Strophe/Paragraph: 195 | ||
Verse/Line: a | რა მეფემან მოისმინა | ესე სიტყვა გულ-სამკვდარად, |
Verse/Line: b | ბრძანა: "თურმე დამრჩომია | ჭირი თავსა გარდამხდარად, |
Verse/Line: c | აწ წავიდეთ, მოვეხვივნეთ | ყოველნივე სამუდარად, |
Verse/Line: d და | ნუ თუ ვით რა ვათქმევინოთ | მის ბაგითა ვარდსა დარად!"* |
Strophe/Paragraph: 196 | ||
Verse/Line: a | გაგზავნა კაცნი, სადაცა | ვეზირნი ჰყვანდა ჭკვიანი, |
Verse/Line: b | შესთვალა: "ფიცხლავ იარეთ, | არა ხართ დასაგვიანი!" |
Verse/Line: c | აქიმთ უბრძანა: სალარო | თქვენთვის შექნილა ღიანი, |
Verse/Line: d და | ვინცა რას მარგებს, არ იყოს | არცა სამისოდ ზიანი!" |
Strophe/Paragraph: 197 | ||
Verse/Line: a | ფილოსოფოსთა უბრძანა: | "გახსენით სტორამლებია,* |
Verse/Line: b | ნუ თუ რა ჰპოვოთ, რა არის | ჩემს თავსა მონავლებია? |
Verse/Line: c | კაცნი მოასხით უცხოსა | ქვეყნისა დანავლებია, |
Verse/Line: d და | დანიელისგან მსწავლულნი | დაგროვდენ მერამლებია!" |
Strophe/Paragraph: 198 | ||
Verse/Line: a | მათ მოახსენეს: "მეფეო, | ჩვენც გვიკვირს საქმე ესები, |
Verse/Line: b | დია მოვჩხრიკეთ ვარსკვლავნი | და ცათა ბურჯთა ზესები, |
Verse/Line: c | ჩვენსა გულსაცა შექნილა | ცეცხლისა შესაგზესები, |
Verse/Line: d და | ღმერთმან ნუროდეს მოშალოს | თქვენს წინა ლხინთა წესები! |
Strophe/Paragraph: 199 | ||
Verse/Line: a | ყველა ვიკადროთ მოშიშრად, | რაც ჩვენგნით ითარგმნებიან, |
Verse/Line: b | რაცა შეგვეტყოს, არა ვთქვათ | -- დამალვა ვით იქნებიან? |
Verse/Line: c | ცოტასა ხანსა მზის შუქი | უჩვენოდ სხვაგან ჰკრთებიან, |
Verse/Line: d და | მერმე ბოლოჟამ მტერთაგან | ჩვენ ლხინი გვენატრებიან. |
Strophe/Paragraph: 200 | ||
Verse/Line: a | იგი აპირებს წასვლასა | უცხოს რასმე ქვეყანასა, |
Verse/Line: b | არ წავიდეს; ვარდი ჩვენი | ნუ თუ თრთვილმან ვერ დანასა? |
Verse/Line: c | უშენოდმცა ნუ ვიქნებით | სიცოცხლესა წამ ხანასა, |
Verse/Line: d და | რატომ მისცემ გულსა ჩვენსა | დასაჭრელად შენ დანასა?" |
Strophe/Paragraph: 201 | ||
Verse/Line: a | მეფე საწოლს წამოვიდა, | დაღრეჯილი შემობრუნდა, |
Verse/Line: b | მუნაჯიბთა საუბარი | ყველა ბრძანა, არ დაყმუნდა. |
Verse/Line: c | დედოფალმან მოახსენა: | "ბედი ჩვენი დაძაბუნდა, |
Verse/Line: d და | მივიდეთ და ვჰკითხოთ რამე, | რა სწადიან, ან რა უნდა?"* |
Strophe/Paragraph: 202 | ||
Verse/Line: a | კვლავცა ჰკადრა: "ესოდენსა | სულსა ვით არ შეგვიბრალებს? |
Verse/Line: b | უმისოსა სამუდამოდ | ცეცხლთა წვასა გაგვიალებს, |
Verse/Line: c | მზისა შუქთა დაგვიმალავს, | სინათლესა არ გვავალებს, |
Verse/Line: d და | ჩვენცა თანა წაგვიტანოს, | მასთან ჭირთა ნუ გვაკრძალებს. |
Strophe/Paragraph: 203 | ||
Verse/Line: a | ჭკვიანსა და გონიერსა, | ბრძენთა წესით გასწავლულსა, |
Verse/Line: b | შევეხვეწნეთ: "მოგვაშუქე, | ნუ დაგვაჩენ, მზეო, წყლულსა, |
Verse/Line: c | რა ვიქნებით ჩვენ ცოცხალნი, | გაგონებდეთ დაკარგულსა?" |
Verse/Line: d და | შევებრალვით, ვეჭობ, რომე | მოიბრუნებს ტკბილსა გულსა". |
Strophe/Paragraph: 204 | ||
Verse/Line: a | მეფემან ბრძანა: "ეგე არს | ჩემგან საქმისა მცდელობა, |
Verse/Line: b | დღეს აქანამდის ღვთისაგან | ჰქონდის ჭირთ გარდუხდელობა, |
Verse/Line: c | კვლავცა ვევედრეთ, მას ძალუც | კეთილთა აღმომზრდელობა |
Verse/Line: d და | მისგან წყალობით მოგვშორდეს | სენისა გარდამხდელობა. |
Strophe/Paragraph: 205 | ||
Verse/Line: a | ვერავინ შეშლის ზეგარდმო | განგებით მოვლინებულსა, |
Verse/Line: b | მე იგი ღმერთმან მიბოძა | ცრემლით ტბა დადგინებულსა, |
Verse/Line: c | ხორცის ჭამითა ვინ ნახავს | კაჭკაჭსა გაყორნებულსა? |
Verse/Line: d და | თუ სწადდეს, ლხინსა მსწრაფლ მისცემს | ჭირთაგან შეწყინებულსა. |
Strophe/Paragraph: 206 | ||
Verse/Line: a | თუ ღმერთმან მისი წყალობა | მე არ მიმიღოს წყრომითა, |
Verse/Line: b | რა მნახოს გულსა დაცემად | მისული დანა პყრობითა, |
Verse/Line: c | მან მომისმინოს,აღარ მყოს | კვლავცა სენთ შესაპყრობითა, |
Verse/Line: d და | თვარა სრულობით წავხდებით | ჩვენ მისგან დანაყრობითა.* |
Strophe/Paragraph: 207 | ||
Verse/Line: a | არაოდეს არ ყოფილა | თქმულთა ჩვენთა მოუსმენად, |
Verse/Line: b | ვეტყვი: "იყვნეს აქანამდის | მტერნი ჩვენს წინ დაუდგმენად, |
Verse/Line: c | აწ რად სჭუხავ თვალთა ჩვენთა | მზისა შუქთა შეუდგმენად? |
Verse/Line: d და | უშენოსა რაღად მინდეს | თავს გვირგვინი დასადგენად?" |
Strophe/Paragraph: 208 | ||
Verse/Line: a | ვეტყვი: "გვიამბე, რაცა გჭირს | სევდა, ან სამკურნელია?" |
Verse/Line: b | რადმცა იწყინოს? არა სძულს | მას სიტყვა საწვართნელია, |
Verse/Line: c | თუ ცეცხლიც გვითხრას შეპყრობად, | ავიღოთ, ვითამც ნელია, |
Verse/Line: d და | "ეშმაკის საბრხით არ იქნა | შენ სხვაგან გარდმვარდნელია!" |
Strophe/Paragraph: 209 | ||
Verse/Line: a | "რაცა გინდოდეს, გვიბრძანე, | ვქნათ შენი მოწადებული, |
Verse/Line: b | ჩვენმან სიკვდილმან თუ გარგოს, | თავი გვაქვს გარდადებული,* |
Verse/Line: c | სალარო შენთვის დავსცალოთ, | გარეთ, თუ შინათ დებული, |
Verse/Line: d და | შენის მოლხენით დაგვიშრტეს | ჩვენ გულსა ცეცხლი დებული". |
Strophe/Paragraph: 210 | ||
Verse/Line: a | თუ არ გვითხრა, რასა მივხვდეთ, | ანუ რა მოვიგვაროთა? |
Verse/Line: b | -- "თქვი, მთვარეც გინდეს ზეცისა, | ჩვენ იგი შენ მოგგვაროთა, |
Verse/Line: c | სხვა ხმელთა ზედან ხელთა გვაქვს | ჩვენ ძალი წასაგვაროთა, |
Verse/Line: d და | შენთა მშობელთა რაღა ქნან, | თუ თავი გამოგვაროთა?" |
Strophe/Paragraph: 211 | ||
Verse/Line: a | მათ ვეზირობა დაასკვნეს, | ჭკუას არ დასცდებოდიან, |
Verse/Line: b | კაცი მოვიდის, ამბავსა | წინა გაეგებოდიან, |
Verse/Line: c | დიდთა ლაშქართა პატრონსა | სხვანიცა ეყმობოდიან, |
Verse/Line: d და | მათ არაოდეს სიტყვითა | არვისგან ეგმობოდიან. |
Strophe/Paragraph: 212 | ||
Verse/Line: a | თავადთა ჰკადრეს: "მეფე ხარ | ქვეყნისა ხელთა მწდომელად, |
Verse/Line: b | თქვენ ლაშქარი გყავს ცის კიდით-კიდემდის | გასაწდომელად, |
Verse/Line: c | ვით გაგიმაგრდეს, რაც გინდეს | გუნებით მოსაწდომელად? |
Verse/Line: d და | არ ვიცით, ზეცას თუ დაგრჩეს | თქვენ საქმე მიუწდომელად!" |
Strophe/Paragraph: 213 | ||
Verse/Line: a | ესე სიტყვა მოისმინა | თავადთაგან, მოცასწონდა, |
Verse/Line: b | თქვა: "აქამდის თავსა ჩემსა | მტერი ადვილ ვერ შესწონდა".* |
Verse/Line: c | ბრძანა, თუ: "დღეს გავიხაროთ, | ჭირსა ლხინი ვით შესწონდა?" |
Verse/Line: d და | სმასა ზედან ოქრო გასცა | -- სიმრავლითა ვინ ასწონდა?! |
Strophe/Paragraph: 214 | ||
Verse/Line: a | სხვაცა მოვიდა ამბავი | პირველ ამბავთა მსგავსებად: |
Verse/Line: b | "არა ჩანს ჩვენთვის მოლხენა | გულის ცეცხლისა დავსებად, |
Verse/Line: c | წინაუდგს გუბი ცრემლისა | ნიადაგ გარდასავსებად,* |
Verse/Line: d და | მთვარე ილევის, ჟამია, | არა ჩანს გასასავსებად". |
Strophe/Paragraph: 215 | ||
Verse/Line: a | მეფე ადგა, გაემართა, | ესე სიტყვა მას ეწყინა, |
Verse/Line: b | რა მივიდა, ფერ-ნამკრთალი | მოეგება შვილი წინა, |
Verse/Line: c | უთხრა: "რა გჭირს? მზისა შუქმან | ბნელი რისგან დაიჩინა? |
Verse/Line: d და | შენი რათმე დაჭმუნვება | გულმან ვითმცა მოითმინა?" |
Strophe/Paragraph: 216 | ||
Verse/Line: a | კვლავ ჰკითხეს: "რა გჭირს, რა გიმძიმს? | -- თქვი, ჩვენგან ნურად გრცხვენიან, |
Verse/Line: b | ვხედავთ, რომ ჩვენთვის სინათლე | მზისაებრ აღარ ჰფენიან, |
Verse/Line: c | ბროლისა მცველნი ბაგები | საღიმლად არა შვენიან, |
Verse/Line: d და | შენ ლხინი გმართებს სამუდმოდ, | ჭირი რად მოგივლენიან?" |
Strophe/Paragraph: 217 | ||
Verse/Line: a | ექიმთ უბრძანა: "წა ნახეთ, | რა ესნთა შეედარების." |
Verse/Line: b | მათ მოახსენეს: "ვიკადრებთ, | რაც ჩვენგან მიიმხდარების: |
Verse/Line: c | სენი არ არის; სევდასა | ჩვენგნით რა მოეგვარების? |
Verse/Line: d და | თუ თვით არ იტყვის, ეს ვიცით, | სხვა ვერვინ მოეხმარების." |
Strophe/Paragraph: 218 | ||
Verse/Line: a | რაცა ჰკითხეს, არა ხელყო | მან პასუხსა მოხსენებად, |
Verse/Line: b | უთხრა: "შვილო, ნუ გიქნია | თავი ჭირთა დასადებად, |
Verse/Line: c | არ მოისმენ, -- თავსა ჩემსა | მე მოვიკლავ ჩემად ნებად, |
Verse/Line: d და | მითხარ, ღმერთსა შევეხვეწო, | ნუ თუ გეყოს განკურნებად!" |
Strophe/Paragraph: 219 | ||
Verse/Line: a | მან თქვა, თუ: "რა ვქნა, რა გკადრო? | საქმე მჭირს ცრემლთა დენისა,* |
Verse/Line: b | არცა მე ვიცი მიზეზი | მოლხენად ამა სენისა, |
Verse/Line: c | ღმერთსა ვიმოწმებ -- არა მწადს | თქვენისა რადმე წყენისა, |
Verse/Line: d და | ძალი არა მაქვს თქვენს წინა | სხვის რამცა მოსახსენისა." |
Strophe/Paragraph: 220 | ||
Verse/Line: a | მეფე მუნით წამოვიდა | მტირალი და გულმწუხარი, |
Verse/Line: b | ცოლსა უთხრა: "ჩვენთვის მოჩანს | რისხვა ზეცით ნაქუხარი, |
Verse/Line: c | ვაჲ, თუ დავრჩეთ ქვეყანასა | სიცოცხლითა გაუხარი, |
Verse/Line: d და | ვეღარ ვიყვნეთ მტერთა ზედა | სამუქაროდ მომკვეხარი!" |
Strophe/Paragraph: 221 | ||
Verse/Line: a | რა ესე ესმა, ორნივე | გახდეს ცრემლისა მდენელნი -- |
Verse/Line: b | "სიკვდილი სჯობდა -- ამისი | ვიყვენით მოუსმენელნი, |
Verse/Line: c | უმისოდ დავრჩეთ, ვიქნებით | მისდღეში მოულხენელნი, |
Verse/Line: d და | მზესა რად ჰქნია, არ ვიცით, | უკუნი გარდამფენელნი?" |
Strophe/Paragraph: 222 | ||
Verse/Line: a | დედა მივიდა მასთანა | მუხლ-მოყრით შემხვეწელია: |
Verse/Line: b | "შენ რაცა გწადდეს სათქმელად | ჩემთანა -- რატომ ძნელია? |
Verse/Line: c | აქამდის მტერთა ჩვენთაგან | ვიყვენით სანატრელია, |
Verse/Line: d და | აწ რად წაგვახდენ? -- ჩაგჭრია | ეშმაკი ავის მქნელია!" |
Strophe/Paragraph: 223 | ||
Verse/Line: a | სიტყვა არ უთხრა, ატირდა, | დედასა ებრალებოდა, |
Verse/Line: b | იგი უებროდ ტიროდა, გვერც | უჯდა ეხვეწებოდა, |
Verse/Line: c | უთხრა: "არ გკითხავ, ნუ სტირი, | რად ვსთქვი, თუ გეწყინებოდა?" |
Verse/Line: d და | ომაინისთვის გაახლდა, | რაც ძველად ცეცხლი სდებოდა. |
Strophe/Paragraph: 224 | ||
Verse/Line: a | ორსა ფარსანგსა ეხვივნეს | თვადნი, სპათა, ჯარია, |
Verse/Line: b | მას აღარავინ აუჩნდა | კითხვისა მოაჯარია, |
Verse/Line: c | შორით მოდგიან მჭვრეტელნი, | ერთმანერთს დანაჯარია, |
Verse/Line: d და | დედა თავის თავს სწყევლიდა, | თუ: "გეყავ გამსაჯარია!"* |
Strophe/Paragraph: 225 | ||
Verse/Line: a | მივიდა, მეფეს შესტირა, | მუნ გახდა დიდი ზარია, |
Verse/Line: b | სრულად ტიროდეს ლაშქარი | -- სათქმელად ანაზარია, |
Verse/Line: c | მოსძულდა ყოვლთა სავარდე, | ბაღი და მულღანზარია, |
Verse/Line: d და | მოქალაქეთა დააგდეს | ქულბაქი, სრულ ბაზარია.* |
Strophe/Paragraph: 226 | ||
Verse/Line: a | მეფესა თვისნი ვეზირნი | სამად ჰყავს გარიგებითა, |
Verse/Line: b | მოასხა ყველა, უბრძანა | მათ წვრილად დარიგებითა, |
Verse/Line: c | ძნელსა საქმესა ჰკითხევდა | ცალ-ცალკე მორიგებითა, |
Verse/Line: d და | "თუ ვერას მარგებთ, ვიქნები | თავისა გარდაგებითა!" |
Strophe/Paragraph: 227 | ||
Verse/Line: a | მათ მოახსენეს: "ღმერთმან ქნას | თქვენთვის ადვილად ძნელია, |
Verse/Line: b | თქვენ ხელმწიფე ხართ, ყოველი | მრავლად გაქვთ საქონელია, |
Verse/Line: c | კარნი გაახვენ მას მიეც, | თვით იყოს, რასაც მქნელია, |
Verse/Line: d და | ჯოჯოხეთისა სიცხისა | ოქროა გამანელია.* |
Strophe/Paragraph: 228 | ||
Verse/Line: a | რაზომ ნახავს საჭურჭლესა | მრავლად ტურფას შენახულსა, |
Verse/Line: b | ღმერთმან ქნას და შეუყვარდეს, | არ წაახდენს ჭირნახულსა, |
Verse/Line: c | დაივიწყებს გულისაგან | ეშმაკისა ჩასახულსა, |
Verse/Line: d და | ჩვენ ეს გვითქვამს, სხვათაც ჰკითხეთ | კაცსა საქმით მონახულსა." |
Strophe/Paragraph: 229 | ||
Verse/Line: a | საჭურჭლისა კარნი გახსნეს, | ქნეს ყოვლისა გამოჩენა, |
Verse/Line: b | შვილსა უთხრა: "ეს შენია, | სხვად რადღა გჭირს შენ მოწყენა"? |
Verse/Line: c | არ შეხედა საქონელსა, | არცა გაძრა სიტყვად ენა, |
Verse/Line: d და | მისგან არა მოელხინა, | გულსა ჰქონდა სხვაგან რბენა. |
Strophe/Paragraph: 230 | ||
Verse/Line: a | სხვანი ვეზირნი მოასხა, | მეფე ზის დაღრეჯილობით, |
Verse/Line: b | ცრემლსა იდენდა საბრალოდ, | ომაინს ჰხმობდა შვილობით, |
Verse/Line: c | მათცა უბრძანა ყოველი | ამბავი იგი წვრილობით. |
Verse/Line: d და | მათ მოახსენეს: "ღმერთმან გყოს | აროდეს ლხინთა ცვლილობით". |
Strophe/Paragraph: 231 | ||
Verse/Line: a | უბრძანა, თუ: "არ ინდომა | საქონელი, არცა ცხენი, |
Verse/Line: b | გულსა რამე შემოჰყრია | ცეცხლისაგან უსიცხენი, |
Verse/Line: c | გაუშვია მას ვეფხებრივ | სიჩაუქე, სიფიცხენი,* |
Verse/Line: d და | ხედავთ, ბოლოს მომევლინა | ეშმაკისა სიმარცხენი!" |
Strophe/Paragraph: 232 | ||
Verse/Line: a | მოახსენეს: "ყმაწვილია, | მაგრამ მეტად გონიერი, |
Verse/Line: b | გვიკვირს, გული რამ უცვალა? | -- იყო ყოვლის მეცნიერი, |
Verse/Line: c | აქანამდი გაკრძალულად | იყო თქვენი მოთნიერი. |
Verse/Line: d და | აწ მზის შუქთა დაფარებად | ღრუბელია კადნიერი. |
Strophe/Paragraph: 233 | ||
Verse/Line: a | ამ ქვეყანასა ბევრია | კაცნი საკვირველთ მქნელები |
Verse/Line: b | მოვასხათ ყველა, ვაჩვენოთ | მჭედელნი, ხისა მთლელები, |
Verse/Line: c | მარგალიტისა მპოვნელნი, | ლალის, გუარის მთხრელები,* |
Verse/Line: d და | სპილენძისა და ტყვიისა | მყარ ოქრო შემამცვლელები. |
Strophe/Paragraph: 234 | ||
Verse/Line: a | ღმერთმან ქნას: ერთი ამათგან | სწავლად ქნას ხელთა აღებად, |
Verse/Line: b | დავიწყდეს იგი პატიჟნი, | გულსა აჩნია დაღებად, |
Verse/Line: c | გამოჩნდეს მაკურნებელი | საქმე ჭირისა წაღებად, |
Verse/Line: d და | არ ვიქმნეთ შეჭირვებითა | ცნობათა გარდანაღებად".* |
Strophe/Paragraph: 235 | ||
Verse/Line: a | მოასხნეს ყველა, აჩვენეს | ყოვლისა ხელოსანია, |
Verse/Line: b | მოდგომილიყო სიმრავლე | ქვეითი, ცხენოსანია, |
Verse/Line: c | ხატაელნი და ჩინელნი, | მართ სრულად ხორასანია, |
Verse/Line: d და | "არ ვიქმნეთ შეჭირვებითა" | - გულითა მოკვნესანია. |
Strophe/Paragraph: 236 | ||
Verse/Line: a | მას მოახსენეს ყოველთა | თავ-თავის ხელოსნობისა, |
Verse/Line: b | იგი შეწყენით მჯდომელი, | არ გარდასრული ცნობისა, |
Verse/Line: c | ვარდსა შეჰქნოდა უმზეოდ | ნიშანი რამე ჭკნობისა, |
Verse/Line: d და | მიზეზი -- გულსა ტკივილი | სენთაგან ნაწყენობისა. |
Strophe/Paragraph: 237 | ||
Verse/Line: a | ორთა კაცთა თქვეს: "ცხენს შევიქთ | ერთის ნაკვეთის ხისაგან, |
Verse/Line: b | რა კაცი შეჯდეს, აფრინდეს | უმაღლე ფრინველისაგან, |
Verse/Line: c | სადაცა უნდა მიიყვანს | უწინ სიტყვისა თქმისაგან." |
Verse/Line: d და | ომაინ ბრძანა: "ეს მინდა, | მაგას ველოდი ღვთისაგან. |
Strophe/Paragraph: 238 | ||
Verse/Line: a | "ეს ვისწავლო, გამიშვია | ყოვლი ჩემი შეჭივრება, |
Verse/Line: b | კმარის, რაცა აქანამდის | მე დავიეც თავსა ვება!" |
Verse/Line: c | მეფეს ჰკადრეს: "კვლავცა მზემან | ქნას შუქისა გამოშვება, |
Verse/Line: d და | ღმერთსა მადლი შემეცვალა, | ბრძანა ჭირთა დაჭმუნვება." |
Strophe/Paragraph: 239 | ||
Verse/Line: a | ბრძანა: "მოასხით ყოველგნით | მკვრელნი და მომღერალები, |
Verse/Line: b | ახლად დამევსო, სახმილთა | მე ცეცხლთა მწვივდა ალები!" |
Verse/Line: c | სალარო გახსნეს, მოიღეს | თვალ-მარგალიტი, ლალები. |
Verse/Line: d და | ომაინ მოვა -- "მას ვნახავ, | მტერს აღარ მოვეკრძალები." |
Strophe/Paragraph: 240 | ||
Verse/Line: a | იგი მოვიდა წინაშე | ქცევითა პირვანდელითა, |
Verse/Line: b | მეფემ აკოცა, დიდაანს დგეს | ფეხზედ ყელ-გარდაჭდელითა, |
Verse/Line: c | სრულად აივსნეს ლაშქარნი | მათისა საწადელითა, |
Verse/Line: d და | მას დარჩომოდა მეტობა | მზის შუქი მაშინდელითა.* |
Strophe/Paragraph: 241 | ||
Verse/Line: a | ლხინი ნახეს, რომ ვით ითქმის | შესხმა ქებისა მათისა, |
Verse/Line: b | ფერმიხდით იყო ნათელი | მზის შუქთა მოკამათისა, |
Verse/Line: c | კვლავ გულსა ჰქონდა შერევა | ბროლ-ლალსა, მინა-სათისა, |
Verse/Line: d და | მას კლევდა საგონებელი | უკუნთა განმანათლისა. |
Strophe/Paragraph: 242 | ||
Verse/Line: a | აიყარნეს. მეფე დარჩა | ამ საქმისა დანდობილი, |
Verse/Line: b | მაგრამ ვითმცა გაახლდების | ვარდი უმზოდ დაჭკნობილი?! |
Verse/Line: c | შინ მოვიდა, გული კრული | დადნა მიწყივ დადნობილი,* |
Verse/Line: d და | მოიყვანა იგი კაცნი, | ხენი ესხნეს აყდნობილი.* |
Strophe/Paragraph: 243 | ||
Verse/Line: a | უბრძანა: "ცხენი შექენით, | მეცა ვისწავლო, მგონია, |
Verse/Line: b | ჩემთა პატიჟთა სალხენად | სხვა ვერა მომიგონია." |
Verse/Line: c | მათ ჰკადრეს: "დია ისწავლით, | გაქვს ბრძენთა ჭკუა, გონია, |
Verse/Line: d და | თქვენებრივ არვის უნახავს, | არცა ვის გაუგონია." |
Strophe/Paragraph: 244 | ||
Verse/Line: a | ხელი მიჰყვეს, ათსა დღესა | გაათავეს, დაასრულეს, |
Verse/Line: b | მეფეს უყვეს მესისხლობა, | თვარ ომაინს უმოყრულეს. |
Verse/Line: c | სადავენი ხელთა მისცეს, | თავი მათი იგმირულეს |
Verse/Line: d და | "სადაც გინდა, წამ ერთმივა, | არ თურე გრძლად იარულეს." |
Strophe/Paragraph: 245 | ||
Verse/Line: a | ომაინ მოვა სალაროდ | ლალ-იაგუნდთა მრჩეველად, |
Verse/Line: b | ესრეთ მნათობი აიხვნა, | შუქსა ჰფენს, ვითა მზე ველად, |
Verse/Line: c | წელთა შეირტყა, მობრუნდა | სარო ტანისა მრხეველად, |
Verse/Line: d და | საბრალოდ ცრემლსა იდენდა | მინდორთა მოსარწყეველად. |
Strophe/Paragraph: 246 | ||
Verse/Line: a | მართ ილოცევდა მუხლმოყრით, | პირსა იბანდა წყალითა, |
Verse/Line: b | უფალსა ევედრებოდა | სიტყვითა შესაწყალითა: |
Verse/Line: c | "მოსამართლეო, ნუ დამწვავ | ცეცხლისა მეა წყალითა,* |
Verse/Line: d და | განკურნე გული უებროდ ნაკოდი | დანაწყალითა." |
Strophe/Paragraph: 247 | ||
Verse/Line: a | ტიროდა მეტად საბრალოდ, | თუ სთქვა ცრემლ ზღვად ნართავითა: |
Verse/Line: b | "ზღვათა მეფისა შვილისებრ | გულს ნუ შემიმოს შავითა, |
Verse/Line: c | გზა მამეც გამარჯვებისა | მინდორთა, თუნდა ნავითა." |
Verse/Line: d და | ადგა და გამოემართა | ლომი მართ ოდენ თავითა. |
Strophe/Paragraph: 248 | ||
Verse/Line: a | მას ცხენსა შეჯდა, აფრინდა, | ღრუბელთა შესწორებოდა. |
Verse/Line: b | ვეღარ ხედევდენ მჭვრეტელნი, | იგი დღე ემწარებოდა,* |
Verse/Line: c | მეფესა ჰკადრეს, ლაშქარნი | ტირილით შეეყრებოდა, |
Verse/Line: d და | თავსა იცემდეს ძახილით | ვირემ მზე გარდიყრებოდა. |
Strophe/Paragraph: 249 | ||
Verse/Line: a | იგი კაცნი გარდიხვეწნეს, | რომ შეექნათ ცხენი ხისა: |
Verse/Line: b | "ეს რა ვჰქენით, რად დავჰკარგეთ | პირი ტურფად სანახისა? |
Verse/Line: c | მეფესა და სპა-ლაშქართა | საქმე მიხვდა სულთ ახისა,* |
Verse/Line: d და | თავსა ჩვენსა ჩვენ უყავით | სარჩობელი ყელთ მახისა!" |
Strophe/Paragraph: 250 | ||
Verse/Line: a | მეფემან ბრძანა: "ვინ იყო, | რა იქნა ხისა მჭრელია? |
Verse/Line: b | აქა მამისხით დაკრულნი, | ყველა თავ დასაჭრელია!" |
Verse/Line: c | მონახეს, ვერსად იპოვეს, | ადრევ გზა ექნათ ჭრელია, |
Verse/Line: d და | სრულად თავადთა ჩაიცვეს | ტანს საგლოველი ჭრელია.* |
Strophe/Paragraph: 251 | ||
Verse/Line: a | ძებნეს და ღონე ვერა ქნეს | შეტყობად ვერად ვერისად, |
Verse/Line: b | ექვს თვე იარეს, გული ქნეს | ვერ პოვნად დანაჯერისად, |
Verse/Line: c | მოვიდეს, დასხდეს ტირილად, | გლეჯად თმისა და წვერისად, |
Verse/Line: d და | ყველანი იყვნეს მწყეველად | თავისის ბედთა წერისად. |