ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 451

Page of edition: 451  Line of edition: 1    განიზრახა წარსლვად ყარაბაღს, და აღიყარა და წარვიდა, და თანა წარიყვანა მეფე
Line of edition: 2    
ბაგრატ პყრობილი. და შთასრულმან ყარაბაღს დაიბანაკა მუნ რაოდენთამე ჟამთა, და
Line of edition: 3    
იგონებდა ბოროტსა, რამეთუ სავსე იყო შორითა და ჴდომითა, რომლისა თხლე არა
Line of edition: 4    
წარმოიცალიერა, და გარდამოეცემოდა გესლი ასპიტისა ბაგეთაგან მისთა, რამეთუ
Line of edition: 5    
სრულიად ეგულვა და მოქენე იყო იავარ-ყოფისათჳს საქართველოსა, ვინათგან მეფე
Line of edition: 6    
ბაგრატ პატიმრად ჰყვა, და სხუა არავინ საეჭულ უჩნდა წინააღმდგომი მისი. ხოლო
Line of edition: 7    
განაწესა სპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთა თჳსთაგანი და მისცნა სიმრავლენი
Line of edition: 8    
სპათანი ურიცხუ[ნ]ი, წარმოგზავნა საქართველოსა ზედა, და ამცნო \ სრულიად მოოჴრება
Line of edition: 9    
და დასრულება ქართლისა; და უმეტესად წმიდათა ეკლესიათათჳს, ციხეთა და შენობათათჳს
Line of edition: 10    
ეტყოდა: "დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. ხოლო მჴცოვანთა
Line of edition: 11    
მამათა და დედათა, და უფროსღა სამღდელოთაგან რომელნიცა შეიპყრან, მოსრან
Line of edition: 12    
ყოველნივე პირითა მახჳლისათა, და სხუანი წარტყუენონ და ტყუე ჰყონ, და მოწვან
Line of edition: 13    
ცეცხლითა წმიდანი ეკლესიანი, და ყოველნივე დაბანი და შენობანი ქართლისანი".

Line of edition: 14    და ესრეთ ამცნო და განამტკიცნა სარდალნი და ყოველნივე სპანი თჳსნი მძლავრმან
Line of edition: 15    
უწყალომან ლანგ-თემურ. მაშინ წარმოვიდენ და მოიწივნეს მსწრაფლ მყისსა შინა
Line of edition: 16    
არეთა ქართლისათა, ქრონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.

Line of edition: 17    
და ვითარცა მოიწივნნეს, მაშინ მოიცვეს ტფილისი და სრულიად ყოველნივე სანახებნი
Line of edition: 18    
ქართლისანი, და სრვიდეს უწყალოდ, ვითარცა პირველ მეგჳპტელთა ღმრთისა
Line of edition: 19    
მიერ რისხვით მივლინებული იგი მომსრველი სენი. რამეთუ ესრეთ თქმულ არს:
Line of edition: 20    
ორგზის ჟამიც აღარ მოექცევისო. ნანდვილვე ფრიად უბოროტეს ჟამისა გამოჩნდეს.

Line of edition: 21    
იგინი, რამეთუ მომსრველი იგი ჟამი ზეგარდამოითა ბრძანებითა ყოვლად მოწყალისა
Line of edition: 22    
ღმრთისათა მიივლინების კაცთა ზედა განმრავლებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა,
Line of edition: 23    
და სწურთნის ვითარცა საყუარელსა ძესა მამა იგი მოწყალე. რათა შეინანონ და
Line of edition: 24    
მოიქცენ სინანულად, და განგებითა ღმრთისათა მის მიერ აღსრულებელნი გუამნი
Line of edition: 25    
მკუდართანი ყოველნივე მღდელთა მიერ შეიმუსრვის და იმსახურების, და წმიდათა
Line of edition: 26    
ეკლესიათა შინა განწესებულ არს სამარხო მათი პატივად და ლხინებელად \ აღსრულებულთა
Line of edition: 27    
სულთათჳს. და მომსრველი იგივენი ვერ მიეხების ღდელთა რათურთით.

Line of edition: 28    
და ესრეთ განთავისუფლებულ არიან მღდელნი მომსრველთა სენთა მიერსა, და წმიდათა
Line of edition: 29    
ეკლესიათა მიერ ფრიად შიშნეულ არს, და მძრწოლარე ჭირი იგი მომსრველი, არამედ
Line of edition: 30    
მაშინ ფრიად უბოროტეს გამოჩნდეს მომსრველისა მისგან ჟამისა სპანი იგი
Line of edition: 31    
ლანგ-თემურისანი საქართველოსა შინა.

Line of edition: 32    
ხოლო არა თუ ყოველთა კაცთა სრვა კმა ვყოთ, არამედ წმიდანი ეკლესიანიცა და
Line of edition: 33    
მას შინა მყოფნი სამღდელონი კრებულნი ცეცხლითა დამწვარ იქმნნეს მათ მიერ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.