ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 122

Page of edition: 122  Line of edition: 1    შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა, სხჳთა კულა ზრდილობითა
Line of edition: 2    
კეთილად წურთილი. მჴნე და მჴედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო და მშჳლდოსნობითა
Line of edition: 3    
შემმართებელი. ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა ამისი
Line of edition: 4    
ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს თამარცა მიემორჩილა
Line of edition: 5    
ნებასა მათსა მეცნიერებისათჳს ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს
Line of edition: 6    
დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.

Line of edition: 7    შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი,
Line of edition: 8    
ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი
Line of edition: 9    
ცხოვრებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი
Line of edition: 10    
ზემოთ და ქუემოთ, და არა სადათ ვინ ჩნდა წინააღმდგომილ
Line of edition: 11    
მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუსუცესი ქართველი,
Line of edition: 12    მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა, და არავინ შეწუხნა მისთჳს, არცა
Line of edition: 13    
დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს.

Line of edition: 14    
მოკუდა ამირსპასალარი გამრეკელი და ესე ყოველთა იგლოვეს.

Line of edition: 15    
ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ- სუანნი მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა
Line of edition: 16    
და რუსი მოიყვანეს, რეცა \ კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს მესხთაცა
Line of edition: 17    მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივეს და წავიდეს
Line of edition: 18    
სირცხჳლეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთჳს მოურნეობდა.

Line of edition: 19    
ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდეს დავით, და
Line of edition: 20    
სპა თჳსი, და განსაგებელი სახლისა თჳსისა რომლისათჳსცა არა არცხჳნა ღმერთმან,
Line of edition: 21    
არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა
Line of edition: 22    
თჳსისა მთავართა, და განიცადა თუალისა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე, მოიყვანა
Line of edition: 23    
ანტონი გლონისთავის-ძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო და
Line of edition: 24    
მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა, მოძმაცჳთა. ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე
Line of edition: 25    
მოიყვანეს, ნამდჳლვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.