ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 334

Page of edition: 334  Line of edition: 1    გარდმოვლო მუნით და ჩამოდგა მანგლისს \ და დადგა თუესა ორსა მუნ. და
Line of edition: 2    
მოვიდნენ კაცნი სჯულითა მაჰმადიანნი, რომელნი ესახლნეს საზღვართა ქართლისათა,
Line of edition: 3    რამეთუ, რაჟამს მოიცლიდიან ქართველნი ლანგ-თემურისაგან, ჩაუდგიან თათართა,
Line of edition: 4    რომელნი ესახლნეს საზღვარსა ქართლისასა მაჰმადიანნი, და მოაოჴრებდიან. მათ
Line of edition: 5    
შემოსჩივ\ლეს: ქართველთაგან" მრავალ[ნ]ი ჭირ[ნ]ი გამოგჳვლიან, რომელნა არიან
Line of edition: 6    
მახლობელად ჩუენსა ქართველნი, მათგან შეგუემთხჳვა ჭირი დიდი და აოჴრება და აწ
Line of edition: 7    
ამაზედ მოგუეჴმარენით". და შეეწყალა ლანგ-თემურს და მოიყვანა სარდალი ერთი,
Line of edition: 8    
რომელსა ეწოდა სახელად ამირ შიხ ნურადინ, და უბრძანა სპითა თჳსითა წარსვლა.

Line of edition: 9    
და რაჟამს წარვიდა იგი, შემდგომად ორისა დღისა უბრძანა კუალად სხუასა სპასპეტსა
Line of edition: 10    
წარსვლად და მიშუელებად მისა. და რა მივიდა იგიცა ადგილთა ქართველთასა, რომელნი
Line of edition: 11    
უჴმობდეს თა\თართა, \ და თემთა მათა, და იბრძოდენ დღესა ხუთსა და სძლეს.

Line of edition: 12    
სიმრავლისაგან ჯართასა სპათა ლანგ-თემურისათა. და აღიღეს ადგილნი და ციხენი
Line of edition: 13    
და სიმაგრენი, და ტყუე ვერა მოიჴელეს, და სხუანი შენობანი მის ადგილისანი მოაოჴრეს
Line of edition: 14    
ყოველივე და დაწვეს და წარმოვიდეს ლანგ-თემურისა თანა.

Line of edition: 15    
და ამას ჟამსა შინა მოვიდა ელჩი ფრანგისა, რამეთუ შეეპყრათ შვილი კეისრისა \
Line of edition: 16    
და მოართუეს იგიცა ლანგ-თემურს. ეტრფიალა და შეეწყალა შუენიერება და სიჭაბუკე
Line of edition: 17    
მისი და მისცა საბოძვარი და სამეუფო სამოსელი და განუტევა თჳსსა სამეფოსა.

Line of edition: 18    
და შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა მანგლისითგან, და წარვიდა და მივიდა
Line of edition: 19    
ჴევსა არაგჳსასა, შევიდა მას შინა, დაამსხვრია და მოაოჴრა და აღიღო სიმაგრენი
Line of edition: 20    
ყოველივე არაგჳსა, და კაცი ვერა მოაჴელა, დაწვა და წარმოვიდა. და დაიპყრა ქუეაყანა
Line of edition: 21    
სიასი და სხუანი ქუეყანანი მრავალნი. მაშინ არა\ვე დააცხრო გულისწყრომა
Line of edition: 22    
ქრისტიანეთა ზედა.

Line of edition: 23    
ხოლო მეფემან გიორგი კუალად დაიპყრა ქართლი. და რა ესმა კუალად ლანგ-თემურს,
Line of edition: 24    განიგულა წარმოვლინება ლაშქრისა თჳსისა. წარმოავლინა ძე თჳსი სულტან
Line of edition: 25    
უსეინ, ფირ მაჰმად ამირ შიხი, აბუბექირ და თავადთა მისთაგანი ჯანშა და თემურ
Line of edition: 26    ხაჯა აღბუღა, სეიდ ხაჯა, შიხ ალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადნი და სპანი
Line of edition: 27    
ურიცხუნი. და წარმოვიდნენ, მოვიდნენ და მოადგნენ ერინჯაგსა, რომელ არს ციხე,
Line of edition: 28    
არამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა. და დადგნენ ხანსა მრავალსა და
Line of edition: 29    
ხანსა რაოდენსამე შეწუხდენ ციხესა შინა მყოფნი, გამოვიდეს და დაანებეს ციხე. მოვიდნენ
Line of edition: 30    
მრავალნი იგი ციხისანი და შემოეხუეწნენ. და წარმოიყვანეს ციხისა თავი და
Line of edition: 31    
უფროსი მეციხოვნე და მოჰგუარეს ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისანი
Line of edition: 32    წარმოემართნეს ქართლად და მივიდნენ მანგლისს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.