ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 453

Page of edition: 453  Line of edition: 1    და ერთმან ვინმე მონაზონმან აღმოთქუა: "ვაჲ ჩუენს დედაბრობასა, ეს რა გუეძღარუნებიან".

Line of edition: 2    
ამისა შემდგომად რომელნიცა ინებეს, წარიყვანეს, და რომელთა არა დაუტევეს
Line of edition: 3    
სჯული ქრისტესი და ურჩ ექმნენ მათ და \ გლახაკნი და დავრდომილნი რომელნიცა
Line of edition: 4    
იყვნეს, მათ ყოველთა შეუკრნეს ჴელნი და ფერჴი, და დააწყვეს საშუალ ეკლესიისა,
Line of edition: 5    
რამეთუ იყო ჴმა მათი ვაებისა და ოჴრებისა, ვითარცა ქუხილი ცისა. ხოლო მათ
Line of edition: 6    
ყოველთა, უკეთურებითა აღსავსეთა, აღაგზნეს შიგან და გარეშე ტაძრისა მის აღატყინეს
Line of edition: 7    
ცეცხლი მძლაფრი, და დაწვეს ტაძარი \ იგი ქუაბთაჴევისა ღმრთისმშობელისა,
Line of edition: 8    
და მას შინა მყოფნიცა იგი წმიდანი და სამგზის სანატრელნი სამღდელოთა დასნი,
Line of edition: 9    
რომელნი მას შინა ცეცხლითა აღესრულნეს და წამებისა ღუაწლითა და გჳრგჳნითა
Line of edition: 10    
შემკულნი აწ იხარებენ წანაშე ღმრთისა და ჩუენთჳს ჰყოფენ ვედრებასა. ხოლო დამწვარნი
Line of edition: 11    
იგი წმიდათა გუამთა მათთა აჩრდილნი ვიდრე დღეინდელად დღედმდე მსგავსად
Line of edition: 12    
კაცთა სახედ იხილვების იატაკსა მას შინაგან წმიდისა ტაძრისასა. და ესენი
Line of edition: 13    
სურვილითა წამებისათა და ტრფიალებითა ზესთა სასურველისათა შეთქმულ იქმნეს,
Line of edition: 14    
რათა ღირს იქმნენ იგინი ქრისტესთჳს სიკუდილსა და ტანჯვასა, და აქა მცირედ
Line of edition: 15    
მოითმინნეს და მუნ საუკუნოდ იშუებენ, და იმოთხვენ ზეცათა შინა ყუავილთა მათ
Line of edition: 16    
დაუჭნობელთა.

Line of edition: 17    
ხოლო უსჯულოთა მათ მოვლეს გარემონი მათ ადგილთანი, და წარტყუენნს
Line of edition: 18    
ყოველნივე. და ამისა შემდგომად წარვიდეს და მიიწივნნეს რუისს და დაიბანაკეს მუნ.

Line of edition: 19    
მოიცვეს სრულიად შიდა ქართლი, დაწვეს და აღაოჴრეს, და მოვლნეს ყოველნი არენი
Line of edition: 20    
და სანახებნი შიდა ქართლისანი, და აღიღეს ციხენი, გოდოლნი და სიმაგრენი ყოველნივე
Line of edition: 21    
თჳნიერ მთისა კავკასიისა. მაშინ ძირითურთ აღმოფხურეს დიდი ეკლესია იგი
Line of edition: 22    
რუისისა, რომელ არს საყდარი ღვთაებისა, ვიდრე საფუძველითურთ დაარღვივეს, და
Line of edition: 23    
არა-სადა დაშთა დაბანი და შენობანი მათ მიერ წარუტყუენველად.

Line of edition: 24    
და ესრეთ სრულ ჰყვეს ბრძანებული იგი ლანგ-თემურისა სპათა მისთა, ვითარცა
Line of edition: 25    
პირველ ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარმან მეფესა ნაბუქოდონორისმან ჰყო იერუსალიმს
Line of edition: 26    შინა იუდიანთა ზედა, მოქმედმან ესევითარისა უკეთურებისამან, რომელმან განასახლნა
Line of edition: 27    
იერუსალიმით ბაბილოვნად იუდიანნი, ძენი სიონისანი, სიტყჳსაებრ წინასწარმეტყუელისა
Line of edition: 28    
იერემიასსა: "მოვიდაო ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარი და წინაშემდგომი მეფისა
Line of edition: 29    
ბაბილოვნისა იერუსალიმად, და დაწვა სახლი უფლისა, და სახლი მეფისა, და ყოველნი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.