ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 448

Page of edition: 448  Line of edition: 1    ხოლო მიუდგა ქალი იგი და შვა ყრმა-წული, და აღიზარდა იგი, და უწოდეს
Line of edition: 2    
მას ძედ ნათლისად, და მიერითგან უწოდეს ჩინყიზი. და ვითარცა აღიზარდა იგი,
Line of edition: 3    
იქმნა მეფედ თურქთა ზედა, და მიერითგან მეფობდენ მუნ ტომნი მისნი.

Line of edition: 4    
და ესეცა ლანგ-თემურ იყო ტომობით თესლი ჩინყიზისა მის, და იყო თურქთა
Line of edition: 5    მეფისა ყმა საყუარელი და მჴედართ-მთავარი, და მიანიჭა ქალიცა თჳსი. ამისთჳსცა
Line of edition: 6    
განძლიერდა ფრიად, და უძლებდა სპათა თჳსთა ზედა, და სხუანიცა მრავალნი მიიმძლავრნა,
Line of edition: 7    
და დიდად სახელოვან და განთქმულ იქმნა მკჳდროანთა მის ადგილისათა.

Line of edition: 8    
ხოლო ჴელოვნებითა თჳსითა მოიპოვა ჟამი რაჲმე ნებისა თჳსისა, და მოკლა მეფე
Line of edition: 9    
თურქთა, და ძენიცა მისნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა, და თჳთ და. იპყრა
Line of edition: 10    
სრულიად ქუეყანა თურქეთისა, და მერმე ინდოეთი და ერანი. და კუალად უმეტესად
Line of edition: 11    
განძლიერდა, და ვერღარა-ვინ აღუჩნდეს წინააღმდგომად მისსა, რამეთუ ვრცელად
Line of edition: 12    
ცხოვრება მისი წიგნთა შინა სპარსთასა განმარტებით წერილ არს, და სომეხთაცა
Line of edition: 13    სხუებრ რადმე აღუწერიათ.

Line of edition: 14    
ხოლო ამიერითგან უფროსად განძლიერდა ლანგ-თემურ, \ რამეთუ კნინღა სრულიად
Line of edition: 15    
დაიპყრა პირი ყოვლისა ქუეყანისა, და ესრეთ წარემართებოდა საქმე მისი,
Line of edition: 16    
ვითარცა ალექსანდრე მაკედონელისა. და ესე არა თუ კეთილ-მოქმედებისა მისისათჳს,
Line of edition: 17    
არამედ ესრეთ არს სოფლისა მის ჩუეულება. და იგი მპყრობელი ყოვლისა ქუეყანისა
Line of edition: 18    
აწ ესე-რა იგიცა ნაცარ და მტუერ ქმნილ არს, და სულითა ქუესკნელად შთასრულ არს.

Line of edition: 19    
ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

Line of edition: 20    
მაშინ დაიპყრა ლანგ-თემურ ყოველივე ქუეყანა აღმოსავლეთისა, და წარმოვიდა
Line of edition: 21    
ძლიერებითა მრავლითა და სპითა ურიცხჳთა, რომელი ჰფარვიდა ყოველთა ველთა
Line of edition: 22    
ქუეყანისათა, და ესრეთ მოიწია სომხითად, და მოიცვა სრულიად სომხითი. რამეთუ
Line of edition: 23    
მოაწია მათ ზედა ჭირი, სრვა, ტყუენვა და სრულიად იავარ ჰყო სომხითი, ესრეთ
Line of edition: 24    
ვითა ცხოვრებასა სომეხთასა განმარტებით წერილ არს.

Line of edition: 25    
ხოლო დაიპყრა სრულიად სომსხითი და მრავალი ტყუე ჰყო, და უმრავლესნი
Line of edition: 26    
მათნი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და სხუანი ყოველნივე თჳსად მიიმძლავრნა, და
Line of edition: 27    
\ ჰყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. და წარვიდა მუნითგან, და დაიპყრა კარი, და
Line of edition: 28    
აღიღო ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი მათნი, ხოლო წინააღმდგომნი და ურჩნი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.