ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 452

Page of edition: 452  Line of edition: 1    მაშინ დაუტევეს ქუემო-კერძონი იგი სანახებნი ქართლისანი, და წარვიდეს ზემოთ
Line of edition: 2    
კერძო შიდა ქართლად, რომელსა აწ ზემო ქართლად უწოდენ. რამეთუ პირველ მოსლვასა
Line of edition: 3    
მათსა დაშთა შიდა ქართლი წარუტყუენველად. მაშინ მივიდეს უსჯულონი იგი
Line of edition: 4    
წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა მცხეთას, უფროსღა და უმჯობეს სავსენი შურითა მისითა.

Line of edition: 5    
ეჰა, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა, რომელი მოიწია ჩუენდა სიმრავლისათჳს ცოდვათა
Line of edition: 6    
ჩუენთასა. აჰა წარმოდეგინ ჩუენდა გოდებისა მთხზველად ჴმა ჰრამათ მტირალი
Line of edition: 7    
საღმრთო იერემია, მეტყუელი ესრეთ: "განიშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი,
Line of edition: 8    
განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისათა ზღუდე ტაძართა მისთა, ჴმა
Line of edition: 9    
ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა,
Line of edition: 10    
და ეკუეთნეს ქუეყანასა ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი,
Line of edition: 11    
მეფე მისი, \ და მთავარნი მისნი წარმართთა შორის. და არა არს სჯული, და წინასწარმეტყუელთაცა
Line of edition: 12    
მისთა არა ჰპოვეს ხილვა უფლისა მიერ".

Line of edition: 13    
რამეთუ ესრედ სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ \ საქართველოსა
Line of edition: 14    შინა, ვითარცა მეფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ მოაწია იერუსალიმსა
Line of edition: 15    ზედა, ამან უფროსღა გარდამატა მას, რამეთუ მან არა იკადრა დარღუევა ტაძრისა
Line of edition: 16    
მის სოლომონისა, თჳნიერ წარღებისა მრავალთასსა მას პატიოსანთა ჭურჭელთა
Line of edition: 17    
ტაძრისათა, არამედ ამან ლანგ-თემურ ესეოდენი ბოროტი ქმნა რომელ წარიღო,
Line of edition: 18    
სრულიად პატიოსანი სამკაული და შემკობილნი რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი,
Line of edition: 19    
და იგი არა ჯერ უჩნდა. კმაყოფად, არამედ თჳთცა შეჰკადრა და ბილწითა
Line of edition: 20    
ჴელითა წარმდებად ჴელ-ჰყო დარღვევად და მოოჴრებად სუეტისა ცხოველისა შინაგან,
Line of edition: 21    
და გარეთ ზღუდენი და პალატნი. და ყოველნივე შენობანი სრულიად იავარ ჰყვეს
Line of edition: 22    
სპათა ლანგ-თემურისთა.

Line of edition: 23    ამისა შემდგომად აღიყარნეს და წარვიდეს და, სადაცა განვლეს, დაწვეს და მოაოჴრეს
Line of edition: 24    
დაბანი და შენობანი ზემო-კერძოთა სანახებთანა. და ესევითარითა სიბოროტითა
Line of edition: 25    
მიიწივნეს ქუაბთა ჴევს, და იგიცა მოიცვეს და წარმოსტყუენეს. და უყვეს მრავალი
Line of edition: 26    
ბოროტი გარეშე წმიდისა ეკლესიისა, და ინებეს წმიდისა მის ეკლესიისა ცეცხლითა
Line of edition: 27    
დაწვა და დარღუევა, რამეთუ შინაგან ტაძრისა მის შევტოლვილ იყვნეს ყოველნივე
Line of edition: 28    
მუნ მყოფნი, წმიდანი მღდელნი, დიაკონნი და ფირჩოსანნი, მღდელ-მონაზონნი, გლახაკნი
Line of edition: 29    
და უღთონი დავრდომილნი, და დედანი მონაზონნი, რომ\ელნი მდგომ იყვნეს.

Line of edition: 30    
აზნაურთა და თავადთა ასულნი და დედანი.

Line of edition: 31    
ხოლო ესე ყოველნივე მონაზონნი გამოიყვანნა და შეასხნა სამეჩანგო შესასხმელნი,
Line of edition: 32    
და დაჰკიდნა ეჟუანნი და ზარნი და ფერჴისა დააბმევინა, ათამაშა და ამღერა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.