TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 14
Previous part

Chapter: XIII 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 33/18    აქა ომაინისაგან კვლავცა მიჯნურობის ცეცხლის გახშირება






Strophe/Paragraph: 171 
Verse/Line: a       ომაინ სამს დღეს თან გაჰყვა   სიძესა საყვარლობითა,
Verse/Line: b       ტირილით გამოეყარა   მართლად, არ ორგულობითა --*
Verse/Line: c       "შენთან ყოფნასა ვიაჯდი   ღვთისაგან მოწყალობითა,
Verse/Line: d    და   ხედავ, სოფელმან გაგვყარნა   მისგანვე უსრულობითა!






Strophe/Paragraph: 172 
Verse/Line: a       იცი, მზისა მოშორვება   ქვეყანასა დააჩნდების,
Verse/Line: b       მაგრამ კვალად მოლოდებით   ვარდი სრულად არ წახდების,
Verse/Line: c       აწ გაყრისა მგონებელსა   გულსა ცეცხლი მოედების,
Verse/Line: d    და   მოყვრისათვის სასიკვდილოდ   თავი წამსა გარდიდების.






Strophe/Paragraph: 173 
Verse/Line: a       რა მოგეშორო, მე ჩემი   სიცოცხლე აღარ მგონია,
Verse/Line: b       ორთა სენთაგან შეცულსა   წამსვლია ჭკუა-გონია,
Verse/Line: c       სხვა არვისა სჭირს სულდგმულსა   საქმე საამრიგონია,*
Verse/Line: d    და   ხანგრძლად ცოცხალ ხარ -- შენ ჩემი   სიკვდილიმც გაგიგონია!"






Strophe/Paragraph: 174 
Verse/Line: a       ზღვათ მეფის შვილი ომაინს   ფეხ-კოცნად ეღირებოდა.
Verse/Line: b       -_ "მეფეო, ჩვენის ენითა   ქება ვით გეკადრებოდა!
Verse/Line: c       თქვენი სახელი სიმაღლით   ცათაცა ესწორებოდა,
Verse/Line: d    და   თქვენთვის მონობა საჩემოდ   მეფობას ედარებოდა!






Strophe/Paragraph: 175 
Verse/Line: a       ხელმწიფეო, შემიჯერე,   ფიცით გეტყვით ამა პირსა:
Verse/Line: b       არ მიმიშვა ბედმან კრულმან   საქმეს, ჩემგან დანაპირსა,
Verse/Line: c       არ მინდოდა გაყრა თქვენი,   მაგრამ ღმერთმან არ მაღირსა,
Verse/Line: d    და   მოწყალემან თავი ჩემი   ანაცვალოს თქვენსა ჭირსა.






Strophe/Paragraph: 176 
Verse/Line: a       ქალი თქვენი შევავედრო   დედა-ჩემსა დედოფალსა,
Verse/Line: b       მე იქ ხელი რად მეხდების   უშენოსა, ფერ ნამკრთალსა?
Verse/Line: c       კვლავ მოვიდე, შენ გიჭვრეტდე   შვენიერსა, სატურფალსა,
Verse/Line: d    და   ნუ თუ ღმერთმან მოგვამთხვიოს   ფერხთა თქვენთა ნატერფალსა?"






Strophe/Paragraph: 177 
Verse/Line: a       ომაინ უთხრა: "წადი და   ღმერთი გყავს წინამძღომელი,
Verse/Line: b       არ დასწყნარდების სოფელი   მუხთლობით გაუძღომელი,
Verse/Line: c       ერთად გრძლად არ ჰყოფს მიჯნურთა,   უნდეს რომელსა რომელი,
Verse/Line: d    და   მით წყაროსაებრ თვალთაგან   ცრემლი მდის შეუშრომელი".






Strophe/Paragraph: 178 
Verse/Line: a       რა ომაინ შემობრუნდა   სევდისაგან გულ-მოკლული,
Verse/Line: b       ხელმწიფესა მოაჩვენა   ჟამად პირი მხიარული,
Verse/Line: c       პირველ ქება სასიძოსა   მერმე თავსა გარდასრული --
Verse/Line: d    და   ყველა წვრილად მოახსენა   ნაუბარი და ფიცული.






Strophe/Paragraph: 179 
Verse/Line: a       "წავიდა და მხიარულად   მაქებარი თქვენ გადიდებს,
Verse/Line: b       თქვენსა წინა სამსახურსა   ინატრის და თავსა იდებს,
Verse/Line: c       შორს ყოფნისა მგონებელსა   უმისობა ცეცხლსა მიდებს,
Verse/Line: d    და   ადრე მოსვლა შემაჯერა,   ცოტა ესე გულსა მიდებს."






Strophe/Paragraph: 180 
Verse/Line: a       მეფემანცა მეტად აქო;   მისი გაყრა მოიმჩივნეს,
Verse/Line: b       მაგრამ ბოლოს მუტრიბნი და   მომღერალნი დაარჩივნეს,
Verse/Line: c       თავადი და დიდებულნი   თავ-თავისად გარდიწვივნეს;
Verse/Line: d    და   ომაინ ზის მოღრუბლებით,   შუქთა მისებრ არ ისხივნეს.






Strophe/Paragraph: 181 
Verse/Line: a       ზღვათ მეფის შვილმან გაგზავნა   წინასწარ მახარობელი,
Verse/Line: b       მისრეთს გაპარვა შესთვალა,   თავისა იყო მგმობელი,
Verse/Line: c       - "ინდოეთს მოველ, აწ მამყავს   მთვარე შუქთ-მანათობელი,
Verse/Line: d    და   შემცოდე ვარ და შეგვინდოს,   ნუ წყრების ჩემი მშობელი".






Strophe/Paragraph: 182 
Verse/Line: a       ყველა წვრილად შეუთვალა   მისი თავსა გარდნახდომი:
Verse/Line: b       მისრეთს ვერად გამოჩენა,   მუნღა ცუდად რაღას მდგომი,
Verse/Line: c       ინდოეთის ხელმწიფისა   ეგრე კარგად დანახდომი,
Verse/Line: d    და   პირ-მთვარისა ბრძანებითა   მისგან სალიმისა ომი.






Strophe/Paragraph: 183 
Verse/Line: a       მეფე წინა მოეგება,   ღმერთსა მისცა მან დიდება,
Verse/Line: b       არ ეგონათ მათ სიცოცხლე,   არცა ჰქონდათ მოლოდება,
Verse/Line: c       -_"მოწყალემან განმიქარვა   სამუდამოდ ცეცხლთა დება".
Verse/Line: d    და   გლახაკთათვის საჭურჭლისა   მრავლისა ქნეს გარდადება.






Strophe/Paragraph: 184 
Verse/Line: a       მამა შვილსა მოეხვია,   ყელი ყელსა გარდიდების,
Verse/Line: b       მოახსენა: "შემცოდე ვარ,   დაშავება თავს იდების
Verse/Line: c       მაგრამ ლხინსა ვერა ჰპოვებს,   ვინ სასჯელსა ერიდების,*
Verse/Line: d    და   რა წყალობა მოევლინოს,   ჭირი აღარ ედიდების."



Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.171/b    
გამოეყარა] გამოესალმა _ F. ^
Verse/Line: n.173/c    
საამრიგონია] საქმე სამარი გონია _ C, E. ^
Verse/Line: n.184/c    
ჰპოებს] ნახავს _ D. ^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.