ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 429

Page of edition: 429  Line of edition: 1    ხოლო მამუკა, უმრწამესი ძმა მისი, იყო ყრმა ჰასაკად მიწევნული, შუენიერი
Line of edition: 2    
და ახოვანი, მსგავსი მამისა თჳსისა, განთქმული რაინდობასა შინა, კისკასად და უებროდ
Line of edition: 3    
მორბედი, რამეთუ კნინღა და ჟამსა მას არასადა აღზრდილ არს ესევითარი მოასაკეთაგანი
Line of edition: 4    
ზნე-სრული და გულოვანი გოლიათებრივი. ესე მამუკა მცირედითა სპითა
Line of edition: 5    
თჳსითა გამოვიდოდა \ ზღუდისა მისგან, განმსტრობელმან თარეშთამან სპათა მათ
Line of edition: 6    
დადიანისათა შეემთხვევის მზირად მცირედითა სპითა და მრავალი მოსრის და მრავალი
Line of edition: 7    
დარჩენით შეიპყრის და ტყუე-ყვის და შემოიქცის \ გამარჯუებული, და მსგავსად მათსა
Line of edition: 8    
ჰყიდდენ დარჩენილთა კაცთა თათართა ზედა. და ვითარცა კუალად მოუჴდა დადიანი და
Line of edition: 9    
მოაოჴრა ქუეყანა, დღესა ერთსა ჩუეულებრივ გაუჴდა მცირითა სპითა თარეშსა დადიანისასა,
Line of edition: 10    მიეტევა მჴნედ, და მაშინ წარმოექცა ცხენი სისწრაფისაგან და დაეცა ქუე. მაშინ
Line of edition: 11    
შეუტივეს ოდიშართა და შეიპყრეს და წარიყვანეს და მიჰგუარეს დადიანს, და დადიანი
Line of edition: 12    მსიარულ იქმნა შეპყრობისა მისისათჳს, წარიყვანეს და ტყუე-ყვეს ოდიშს ციხესა შინა.

Line of edition: 13    
ხოლო რა ესმა ესე ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, დაუმძიმდა ფრიად,
Line of edition: 14    
მოიპოვა ღონე ესევითარი და აწჳა ბატონი თეიმურაზ წარსვლად ოდიშად დადიანსა
Line of edition: 15    თანა. ხოლო მორჩილ ექმნა ბატონი თეიმურაზ სიძესა თჳსსა ალექსანდრეს და წარვიდა.

Line of edition: 16    
და, ვითარცა მივიდა, მიეგება დადიანი ლევან წინა, ისტუმრა კეთილად, დაუმზადა
Line of edition: 17    
სერი დიდი და ჴელმწიფური და მხიარულ იქმნეს ურთიერთას ხილვითა, რამეთუ
Line of edition: 18    
მეყჳსნიცა იყვნეს ეს\რეთ: ძე იყო ლევან თეიმურაზის მამის დისა. დღეცა რაოდენსამე
Line of edition: 19    
უკანა წარმოუთხრა მიზეზნი მისვლისა მისისა და მოქენე იყო გამოჴსნისათვის.

Line of edition: 20    
მამუკასა და განტევებად მისა, და არღარა შურობდა და ჴდომად ურთიერთას.

Line of edition: 21    
ხოლო იყო მუნ წულუკიძე პაატა წუწკი, მკელობელი, მეყჳსი და თანა-განმზრახი
Line of edition: 22    
დადიანის ლევანისა. და ესე, პირველვე განძებული მეფის ალექსანდრესაგან სამყოფთაგან
Line of edition: 23    
თჳსთა, ლტოლვილი წარვიდა ოდიშსა და მიერთ დადიანსა ლევანსა და დიდად
Line of edition: 24    
მტერ იყო იმერეთის მპყრობელისა ალექსანდრესი: რამეთუ ენება დადიანს პატივის
Line of edition: 25    
დადება ბატონის თეიმურაზისა და განტევება მამუკასი, ხოლო იგი სავსე შურითა არა
Line of edition: 26    
უტევებდა, რამეთუ ესრეთ იყო დამორჩილებულ დადიანი, რამეთუ არარას მოქმედებდა,
Line of edition: 27    
თჳნიერ მისსა. მაშინ მოიმტკიცა დადიანი პაატა წუწკმან ენითა მზაკუარითა და უარყო



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.