ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 182

Page of edition: 182  Line of edition: 1    ქალაქი, სადა-იგი მოკლა სამასი ათასი კაცი თავ-დაკუეთითა, ხოლო მეორესა ჯერსა
Line of edition: 2    
ასი ათასი და მესამესა ომსა ოცდათორმეტი ათასი. უკეთუ არა ჯერ ხართ, სამართლადცა
Line of edition: 3    
არს: დიდისა სიბდივნისა ხოჯა შამშადინის ძმა თანადამხუდარი იტყოდა ამას
Line of edition: 4    
ნიშაბურისა მოოჴრებასა. წარმოვიდა ესე თული, გამოვლო ხუარასანი, მაზანდარანი,
Line of edition: 5    მოეახლა ერაყის ქუეყანასა.

Line of edition: 6    
ცნა ესე სულტანმან ჯალალდინ, აიყარა ტფილისით დედაწულითა და ბარგითა,
Line of edition: 7    
წარმოემართა ბრძოლად თათართა და მოვიდა ადარბადაგანს. წარმართა მოციქული
Line of edition: 8    
ხლათის სულტანსა და ხალიფას, ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და
Line of edition: 9    
თავთაცა და მათთაცა. ეგრეთვე ერაყისა სულტანსა მიუმცნო: "უკეთუ თჳთ თავითა არა
Line of edition: 10    
გნებავს ბრძოლა თათართა, ლაშქარნი წარმოავლინენით და ვბ\რძოდე, რამეთუ ვიცი
Line of edition: 11    
წყობა მათი. თუ არა ისმენთ ჩემსა, ვიდრე მე წინა არა აღუდგები, თქვენ ვერ შემძლებელ
Line of edition: 12    
ხართ". ვითარ მივიდა მოციქული სულტანისა და არა ინებეს ბრძოლა თათართა.

Line of edition: 13    ცნა ესე სულტანმან და გულისჴმა ყო, რომელ სპანი მისნი და ადარბადაგანისანი
Line of edition: 14    ვერ წინააღუაგებიან, დაუტევა ადარბადაგანი და წარმოემართა მეორედ ტფილისს.

Line of edition: 15    და ესმა რა ესე მეფესა რუსუდანს, მოუწოდა ყოველთა სპათა თჳსთა, იმერთა
Line of edition: 16    
და ამერთა, შანშეს მანდატურთ-უხუცესსა, ავაგს ამირსპასალარსა, ვარამს მსახურთუხუცესსა,
Line of edition: 17    
ჰერ-კახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაოელთა, დადიანსა ცოტნეს,
Line of edition: 18    კაცსა წარჩინებულსა და სათნოებიანსა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.