Strophe/Paragraph: 252 | ||
Verse/Line: a | წავიდა, ვითა ფრინველი | ფიცხლავე მხართა მქნეველი, |
Verse/Line: b | მისი ვინც იყო შემკადრე, | ან რისმე შემაწყეველი? |
Verse/Line: c | ვით ხვადი ლომი მინდორთა, | მარტო მტერთ მოუთნეველი, |
Verse/Line: d და | ოდენ მთვარეა უმზეოდ | თავისა დამაჭკნეველი. |
Strophe/Paragraph: 253 | ||
Verse/Line: a | მისრეთს მივიდა. მუნ იდგნენ | სამი მაღალი ჭანდარი; |
Verse/Line: b | ცხენი ხის წვერთა დამალა, | ქვე ჩამოვიდა ჯენდარი, |
Verse/Line: c | მთვარესა შუქი შეადგა, | მზისა ცხად იყო მუნ დარი, |
Verse/Line: d და | მას იკითხვიდეს ვერ მნახნი: | ნეტარ სადარი მანდ არი?* |
Strophe/Paragraph: 254 | ||
Verse/Line: a | მინი მჭვრეტნი გაეკვირნა | სიტურფესა მეტის მეტსა, |
Verse/Line: b | ვითა ჩხირსა აბრუნებდის | დიდროვანსა რკინის კეტსა,* |
Verse/Line: c | ხმა დავარდა, მოეხვივნეს, | ზოგნი ჰგვანდეს შმაგსა, რეტსა |
Verse/Line: d და | ვიცი, როსტომ ვერ იქმოდა | საქმეს მისგან დანამეტსა. |
Strophe/Paragraph: 255 | ||
Verse/Line: a | ჰკითხეს თუ: "ვინ ხარ ჭაბუკო, | ანუ რად საქმედ რებული? |
Verse/Line: b | ღმერთი გვყავს მოწმად, შენითა | ნახვით ვართ გახარებული, |
Verse/Line: c | რაცა გინდოდეს, გვიბრძანეთ". | დგას ქალაქისა კრებული, |
Verse/Line: d და | ლოცვიდეს: "ღმერთმან ნუ მოგცეს | ერთი დღე გამწარებული." |
Strophe/Paragraph: 256 | ||
Verse/Line: a | უთხრა: "ჭაბუკი არა ვარ, | არცა მებრძოლი ომისა, |
Verse/Line: b | სყიდვა-გასყიდვად მოვსულვარ, | მაქვს საქონელი ზომისა, |
Verse/Line: c | მიკვირს, რა არის მიზეზი | თქვენისა აქა დგომისა? |
Verse/Line: d და | სხვა არა მინდა, მაჩვენეთ | ადგილი დასაჯდომისა". |
Strophe/Paragraph: 257 | ||
Verse/Line: a | კვლავცა უთხრა: "მადრიელ ვარ | უცხოვობით არ მეშორეთ." |
Verse/Line: b | მოახსენეს: "ესე გვინდა, | ნეტამც რამე ვიმსახურეთ, |
Verse/Line: c | მართლად გკადროთ ყველა კაი, | თქვენსა წინა არც ვიჭორეთ, |
Verse/Line: d და | თქვენ ადგილი მოგეწონოს, | სიტყვა ვითმცა გაგიორეთ!". |
Strophe/Paragraph: 258 | ||
Verse/Line: a | წინა წაუძღვეს, წავიდა | მზე ბაზარს შუქთა ფენითა, |
Verse/Line: b | თვალ-მარგალიტთა მსყიდველი | ჯდა ვინმე ფერად ფენითა, |
Verse/Line: c | ბრძანა, თუ: "აქა დავჯდები, | კაცი დგა მრავლად ფრფენითა,* |
Verse/Line: d და | რამცა გავსაჯოთ პასუხი, | ნუთუ ჩვენც ვიმუქფენითა?" |
Strophe/Paragraph: 259 | ||
Verse/Line: a | მან კაცმან მიწას აკოცა, | დალოცა მეტად ჭკვიანად, |
Verse/Line: b | თქვა: "ღმერთმან მიყო წვალობა, | აქ მოხვალ დოვლათიანად, |
Verse/Line: c | ჩვენ ქვეყანასა ვაჭრობა | არვის მიხვდების ზიანად, |
Verse/Line: d და | შენ გეყოს გულის წადილი | ყოველი უმარცხიანად." |
Strophe/Paragraph: 260 | ||
Verse/Line: a | ომაინ დაჯდა სავაჭროდ, | მას დია ცრემლი სდიოდეს, |
Verse/Line: b | თქვა: "ამის მქმნელსა უთუოდ სიცოცხლისაგან | რცხვენოდეს, |
Verse/Line: c | მაგრამ არ ვარგა უდროვოდ | კაცს საქმე გამოსჩენოდეს, |
Verse/Line: d და | ნუ თუ ამითა ღვთისაგან | მე რამე მამელხინოდეს?" |
Strophe/Paragraph: 261 | ||
Verse/Line: a | მან გახსნა ლალ-იაგუნდი | მზისაებრ ელვა კრთომილი. |
Verse/Line: b | ვინც ცხენით მოდგის გასინჯვად, | სწრაფლ იყვის გარდახდომილი, |
Verse/Line: c | ყოვლთა უკვირდა, ვთქვა ვითა, | რომე ყმა მათთან ჯდომილი, |
Verse/Line: d და | ვერას იტყოდეს, დაცვივდეს | ქებისა მიუთხრობილი. |
Strophe/Paragraph: 262 | ||
Verse/Line: a | გაისმა ესე ამბავი | ლართა და იმა გმირისა, |
Verse/Line: b | ქალაქთ უფროსსა უამბეს ქება | მის ყმისა პირისა, |
Verse/Line: c | თქვა: "ვნახავ, მიზეზს დავიდებ, | ვკითხავ, თუ როგორ ღირ ისა?" |
Verse/Line: d და | წინ მიუძღვიან ხადუმნი, | მივა არ მლოდნე ჭირისა. |
Strophe/Paragraph: 263 | ||
Verse/Line: a | ქალი მივიდა, შეხედა | ყმასა არ მოცინარესა, |
Verse/Line: b | შეწყენით იყო, მაგრამე | კვლავ აშვენებდა არესა, |
Verse/Line: c | უმსგავსა შუქი მზესა და | ელვათა მაელვარესა, |
Verse/Line: d და | ჰკადრა, თუ: "ფასი შეჰკვეთე", | მან მოახსენა წყნარ ესა. |
Strophe/Paragraph: 264 | ||
Verse/Line: a | ყმამან უთხრა საუბარი | მას ტურფასა შვენიერსა: |
Verse/Line: b | "ჰე, მნათობო, სინათლითა | მზესა გავხარ ქვეყნიერსა,* |
Verse/Line: c | ამის მეტი რაღა გკადრო, | თქვენ ყოვლისა მეცნიერსა? |
Verse/Line: d და | სრულ წაიღო, ფასს არ ვითხოვ, | დავიმოწმებ სახიერსა!" |
Strophe/Paragraph: 265 | ||
Verse/Line: a | ქალი ადგა წამოსავლად, | არ მოშალა საქციელი, |
Verse/Line: b | გულსა უთხრა: "ვის უნახავს | ამისებრივ ხორციელი?" |
Verse/Line: c | ორთა ლალთა საკვირველთა | ვაჟი იყო მიმცემელი,* |
Verse/Line: d და | ბნელსა ღამეს ანათებდეს, | ვით მნათობნი ზეციელი. |
Strophe/Paragraph: 266 | ||
Verse/Line: a | იგი სევდამან აავსო, | შეექნა საგონებელი, |
Verse/Line: b | იტყვის: "რა ვირგო ბედკრულმან | მე ჩემი სალხინებელი? |
Verse/Line: c | თუ სენს არ ეტყვის სნეული, | ვერ ჰკურნებს მაკურნებელი." |
Verse/Line: d და | მის ყმისა ეცა ლახვარი | გულისა მაკვდინებელი.* |
Strophe/Paragraph: 267 | ||
Verse/Line: a | დღე და ღამე გაუშრობლად | წინა ედგის ცრემლთა გუბი, |
Verse/Line: b | მელნის ტბათა ჩაყრდნობილი | გიშრისა ჩნდის შიგან შუბი,* |
Verse/Line: c | "ვაი, მოვჰკვდე შეუყრელი | და იმისი მე უუბი?!"* |
Verse/Line: d და | თავის პატრონს მან მიართვა | იგი ტურფა ლალი ტყუბი. |
Strophe/Paragraph: 268 | ||
Verse/Line: a | ხელმწიფესა გაკვირვებით | მეტის მეტად მოეწონა, |
Verse/Line: b | თქვა: "ასეთი არ მინახავს!" | პირსა ზედან დაიკონა, -- |
Verse/Line: c | "სით მოსულა? ვით ჰყიდიან?" | -- იგი მბობად დაეღონა -- |
Verse/Line: d და | კაცთ სახელსა ვერ იტყოდა, | უნდა სხვა რამ მოეგონა. |
Strophe/Paragraph: 269 | ||
Verse/Line: a | მოახსენა: "ბაზარს ჩაველ, | სამსახურად მე მაქვს გული, |
Verse/Line: b | ვნახე ვინმე საკვირველი, | მით ვარ ცნობა დაკარგული, |
Verse/Line: c | იცით, რომე მისრეთისა | მრავალ ჯერ ვარ გასინჯული, |
Verse/Line: d და | ლალი მეტად მამეწონა, | მსყიდველი ზის მზედ სახული."* |
Strophe/Paragraph: 270 | ||
Verse/Line: a | მეფემ შეიტყო, ლამოდა | კაცთა ამბავთა მბობასა, |
Verse/Line: b | განწყრა, უბრძანა: "ვით მკადრებ | ეგზომსა ნაყბედობასა?* |
Verse/Line: c | თავსა მოგკვეთ და დაჰკარგავ | ჭკუათა ნაზარდობასა". |
Verse/Line: d და | რამცა იძრახა, შეშინდა, | დასჯერდა ნაწვართობასა. |
Strophe/Paragraph: 271 | ||
Verse/Line: a | კვლავ უბრძანა: "ვისღაც ვისმე | გაემართე საქებარად? |
Verse/Line: b | დღეის იქით თუღა გნახავ | შენ მაგისად მოუბარად, |
Verse/Line: c | სიკჯვდილს არა მოგეფაროს, | ვიყო შენად დამთმობარად, |
Verse/Line: d და | შენ არ იცი, ეგე სიტყვა | შემიქს ცეცხლთა მამდებარად!" |
Strophe/Paragraph: 272 | ||
Verse/Line: a | ქალი სადგომად წავიდა, | ორთა სენთაგან ჩიოდა: |
Verse/Line: b | მას ახლად მეფე გაუწყრა, | პირველცა გული სტკიოდა. |
Verse/Line: c | ომაინისთვის ტიროდა | მდაბლად, არ მაღლად ყვიროდა, |
Verse/Line: d და | ვერას იტყოდის სირცხვილით, | ნამუსისათვის ვარგოდა. |
Strophe/Paragraph: 273 | ||
Verse/Line: a | ბაზარს წავიდის ხშირ-ხშირად, | ვისთვისცა ცეცხლი სდებოდა, |
Verse/Line: b | მიუდგის, ევაჭრებოდის | და ტკბილად ეუბნებოდა, |
Verse/Line: c | წამ ერთ ნახვითა დამწველი | სახმილი დაევსებოდა, |
Verse/Line: d და | რა წამოვიდის, გიშრისა | ტბა ცრემლით აევსებოდა. |
Strophe/Paragraph: 274 | ||
Verse/Line: a | მას კაცსა კარგა გაერთო | ომაინ ამხანაგობით,* |
Verse/Line: b | მან უთხრა მისი საქმენი | წვრილად, არ სიტყვა შმაგობით, |
Verse/Line: c | იგიცა მეტად შეწუხდა, | ზის საქმის გამოსაგობით, |
Verse/Line: d და | ჰკადრა, თუ: "ღმერთსა უქნიხარ | ტურფისა ასანაგობით. |
Strophe/Paragraph: 275 | ||
Verse/Line: a | ქვეყანაზე, რაცა გინდეს, | საქმე ვერა გაგიმაგრდეს, |
Verse/Line: b | ჩვენ იგი ვქნათ, რაცა ამა | საქმეს კარგა მოიგვარდეს, |
Verse/Line: c | ხამს, თუ კაცი ძნელს ჭკუასა მისახდომლად | დაუწყნარდეს, |
Verse/Line: d და | ღმერთმან ქნას, და ეგე ჭირნი | მსწრაფლ ლხინითა გაგიქარდეს! |
Strophe/Paragraph: 276 | ||
Verse/Line: a | ესე ქალი, რომე მას აქვს | ამ ბაზართა ხელოსნობა,* |
Verse/Line: b | მისი გვმართებს მოკიდება, | სამსახური, ძღვენთა ძღნობა, |
Verse/Line: c | ამად, რომე მას მეფესა | აქვს ამისი მოსათნობა, |
Verse/Line: d და | ნუ თუ ღმერთმან მოგივლინოს | ძნელთა ჭირთა განკურნება! |
Strophe/Paragraph: 277 | ||
Verse/Line: a | ვხედავ, რომე ამა ქალსა | შენი ნდომა შეეტყობის, |
Verse/Line: b | თუ ვიშოვნო იგი შენთვის, | სახელად მჩანს, არ მეგმობის, |
Verse/Line: c | შევთვალოთ, თუ: "მოგვიშუქე, | ვარდი უმზოდ დაიჭკნობის!" |
Verse/Line: d და | ოდეს ნახოთ ერთმანერთი, | მერმე ყველა გაენდობის." |
Strophe/Paragraph: 278 | ||
Verse/Line: a | ომაინ უთხრა მას კაცსა | სიტყვითა გონიერითა: |
Verse/Line: b | "შენ არჩევ ჩემთვის რგებასა | გულითა ლმობიერითა." |
Verse/Line: c | მან ჰკადრა: "საქმე შევსთვალოთ | მისისა მეცნიერითა, |
Verse/Line: d და | მე დიაცი მყავს, თვით იცნობს, | სრული კითხვით და წერითა."* |
Strophe/Paragraph: 279 | ||
Verse/Line: a | დიაცმან ნახა, გაჰკვირდა: | შვენება, სიტურფე რისა! |
Verse/Line: b | ომაინს ფერხთა მიმართა | პირსა დადებად მტვერისა, |
Verse/Line: c | დალოცა: "ღმერთმან დაგიცვას, | არ ვნება გეცეს მტერისა, |
Verse/Line: d და | კურთხეულმც არის მშობელი | შენებრივ ნივთიერისა!"* |
Strophe/Paragraph: 280 | ||
Verse/Line: a | უთხრეს, თუ: "წადი, ეცადე | საწევრად იმა ქალისად, |
Verse/Line: b | ჰკადრე, თუ: "შენცა გინახავს | -- ვარდი ჩანს ფერგამქრქალისად." |
Verse/Line: c | ნუღარ დაგვაწვევს სახმილსა, | ნუ შეგვრთავს ცეცხლთა ალისად. |
Verse/Line: d და | თუ ვნახოთ, ვიცით დავეხსნათ | სიკვდილსა სამუდამისად."* |
Strophe/Paragraph: 281 | ||
Verse/Line: a | წავიდა იგი დიაცი, | მოსწრაფეთ იქნა რებული, |
Verse/Line: b | მას ქალსა ჰკადრა პასუხი | მშვიდი და დაწყნარებული: |
Verse/Line: c | "მთვარე შექნილა უნათლოდ | მზის შუქთა მოშორებული, |
Verse/Line: d და | დაიხსენ შეჭირვებითა, | არ ვარგხართ შეუყრებული."* |
Strophe/Paragraph: 282 | ||
Verse/Line: a | მან უთხრა, თუ: "მომისმინე, | რაცა გითხრა სიტყვა, დაო, |
Verse/Line: b | მე, რა ვნახე იგი მოყმე, | მეუცხოვა, გამკვირდაო,* |
Verse/Line: c | აწ მისითა სიყვარულით | ბრძენი ცნობას გარდვიდაო, |
Verse/Line: d და | მაგრა თავსა ვერ შევირცხვენ, | რაზომს გული მეწვიდაო! |
Strophe/Paragraph: 283 | ||
Verse/Line: a | წადი, ჰკადრე ჩემ მაგიერ | მზისა შუქთა წამღებელსა: |
Verse/Line: b | "მე სიკვდილი მირჩევნია, | თუ რას გაწყენ ხელი ხელსა, |
Verse/Line: c | ესე სენი დამართებით | სხვას არა სჭირს ხორციელსა, |
Verse/Line: d და | რა ვქნა? რამცა მოუგვარო | თავსა ცეცხლით დასაწველსა? |
Strophe/Paragraph: 284 | ||
Verse/Line: a | თუ არ მოგყვე, გაგარისხო, | ვითმც ვიქ თქვენსა უნებურსა? |
Verse/Line: b | ორისაგან რომელი ვქნა, | ან რა მმართებს უბედურსა? |
Verse/Line: c | ამ ქვეყანას დიდად ვჩნივარ | ხელმწიფესა ჩვენებურსა, |
Verse/Line: d და | მართებს კრძალვა სირცხვილისა | დიაცს, თავსა დანაბურსა."* |
Strophe/Paragraph: 285 | ||
Verse/Line: a | ნუ გამიწყრების, ვმუდარობ, | არ ვარ სიტყვითა მკვახითა, |
Verse/Line: b | მაგრა მე მაგას ვერა ვიქ, | დავება მტერთა მახითა, |
Verse/Line: c | სხვარიგად ყმა ვარ, ნუ შემიქს | მე მისგან მოუმზრახითა, |
Verse/Line: d და | თვალთა რას ვაქნევ, არ იყოს | მსწრაფლად მისითა მნახითა?" |
Strophe/Paragraph: 286 | ||
Verse/Line: a | დიაცმან უთხრა: "მნათობო, | შენ სიტყვა გაგეორების.* |
Verse/Line: b | ვიცი, რომ იგი ჭაბუკი | შენგან არ მოიღორების, |
Verse/Line: c | ანუ აგინე, დასწყევლე, | გაშორდი, გაგეშორების, |
Verse/Line: d და | ანუ ნუ დასთმობ ნათელსა, | ვინ მზესა შეესწორების."* |
Strophe/Paragraph: 287 | ||
Verse/Line: a | კვლავცა უთხრა, "მნახავი ვარ, | იცი, ყოვლის ქვეყანისა, |
Verse/Line: b | მკითხავი და დამწერელი, | მცოდნე ყოვლის მე ენისა, |
Verse/Line: c | არ მინახავს მე მისებრი, | არც სმენა მაქვს მე მნახისა, |
Verse/Line: d და | ნუ გრცხვენიან შეყრა მისა, | დრო მოგსვლია მოლხენისა!"* |
Strophe/Paragraph: 288 | ||
Verse/Line: a | ქალმან უთხრა, თუ: "მომესმა, | სიტყვა შენ მითხარ რომელი, |
Verse/Line: b | სიკვდილსა ვირჩევ, თუ გაწყრენ | შუქნი ელვათა მკრთომელი, |
Verse/Line: c | მე არა მგამა, იმისთვის | ვიყო ჭირთ გარდამხდომელი, |
Verse/Line: d და | რასაც შენ იტყვი დღეითგან, | მეცა მისი ვარ მდომილი!" |
Strophe/Paragraph: 289 | ||
Verse/Line: a | დიაცი ადგა წასავლად, | საქმესა მიესწრაფების, |
Verse/Line: b | ქალი ქვე დარჩა მჯდომარე, | პირსამც რა შეეწებების,* |
Verse/Line: c | -- "შენ იქ ვერ მოხვალ, მოვიყვან, | ვის შუქი იიეფების."* |
Verse/Line: d და | მართ მივა იგი საამბოდ, | ცქაფს რაღა მოეცქაფების? |
გვერდსა დაისვეს, გაცხადდა | მათი სიტყვები გულისა, | |
უთხრეს ამბავი მოყმისა | მის შორით გარდმოგულისა: | |
"წესია რგება მიჯნურთა | თვისთაგან დაკარგულისა, | |
და | რას იტყვი? წვევა გვწადიან | ხე ედემს დანერგულისა." |
იგი მოყმე ხელი ვინმე | შენთა ჭირთა ენაცვლების, | |
მის სარჯელთა გარდახდომა | ენით არა მოითვლების, | |
შენგან კიდე საგონებლად | რამც აქვს, ან რა ენაღვლების? | |
და | ზეგარდამო გაგებული | ცუდად არა გარდივლების. |