ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 447

Page of edition: 447  Line of edition: 1    რამეთუ პირველთა ჟამთა შინა იყო ვინმე ქუეყანასა თურქთასა ასული ერთი
Line of edition: 2    
მდიდრისა რომლისამე, მუნ მკჳდრთაგანისა კაცისა. და იყო ქალი ესე მდიდარ ფრიად.

Line of edition: 3    
საჭურჭლეთა და მონათა სიმრავლითა გარდარეულ. და უფლებდა რომელსამე ელსა და
Line of edition: 4    
სპათა ზედა. ესრეთ განაგებდა ელსა და სპათა თჳსთა ქალი ესე, და არა ესუა ქმარი.

Line of edition: 5    
ხოლო იქმნა მის ზედა ჴელოვნება რამე ბელიარისა, და მიდგომილება ანტესებრივი,
Line of edition: 6    
და ეგრეთვე ქალი იგი მიდგომილ იქმნა თჳნიერ ქმრისადა დაწინდებისა. ხოლო
Line of edition: 7    
საცნაურ იქმნა მიდგომილება იგი მისი ყოველთა მიერ. და მცნობელთა საქმისა ამის
Line of edition: 8    
სპათა მისთა მიერ, ფრიად შემძნობელ. განსაქიქებელ და საკიცხელ უჩნდათ რამეთუ
Line of edition: 9    
დიდად წარჩინებულ იყო მკჳდრთა მის ადგილისათა. ხოლო ვერღარა თავს იდვეს
Line of edition: 10    
სირცხვილი იგი მისი სპათა და მონათა მისთა. დღესა ერთსა შეკრბეს ვანად მისსა,
Line of edition: 11    
მიუვლინეს და ეტყოდეს: "ვინათგან მთავარ და უფალ ქმნილ \ ხარ ჩუენ ზედა, რასათჳს
Line of edition: 12    
ჰყავ საქმე ესე, და შეამთხვიე თავსა შენსა ესევითარი სირცხვილი". ხოლო მან
Line of edition: 13    
უარ-ყო ფრიად და ეტყოდა მათ: "უკეთუ სარწმუნო ხარო სიტყუათა ჩემთა, ესე უწყოდეთ,
Line of edition: 14    
რამეთუ მე კაცთაგან არა მიდგომილ ვარ. და უკეთუ არა სარწმუნო გიჩნსთ,
Line of edition: 15    
დაადგინეთ სრასა ამას ჩემსა მსტოვარნი, და მათ ცნან, თუ ვინა მოვალს ჩემდა, და
Line of edition: 16    
მით გულ-სავსე იქმნეთ". და მათ ჰყვეს ეგრეთ, განაწესნეს მცველნი და განმსტრობელთა
Line of edition: 17    
საქმისა მის იხილეს მსგავსი ნათლისა მზაკუარება მთავრისა მის ბნელისა,
Line of edition: 18    
რომელი ჴელოვნებათა თჳსთა მიერ რეცა ნათლად შეიცვალების, და უფროსღა ნებისმყოფელთა
Line of edition: 19    
თჳსთა ზედა ესრეთ მოქმედებს. ხოლო მცველთა მათ იხილეს ნათლისა
Line of edition: 20    
სახე იგი, რომელი მივიდა ქალისა მის თანა, და მსგავსმან განისუენა მსგავსისა თანა.

Line of edition: 21    
და ეგრეთვე ღამე ყოველ მოქმედებდა. და აუწყეს მცველთა ცხადად ხილული იგი მათ
Line of edition: 22    
მიერ. მაშინღა სარწმუნო იქმნნეს საქმესა მას.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.