Strophe/Paragraph: 185 | ||
Verse/Line: a | ხელმწიფესთანა მიგზავნა | ომაინ მოციქულები, |
Verse/Line: b | შესთვალა: "ინდოთ პატრონი | ხარ მეფეთ მეფედ თქმულები, |
Verse/Line: c | ღმერთმან ქნას, თუ არ გეწყინოს | ესე თქვენს წინა თქმულები, |
Verse/Line: d და | მწადიან ვნახო ქვეყანა | ჩემი საუფლისწულები". |
Strophe/Paragraph: 186 | ||
Verse/Line: a | ებრძანა: "ღმერთმან შენ მოგცეს | ყოველი გულის წადილი, |
Verse/Line: b | მაგრამ მე აქა რა მქონდეს | უშენოდ ლხინთა ქადილი? |
Verse/Line: c | გნუკავ, დამიგდო იმედი | ადრე მოსვლისა ქადილი, |
Verse/Line: d და | მოდი და ერთად მოვლახოთ | საბინდური და სადილი". |
Strophe/Paragraph: 187 | ||
Verse/Line: a | წამოვიდა, არა სწადდა | მიჯნურობის მას დაჩენა, |
Verse/Line: b | ბროლსა ვარდი მოჰფაროდა, | აღარ უნდის გამოჩენა, |
Verse/Line: c | სპანი წინა მიეგებნეს, | მათ მიეცა თვალთა ჩენა, |
Verse/Line: d და | ვეღარ ნახეს პირვანდელი | გარიგება, ვერც გაჩენა. |
Strophe/Paragraph: 188 | ||
Verse/Line: a | ლაშქართ ეგონა, პატრონი | მოვა ეგრე სალხინელად, |
Verse/Line: b | მაგრამ ნახეს -- მოსდიოდა | ცხელი ცრემლი არ თუ ნელად, |
Verse/Line: c | დაღონდეს და ვერა ირგეს | მათთა ჭირთა სამკურნელად, |
Verse/Line: d და | მზესა შუქი არ გაეშვა, | პირი ჰქონდა საღრუბნებლად. |
Strophe/Paragraph: 189 | ||
Verse/Line: a | ერთმანერთსა შესჭიროდეს | შინაურთა გარესენი, |
Verse/Line: b | ქვეყანასა სინათლესა | რად შეჰქნია ესე სენი? |
Verse/Line: c | მიჯნურობა შემოჰყრია | გულსა ლახვრად დასასენი, |
Verse/Line: d და | ყოვლი სული ინაღვლიდა, | არა მარტო თუ ესენი. |
Strophe/Paragraph: 190 | ||
Verse/Line: a | ვერა ჰკადრებდეს კითხვასა, | არცა ძალედვათ ხსენებად,* |
Verse/Line: b | აროდეს სთქმოდა პასუხი | პირმიღმა მოსახსენებად, |
Verse/Line: c | თავის საკვლავად წელთ ების | მათ დანა შეუხსნელებად,* |
Verse/Line: d და | ომაინს ჭირი მოადგა | დღივ და ღამ დაუხსნელებად. |
Strophe/Paragraph: 191 | ||
Verse/Line: a | კვლავ შეიყარნეს თავადნი, | ნიადაგ რჩევად მსხდომელნი, |
Verse/Line: b | ამა საქმეთა აზრითაც | ვერას ვერ მინამხდომელნი, |
Verse/Line: c | იტყოდეს: "რად არ ამოვსწყდით | ამ დღისა დაუხდომელნი!" |
Verse/Line: d და | ამას ტიროდეს მრავლისა | ჭირისა გარდამხდომელნი.* |
Strophe/Paragraph: 192 | ||
Verse/Line: a | სრულ ლაშქარნი ერთობილნი | შეეხვეწნენ მუხლ-მოყრილად: |
Verse/Line: b | "ჩვენ გვიბრძანე, რაცა გწადდეს | -- სპანი დგანან აქ შეყრილად, |
Verse/Line: c | გამოვიღოთ საქონელი, | რაღა გვინდა ცუდ დაყრილად? |
Verse/Line: d და | არ გვიბრძანებ - ვიცით რომე | მოგნდომივართ გასაყრელად!" |
Strophe/Paragraph: 193 | ||
Verse/Line: a | მადლი უბრძანა. ატირდეს, | ცრემლითა მოერწყო ველი -- |
Verse/Line: b | "მე თქვენგან, დია, შევიტყევ | ჩემზედა კარგი ყოველი, |
Verse/Line: c | მაგრამ ძალითა ვინმც პოვოს | ღვთისაგან მოსათხოველი? |
Verse/Line: d და | იგი არ შემწევს, -- კაცთაგან | რგებასა არსით მოველი! |
Strophe/Paragraph: 194 | ||
Verse/Line: a | წიგნი ვერ ჰკადრებს მეფესა, | წვრილად აცნობეთ ენითა, |
Verse/Line: b | ვიცით, ხელმწიფე იქნების | ჩვენგან ნათქვამის წყენითა, |
Verse/Line: c | აწ მოივლინა ჩვენზედა | რისხვა უებრო ზენითა, |
Verse/Line: d და | ვეჭვ, რომე თქვენის მოსვლითა | შევიქნათ ჭირთა ლხენითა". |