Strophe/Paragraph: 290 | ||
Verse/Line: a | მოქალაქენი სრულობით | ყოველთ დღეთ მას ნახევდიან, |
Verse/Line: b | მისსა ამბავსა სამბობლად | კრძალვითა ინახევდიან, |
Verse/Line: c | პირსა მზისაებრ იტყოდენ | და ტანსა ალვის ხევდიან, |
Verse/Line: d და | ნახლსა და სტავრას უძღვნიდეს | , ბითუნსა არ გახევდიან. |
Strophe/Paragraph: 291 | ||
Verse/Line: a | მართ გაემზადა დიაცი | ქალის ამბვისა თქმევისად: |
Verse/Line: b | "პირველ გამაგრდა, მეტყოდა: | "ვინ გიპოვნივარ მე ვისად? |
Verse/Line: c | მაგას ვერა ვიქ, დავრჩები | მე ჩემთა სწორთა წყევისად".* |
Verse/Line: d და | უთხარ: "თუ იგი არ გინდა, | იყოს ალვისა ხე ვისად?"* |
Strophe/Paragraph: 292 | ||
Verse/Line: a | აღარ მოვეშვი, ჩამამყვა, | იქნა ნებისა შენისა, |
Verse/Line: b | აწ ნუღარა გჭირს ნიადაგ | პატიჟი ცრემლთა დენისა, |
Verse/Line: c | ვისწრაფოთ, ადრე წავიდეთ | ნახვად პირისა მშვენისა,* |
Verse/Line: d და | მსწრაფლ მიგიყვანო, არ გვინდა | ზედა შეჯდომა ცხენისა."* |
Strophe/Paragraph: 293 | ||
Verse/Line: a | ომაინ იჯდა შეწყენით, | არ ვითა ცეცხლ ნაშრეტია, |
Verse/Line: b | დიაცმან ვერა შეატყო | სიამე ვერა მეტია, |
Verse/Line: c | მართ იყო გაკვირვებული | მოყმისა შენამჭვრეტია, |
Verse/Line: d და | უთხრა, თუ: "გეტყვი ამისთვის | -- ჯავრი გულს აღარ მეტია." |
Strophe/Paragraph: 294 | ||
Verse/Line: a | მოახსენა: "მე ამ რიგი | საქმე ბევრი გარდამხდია, |
Verse/Line: b | ვისთვის საქმე გამეკეთოს, | ჩემთან მადლი გარდუხდია, |
Verse/Line: c | მიკვირს, რად არ მოეკიდე, | მზეს ღრუბელი გარდუხდია! |
Verse/Line: d და | ეს არ გინდა, ვიცი რომე | ჭირნი სხვისთვის გარდგიხდია! |
Strophe/Paragraph: 295 | ||
Verse/Line: a | არცა სული მირჩევნიან | მე მიჯნურთა სამსახურსა, |
Verse/Line: b | დღე და ღამე გაუწყვეტლად | ვხედავ ცრემლთა მონაწურსა, |
Verse/Line: c | გულსა რა გიც? რად არ მეტყვი | სამსახურის მონასურსა? |
Verse/Line: d და | შენთვის დავდებ თავსა ჩემსა, | გონებისა გულისყირსა."** |
Strophe/Paragraph: 296 | ||
Verse/Line: a | ყმამან უთხრა: "გხედავ, დაო, | ჩემთვის შენ ხარ გულ-მტკივანი, |
Verse/Line: b | ყველა წვრილად გაგაგონო, | მე ვით მჭირან ცეცხლთა წვანი, |
Verse/Line: c | მაგრა მას კაცს რა ერგების, | ვის სენი სჭირს შეუგვანი? |
Verse/Line: d და | უმისომან უნდა ვიკრა | თავსა კეტი, გულსა ქვანი."* |
Strophe/Paragraph: 297 | ||
Verse/Line: a | უბრძანა ყველა: პირველად | ნახვა ზღვათ მეფის შვილისა, |
Verse/Line: b | -- "იმა ჟამითგან გულსა მიც | ლახვარი სიტკივილისა,* |
Verse/Line: c | ფარულად მითქვამს ვაგლახი, | არ ცხადად სიყივილისა, |
Verse/Line: d და | გაუდნობელად ვის ძალუც | ცეცხლთან შენახვა ცვილისა?" |
Strophe/Paragraph: 298 | ||
Verse/Line: a | ჰკადრა: "ლომო, შენს წინაშე | საქმე არ ჩანს განაჭირად, |
Verse/Line: b | მე ვიქნები მოიმედე | და მაგისად დანაპირად, |
Verse/Line: c | თუ, რაც გითხრა, დამიჯერო, | გამოგადგე მართ ვაზირად, |
Verse/Line: d და | ვიცი ღმერთი მის მოსავთა | არ ექნების განაწირად." |
Strophe/Paragraph: 299 | ||
Verse/Line: a | მას პირ-მზესა ბურნე-მელიქ | ჰქვიან -- პირველ ესე გკადრო,* |
Verse/Line: b | ეხლა მას აქვს ხელმწიფობა, | მისი არის ჟამი და დრო, |
Verse/Line: c | ღმერთსა უნდეს, ესე საქმე | არ გვიან ვქნა, გაგიადრო, |
Verse/Line: d და | ვერა გარგო, -- მეცა შენთან | გული ცეცხლით გავიღადრო! |
Strophe/Paragraph: 300 | ||
Verse/Line: a | ესე მეტად კარგად იქნა, | რომ ვიშოვნეთ ქალი ჩვენად, |
Verse/Line: b | იგი ნახე სიყვარულით | -- სჯობს საქმისა მოსაჩვენად! |
Verse/Line: c | ნუ თუ მისგან ეს შევიტყოთ, | რად არს მიწყივ კაცთ უჩვენად |
Verse/Line: d და | ღმერთსა უნდეს, თავი ჩემი | მე ვჰყო თქვენთან გასაჩვენად.* |
Strophe/Paragraph: 301 | ||
Verse/Line: a | ოდეს გული გაუერთო, გაუცხადე | დაფარული. |
Verse/Line: b | შემიტყვია, რომ უზომოდ | მას შენი აქვს სიყვარული, |
Verse/Line: c | უღონოვოდ მოგეხმარვის, | ჭკვიანია, მცნება სრული,* |
Verse/Line: d და | საქმე ყოვლი წარგემართვის, | მოწყალედ გყავს დაუსრული." |
Strophe/Paragraph: 302 | ||
Verse/Line: a | ომაინ მიჰყავს დიაცსა, | მზეებრ მიშუქობს დარია. |
Verse/Line: b | ქალი მარტო ჯდა მამლოდნე, | მუნამდინ ცრემლ-ნაღვარია, |
Verse/Line: c | იგი რა ნახა, ზე ადგა, | მზე მისგან შენაზარია, |
Verse/Line: d და | თავმდაბლად ჰკადრა მოკითხვა, | სიტყვები რამე წყნარია. |
Strophe/Paragraph: 303 | ||
Verse/Line: a | მას ვაჟი ყელს მოეხვია | მთვარესა, ზე ადგომილსა,* |
Verse/Line: b | ბროლთაგან ელვა ჰკრთებოდა, | ვარდნი გაეპნეს ღიმილსა, |
Verse/Line: c | ქალი დიაცსა მადლს ეტყვის: | "შენ დამხსენ ცრემლთა წვიმილსა!" |
Verse/Line: d და | ერთმანეთს ტკბილად ჰკოცნიდეს, | არ ჰგვანდეს განაწყრომილსა! |
Strophe/Paragraph: 304 | ||
Verse/Line: a | მათ გაიხარნეს ორთავე | ერთმანერთისა ხლებითა, |
Verse/Line: b | ტკბილად ყიოდეს ბულბულნი | ვარდისა სიახლებითა, |
Verse/Line: c | სახლი ფარდითა მოცული, | სტავრითა, სულ ნახლებითა, |
Verse/Line: d და | სრა და სამყოფი სავსე დგეს | ტურფითა მოახლებითა.* |
Strophe/Paragraph: 305 | ||
Verse/Line: a | ორთავე სჭირდა სურვილი, | უფროვე ქალსა, მგონია, |
Verse/Line: b | ომაინს ყელსა ეხვევის, | მას საიმისოდ ჰგონია,* |
Verse/Line: c | მაგრამ ყმას სხვაგან წასვლოდა | ჭკუა, ცნობა და გონია, |
Verse/Line: d და | მისებრივ ჭირთა მოთმენა | სხვას არვის გაუგონია. |
Strophe/Paragraph: 306 | ||
Verse/Line: a | ყმამან მუნ დაყო სამი დღე, | ცეცხლი სწვავს არა ნელია, |
Verse/Line: b | მაგრა ღონისა მძებნელსა | მოტეხით ჰქონდა ყელია, |
Verse/Line: c | რა მოეგონოს მისი მზე, | მოეცის თვალთა ბნელია, |
Verse/Line: d და | კვლავ იფერებდა, თუც ოდენ | მას საქმე სჭირდა ძნელია. |
Strophe/Paragraph: 307 | ||
Verse/Line: a | კაცი მოვიდა -- "ხელმწიფე | ქალსა იხმობსო სწრაფულად." |
Verse/Line: b | იგი ზე ადგა მოწყენით, | წყნარად, არ რამე ცქაფულად,* |
Verse/Line: c | გაყრისა ცეცხლმან შეაქნა | დუღილი გულსა ქაფულად, |
Verse/Line: d და | იტყვის: "ცუდია, თუ დარჩეს | ხელი ვარდ მოუკრეფელად." |
Strophe/Paragraph: 308 | ||
Verse/Line: a | ხელმწიფის კარსა მივიდა | ფიცხლად და დაუდგომელად, |
Verse/Line: b | მას დახვდა ჯარი ხადუმთა, | ყოველნი ფერხზედ მდგომელად. |
Verse/Line: c | რა იგი ნახეს მსხდომელთა, | იქნეს ზე ასადგომელად, |
Verse/Line: d და | შეხედნა მზესა, მოექცა | შუქი პირს მოსადგომელად.* |
Strophe/Paragraph: 309 | ||
Verse/Line: a | უბრძანა, თუ: "სამი დღეა, | არ მოსულხარ ჩვენსა კარსა, |
Verse/Line: b | მოსვლა გინდეს, წინამდეგი | კარს ვინ გიზამს დანაკარსა?" |
Verse/Line: c | მოახსენა: "ბაზარს ვიყავ, | ლართა ხსნიდეს შენაკარსა, |
Verse/Line: d და | შორად ვიყო, სიკვდილი სჯობს | ჟამსა თქვენთან მოუკარსა."* |
Strophe/Paragraph: 310 | ||
Verse/Line: a | კვლავ უბრძანა: "რად არ იცი, | უშენობა ვით მამთმინდეს? |
Verse/Line: b | რაზომ იყო ჩემსა თანა, | ახლოს ყოფა არ მამწყინდეს." |
Verse/Line: c | მოახსენა: "მე ვით ვღირსვარ, | ჩემი ხლება თქვენთან გინდეს, |
Verse/Line: d და | წინაშე ვარ". განაღამცა | ილაღობეს გაცაცინდეს.* |
Strophe/Paragraph: 311 | ||
Verse/Line: a | პატრონისა სიამოვნე | მას უნდოდა მეტის მეტად, |
Verse/Line: b | მაგრა ერთ კერძ უცნობოსა | გული ჰქონდა შმაგად, რეტად, |
Verse/Line: c | ომაინის გონებითა | ცეცხლთა სჭირდა არა შრეტად, |
Verse/Line: d და | იტყვის: "რა ვქნა? ორთა მზეთა | მე რომლისა ვიყო მჭვრეტლად? |
Strophe/Paragraph: 312 | ||
Verse/Line: a | თვით მიბრძანა: "ნურსად წახვალ, | კარზედ იყავ გაუყრელად!" |
Verse/Line: b | არ მოუსმენ, გამიწყრების, | შემიქს სწორთა საკიცხელად, |
Verse/Line: c | თუ არ ვნახო იგი მოყმე, | იყოს ჩემად მამლოდნელად." |
Verse/Line: d და | გონებამან ფერი აკლო, | ეტყობოდა, საკვირველად.* |
Strophe/Paragraph: 313 | ||
Verse/Line: a | მას ბურნე-მელიქ უბრძანა: | "რა გჭირს? რად ფერი გკრთომია!" |
Verse/Line: b | ჰკადრა: "ვიშიშვი, მეფეო, | არ მექნა განაწყრომია, |
Verse/Line: c | ვერ გაგეყრები, თვით ბრძანე: | "კარზედა იყავ მდგომია, |
Verse/Line: d და | საქმე საჩემო ქალაქად | ვინ იცის, აწ რა ზომია? |
Strophe/Paragraph: 314 | ||
Verse/Line: a | მეშინიან, სასარგებლო | საქმე რამე წახდეს მუნა, |
Verse/Line: b | ანგარიშსა მე მამთხოვენ, | ამა ჭირმან დამაჭმუნა! |
Verse/Line: c | რა ვაჭართა ისაკლისონ, | წამსაც ვინღა დამაყმუნა?* |
Verse/Line: d და | თუ გაცივდეს გული თქვენი | ჩემთვის, ვინღა მომითმუნა?"* |
Strophe/Paragraph: 315 | ||
Verse/Line: a | უბრძანა: "მაგას არ გიშლი, | რაც წესად საქმე შენია, |
Verse/Line: b | ძნელად მოიცლი, მეც ვიცი, | ქალაქი მეტად შენია, |
Verse/Line: c | აწ მადრიელ ვარ, გული გაქვს | შენ ჩემგან შენაშენია, |
Verse/Line: d და | წადი მიხედე ობოლთა, | არ იყვნენ მონამშენია. |
Strophe/Paragraph: 316 | ||
Verse/Line: a | ბაზარს ჩადი, სავაჭროსა | ყოვლის ფასი გაიეფდეს, |
Verse/Line: b | უქონოთა კაცთა ზედა | ბრძანე -- ხარკსა ნუ მოჰკრეფდეს,* |
Verse/Line: c | რაცა გინდეს, მას იქმოდე, | ოღონ გული არ გამეფდეს, |
Verse/Line: d და | ცოცხალ ვიყო, ლხინი გქონდეს, | მოვკვდე -- ცრემლი გაგიმჩქეფდეს." |
Strophe/Paragraph: 317 | ||
Verse/Line: a | ქალი წავიდა მოცინრად, | აღარა სულთქმით ახევდა, |
Verse/Line: b | პირველ მეფემან დალოცა, | მერმე ომაინს ნახევდა, |
Verse/Line: c | პირი მზისაებრ მნათობნი | და ტანი ალვისა ხევ-და, |
Verse/Line: d და | ვაჟსა მიელის, ვეჭვ, რომე | სწრაფლ მისვლას არ უზრახევდა. |
Strophe/Paragraph: 318 | ||
Verse/Line: a | ამა ქცევითა უქროდათ | სიამოვნისა ქარია, |
Verse/Line: b | ბროლსა და ლალსა გარევით | შერთოდა მინა-ქარია, |
Verse/Line: c | ტკბილად უბნობდეს, არა ჩნდა | მუნ საქმე სამუქარია, |
Verse/Line: d და | ვაჟის ჭირთ ნაცვლად გაუშვის | ჯურღმულსა დასანთქარია. |
Strophe/Paragraph: 319 | ||
Verse/Line: a | დღესა ერთსა ომაინ ჯდა, | თვალთა ცრემლი მოედინა, |
Verse/Line: b | ქალმან პირსა ხელი იკრა: | "ვაგლახ მეო! რა გეწყინა? |
Verse/Line: c | შენ რა გიმძიმს? ვხედავ, რომე | მზემან ბნელი დაიჩინა, |
Verse/Line: d და | თუ არ მითხრა, აწვე თავი | მე მოვიკლა შენსა წინა!" |
Strophe/Paragraph: 320 | ||
Verse/Line: a | მან უთხრა: "ამას ნუ მკითხავ, | ღმერთი გაფიცო ცხოველი, |
Verse/Line: b | აქიმსა უთხრას სნეულმან | მან მისნი ჭირნი ყოველი, |
Verse/Line: c | ცუდად რას ვიტყვი, რომლისა | ლხენასა არსით მოველი? |
Verse/Line: d და | აწ ამა ძნელსა საქმესა | ვის ვიყო მისანდოველი? |
Strophe/Paragraph: 321 | ||
Verse/Line: a | ქალი ატირდა საბრალოდ, | ქვე ზის მწარითა გულითა. |
Verse/Line: b | ყმასა ეტყოდა: "ვერ გხედავ | სიტყვითა სავარგულითა, |
Verse/Line: c | ვერ მხედავ შენთვის შევქნილვარ | ცნობანი დაკარგულითა?* |
Verse/Line: d და | ღმერთმან მიწა მქნას, თუ ვიყო | შენზედა სიორგულითა!* |
Strophe/Paragraph: 322 | ||
Verse/Line: a | ესე მიკვირს, თუ რად ბრძანებთ: | "რგებასა არსით ველია." |
Verse/Line: b | ეგ ბრძენთა სიტყვა არ არის, | არც შენ ხარ უსწავლელია, |
Verse/Line: c | დასჯერდი ამას, ღმერთს წინა | ადვილ ჩანს საკვირველია, |
Verse/Line: d და | უჯერობითა ადამ ქნა | თავის მამრევად გველია. |
Strophe/Paragraph: 323 | ||
Verse/Line: a | რადგან ღვთისაგან შექმნილან | ყოველნი დაბადებულნი, |
Verse/Line: b | ცა და ქვეყანა, მნათობნი, | მეფენი გადიდებულნი, |
Verse/Line: c | აროდეს დარჩენ უღონოდ | მართლ მისგან იმედებულნი, |
Verse/Line: d და | მსწრაფლ აღადგინოს სიტყვითა | სიკვდილად გარდადებულნი. |
Strophe/Paragraph: 324 | ||
Verse/Line: a | მანვე დამწყევლოს, თუ ვიყო | გულითა ნამუხთალავი,* |
Verse/Line: b | ნეტარ, თუ რად ხარ ჩემთანა | საქმისა მონაკრძალავი? |
Verse/Line: c | რად გედვას გულსა შენახვად | რაცა-რამ დასამალავი? |
Verse/Line: d და | მითხარ! ეშმაკი გაჰხადე | შენგან შორს გამომლალავი."** |
Strophe/Paragraph: 325 | ||
Verse/Line: a | ყმამან უთხრა: "საყვარელო, | ტკბილი ხარ და ამო, მშვიდი, |
Verse/Line: b | შენ გწადს ჩემი სიმოვნე, მეცა | მმართებს შენი რიდი, |
Verse/Line: c | შემიტყვია გული შენი | -- ადვილ ფასად არ გამყიდი, |
Verse/Line: d და | გკადრო ყველა, მე ოდითგან | ბედსა შავსა მოვითქმიდი!" |
Strophe/Paragraph: 326 | ||
Verse/Line: a | კვლავცა უთხრა მან ამბავი, | საქმე თავსა გარდასული: |
Verse/Line: b | "ნუ ეჭვ, რომე მოგიშორო, | დავსთმო შენი სიყვარული, |
Verse/Line: c | მაგრა ხედავ, თვალთა ჩემთა | არ მომივა ღამით რული,** |
Verse/Line: d და | ნეტარ ცოცხალს არ მსმენოდა | მართ ამბავი მე მისრული! |
Strophe/Paragraph: 327 | ||
Verse/Line: a | ღმერთი მყავს მოწმად, მრცხვენიან | თხრობად ცუდ ჭირნახულისად, |
Verse/Line: b | ვერ დავსთმე, სჯობდა შენახვად, | ქონად გულს დამარხულისად,** |
Verse/Line: c | აწ, რადგან იქმენ შემტყობად | ჩემისა გაზრახულისად, |
Verse/Line: d და | ღმერთი შემოგზღავს, მიაჯე | მის ჩემგან მზედ სახულისად. |
Strophe/Paragraph: 328 | ||
Verse/Line: a | გასმია, რომე მიჯნური | საწყალოდ თქმულა მტერისა, |
Verse/Line: b | შენ ხარ საყვარლად წინაშე | მის მზისა ქვეყნიერისა, |
Verse/Line: c | შენ გაქვს შეკვრად და გამოხსნად | ყელთა საბელთა წვერისა,* |
Verse/Line: d და | შენ გეღირსების პასუხი | მართ ბრძნულებ მეცნიერისა". |
Strophe/Paragraph: 329 | ||
Verse/Line: a | ქალმან უთხრა, "ვერვინ შეშლის | განგებითა მამავალსა, |
Verse/Line: b | ფიცით გითხრობ -- მოვიჭირვო | დასადებლად შენზედ ვალსა, |
Verse/Line: c | მებრალები, ამად, რომე | გხედავ მეტად ცეცხლმხურვალსა,* |
Verse/Line: d და | მკურნალთაგან რამცღა ერგოს | სულსა ხორცით გამავალსა? |
Strophe/Paragraph: 330 | ||
Verse/Line: a | ვიცი, რომე ამას იტყვი: | "თვისად უნდი, არა სხვისად." |
Verse/Line: b | მაგრამ წყაროს რას გაჰკვირდეს, | მნახავია ვინცა ზღვისად? |
Verse/Line: c | მე მასთანა რას გამოვსჩნდე, | ვარ ამისად შესატყვისად, |
Verse/Line: d და | ღმერთმან ქნას, და მონა ვიყო | თქვენთა ფერხთა მტვერთა გვისად. |
Strophe/Paragraph: 331 | ||
Verse/Line: a | კვლავცა გკადრო: დამიჯერე | ესე სიტყვა დანამტკიცად, |
Verse/Line: b | ვერა გარგო -- თავი ჩემი | არ ვქნა სიკვდილს დასავიცად, |
Verse/Line: c | მოგახსენო, რასაცა ვარ | შემტყობად და ანუ ვიცად: |
Verse/Line: d და | იგი არის კაცთ სახელსა | უსმენლობის დანაფიცად. |
Strophe/Paragraph: 332 | ||
Verse/Line: a | ესე მკლავს, რომე მასთანა | არ ითქმის კაცთა სახელი, |
Verse/Line: b | ანუ ვინ იყოს კაცთაგან | ამა პირ-მზისა მნახველი?* |
Verse/Line: c | "რა გჭირსო?" -- კითხვად ვინ ღირსა, | ან ვინ არს გამომნახველი? |
Verse/Line: d და | საგონებელმან წამიღო | გული ლახვრითა სახელი. |
Strophe/Paragraph: 333 | ||
Verse/Line: a | ამის მეტი არა მოჩანს | საქმე ჩემგან მოსაძევი, |
Verse/Line: b | ნუ თუ ღონით რით შევიტყოთ, | რად არს იგი კაცთა-მწყევი? |
Verse/Line: c | არ იხსენოს მას წინაშე | ადამის ტომთ მონაძევი, |
Verse/Line: d და | ვით იკრძალვის პირი მზისა, | ტანი ედემს მონახევი?" |
Strophe/Paragraph: 334 | ||
Verse/Line: a | ყმამან უთხრა: "ესე მწადდა | მეცა თქვენთვის მოსახსენად, |
Verse/Line: b | მაგრა პირველ თქვენ მოიღეთ | გონებისა სიბრძნის ენად, |
Verse/Line: c | ეს შეიტყევ: რა მომხდარა? | კაცთ ხილვისა რად ზის წყენად? |
Verse/Line: d და | მერმე მაშინ ჩვენცა დავსხდეთ | რჩევად, საქმის გამოჩენად." |
Strophe/Paragraph: 335 | ||
Verse/Line: a | ქალმან უთხრა: "წავალ, დავსდებ | თავსა შენთვის სასიკვდილოდ, |
Verse/Line: b | მას წინაშე არვინა ჩანს | ჩემსა უკეთ გასაზრდილოდ, |
Verse/Line: c | მოვახსენებ: "ნუ გამიხდი, | შუქსა, მზეო, დასაჩრდილოდ, |
Verse/Line: d და | გეხვეწები, შემიბრალე, | ვარ აჯისა მომთხოვილოდ." |
Strophe/Paragraph: 336 | ||
Verse/Line: a | "ამად გკადრებ, ვიცი, რომე, | თუ არ მეტყვი, არ დავრჩები, |
Verse/Line: b | უბედური ორსა ჭირსა | ბოლოდ ვერა მოურჩები,* |
Verse/Line: c | აქანამდის გული თქვენი | არ მქონია ნაურჩები, |
Verse/Line: d და | თუ გაწყინო, ყელსა ჩემსა | თვით გარდვიცვა დასარჩები." |
Strophe/Paragraph: 337 | ||
Verse/Line: a | ნუ გაგვიწყრებით, გვაღირსეთ, | ვიყოთ ამ საქმის მცნებელი, |
Verse/Line: b | განჰკურნე გაცხადებითა | გული შიშთაგან ვნებული, |
Verse/Line: c | კაცთა რად რისხავ? რა ქნილა | აქ თქვენი მოუნებური? |
Verse/Line: d და | ჰკვირვობენ სრულნი ლაშქარნი, | ვინც არის გაგონებული. |
Strophe/Paragraph: 338 | ||
Verse/Line: a | მობრძანე, რად გაქვს მიზეზი | კაცთათვის მოძულვებისა? |
Verse/Line: b | შენ ხელმწიფე ხარ მაღალი, | მნახავთა გაკვირვებისა, |
Verse/Line: c | ლაშქართა შესჭირს, შეჰქნია | ტირილი ვაგლახებისა |
Verse/Line: d და | ვერას მიმხვდარან, დამბრმალა | გონება შეჭირვებისა."** |
Strophe/Paragraph: 339 | ||
Verse/Line: a | ხელმწიფე გაწყრა უკადრი, | პირად მზე, საროს ტანისად, |
Verse/Line: b | უბრძანა: "კვლავცა მიწვრთია | არა თქმად მაგისთანისად, |
Verse/Line: c | შენ ვით შეგფერობს ჩემს წინა | თქმად რამე შეუგვანისად? |
Verse/Line: d და | შლეგი ყოფილხარ, გამშორდი | დაუყოვნებლად ხანისად!" |
Strophe/Paragraph: 340 | ||
Verse/Line: a | იგი ფიცხლად გარდაიქცა, | დაბნდა, იქნა, ვითა მკვდარი, |
Verse/Line: b | გაუცუდდა ელვარება | და მზისაებრ შუქთა დარი, |
Verse/Line: c | გულსა სენი შემოჰყროდა, | დამწველობით ცეცხლთა დარი, |
Verse/Line: d და | ხელის-ხელ წამოიღეს, მართ | თვით ვერას ვერ მიმხვდარი. |
Strophe/Paragraph: 341 | ||
Verse/Line: a | მესამეს დღესა იკითხა: | "სად არის იგი ფლიდია!" |
Verse/Line: b | ჰკადრეს, თუ: "მისი დარჩომა, | მეფეო, ღმერთზედ ჰკიდია, |
Verse/Line: c | თქვენი გაწყრომა მეტადრე | ისაკვირველა, იდია." |
Verse/Line: d და | ორთა მხეველთა უბრძანა: | "წა, ნახეთ, ფიცხლავ მიდია!" |
Strophe/Paragraph: 342 | ||
Verse/Line: a | მოვიდეს, ჰკადრეს მნახველთა: | "ცოტაღა აქვსო სულობა, |
Verse/Line: b | სოფლის წესითა შეჰქნილა | ლხინისა გარდასულობა, |
Verse/Line: c | დაუწერია ანდერძი, | მას ყოვლი მეუსულობა, |
Verse/Line: d და | "მოვკვდეო, ღმერთმან თქვენ მოგცეს | მრავალთ წელთ გამოსულობა!"* |
Strophe/Paragraph: 343 | ||
Verse/Line: a | მეფე შეწუხდა, მელნის ტბა | ცრემლითა აევსებოდა, |
Verse/Line: b | აქიმთ თქვეს: "მთვარე ბნელდების, | ვაჲ, აღარ გაივსებოდა! |
Verse/Line: c | ნდომა შეჰყრია რაღაცა, | ღაწვი მით ეხავსებოდა, |
Verse/Line: d და | აღსრულებოდა, ვეჭვთ, რომე | კვლავ ცეცხლი დაევსებოდა."* |
Strophe/Paragraph: 344 | ||
Verse/Line: a | ბრძანა, თუ: "წავალ მე, ღმერთმან | მაჩვენოს კვლავ ცოცხალია, |
Verse/Line: b | თუ მოკვდეს, დიდად დაგვაკლდეს, | არ ჟამი საკვეხალია, |
Verse/Line: c | ნუ თუ რა ვარგოთ, ვეწივნეთ, | სენი სჭირს ჯერ ახალია, |
Verse/Line: d და | ნდომა არს კაცთა სიცოცხლე | და გულის შემნახალია." |
Strophe/Paragraph: 345 | ||
Verse/Line: a | მეფე მივიდა; იგი წვა | უსულო, ვითა მკვდარულად, |
Verse/Line: b | შუქნი მიჰფინა მზისაებრ, | უკუნი გახდა დარულად, |
Verse/Line: c | უთხრა: "მობრუნდი, გიამბობ, | რაც სიტყვა მქონდა ფარულად." |
Verse/Line: d და | თვალნი აახვნა, წამოჯდა, | თუმც იყო მიუმხვდარულად. |
Strophe/Paragraph: 346 | ||
Verse/Line: a | უბრძანა: "ვნახე სიზმარად | ჭაბუკი ახალ ზრდილობით, |
Verse/Line: b | ჩვენ ერთმანერთსა საერთოდ | შევჰფიცეთ დაუცილობით; |
Verse/Line: c | იგი დაება მახესა, | მე დავხსენ ქალის შილობით,* |
Verse/Line: d და | მერმე მე ვიქენ მას უკან | სხვათაგან შეპყრობილობით! |
Strophe/Paragraph: 347 | ||
Verse/Line: a | აღარ მიყურა, წავიდა, | მე მარტო დავრჩი თავითა, |
Verse/Line: b | მეშინოდა და ვსტიროდი | ცრემლით, ზღვათ შესართავითა, |
Verse/Line: c | ვთქვი: "რად გამწირა?" -- შევიქენ | ჭირსა ჭირ დანართავითა, |
Verse/Line: d და | მუნ ფიცი დავსდევ, თუ -- ნუ მყოს | ღმერთმან ქმარ-შენართავითა! |
Strophe/Paragraph: 348 | ||
Verse/Line: a | გამეღვიძნეს, დამდენოდეს | შისით ოფლისა ღვარია, |
Verse/Line: b | მაშინ დავსწყევლე საუბრად | და ნახვად კაცთა გვარია, |
Verse/Line: c | თვარ ლაშქარნი არა მძულან, | რად აქვსთ გულს სატკივარია? |
Verse/Line: d და | ვისცა რამ აკლდეს, შორიდამ | თქვან მათი საჩივარია." |
Strophe/Paragraph: 349 | ||
Verse/Line: a | რა ესე ესმა მზისაგან, | მთვარეს დააჩნდა შუქობა,* |
Verse/Line: b | ქება შეასხა, რომელსა | აროდეს სთქმოდა უქობა: |
Verse/Line: c | "თქვენებრ სიუხვით, მეფეო, | მთით ქარს არ ძალუც ბუქობა, |
Verse/Line: d და | თქვენის ნახვითა მამეცა | მე ჭირთა მოსუბუქობა." |
Strophe/Paragraph: 350 | ||
Verse/Line: a | მოახსენა, თუ: "შეგცოდე, | ღმერთმან მით მიყო ავია, |
Verse/Line: b | დიდთა მეფეთა თქვენს წინა | სწადს ხარაჯობით ზავია, |
Verse/Line: c | ბრძენთა თქმულია: "არ წახდეს, | ვინც სიტყვის შემნახავია."* |
Verse/Line: d და | თუ დავრჩე, კვლავღა გაწყინო | -- მე ვიყო მოსაკლავია!" |
Strophe/Paragraph: 351 | ||
Verse/Line: a | მზე გუმბადს გარდაეფაროს, | მთვარეს ფერი ეახლების. |
Verse/Line: b | ქალი ადგა, მოეკაზმა, | მეფეს თანა ეახლების,* |
Verse/Line: c | სინათლისა მამლოდინე | ბნელსა არსად ეახლების, |
Verse/Line: d და | სხვა მნათობი დაიმალვის, | თუ მას მეტად ეახლების. |
Strophe/Paragraph: 352 | ||
Verse/Line: a | ქალსა უბრძანა მეფემან | სიტყვა ტკბილი და წყნარები: |
Verse/Line: b | "დარჩეს უშენოდ ქალაქნი | და ყოვლნი მისრთა არები, |
Verse/Line: c | წადი, შეიტყევ ყოველი, | მოჰფინე მზეებრ დარები, |
Verse/Line: d და | მე არავინ მყავს, იცოდე, | შენთანა დასადარები." |
Strophe/Paragraph: 353 | ||
Verse/Line: a | ომაინთანა მისწერა | ამბავი არ საგინები:* |
Verse/Line: b | "ნუღარა მოსწვიმს, გააშრევ | ცრემლისა დასადგინები, |
Verse/Line: c | მოდი, რომელი სინათლით | ეთერსა დაედარები,* |
Verse/Line: d და | ჩვენსა ბოროტსა შეექნა | კეთილი წინ აღმდგინები. |
Strophe/Paragraph: 354 | ||
Verse/Line: a | მობრძანდი, გკადრო ამბავი | გულისა მოსალხენია,* |
Verse/Line: b | გამამიშვა და მიბრძანა: | "ქალაქნი წა, ნახენია!" |
Verse/Line: c | ანუ რად არის კაცთ მწყრომად | ტანად ალვისა ხენია, |
Verse/Line: d და | ყველა შევიტყევ, გაცუდდეს | ეშმაკთა სიმარცხენია." |
Strophe/Paragraph: 355 | ||
Verse/Line: a | მოვიდა, დასხდეს ლაღობით, | ორნივე ტურფად შვენოდეს,* |
Verse/Line: b | უთხრა: "გიამბო, მუნითგან | მე გაგეყარე შენ ოდეს, |
Verse/Line: c | ძლივ გაუბედე სათქმელად, | ვეჭვ, ეტლსაც მისგან შვენოდეს." |
Verse/Line: d და | წვრილად უამბო ყველაი, რაცა | მას სიზმრად სწყენოდეს. |
Strophe/Paragraph: 356 | ||
Verse/Line: a | ერთი დღე დაყვეს, იამეს, | რაცა მათ იამებოდა, |
Verse/Line: b | მერმე წავიდა სასწრაფოდ, | არ გზა-გზა ედგომებოდა. |
Verse/Line: c | დიაცი იხმო, უამბო, იგიცა | ემოწმებოდა, |
Verse/Line: d და | ჰკადრა, თუ: "თქვენთვის სიკვდილი | არვისგან დამეგმებოდა. |
Strophe/Paragraph: 357 | ||
Verse/Line: a | პატრონი ჩემი, ხალიფა, | კაცია მეტად ჭკვიანი, |
Verse/Line: b | მისი განდობა საქმისა | არ არის ჩვენი ზიანი." |
Verse/Line: c | იხმეს, არჩევენ ფარულად, | არ კარნი ჰქონდეს ღიანი. |
Verse/Line: d და | ხალიფა იტყვის: "ხელმწიფე | მამა მისია სვიანი. |
Strophe/Paragraph: 358 | ||
Verse/Line: a | "მისგან კიდე პირ-მზესთანა | ვერვინ იტყვის საუბარსა, |
Verse/Line: b | მე ვაცნობო თავი თქვენი | საქებარი საქებარსა, |
Verse/Line: c | ვიცი, რომე შეგიყვარებს, | გულს გიჩვენებს ნამტკბობარსა. |
Verse/Line: d და | რა გაღიმდე, მოგიწონებს | მარგალიტსა ნამწყობარსა." |
Strophe/Paragraph: 359 | ||
Verse/Line: a | ადგეს, წავიდეს, მათ მიაქვს | მეფისა მისართმეველნი, |
Verse/Line: b | ლალ-იაგუნდი უცხონი, | მზისაებრ შუქთა მზეველნი, |
Verse/Line: c | თანა ჰყვებოდეს მლოცველნი, | მისისა მტერთა მწყეველნი, |
Verse/Line: d და | რა ნახეს, ერთობ გაჰკვირდეს | მეფე და მისნი მრჩეველნი. |
Strophe/Paragraph: 360 | ||
Verse/Line: a | მეფე ადგა და აკოცა, | გვერცა დაისვა სკამითა, |
Verse/Line: b | -- "აჰა, ვნახეო, რომელი | მე გავიხარე ამითა!" |
Verse/Line: c | ხალიფას ჰკითხავს: "ვინ არის, | მოსულა რა ერთ ჟამითა? |
Verse/Line: d და | მიკვირს, ვით დასცევ სინათლე | მზისა ერთისა წამითა?" |
Strophe/Paragraph: 361 | ||
Verse/Line: a | ხალიფამ ჰკადრა მეფესა | სიტყვანი მოსალბილონი: |
Verse/Line: b | "ცოტა ხანია, მსმენია | ხმა შაქრად მოსატკბილონი, |
Verse/Line: c | არცა მე ვიცი, ტანსა აქვს | ვაჭრულად ჩასაცმილონი.* |
Verse/Line: d და | ვითამც ექნების დაფარვად | ჯინჭველის ჩრდილსა სპილონი?"* |
Strophe/Paragraph: 362 | ||
Verse/Line: a | მეფემან აქო ომაინ, | მას ფიცხლავ უხმო შვილობა,* |
Verse/Line: b | ჰკითხა, თუ: "ვინ ხარ, მამაცო? | მწადს შენი გამომწვლილობა." |
Verse/Line: c | "ვაჭარი ვარო, ხელთა მაქვს | სყიდვა-გასყიდვა, ცვლილობა."* |
Verse/Line: d და | არ დაუჯერა, სპათ უთხრა: | "ვეჭვ, ტინმა უყოს ცვილობა." |
Strophe/Paragraph: 363 | ||
Verse/Line: a | ლხინი შეიქნა, გაჰკვირდა | მეფე მის ყოფა-ქცევასა, |
Verse/Line: b | მას შვენიერსა ღიმილსა, | ტურფად ტანისა რხევასა. |
Verse/Line: c | ლაშქარნი ერთობ იტყოდეს | თავის ბედისა წყევასა: |
Verse/Line: d და | "ვაჟი არა ჰყავს, ქალი ზის | მხევალთა თანა რჩევასა." |
Strophe/Paragraph: 364 | ||
Verse/Line: a | ერთობ სრულად შეუყვარდა | მეფეს, სპათა, დიდებულთა,* |
Verse/Line: b | ყოვლსა მას წინ მოიღებდეს, | ძღვენს, საჭურჭლეთ დადებულთა, |
Verse/Line: c | მისსა რამცა გაუკვირდა | გულსა სიბრძნით დადებულთა. |
Verse/Line: d და | სმა გათავდა, აიყარნეს, | ჰგვანდეს სუფრა აღებულთა.* |
Strophe/Paragraph: 365 | ||
Verse/Line: a | სრულად აქებდეს ლაშქარნი, | სხვა არვინ იხსენებოდა: |
Verse/Line: b | "ნეტარ ვინ არსო უებრო?" -- შეტყობა | ენატრებოდა, |
Verse/Line: c | მეფე აწვევდის ნიადაგ, | მჭვრეტთ ნახვა იამებოდა,* |
Verse/Line: d | და | მისსა შემყრელსა სახმილი ანაზდად დაუშრტებოდა.* |
Strophe/Paragraph: 366 | ||
Verse/Line: a | კაცი მოვიდა: -- "ომაინს | მეფე აწვევსო სწრაფითა." |
Verse/Line: b | ხალიფამ უთხრა: "შენ, ტურფავ, | გაგხადო არ სიაფითა, |
Verse/Line: c | ახლა შენ იყავ, მე წავალ, | ვეუბნა არ ლაყაფითა, |
Verse/Line: d და | ჩემთა დამოწმდი ნათქვამთა | წყნარად, არ სიტყვა ცქაფითა." |
Strophe/Paragraph: 367 | ||
Verse/Line: a | ხალიფა დაყრით მეფემან | ნახა წინ მარტოდ მდგომია, |
Verse/Line: b | უბრძანა: "რად არ მოვიდა | პირი ელვათა მკრთომია?" |
Verse/Line: c | მან თქვა, თუ: "გკადრო ყველაი | მისი თავს გარდამხდომია, |
Verse/Line: d და | მას მისი ლხინი ყოველი | ჭირთანა შეუზომია. |
Strophe/Paragraph: 368 | ||
Verse/Line: a | მეფეო, მისნი ამბავნი | რა მოგახსენო, რა ვითა? |
Verse/Line: b | ტირის უბრალო ცრემლითა | ზღვათაცა შესართავითა,* |
Verse/Line: c | რა შეღამდების, დაჯდების | ძაძითა მეტად შავითა, |
Verse/Line: d და | თავსა გარდიყრის ნაცარსა | ხელითა ლომთა მკლავითა. |
Strophe/Paragraph: 369 | ||
Verse/Line: a | არვინ იცის, თუ რა უმძიმს, | ან რისთვის არის ხელია. |
Verse/Line: b | თუ ვჰკითხავთ: "რად იქ, რა გჭირსო?" | -- გვექნების უმზრახელია, |
Verse/Line: c | ნარგიზსთათ წვიმა ბროლისა | სდის, თოვლი გაუთხრელია,* |
Verse/Line: d და | შევწუხებულვართ ყოველნი | ამ საქმის მამნახველია. |
Strophe/Paragraph: 370 | ||
Verse/Line: a | ყოველთ ღამეთა ვაება | აქვს და თავს ცემა კეტისა,* |
Verse/Line: b | იტყვის: "არა ჩანს წამალი | ჩემთა სახმილთა შრეტისა!" |
Verse/Line: c | ვირემ გათენდეს, ყოველ ღამ | ცნობა აქვს, ვითა რეტისა, |
Verse/Line: d და | ჩვენ გვიკვირს მისგან გაძლება | ჭირისა მეტის მეტისა!" |
Strophe/Paragraph: 371 | ||
Verse/Line: a | მეფემან ბრძანა: "შევიტყევ | მის მეტი გმირთა გმირობად, |
Verse/Line: b | არს ვინმე დიდი ხელმწიფე, | გულსა სჭირს ლახვართ გმირობად, |
Verse/Line: c | მას თავი თვისი სიკვდილად | გაუცს ვისთვისმე პირობად, |
Verse/Line: d და | მინდორს წავიდეთ, მიზეზი | დავიდვათ ჩვენ ნადირობად." |
Strophe/Paragraph: 372 | ||
Verse/Line: a | კვლაცა უბრძანა ხალიფას | სიტყვითა ლმობიერითა: |
Verse/Line: b | "წა, მოახსენე, წამოგვყვეს | პირითა შვენიერითა, |
Verse/Line: c | ჩვენც გავიხაროთ მასთანა | საქმითა მის მიერითა, |
Verse/Line: d და | ცხენს შეუკაზმავ, ვაახლებ | კაცითა მეცნიერითა." |
Strophe/Paragraph: 373 | ||
Verse/Line: a | ხალიფამ ჰკადრა ომაინს | მეფისა ნაუბარია, |
Verse/Line: b | თქვა: "ვაჭრის მინდორს წაყვანა, | ნეტარმე რა საქნარია? |
Verse/Line: c | მაგრამ წავიდეთ, ხელმწიფემ | კარგად გვყოს შენაწყნარია, |
Verse/Line: d და | მეფეთ უნდომსა ვინცა იქმს, | ის სრულად უმეცარია!"* |
Strophe/Paragraph: 374 | ||
Verse/Line: a | იგი მივიდა, ლაშქართა | სრულ მაზედ ჰქონდათ თვალია, |
Verse/Line: b | ძალად შეარტყეს კაპარჭი, | ტიროდა გულ-მხურვალია, |
Verse/Line: c | ანაზდად ნახეს ქურციკი | პირდაპირ მამავალია. |
Verse/Line: d და | ხელფიცხად მოკლა, მიუხდა, | არც ცხენი დაიხვალია. |
Strophe/Paragraph: 375 | ||
Verse/Line: a | მეფემან ბრძანა: "მაშინვე | ვსცან მე ამისი ესობა, |
Verse/Line: b | ვაჭრის ისარი ნადირსა | აწ ასრე ვით დაესობა?" |
Verse/Line: c | სადგომს მივიდეს, შვენოდეს | ოთახთა ტახტთა მდგესობა, |
Verse/Line: d და | ჭამა შეიქნა, გამართეს | ყოველთა ლხინთა წესობა. |
Strophe/Paragraph: 376 | ||
Verse/Line: a | მეფემ ახლოს დაიყენა, | მსწრაფლ უნდოდის სანახავად, |
Verse/Line: b | ვით სმენოდა, მას ტირილი | ღამით სწადდა სასინჯავად. |
Verse/Line: c | სმა გათვდა, გაიყარნენ, ყველა | წავა თავისთავად, |
Verse/Line: d და | იგი სადგომს შემობრუნდა, | გაიხადა თავი ავად. |
Strophe/Paragraph: 377 | ||
Verse/Line: a | რაც ხალიფას მოეხსენა, | მეფემ იგი თვითცა ნახნა, |
Verse/Line: b | შეებრალა მისსა მჭვრეტსა, | იტირა და ივაგლახნა, |
Verse/Line: c | გაუკვირდა მეტის-მეტად, | მაგრამ რამცა გამოსახნა! |
Verse/Line: d და | ყმამ ტირილი არ დააგდო, | მზის წვერამდინ სულთქნა, ახნა. |
Strophe/Paragraph: 378 | ||
Verse/Line: a | კვლავცა აწვია მეფემან, | მარტო მიისვა წინარე, |
Verse/Line: b | უბრძანა: "გკითხავ საქმესა, | ვაი, თუ შეგაწყინარე? |
Verse/Line: c | დღისით ჩვენებრივ ჩვენთანა | შენცა ხარ მართ მოცინარე, |
Verse/Line: d და | ღამით რად სტირი? რად ჰკვდები? | - შენ ვერვინ გნახოს მძინარე." |
Strophe/Paragraph: 379 | ||
Verse/Line: a | ჰკადრა: "მეფე ხარ მაღალი, | ხელმწიფეთ დიდთა გვარისა, |
Verse/Line: b | მე ერთი ვინმე ღარიბი, | მარტო უცხოსა არისა, |
Verse/Line: c | ჩემნი ამბავნი თქვენს წინა, | გლახ, რა საკადრო არისა? |
Verse/Line: d და | რად ვარგა თქვენგან ჩემისა | სიტყვისა სმენა მწარისა?"* |
Strophe/Paragraph: 380 | ||
Verse/Line: a | კვლავცა უბრძანა: "მიამბე, | მე მწადსო შენი მამობა,* |
Verse/Line: b | ნუ თუ რა გერგოს, გელხინოს, | ჩვენცა ვქნათ შენთა ამობა, |
Verse/Line: c | ნუ გეშის, ღმერთი უხვია, | აქვს კეთილისა წამობა, |
Verse/Line: d და | ტახტოსანი ხარ, კვლავ მოგცეს | მანვე ტახტისა დგამობა."* |
Strophe/Paragraph: 381 | ||
Verse/Line: a | თქვა, თუ: "ვიკადრო, მეფეო, | აწ სიტყვა მოხსენებისად, |
Verse/Line: b | სიზმარი ვნახე მართ, ვითა | დღივ ცხადად მოჩვენებისად, |
Verse/Line: c | პირ-მზემან ვინმე მნათობმან | პირობა მამცა ნებისად, |
Verse/Line: d და | ვთქვით: "ვიყოთ ერთმანერთისა, | ვსხდეთ ჭირთა განკურნებისად."* |
Strophe/Paragraph: 382 | ||
Verse/Line: a | კვლავ შევჰფიცეთ ერთმანერთსა, | ერთხელად და მერმე კიდე,* |
Verse/Line: b | სახე მომცა: "გაგეღვიძნენ | ამ ნიშნითა მამნახვიდე,* |
Verse/Line: c | ვირემ მპოვო, იტირებდე, | როდეს ამას გაიცდიდე." |
Verse/Line: d და | მიკვირს, ჩემად სასიცოცხლოდ | გული ვითა დავიმშვიდე! |
Strophe/Paragraph: 383 | ||
Verse/Line: a | ანაზდად მახეს გავები, | ვეღარას ვიყავ მქნელია, |
Verse/Line: b | პირ-მზე მოვიდა, ეცადა, | შეიქნა ჩემი მხსნელია, |
Verse/Line: c | მერმე ჩავარდა ბადესა, | -- ჩემგან ხსენებად ძნელია! |
Verse/Line: d და | მე ვერა ვარგე, გავშორდი, | მით არ ცეცხლი მწვავს ნელია? |
Strophe/Paragraph: 384 | ||
Verse/Line: a | გამეღვიძა, ავიხედე, | სახე მქონდა მისეულად, |
Verse/Line: b | ვიცი, რომე მემართლების, | ჩემგან დარჩა გულ-მოკლულად, |
Verse/Line: c | სამყოფთაგან წამოსრული, | მისთვის ვქნილვარ დაკარგულად, |
Verse/Line: d და | აწ, მეფეო, რად არ გიკვირს, | მე უმისოდ სულთა დგმულად!? |
Strophe/Paragraph: 385 | ||
Verse/Line: a | ამად ვსტირი, ვერა ვარგე, | მან დამიხსნა ჭირისაგან,* |
Verse/Line: b | დიაცობით მომეხმარა | ყოვლის მისის ღონისაგან, |
Verse/Line: c | მამაცობა გამიცუდდა | ჩემის შავის ბედისაგან, |
Verse/Line: d და | ძილმან შემკრა, არა ვიცი, | ღაფლად დავრჩი თავისაგან."** |
Strophe/Paragraph: 386 | ||
Verse/Line: a | მეფე მიბრუნდა თავისად | სახლად-სრად ტურფად გებულად, |
Verse/Line: b | ოქროს სარტყლითა მონანი | დგას ყოვლგან გარიგებულად, |
Verse/Line: c | ბრძანა: "ქალს ვნახავ, აცნობეთ, | არ მივალ შეუგებელად."* |
Verse/Line: d და | იგი მივიდა, პირად მზე | ზე ადგა მოსაგებულად. |
იცით, თუ ჩემსა პატრონსა | თქვენი ვით უნდა მონობა? | |
სრულად მისრელთა ამბად აქვს | შენთ შუქთა მოსაწონობა; | |
რაცა გინდოდეს, გვიბრძანე, | ჰქენ თქმათა შესაწონობა, | |
და | ეგეთსა გმირსა შენც გმართებს | საქმისა დაუღონობა. |
კვლავცა ატირდა ომაინ | ცხელისა ცრემლთა დენითა, | |
უთხრა, თუ: "თავი სიკვდილად | თქვენ ჩემთვი გარდგიდენითა, | |
თუცა შმაგი ვარ, არ ვიჲო | სიტყვათა ნაცადენითა, | |
და | შენი არ ვიყო, გიტყუო, | ღმერთი ვყო მგმობრად ენითა." |
კვლავ მოახსენეს აქიმთა: | "ხსოვნა გვაქვს დიდთა ჟამისა, | |
გვიკვირს, თუ რა სჭირს, არ ვიცით, | არცა ვართ მნახი ამისა, | |
სიცხე არა აქვს, არცა სჭრის | მას სენი წონა დრამისა, | |
და | გულსა შეჰქნია მონდომა | შეტყობად რაღაც რამისა." |
დია დასტურად ვიახლნეთ, | ვისმინოთ ნაუბარია; | |
და | რა ცხენსა შეჯდა, აევსო | ცრემლითა საგუბარია. |
რქვა, თუ: "არ ვაწყენ, ვერ ვიტყვი, | არ თქმისა დამრთე ნებანი, | |
ვიცი, რომ არსით არ მოსჩანს | ჩემთ ჭირთა განკურნებანი, | |
ცუდად რას ვყბედობ? კვლაცა სჯობს | სასჯელთა მოთინებანი. | |
და | მიჯნურთა წესი ფარვა არს, | არ ვარგა განჩინებანი." |
მეფეს რა ესმა ყმისაგან | მიჯნურობისა ხსენება, | |
ამა საქმისა შეტყობა | უფროვე ერთობ ენება, | |
ომაინ ვერ ყოლ ვერა ქნა | ცრემლლისა წამსა ყენება, | |
და | კვლა-და-კვლა ჰკითხა, არა-თქმად | მას თავი არ დაანება. |