ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 450

Page of edition: 450  Line of edition: 1    ხოლო რომელნიმე დიდებულნი თავადნი ქართლისანი არა იყვნენ ციხესა მას.

Line of edition: 2    
შინა მეფისა ბაგრატის თანა, არამედ წარსულ იყვნეს თჳს-თჳად სახიზარსა და სიმაგრესა
Line of edition: 3    
შინა, და რომელნიმე თანა ჰყვეს რჩეულნი ჭაბუკნი, რომელნი სამარადისოდ
Line of edition: 4    
თანა ჰყვებოდეს მეფესა.

Line of edition: 5    
ხოლო მოისვა მძლავრმან ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და
Line of edition: 6    
უბრძანა სიმრავლესა ბანაკთა თჳსთასა აღება ციხისა და შემუსრვა ზღუდეთა ციხისათა.

Line of edition: 7    
მაშინ მეფემან ბაგრატ, დიდად მინ[დო]ბილმან და მსასოებელმან მოწყალებათა
Line of edition: 8    
ღმრთისათამან, განიგულა წინაგანწყობა მათი, მეტყველმან ესრეთ: "ფრიად უმჯობეს
Line of edition: 9    
არს და სანატრელ სიკუდილი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, ვიდრეღა-რა მორჩილებასა
Line of edition: 10    
და იძულებით შეპყრობასა მძლავრისა მის მიერ" და ესრეთ შეიჭურა ჯაჭუ-ჭური
Line of edition: 11    
ქრისტეს სარწმუნოებისა, და გამოვიდა შემთხუევად და ბრძოლად ლანგ-თემურისა.

Line of edition: 12    და მიმტევნეს ბანაკსა მათსა მეფე ბაგრატ და სპანი ქართველთანი ესრეთ ვითარცა
Line of edition: 13    
გავაზი გუნდსა წეროთასა და ვითარცა ლომი მროწეულსა ზროხათასა. და იქმნა
Line of edition: 14    
ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ, და მოისრა ორ-კერძოვე სიმრავლენი სპათანი,
Line of edition: 15    
და უფროსღა უმრავლესნი მოსწყდეს სპანი ლანგ-თემურისანი. და ვერა უძლეს ოტებად
Line of edition: 16    
მათდა სიმრავლისაგან ბანაკთასა; და დაშურეს ფრიად ქართველნი ფიცხელთა ბრძოლათა
Line of edition: 17    
მიერ და სრვათა, და მოისრნეს ქართველნიცა მრავალნი. და ესრეთ უკუნ იქცეს.

Line of edition: 18    
მუნვე ციხესა ტფილისისასა.

Line of edition: 19    ამისა შემდგომად ფრიად განძჳნებულმან ლანგ-თემურ და ვერ მიმთხუეულმან
Line of edition: 20    
ნებასა გულისთქმისასა მოიპოვა ღონე ესევითარი, და ქმნეს ჩელტები რკინითა შემზადებული.

Line of edition: 21    
ესე აღიფარეს და მიეტევნეს ციხესა მას ტფილისისასა. და ესრეთ მძლავრობით
Line of edition: 22    
შემუსრეს და აღიღესს ციხე იგი, და იავარ ჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი
Line of edition: 23    
ციხესა მას შინა: და რომელნიმე მოსრნეს, და რომელნიმე ტყუე ყვეს.

Line of edition: 24    
\ მაშინ შეიპყრეს თჳთ მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა, და მის თანა მყოფნი
Line of edition: 25    
ქართველნი ყოველნივე. და განიხარა ლანგ-თემურ შეპყრობისა მისისათჳს, და პყრობილ
Line of edition: 26    
ჰყო მეფე ბაგრატ, და სრულიად მის თანა მყოფნი ქართველნიცა. და თჳთ
Line of edition: 27    
დაიპყრა ციხე, და შეაყენნა მას შინა სპანი თჳსნი. ხოლო აიძულა მეფესა ბაგრატს
Line of edition: 28    სჯული მაჰმადისა ლანგ-თემურ, და აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა, და პატივსა ძმებრივსა,
Line of edition: 29    
და კუალადვე მინიჭებასა სამეფოსა თჳსისასა. ლიქნითა სიტყუათათა მოქენე იყო
Line of edition: 30    
პყრობა სჯულისა მისისა, და არა მორჩილ ექმნა ყოვლადვე, რამეთუ მტკიცედ ეგო
Line of edition: 31    
სარწმუნოებასა თჳსსა ზედა მეფე ბაგრატ.

Line of edition: 32    და დაყო მცირედ-რამე მუნ ლანგ-თემურ. და მერმე აუწყეს ნადირთა \ სიმრავლე
Line of edition: 33    
და შექცევა ყარაიასა, და წარვიდა ყარაიასა შინა. მოინადირეს და შემოსეს კეთილად,
Line of edition: 34    
მოსრეს სიმრავლე ნადირთა, და იშუებდეს უზრუნველად და განსცხრებოდეს. მაშინ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.