TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 12
Previous part

Chapter: XI 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 30/14    აქა ქალისაგან ტირილით დედასთან შეხვეწნად
Verse/Line: 30/15    
მისვლა


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 30/16       ქალი მივიდა და დედას ფერხთ მოეხვია და ესრეთ მოახსენა:
Verse/Line: 30/17    
"ცამდის ამაღლებულის ხელმწიფეთ ნათესაო და თვით ყოველთა
Verse/Line: 30/18    
დედოფალთა დედოფალო! თქვენსა ჩემზე ნიადაგ წყალობით მყოფელს
Verse/Line: 30/19    
გულს ნუ გააწყრობ. ჩემი თქვენგან ეგრე გაზრდილობა მოიგონე.
Verse/Line: 30/20    
ჩემგან ყმაწვილობით სიჩქარით დაშავება თქვენგან ლმობიერმან
Verse/Line: 30/21    
გულმან დაფაროს. მე ეშმაკმან მამაღორა, რომე ეს სიტყვა მოვიღე.
Verse/Line: 30/22    
აწე იგი გმირნი ჩემის ნათქვამით იბრძვიან. თუ მათგან რომელიმე
Verse/Line: 30/23    
მოკვდების, ეს საქმე საიქიოს ჩემს სულს დასჯის. ჩემი ნათქვამი
Verse/Line: 30/24    
თქვენს წინ განჰქარდეს. მე ზღვათა მეფის შვილს დავჯერებულვარ.
Verse/Line: 30/25    
და თუ იგი არ იყოს და განგებას მისთვის არ დავებადო,
Verse/Line: 30/26    
ღმერთმან მის მეტი კაცთა ნათესავი ჩემს თვალს ნუ აჩვენოს."

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 30/27       
რა ქალის ნაუბარი გაიგონა, დედოფალი მივიდა და ხელმწიფეს
Verse/Line: 30/28    
მოახსენა, ვითა ესე: "მეშინიან, მეფის შვილი სპასალარის ხელით
Verse/Line: 30/29    
არ მოკვდეს; ქალს ღვთის წინ აღთქმა დაუდებია,19* და ვიცი, რომე
Verse/Line: 30/30    
სხვას ქმარს აღარ შეირთავს."

Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 30/31       
ამ სიტყვასა ზედან მეფეც შეღონდა, და ესე ყოველი ომაინთან
Verse/Line: 30/32    
შესთვალა. რა მოისმინა, ესრეთ მოახსენა: "ხელმწიფეო! თქვენც
Verse/Line: 30/33    
კარგა იცით, რომე ეს გმირნი ქალის სიტყვით ომს აღარ მოეშლებიან,
Verse/Line: 30/34    
ვირემდისინ ერთისაგან ჯობნა არ გამოჩნდების. ხვალაც შეიბნენ,
Verse/Line: 30/35    
და, რაც განგებას სწადიან, იგი იქმნების."

Strophe/Paragraph: D 
Verse/Line: 31/1       
რა დილა გათენდა, მეფე, დედოფალი და ყოველნი ესოდენი მჭვრეტელთა
Verse/Line: 31/2    
სიმრავლე თავთავის ადგილს დარიგდენ.** ამაზედ მოვიდნენ ეს
Verse/Line: 31/3    
დამესისხლებულნი ჭაბუკნი; გამწყრალნი ლომივითა ერთმანეთს უმზერდეს.
Verse/Line: 31/4    
ორთავე მშვილდები ხელთა ჰქონდა. ერთმანეთს ისარი დაასხეს20*
Verse/Line: 31/5    
მაგრამ მეფის შვილი დაკოდილობისაგან თავისნებად ისარს
Verse/Line: 31/6    
ვერ ისროდა, ფარი იფარა; კაცს ვერა ავნორა, და მეფის შვილის
Verse/Line: 31/7    
ცხენს სპასალარმან მკერდს ისარი უკრა, ბარგისტანი გაუკვეთა
Verse/Line: 31/8    
და ზედან დაასვა. რა ცხენი დასაცემლად ათრთოლდა, იგი ფიცხლავ
Verse/Line: 31/9    
გარდახდა. რა სალიმ სპასალარმან ზღვათა მეფის შვილი
Verse/Line: 31/10    
დაქვეითებული ნახა, მისგან ნაქმარი აღარ მოიგონა, რომე მეფის
Verse/Line: 31/11    
შვილმან მას ქვეითს აღარ შეუტივა. სპასალარმან მემათრახეს შუბი
Verse/Line: 31/12    
გამოართვა, ცხენ-გაფიცხებით ქვეითს მეფის შვილს შეუტივა -- ქალის
Verse/Line: 31/13    
სიყვარულს გაეშმაგებინა. რა სალიმისაგან ეს ნახეს, მჭვრეტელთ
Verse/Line: 31/14    
ერთობ ეწყინათ, რომე მისგან ამ აუგს არ მოელოდნენ21* სპასალარმან
Verse/Line: 31/15    
პირბასრი შუბი მოუტანა. მისის გაგებით22* ზედ აგებას ლამოდა.
Verse/Line: 31/16    
მეფის შვილმან გულუშიშრად ფარი მიუშვირა. რა შუბის წვერი
Verse/Line: 31/17    
ფარს მოეკიდა, მეფის შვილი წააფრინდა შუბს, გამოზიდნა. სალიმ
Verse/Line: 31/18    
თავისი შუბი არ დაანება. მეტის გამოზიდვით სპასალარი ცხენს გაეყარა,
Verse/Line: 31/19    
და ორთავე დაქვეითებულთ ერთმანერთის შუბების წაღება
Verse/Line: 31/20    
მოინდომეს. ერთმანერთს შუბი ვერ წაართვეს. მეფის შვილმან ხმალი
Verse/Line: 31/21    
გამოიწოდა, ჰკრა და შუბი შუა გაკვეთა, გარდიბრუნა და მისივე
Verse/Line: 31/22    
შუბი სპასალარს შესტყორცნა, მკერდსა ჰკრა, პოლოტიკი და ჯაჭვი
Verse/Line: 31/23    
ორივ გაუკვეთა და ზედან დაასვა. ესრეთ მძიმედ დაიკოდა, რომე
Verse/Line: 31/24    
სისხლმან თავს გარდაასხა. რა ომაინ ზღვათა მეფის შვილი ესრეთ
Verse/Line: 31/25    
გაჯავრებული და გაფიცხებული ნახა, საშველად გამოიჭრა. მეფის
Verse/Line: 31/26    
შვილმან ხმალ-მოწვდილმან მიმართა. სპასალარმან მისკენ ბიჯი ვეღარ
Verse/Line: 31/27    
წადგა. ამაზედ ომაინ შუა ჩამოვარდა, მეფის შვილს გამარჯვება
Verse/Line: 31/28    
მიულოცა და მისად სიკვდილად აღარ მიუშვა. მეფისა შვილმან
Verse/Line: 31/29    
ხმალი ჩაიგო. ომაინ და იგი ორნივე სპასალარს მიეშველნეს, ფიცხლავ
Verse/Line: 31/30    
ჯაჭვი ახადეს და დაკოდილი მაგრად შეუკრეს. სიცოცხლისაგან
Verse/Line: 31/31    
იმედ-გარდაწყვეტილს სპასალარს ომაინის მეშველად მისვლისათვის
Verse/Line: 31/32    
იმედი მოეცა. სპასალარი კაცის ხელით სადგომს გაგზავნეს
Verse/Line: 31/33    
და თვით ხელმწიფესთან მივიდნენ. დიდი ინდოეთის მეფე -- სარიდან
Verse/Line: 31/34    
წინ მოეგება და ოქროს ტაბაკითა23* ზღვათა მეფის შვილს თავსა
Verse/Line: 31/35    
გუარი გარდააყარა და მხიარულის პირით გამარჯვება მიულოცა. რა
Verse/Line: 31/36    
ერთობილთ მჭვრეტელთ ეს საქმე ნახეს, დიდად იამათ და ღმერთს
Verse/Line: 31/37    
დიდი მადლი მისცეს. ყოველთა ზღვათა მეფის შვილის გამარჯვება
Verse/Line: 31/38    
ერჩივნათ ამად, რომე სპასალარმან მუხთლობა მოიხმარა, მაგრამე
Verse/Line: 32/1    
ზეგარდმოსა განგების შეშლა არაოდეს იქნების. და თვით ქალის
Verse/Line: 32/2    
გახარებას კაცის ენა ვერ იტყვის, თუ სთქვა -- ვარსკვლავი მთვარედ
Verse/Line: 32/3    
გარდაიქცაო. დიდმან დედოფალმან და ერთობილთ დარბაისელთ
Verse/Line: 32/4    
ცოლთ ქალს თავისის გუნების საქმის დამართება მიულოცეს. მჭვრეტელნი
Verse/Line: 32/5    
გაიყარნენ, და დღეიდგან ქორწინობის საქმე და მზადება
Verse/Line: 32/6    
შეიქნა.


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.p.30/29    
დაუდებია] დაუდვია _ C, E, K.^
Verse/Line: n.p.31/2    
B და E-ს აქედან ახალი თავი აქვთ: B _ აქა მეორე ომი ზღვათა მეფისა შვილისა და სალიმ სფადარისა; E _ აქა დიდი ომი მეორედ ზღვათა მეფის შვილის და სალიმ სპასალარის და გამარჯვება ზღვათა მეფის შვილისაგან სალიმ სპასალარზედ.^
Verse/Line: n.p.31/4    
დაასხეს] დაასვეს _ A.^
Verse/Line: n.p.31/14    
ამ აუგს არ მოელოდნენ] ამ გვარ საქმეს არ მოელოდნენ _ C.^
Verse/Line: n.p.31/15    
გაგებით] განგებით _ A, D.^
Verse/Line: n.p.31/34    
ტაბაკით] (ტაბკით _ გვხვდება აქა-იქ).^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.