ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 123

Page of edition: 123  Line of edition: 1    უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, \ ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული
Line of edition: 2    
უზომოდ, ეკლესიათა და მონასტერთათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად: თჳთ წამებენ
Line of edition: 3    
ქმნილნი მისნი ყოველთაგან, ვითარცა მღჳმესა და კლარჯეთს თჳთ მის მიერ ქმნილსა
Line of edition: 4    
მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად მისცეს ჭყონდიდი სამთავისი,
Line of edition: 5    კისის-ჴევი და მწიგნობართ-უხუცესობა, რამეთუ მართალსა უკეთუ უბრკუმეს,
Line of edition: 6    
არავე დაეცეს.

Line of edition: 7    
იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათჳს და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს.

Line of edition: 8    
სარგის ამირსპასალარისა მჴარგრძელისა ორნი ძენი, ზაქარია და ივანე, კაცნი
Line of edition: 9    
ბრძენნი, მჴნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი
Line of edition: 10    
მეფეთანი, ამისთჳს დიდად შეყუარებულნი თჳთ თამარის პაპათა და მამათაგანცა. ამათ
Line of edition: 11    
მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა
Line of edition: 12    
და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთა-უხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი
Line of edition: 13    
იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა
Line of edition: 14    
მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათჳსცა
Line of edition: 15    
გულისჴმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ
Line of edition: 16    
ქრისტიანე.

Line of edition: 17    
და შემდგომად ამისსა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული,
Line of edition: 18    
და მისცეს მანდატურტ-უხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი
Line of edition: 19    უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათჳს
Line of edition: 20    
ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი
Line of edition: 21    
თამარის საქმეთანი, რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თჳთეულად ვერავინ აღრიცხუნეს,
Line of edition: 22    
ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს, და რომელთაცა ოდენ შეუძლონ, საეჭუელ მიჩნს
Line of edition: 23    
მომავალთა\გან შემდგომად არა დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს.

Line of edition: 24    
და თამარ საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილნეს ქალაქნი, ციხენი და თემნი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.