა დიდად, მრავალი
Line of ed.: 14     
ნიჭი და საბოძვარი უბოძა.

Line of ed.: 15        
მას ჟამსა წარვიდა შააბაზ აღებად ყანდაარისა. მუნ იახლენ, ბრძოლასა და ციხის
Line of ed.: 16     
აღებაში დიდად კარგად და სახელოვნად იყვნენ. და მუნით დაბრუნდა შააბაზ და წარვიდა
Line of ed.: 17     
ბაღდადს, მუნცა თანა ახლდენ, კარგად, მჴნედ და მამაცად იყვნენ და გულოვნად.
Line of ed.: 18     
და რა გაარიგა შააბაზ მუნებური საქმე, წარმოვიდა და მოვიდა ისპაანს.

Line of ed.: 19        
მაშინ მოურავი დაჰპირდა ქართლის დაჭერასა და კახეთისასა, და თჳთანც უნდოდა
Line of ed.: 20     
შააბაზს, და დართო ნება შააბაზ წამოსვლისა.

Line of ed.: 21        
და ხანსა რაოდენსამე უკან მოვიდა განჯას, უგრძნობლად და უცნაურად მეფისა
Line of ed.: 22     
და კახის ბატონისა. და, რა მოვიდა განჯას, \ მოუგზავნა კაცი კას-ბატონს თეიმურაზს
Line of ed.: 23     
და შემოუთუალა, ვითარმედ: "შენი შვილი მომეცო". და რა სცნა საქმე ესე თეიმურაზ,
Line of ed.: 24     
იცოდა, რომ შააბაზ კაცი ხვანჯიანი და დაუნდობარი და ილათიანი იყო. და ესეცა
Line of ed.: 25     
უწყოდა, რომ არც მე დამინდობსო, იმასთან \ გაზრდილი კაცი ვარო, და არა უნდოდა
Line of ed.: 26     
გაგზავნა შვილისა, რამეთუ უწყოდა, რომ არც შვილს დაინდობდა, არცა მას. მაგრამ
Line of ed.: 27     
დაუჟინეს კახთა და არა დაეჴსნენ, რომ მეტად ძალა უყვეს, მაშინ გაუგზავნა ძე თჳსი
Line of ed.: 28     
ალექსანდრე, ნაშობი გურიელის ქალისაგან, და დედაცა თჳსი ქეთევან თან გაატანა
Page of ed.: 392   Line of ed.: 1     
ამისთჳს, რომე უფრო პატივს დამდებს და არას აწყენს შვილსა ჩემსაო, და შეეხუეწა
Line of ed.: 2     
გაუწყრომლობასა.

Line of ed.: 3        
და რა მივიდა დედოფალი ქეთევან, სცნა პატივი დიდი. და რა ნახა შვილიშვილი
Line of ed.: 4     
მისი ალექსანდრე, უთხრა "ძიძა ხომ არა ვარო -- ყაენმან -- რომ ასეთი
Line of ed.: 5     
პატარა ყმაწვილი გამოუგზავნიაო, რასთჳს უფროსი შვილი არ გამომიგზავნაო. თუ ჩემი
Line of ed.: 6     
შერიგება უნდაო, უფროსი შვილი გამომიგზავნოსო". და გამოუგზავნა კაცი და სთხოვა
Line of ed.: 7     
უფროსი შვილი.

Line of ed.: 8        
არ უნდოდა კახ-ბატონს თეიმურაზს გაგზავნა უფროსისა შვილისა, და
Line of ed.: 9     
დედოფალსაც ქეთევანს შემოეთუალა, ნუ გამო\უგზავნიო. და არა სწადდა გაგზავნა თეიმურაზს,
Line of ed.: 10     
მაგრამ არა დაესჴნეს კახნი და ეტყოდეს: "არც შენც იქ იყაო, რა დაგიმარცხდაო,
Line of ed.: 11     
ქუეყანასა რასთჳს წაახდენინებო?" რადგან არ დაეჴსნენ კახნი, მასინ გაუგზავნა
Line of ed.: 12     
უფროსიცა შვილი ლევან. და რა მიუვიდა ესეცა, მასინღა გაუგზავნა კიდევ კაცი
Line of ed.: 13     
შააბაზ თეიმურაზს: "რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარო, შენცა მოდი და მნახეო
Line of ed.: 14     
და მრავალს წყალობას გიზამო". და რა მოუვიდა ამბავი ესე, მაშინ ბატონმან თეიმურაზცა
Line of ed.: 15     
დააჯერა გული და კახთაც შეიტყუეს, რომ უნდოდა ამოსავარდნელად.

Line of ed.: 16        
მაშინ ეზრახნენ მეფესა ქართლისასა ლუარსაბს, რომე "რადგან მოყუარენიცა
Line of ed.: 17     
ვართ და სჯობს ქუეყანისათჳს, ამ საქმეზედ გავერთდეთ, რამეთუ შენცა უწყი შააბაზ ყაენი
Line of ed.: 18     
საქართველოსათჳს ავი არის, და მოურავიც ხომ მტერი არს შენი, და იმას მოჰყავს
Line of ed.: 19     
ყაენი და უნდათ ქუეყანის წაჴდენა, გავერთდეთ". და მასინ გაერთდენ და მისცეს ფიცი \
Line of ed.: 20     
მტკიცე ერთმანერთსა. და \ შემოიყარა თეიმურაზ კახნი და დადგა მაგრა.

Line of ed.: 21        
და რა სცნა საქმე ესე შააბაზ, წარმოვიდა თჳთ და მოვიდა კახეთს. და შეიყარა
Line of ed.: 22     
თეიმურაზცა ჯარი და შააბაზ ყაენმანც წარგზავნა სპა თჳსი წინა და გარდაუყენა
Line of ed.: 23     
ჟალეთს, და თჳთ შააბაზ მივიდა ბატონს თეიმურაზზედა. და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ
Line of ed.: 24     
და წარმოვიდა. და მოუჴდა წინა გარდაყენებულთა ჟალეთს მდგომთა ყიზილბაშთა
Line of ed.: 25     
შემოება მჴნედ.მისცა ღმერთმან ძლევა, გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს:
Line of ed.: 26     
ამოსწყჳტა და მოსრა პირითა მახჳლისათა ყოველნივე. წარმოვიდა და მოვიდა
Line of ed.: 27     
მუხრანს და შემოეყარა მეფესა ლუარსაბს.

Line of ed.: 28        
პირველ თურმე ერჩივა მოურავს შააბაზ ყაენისათჳს ესრეთ, ვითარმედ: ქართლში"
Page of ed.: 393   Line of ed.: 1     
ზამთარ მიდიო, ხიზანი მთაში ვერ შევაო და, რასც გინდა იქო, და თუმცა მთაში
Line of ed.: 2     
შევიდენო თოვლი და სიცივე ამოსწყუეტსო. \ და ესმინა შააბაზს სიტყუა მოურავისა
Line of ed.: 3     
და მოვიდა თუესა იანვარსა ხუთსა, ქრისტეს აქათ ჩ̂ქკდ, და აღიღო ციხე თორღისა
Line of ed.: 4     
შააბაზ და გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა. და შემუსრა ჴელითა თჳსითა
Line of ed.: 5     
წმიდა გიორგი ალავერდისა, და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯუარნი, და შემოსძარცუნა
Line of ed.: 6     
პატიოსანნი თუალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭათა მისთა,
Line of ed.: 7     
და ყო სამკაულად მათდა. და შეაგინნა წმიდანი ეკლესიანი კახეთისანი, და წარმოემართა
Line of ed.: 8     
ქართლსა ზედა.

Line of ed.: 9        
მაშინ ინებს ქართველთა ომი, მაგრამ ვეღარა გააწყუეს რა და ვერცა დაუდგენ
Line of ed.: 10     
სიმრავლისაგან ჯართასა.

Line of ed.: 11        
მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ და კახ-ბატონი თეიმურაზს იმერეთს. და მოეგება
Line of ed.: 12     
მპყრობელი იმერეთისა გიორგი, ითჳსა კეთილად და მიუჩინა ალაგები და დააყენა.

Line of ed.: 13        
ხოლო შააბაზ მოვიდა გორსა და დადგა მუნ. და წარუგზავნა მპყრობელსა იმერეთისასა
Line of ed.: 14     
კაცი შააბაზ და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "მომეც ეგევე ორნივე მეფენი
Line of ed.: 15     
და აღგავსებ მრა\ვლითა ნიჭითა და საბოძვრითა". ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა რა
Line of ed.: 16     
ესმა საქმე ესე, გაუგზავნა კათალიკოზი აფხაზეთისა მალაქია და აბაშიძე ლევან მოციქულად
Line of ed.: 17     
და გამოუგზავნა ფეშქაშიცა მრავალი და შემოუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "ამათი
Line of ed.: 18     
მოცემა ჩემგან არ იქნებისო და ჴელმწიფემან ამდენი წყალობა გჳყოს და დაგვდვას პატივი,
Line of ed.: 19     
რომე ესენი ისევ შეირიგოს და თჳთონ წაბ[რ]ძანდეს და დაანებოს ამათ ამათი მამული
Line of ed.: 20     
და საბატონო".

Line of ed.: 21        
და რა მოვიდა კათალიკოზი მალაქია და აბაშიძე ლევან, -- და თანა ახლდათ
Line of ed.: 22     
ყაენის გაგზავნილი კაცი, -- და რა მივიდა, \ დიდად პატივ-სცა ყაენმან და დახუდა
Line of ed.: 23     
კარგად.

Line of ed.: 24        
და რა სცნა მოუცემლობა მეფისა და თეიმურაზისა იმერეთის ბატონის გიორგისაგან,
Line of ed.: 25     
ვეღარა გააწყო რა შააბაზ, და მაშინღა მოიპოვა ჴელოვნება და ღონე ილათისა,
Line of ed.: 26     
რათამცა ჴერჴით მოაგუაროს. და მოიჴმო კათალიკოზი მალაქია და აბაშაძე ლევან და
Line of ed.: 27     
შეუთუალა ესრეთ მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის: "რადგან შუა ჩამოსულხარო,
Line of ed.: 28     
მე მეფე ლუარსაბთანა არცა რა საქმე მაქუსო და არცა რას ვემდურვიო და არცა მაგის
Line of ed.: 29     
წასაჴდენდ მოვსულვარო ბატონი თეიმურაზ ჩემი მტერი არისო მაგას არც შევირიგებ
Line of ed.: 30     
და არც მინდა. მეფეს ლუარსაბს კიდეც შევირიგებ და, თუ მოვა და შემომრიგდება,
Line of ed.: 31     
წყალობასაც უზამ".

Page of ed.: 394  
Line of ed.: 1        
და, რა მათ ესე სიტყუა დააბარა და გაისტუმრა, მოიჴმო შადიმან სუფრაჯი
Line of ed.: 2     
რომელი იყო გამზრდელი ლუარსაბისა, და დაიწყო ტირილი შააბაზ ყაენმან და თქუა:
Line of ed.: 3     
"მე მეფეს ლუარსაბს როგორ წავაჴდენო, მეფის სიმონის შვილისშვილსა და მეფის
Line of ed.: 4     
გიორგის შვილსა მე ავსა და ურიგოს როდის ვკადრებო, მაგრამ ეს თეიმურაზ მიცდინაო
Line of ed.: 5     
და მომიტყუაო. ესე იცოდე, თუ მეფე ლუარსაბ მოვა და შემომრიგდებაო, დიდს
Line of ed.: 6     
წყალობას უზამო და გავამდიდრებო. და მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და
Line of ed.: 7     
იტირა ბევრი,

Line of ed.: 8        
და რა ნახა შადიმან ესევითარი ტირილი. და საფიცარი შააბასისა, მაშინ დააჯერა
Line of ed.: 9     
გული, რომ მეფეს ლუარსაბს ყაენი დიდს წყალობას უზამსო და კიდეც შეირიგებსო,
Line of ed.: 10     
\ ამაზედ დიდად დააჯერა გული.

Line of ed.: 11        
ხოლო ამას ყოველსავე ჴერჴითა და ილათითა იქმოდა შააბაზ. მაშინ გაუგზავნა
Line of ed.: 12     
შადიმან სუფრაჯი და გაატანა ერთი გულის სანდო ერთგული ხოჯა ყაენმან და მისწერა
Line of ed.: 13     
წიგნი და საფიცარი და გაუგზავნა მურასა ჴრმალი.

Line of ed.: 14        
მაშინღა ჰყვანდა შააბაზს ცოლად დაჲ მეფისა ლუარსაბისა და მასცა მიაწერინა
Line of ed.: 15     
წიგნი და იჴმო მეფე ლუარსაბ, რამეთუ დაატყუა დაცა მეფისა. და მისცა მრავალი საბოძვარი
Line of ed.: 16     
და საჩუქარი კათალიკოზს მალაქიას და აბაშიძეს ლევანს და აღავსო პირთამდი.

Line of ed.: 17        
რა მივიდნენ ესენი მეფესა ლუარსაბსა თანა და გიორგის იმერეთის მპყრობელი
Line of ed.: 18     
თანა, მოაჴსენეს ამბავი ესე, ყაენისაგან დანაბარები, და აუწყეს ყოველივე. და შადიმანც
Line of ed.: 19     
საფიცარი აჩუენა, და ხოჯამან ჴრმალი მიართუა, და მიართუეს. დისა მისისაგან
Line of ed.: 20     
მიწერილი წიგნი. მაშინღა დააჯერა გული მეფემან ლუარსაბ და აემზადა \
Line of ed.: 21     
წამოსასვლელად.

Line of ed.: 22        
და პატრონმან იმერეთისამან გიორგი შეატყობინა დადიანს ლევანს და გუ\რიელს
Line of ed.: 23     
მამიას, რომელი იყო ესე გურიელი მამია ძე ვახტანგ გურიელისა. მაშინ მოვიდენ
Line of ed.: 24     
ისინიცა და შეიყარნენ ერთად. ურჩდეს ბატონმან თეიმურაზცა და სრულიად იმერელთა,
Line of ed.: 25     
რომე ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნიც არიანო, არც
Line of ed.: 27     
შენ დაგინდობენო, ნუ წახვალო.

Line of ed.: 28        
ხოლო მან არა უსმინა და წარმოვიდა. გამოყვნენ გზასა რაოდენსამე თანა და
Line of ed.: 29     
გამოესალმნენ და დაბრუნდენ, ისინი იქით წავიდენ და მეფე ლუარსაბ წარმოვიდა და
Line of ed.: 30     
მოვიდა შააბაზ ყაენთანა გორს.

Line of ed.: 31        
და ყაენმან არც იჩემა წინამიგებება, არამედ სანადიროდ ცხენს შეჯდა და წინ
Page of ed.: 395   Line of ed.: 1     
შემოეყარა პატივი-სცა ლუარსაბს და მოიყვანა თჳსთა თანა და დიდად განიხარა
Line of ed.: 2     
ყაენმან შააბაზ და სცა დიდი პატივი. ხოლო ხანსა რაოდენსამე იყვნენ შექცევაშიგან.
Line of ed.: 3     
ხოლო შემდგომად ამისა თქუა გულსა შინა ყაენმან შააბაზ და ეშინოდა, ნუ უკუე ქართველთა
Line of ed.: 4     
არავინ გამოუცვალოს გულიო და არა აღადგინოს \ შფოთიო. ხანსა რაოდენსამე
Line of ed.: 5     
უკანა შააბაზ ინება წარსვლად ტფილისად, და უთხრა მეფესა ლუარსაბს: "წარვიდეთ
Line of ed.: 6     
ტფილის[ს]აო და ვილხინოთ მუნცაო და შევექცეთო, შენ მუნ დაგაგდებ და მე
Line of ed.: 7     
წავალო".

Line of ed.: 8        
და რა ჩავიდენ ივლისს, მუნ რქუა: "წარვიდეთ ყარაიაზედ და ვინადიროთ
Line of ed.: 9     
შევიქცეთ ნადირობითა და ლხინითა, შენ დაგაბრუნებ და მე წავალო". რა მივიდენ
Line of ed.: 10     
ყარაიაში, შემოავლეს ჯელგა დიდი და არამიცა თანა ახლდენ. მაშინ არმისათჳს
Line of ed.: 11     
კარავი და შუაში შემოავლეს თეთრი, და თჳთ შააბაზ და ლუარსაბ დაკარდენ და
Line of ed.: 12     
მოემზადნენ სასროლად.

Line of ed.: 13        
რამეთუ ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო,
Line of ed.: 14     
და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ
Line of ed.: 15     
ზნეობით გათავებული და უკლები.

Line of ed.: 16        
მაშინ მოინადირეს ყარაია. და მოკლა მეფემან ლუარსაბ კარზედა ცხრამეტი.
Line of ed.: 17     
და რა ნახა ესე შააბაზ, უფროსად აღეგზნა გულსა მისსა შური მისი და გაუმტერდა,
Line of ed.: 18     
დაღაცათუ პირისპირ დიდს ქებას ეუბნებოდა და ეფერებოდა არამედ გულში დიდად
Line of ed.: 19     
ემტერებოდა და არჩევდა ამისთჳს ბოროტსა.

Line of ed.: 20        
მაშინ დამან მეფისამანცა გაუგზავნა საიდუმლოდ წიგნი და ასწავა: \ "ამას ასე
Line of ed.: 21     
გამოჩუენებით, სიკეთით და შუენიერებით ნუ ეჩუენებით, მე ვიცი ამისი ამბავი, რომ
Line of ed.: 22     
შურიანი და ხვანჯიანი კაცი არისო, და ეწყინებაო შენი სიკეთე გულშიაო. პირად კი
Line of ed.: 23     
ვერას გეტყჳსო, მაგრამ ერიდე და ფრთხილად იყაო". მაშინ მეფემან ლუარსაბ უთხრა:
Line of ed.: 24     
"აწ რა ვქნა, რაგინდ რომ ავად ვაჩუენო და ჴელი შეუწყო, ეს ხომ ვიცი, აღარ
Line of ed.: 25     
გამიშუებსო და, რადგან კი აღარ გამიშუებსო, ისევ-ისევე კარგად ვეჩუენებიო, ისი
Line of ed.: 26     
სჯობსო".

Page of ed.: 396  
Line of ed.: 1        
და ჰქონდა შური დიდი მისთჳს იდუმალ. მაშინ უთხრა შააბაზ: "რადგან ამისთანა
Line of ed.: 2     
მონადირე კაცი ხარო და უებრო მშჳლდოსანიო, ყარაბაღი დიაღ კარგი სანადირო და
Line of ed.: 3     
შესაქცეველი ადგილი არისო და წარვიდეთ იქაცაო და შევიქცეთო, მოვინადიროთ და
Line of ed.: 4     
ვილხინოთო. და წარიყვანა მუნცა.

Line of ed.: 5        
და ხანსა რაოდენსამე უკანა კუალად უთხრა: გილან-მაზანდარა" და მისი გარემონი
Line of ed.: 6     
ქუეყნებიცა კარგი სანადირო არისო, წარვიდეთ მუნცაო და შევექცეთო.

Line of ed.: 7        
და რა მიიყვანა აშრაფს, მაშინ დაჰპატიჟა სჯული. ხოლო მან არა უსმინა და
Line of ed.: 8     
არცა უარ-ყო სჯული თჳსი. მაშინ განრისხნა შააბაზ და იგონებდა ბოროტსა მეფის
Line of ed.: 9     
ლუარსაბისათჳს: და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყჳთა ლიქნისათა ზაკჳთ ჰგონებდა
Line of ed.: 10     
ცთუნებად და მიქცევად სჯულსა მისსა ზედა, რეცათუ დაარწმუნოს ვერაგობითა
Line of ed.: 11     
თჳსითა, და ვერ მძლე ექმნა, არამედ ამაო იქმნა სიცბილი მისი, და ვერ ეწიფა ნებასა
Line of ed.: 12     
გულისა თჳსისასა. უმეტესად აღივსო შურითა, ვითარცა იტყჳს დავით: "უმზირინ
Line of ed.: 13     
ცოდვილი მართალსა და იღრჭინის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინინ
Line of ed.: 14     
მას, რამეთუ წინასწარ ხედავს მას", და შემდგომნი ამისნი.

Line of ed.: 15        
მაშინ ესმნეს სიტყუანი ესე მძლავრსა მიერ მეფესა ლუარსაბს, არად შერაცხა
Line of ed.: 16     
რისხვა მძლავრისა, არამედ \ ეგო ვითარცა ანდამატი, და შეუძვრელ ვითარცა კლდე,
Line of ed.: 17     
და უშიში იყო ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა. და არა იგონებდა წარმავალსა
Line of ed.: 18     
ქუეყნიერსა ზრუნვასა, არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდა გულსა და გონებასა თჳსსა.
Line of ed.: 19     
ვითარცა ორბი ზეაღმფრინვალე ეთერისა მიმართ, ეგრეთ განახლებად ისწრაფდა და
Line of ed.: 20     
შემოსად სულიერისა სამოსლისასა და განგდებად. თმისა ამის მოკუდავისა და შემოსად
Line of ed.: 21     
უკუდავისა მის, რომელი მოსიეს \ წმიდასა მჴნეთა მოწამეთა, და წარმომთქმელი სიტყჳსა
Line of ed.: 22     
მოციქულისა, ვითარმედ: გული მითქუამსო განსვლად და ყოფად ქრისტეს თანა".
Line of ed.: 23     
განიცდიდა სიმჴნესა და ღუაწლსა წმიდათა მოწამეთასა გჳრგჳნსა და მოსაგებელსა
Line of ed.: 24     
მათსა, და უფროსად მობაძავ და საღვთოდ მოშურნე ქმნილიყო მეფეთა შორის წარჩინებულისა
Line of ed.: 25     
და მოწამისა მეფისა არჩილისა და ვახტანგისა და იტყოდა მიციქულისა
Line of ed.: 26     
მიერ თქმულსა მას: "უკეთუ მოვკუდე ქრისტესთჳს, მრწამს, რამეთუ რამეთუ მის თანაცა ვსცხონდეთ
Line of ed.: 27     
და, უკეთუ მან სახიერმან სიკუდილითა თჳსითა გჳჴსნა ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა,
Line of ed.: 28     
ჩუენცა თანა-გუაც; რათამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთჳს და არა ვრიდოთ
Line of ed.: 29     
თავთა ჩუენთა მისთჳს. ნეტარ თუმცა ღირს მყოს სახიერმან მან, რათამცა არა ერთგზის
Line of ed.: 30     
და ორგზის მივსცე თავი ჩემი სიკუდილსა, არამედ მრავალგზის, რომელმან
Line of ed.: 31     
მიბრძანა ჴმითა მით საუფლოთა: "ნუ გეშინინ, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო
Page of ed.: 397   Line of ed.: 1     
სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოწყუედად", და კუალად, "რომელმან აღმიაროს მე წინაშე
Line of ed.: 2     
კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". ვინათგან იგი ესრეთ
Line of ed.: 3     
აღმითქუამს გჳრგჳნსა მას დაუჭნობელსა და მოსაგებელსა, რომელი თუალმან არა
Line of ed.: 4     
იხილა და ყურსა არა ესმა, ხოლო გულსა კაცისასა არა მოუჴდა; და ესეცა უწყი,
Line of ed.: 5     
ვითარმედ სიკუდილისა თანამდებ ვარო და უვნებელად თანა-მაც განსვლა სულისა და
Line of ed.: 6     
განშორება ჴორცთაგან, მეგულვების გარდაცვალება თიჴოანთა ამათ თბეთა და დაჴსნად
Line of ed.: 7     
ნასხამთა ამათ და ანაქუსთა ჩემთა; ნამდვილ \ კეთილ არს ჩემდა, რათა მოსწრაფედ
Line of ed.: 8     
ვრბიოდე ასპარეზსა მას ზედა ძლევისასა და მოვაკუდინო ასონი ქუეყანისანი და შეიმოსო
Line of ed.: 9     
უკუდავი, ვინათგან უჭუელად ესე ყოფად არს. რაღა ყენება არს ჩემდა და არა
Line of ed.: 10     
ვისწრაფი შესვლად ქორწილსა სიძისა მის შუენიერისასა და უკუდავისსა? და მზა არს.
Line of ed.: 11     
ჩემდა მოცემად ჴმლითა თჳსითა გჳრგჳნსა მას უხრწნელებისასა. აჰა ჟამი შეწყნარებული
Line of ed.: 12     
და დღე სათნო უფლისა".

Line of ed.: 13        
და უწყოდა წინასწარვე არა შეწყალება და ულმობელობა \ მძლავრისა მის შააბაზისა,
Line of ed.: 14     
მაშინ ევედრებოდა გულითა მჴურვალითა და ცრემლითა ნაკადულითა და ზედასაზედა
Line of ed.: 15     
მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა.

Line of ed.: 16        
კუალად აიძულა შააბაზ დატევება სჯულისა და არა ისმინა. მაშინღა განაჩინა
Line of ed.: 17     
ტყუეობა ციხესა მას, რომელსა ჰქჳან გულაბყალა. და მუნ განეგულა აღსასრული
Line of ed.: 18     
ძისი.

Line of ed.: 19        
მაშინ აუწყა მეფემან ლუარსაბ ქართველთა, რომელნიცა ჰყვეს თანა, და წარმუთხრა
Line of ed.: 20     
ყოველივე ანდერძი თჳსი და უბრძანა ესრეთ: "ესერა დაუტეობ საწუთოსა ამას
Line of ed.: 21     
\ სოფელსა და განგეშორები თქუენგან და წარვალ მეუფესა ჩემისა ღ(ვ)თისა წინაშე,
Line of ed.: 22     
რომლისათჳსცა მსუროდა, გარნა ნუ დამივიწყებთ და ესე-მებრ სიტყუა გეჴსენედ და
Line of ed.: 23     
ცრემლით მგოდებდით, რომელნიცა ხართ ჩემ თანა აღზრდილნი და რომელნიმე ხართ
Line of ed.: 24     
გამზრდელნი ჩემნი, და ნუ უგულებელს ჰყოფთ ტკბილად პატრონს ყმურებრ მეგობრობასა
Line of ed.: 25     
და სიყუარულსა. ჩემსა, რამეთუ მნებავს თქუენ მიერ, რათა წესისაებრ საქართველოსა
Line of ed.: 26     
აღუტეოთ ზარი და ჴმა დაფლვისა ჩემისა და ეგრეთ სტიროდეთ ჩემ ზედა,
Line of ed.: 27     
რამეთუ ამირითგან არღარა მეგულების სმენა ჴმისა თქუენისა არამედ მეგულვების
Line of ed.: 28     
სმენა ჴმისა მის ანგელოზებრივისა სიხარულისა და ზატიკობისა".

Line of ed.: 29        
მაშინ აღუტევეს ქართველთა ჴმა რა მათ გოდებისა და ტირილისა, ვითარცა
Line of ed.: 30     
რაქაელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა ნუგეშინისცემის, და ტიროდენ ზარითა
Page of ed.: 398   Line of ed.: 1     
წესსა ზედა საქართველოსასა. და თჳთ მწოლარე იყო მეფე ლუარსაბ და მიუტირებდენ
Line of ed.: 2     
ქართველნი \ ჴმითა საზარელითა. და ტირილითა უნუგეშისცემოთა, და ეგრეთვე მეფე
Line of ed.: 3     
ლუარსაბ მიუგებდა და მეტყუელება სიტყუასა მწარესა განშორებისა მათისათჳს. და
Line of ed.: 4     
ესრეთ აღასრულეს წესი ცხედრისა, და იყო ჴმა ტირილისა და გლოვისა.

Line of ed.: 5        
მაშინ მოუწოდა ეპისკოპოზსა, რომელი ჰყვეს თანა, მღდლითა და დიაკუანთა და
Line of ed.: 6     
უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ჴორცსა და სისხლსა ცხოველს-მყოფელსა.
Line of ed.: 7     
მაშინ აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად მიმართ და შემჭვალნა თუალნი გონებისა
Line of ed.: 8     
მისისანი მსგავსად მწყურნებითა ნეკტარობდა და მცნებლობდა თუალთაგან ნაკადულსა
Line of ed.: 9     
ცრემლთასა, და ნილოსისაებრ რწყჳდა ორნატთა \ ჯეჯილთა სულისა თჳსისათა
Line of ed.: 10     
და მეტყუელებდა ფსალმუნსა ამას: "შენთჳს მოვწყდები ქრისტე ღმერთო ჩემო, ვითარცა
Line of ed.: 11     
ცხოვარი კლვადი, და აწ ღირს მყავ ზიარებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა", და
Line of ed.: 12     
მაშინღა ეზიარა შიშითა და კრძალულებითა.

Line of ed.: 13        
და ოდეს ეზიარა, მაშინ \ მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: "შენ უწყი, უფალო
Line of ed.: 14     
ჩემო იესო ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყუარებითა დაუტევე
Line of ed.: 15     
მამული და საყოფელი ჩემი და ვერცავინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა. და ვერცა
Line of ed.: 16     
გამოყვანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიყოფოდი, არამედ მანქანებითა და ჴელოვნებითა
Line of ed.: 17     
მძლავრისა ამის ბოროტისათა და ზაკჳთა ეშმაკისა, მოყუარეთა და მსახურთა
Line of ed.: 18     
მისთა, ბოროტთა კაცთათა, წარმოვედ და მოვედ მძლავრისა ამის. და უფროსად მწუხარე
Line of ed.: 19     
ვიყავ და მელმოდა გულსა იავარ-ყოფა საქართველოსი, შერევა წმიდათა ხატთა და ჯუართა
Line of ed.: 20     
და დარღუევა წმიდათა ეკლესიათა. და უკეთუმცა ხოლო მე განვერე ჴელთაგან მათთა,
Line of ed.: 21     
მაშინღა განრყუნილ იყო ჴელთაგან მათთა და მოოჴრებული, ვითარცა იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის
Line of ed.: 22     
მიერ, ეგრეთვე სუროდა საქართველოსათჳსცა მძლავრსა მას და სწადოდა
Line of ed.: 23     
სრულიად იავარ-ყოფა, არამედ აღძრულმან და ბრძანებისა შენისა მსმენელმან ვყავ \ წინააღრჩევით
Line of ed.: 24     
საქმე ესე, რომელმან ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: "მწყემსმან
Line of ed.: 25     
კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათჳსო". და არა ვიქმენ სასყიდლით
Line of ed.: 26     
დადგინებულ, რათამცა დაუტევე ცხოვარი ჩემი და ვივლტოდი, და მჴეცთა განსარყუნელად
Line of ed.: 27     
და შესაჭმელ იყო სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი, არამედ მინდობილმან ბრძანებისა
Line of ed.: 28     
შენისამან დავსდევ თავი ჩემი ქუეყანისათჳს და განერა თემი ჩემი მოოჴრებისაგან.
Line of ed.: 29     
ესე ყოველივე შენ უწყი, რამეთუ მეცნიერ ხარ გულის-სიტყუასა და გონებათა.
Page of ed.: 399   Line of ed.: 1     
არა მეწყალვის მეფობა და შარავანდედობა ჩემი, არცა შუენიერობა, ჰაეროვნება და
Line of ed.: 2     
და ახოვნება სიჭაბუკისა ჩემისა, არცა უებრობა და ყუავილი სიორძილისა ჩემისა, არცა
Line of ed.: 3     
კისკასად მორბედობა ასპარეზობისა და ქუელ-ყოფილობა ჰასაკობისა ჩემისა, არცა
Line of ed.: 4     
ბრძოლასა შინა მჴნეობა და სიმაგრე მკლავისა, და \ არცა თეატრონსა შინა \ მორბენადობა
Line of ed.: 5     
ცხენითა და მსწრაფლმალვობა და მარჯვედ სრვა მჴეცთა, დაუშრომლობა მკლავთა
Line of ed.: 6     
და ყოველთა მოსავთა ჩემთა უზეშთაეს ყოფა, არცა დიდება, პატივი და სანოვაგენი
Line of ed.: 7     
მრავალფერი ტაბლანი და გამოჩუენებითი ლხინნი და მხიარულითა პირითა მეტყუელებანი,
Line of ed.: 8     
ზმანი და მღერანი და მეფობრივი ცხედარი და ტახტ-გჳრგჳნოსნებანი. ესე
Line of ed.: 9     
ყოველივე დამიტევებიან სიყუარულისა შენისათჳს, და აწ გევედრები მეუფეო,
Line of ed.: 10     
სული, გული და გონება ჩემი შენდა მომართ აღამაღლო, რამეთუ საშუებელნი და
Line of ed.: 11     
გემონი სოფლისანი არარად შემირაცხიეს, ქუესკნელად შტამჴდელნი და ამაონი, რამეთუ
Line of ed.: 12     
შენდა შუენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა,
Line of ed.: 13     
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ".

Line of ed.: 14        
და ვითარცა დაასრულნა სიტყვანი ესე, მაშინ მიავლინა მტარვალნი თჳსნი
Line of ed.: 15     
მძლავრმან შაჰაბაზ და წარგზავნეს იგი ტყუედ ციხესა მას \ გულაბყალისასა და მუნ
Line of ed.: 16     
ტყუედ ყვეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა კუალად წარავლინა კაცი და მიუმცნო
Line of ed.: 17     
ხანსა მუნ მყოფსა, რომელსაცა ჰყვა პყრობილად მეფე ლუარსაბ, რათამცა მოაშთოს.

Line of ed.: 18        
და ვითარცა ესმა ხანსა მას სიკუდილი მეფისა ლუარსაბისა, დიდად მწუხარე
Line of ed.: 19     
იქმნა, რამეთუ ეწყალოდა სიჭაბუკე და ახოვანება მისი. და მაშინღა შევიდეს მტარვალნი
Line of ed.: 20     
და აუწყეს სიტყუანი მძლავრისა შააბაზიანისანი მეფესა ლუარსაბს. და რა ესმა, იტყოდა
Line of ed.: 21     
ფსალმუნსა ამას: "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე", და
Line of ed.: 22     
ევედრებოდა მრავალ-მოწყალესა ღმერთსა. შემდგომად ამისა რქუა წმიდამან ლუარსაბ
Line of ed.: 23     
მტარვალთა მათ: "აღასრულეთ ბრძანებული თქუენი". და მოიღეს საბელი მშჳლდისა,
Line of ed.: 24     
მოაბეს ყელსა და მით მოაშთუეს. და ესრეთ სრულ ყო წამება თჳსი და შეირაცხა წმიდათა
Line of ed.: 25     
მოწამეთა კრებულთა თანა, და აწ იხარებს სიხარულსა მას მოუკლებელსა \ და
Line of ed.: 26     
გამოუთქმელსა. და აწ სხენან წმიდანი ნაწილნი მის მეფისა და მოწამის ლუარსაბისანი
Line of ed.: 27     
\ მუნ ციხესა გულაბყალისასა.

Page of ed.: 400  
Line of ed.: 1        
ხოლო დედა ბატონის თეიმურაზისა, ქეთევან, და ორნი ძენი თეიმურაზისანი
Line of ed.: 2     
ალექსანდრე და ლევან, გაგზავნა შირაზს და მუნ ტყუედ ყვეს.

Line of ed.: 3        
ხოლო რაჟამს მოიქცა შააბაზ, ვერცავინ დასუა ქართლსა ბატონი და ვერცა
Line of ed.: 4     
კახეთსა, რამეთუ ამას ლუარსაბს არცა ჰყვანდა შვილი და არცა ძმა. და მიაბარა შააბაზ
Line of ed.: 5     
კახეთი ნოდარ ჯორჯაძესა და დავით ასლანის-შვილსა, და ქართლი იყო უბატონოდ,
Line of ed.: 6     
რამეთუ თავადნი თჳს-თჳსად მჴარესა მთავრობდენ და ბატონობდენ ურთიერთას იგინი.

Line of ed.: 7        
ხოლო ნოდარ და დავით ქნეს ერთგულობა და ჩამოიყვანეს ბატონი თეიმურაზ
Line of ed.: 8     
იმერეთიდამე და გააბატონეს კახეთშია. და თანა მოჰყვნენ ბატონს თეიმურაზს არაგჳს
Line of ed.: 9     
პირამდი გიორგი, იმერეთის მპყრობელი, დადიანი და გურიელი. და რა ჩავიდა
Line of ed.: 10     
ბატონი თეიმურაზ \ კახეთშია, ესენი გამობრუნდენ და წარვიდენ იმერეთს, თჳსსა სამყოფსა
Line of ed.: 11     
შინა. და დაჯდა ბატონი თეიმურაზ კახეთს და ბატონობდა.

Line of ed.: 12        
და, რა ესმა შააბაზს მოსვლა თეიმურაზისა, განრისხდა, ვითარცა ვეშაპი განძჳნებული,
Line of ed.: 13     
და ალიყულიხან წარმოგზავნა მრავლითა ჯარითა და ესე დავედრა, რათა
Line of ed.: 14     
შეუკრას გზები ყოველგნით და არა წარუვიდეს. და თჳთცა წარმოემართა, რამეთუ სწადოდა
Line of ed.: 15     
თჳთ მისვლა იმაზედა. და წარვიდა ალიყულისან და გაჰკრა არაგუზედა გზები.

Line of ed.: 16        
და რა ესმა ბატონს თეიმურაზს საქმე ესე, შეიყარა სპა, მივიდა და დაესხა თავსა
Line of ed.: 17     
წიწამურს ზეით, დაესხა ჟამსა შუადღისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა
Line of ed.: 18     
ბატონს თეიმურაზს დიდად. და მისცა ღმერთმან ძლევა და შუადღითგან მოკიდებული
Line of ed.: 19     
ჴოცეს თათარნი ვიდრე ბინდამდე, გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს და კახთა და
Line of ed.: 20     
გააქცივეს.

Line of ed.: 21        
და ესმა ამბავი ესე შააბაზსს და უმეტეს განძჳნდა და წარმოემართა თჳთ. და
Line of ed.: 22     
მოვიდა შააბაზ, და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ და წარვიდა იმერეთს. და რომელნიმე
Line of ed.: 23     
კახნი აიყარნენ და გაჰყვნენ ცოლშვილიანად თეიმურაზს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.