ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 449

Page of edition: 449  Line of edition: 1    ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა. და დაიბანაკა მუნ ზამთარსა ერთსა. რამეთუ
Line of edition: 2    
იყო ზამთარი ძლიერი და ფიცხელი.

Line of edition: 3    
ხოლო წარვიდა ათაბაგიცა და მორჩილ ექმნა მას, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა
Line of edition: 4    
მისი, და დიდად პატივ-სცა ათაბაგსა.

Line of edition: 5    
მაშინ წარვიდა შერდიას-შვილი ვირშელი, და წარმოუძღუა წინა ყოვლითა სპითა
Line of edition: 6    
ჩაღნელ - ქვეშნელ - სიყალშელ - ნალროელ - ინდუსტანელითა, და ყოვლისა სპარსეთისა და
Line of edition: 7    
აღმოსავალისა ლაშქრითა, დიდითა რისხვითა და გულისწყრომითა.

Line of edition: 8    
ხოლო შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსაცა ზდია. ვითარცა ღელვანი
Line of edition: 9    
ზღჳსანი. განძჳნებულნი, რამეთუ წადიერ იყო დაპყრობა საქართველოსა, და ესრეთ
Line of edition: 10    
იყო ნება სვინიდისისა მისისა. გარდამოვლო აბოცი, წარმომტყუენველმან და სრულიად
Line of edition: 11    
იავარ-მყოფელმან ყოვლისა სანახებისამან. არა ჰყოვნა მუნ, არამედ წარმოვიდა, გარდმოვლო
Line of edition: 12    
თრიალეთი და საბარათიანო, საშინელებითა და ზარითა დიდითა, ქრონიკონსკ ქრისტეს
Line of edition: 13    აქეთ ჩ~ტჟგ.

Line of edition: 14    
რამეთუ ვის ძალ-ედვა წინააღდგომად მისა? რამეთუ ჰყვა ბანაკი და სიმრავლე
Line of edition: 15    
სპათა ურიცხჳ, რომელსა ვერ იტევდენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და
Line of edition: 16    
სანახებ[ნ]ი საქართველოსანი, და მოსრნა ყოველივე თრიალეთი, საბარათიანო, და გარემონი,
Line of edition: 17    
მკჳდრნი მათ ადგილთანი წარმოსტყუენნა, და შემუსრნა ყოველნივე სიმაგრენი,
Line of edition: 18    
ციხენი და გოდოლნი. და არა დაშთა დაბანი, რომელნი სრულიად არა აღაოჴრნა.

Line of edition: 19    
რამეთუ არაოდეს მოწევნულ არს ჭირი ესევითარი საქართველოსა ზედა, რომელი
Line of edition: 20    
მან მოაწია.

Line of edition: 21    
მაშინ სცნა რა საქმე ესე მეფემან ბაგრატ, მწუხარე იქმნა ფრიად, და ეძიებდა
Line of edition: 22    
ღონესა რასამე საქმისასა, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი. ხოლო შევიდა
Line of edition: 23    
ციხესა ტფილისისასა.

Line of edition: 24    მაშინ გიორგი მეფე წარვიდა და მივიდა სამწევრისს და ოდეს ესმა მოსლვა
Line of edition: 25    
ტფილისს თემურისა, მაშინ აღიყარა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით.

Line of edition: 26    მაშინ ერისთავი ვირშელი უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა,
Line of edition: 27    
და თანა ჰყვა კათალიკოზი ელიოზ ყოვლითა საყდრის შვილითურთ, და ხიზნითა და
Line of edition: 28    
ჯოგითა და ცხვრითა, და გამაგრდა მას შინა.

Line of edition: 29    
და ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, წინააღდგომა და სიმაგრე, ეგრეთ
Line of edition: 30    
ჰმონებდა თჳთ მისლვასა და მორჩილებასა მეფისა ბაგრატისასა, ვითარცა მორჩილ
Line of edition: 31    
ექმნა ათაბაგი და სხუანიცა მრავალნი. მაშინ ფრიად განრისხნა მძლავრი იგი ზუავი
Line of edition: 32    
და ამპარტავანი. მივიდა და გარე მოადგა ციხესა ტფილისისასა, და უბრძანა სპასპეტთა
Line of edition: 33    
და სპასალართა თჳსთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და განწირვა თავთა მათთა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.